სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი გოგო, რომელიც ევროპაში Microsoft-ის ყველაზე დიდ დეველოპერულ ცენტრში მუშაობს - "რადგან მე შევძელი, სხვაც შეძლებს"
ქართველი გოგო, რომელიც ევროპაში Microsoft-ის ყველაზე დიდ დეველოპერულ ცენტრში მუშაობს - "რადგან მე შევძელი, სხვაც შეძლებს"

ქარ­თვე­ლი გოგო, თსუ-ს კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი სოფო შინ­ჯი­კაშ­ვი­ლი პრა­ღა­ში, ევ­რო­პა­ში Microsoft-ის ყვე­ლა­ზე დიდ დე­ვე­ლო­პე­რულ ცენ­ტრში მუ­შა­ობს. რო­გორც თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ვებ-გვერ­დზეა აღ­ნიშ­ნუ­ლი, იქ და­საქ­მე­ბულ 48-მდე სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის თა­ნამ­შრო­მელს შო­რის სოფო ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლია. მან თსუ-ს ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო ფა­კულ­ტე­ტის ინ­ფორ­მა­ტი­კის ფრან­გულ-ქარ­თუ­ლი სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა და­ამ­თავ­რა.

მო­მა­ვალ­ში ძა­ლი­ან უნდა ქარ­თუ­ლი ენის ავ­ტო­მა­ტუ­რი თარ­გმნის სის­ტე­მის შექ­მნა­ში მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. თან, კად­რე­ბად წარ­მო­იდ­გენს, რო­გორ აკე­თებს ავ­ტო­მა­ტუ­რი მთარ­გმნე­ლის პრე­ზენ­ტა­ცი­ას სო­ხუმ­ში, ილია ვე­კუ­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

„პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა მის­ტი­კუ­რად მოხ­და“, - იხ­სე­ნებს სოფო, - „თა­ვი­დან სა­ერ­თოდ სხვა მხა­რეს, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე ვა­პი­რებ­დი ჩა­ბა­რე­ბას. ამ იდე­ით და­ვი­წყე აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბაც. სა­სუ­ლი­ე­რო გიმ­ნა­ზია და­ვამ­თავ­რე, სა­დაც მა­თე­მა­ტი­კის შე­სა­ნიშ­ნა­ვი მას­წავ­ლებ­ლე­ბი მყავ­და. გა­დამ­წყვე­ტი როლი მათ შო­რის ერთ-ერ­თმა ითა­მა­შა, რო­მელ­მაც აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბი­სას სულ სხვა თვა­ლით და­მა­ნა­ხა ის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რა­საც მა­თე­მა­ტი­კა გაძ­ლევს და უკვე წლის ბო­ლოს ნელ-ნელა მივ­ხვდი, რომ ჰუ­მა­ნი­ტა­რო­ბას ვერ შევ­ძლებ­დი. მა­ლე­ვე, არ­ჩე­ვა­ნი იმ დარ­გზე შე­ვა­ჩე­რე, სა­დაც მა­თე­მა­ტი­კა ერ­წყმის კრე­ა­ტივს და გაძ­ლევს უდი­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, არ გაქ­ცევს ჩარ­ჩო­ებ­ში და არ აქვს “დრეს­კო­დი“, - ამ­ბობს სოფო.

Microsoft-მდე, რო­გორც იხ­სე­ნებს, რთუ­ლი გზა გა­ი­ა­რა. კონ­კუ­რენ­ცია, გა­თე­ნე­ბუ­ლი ღა­მე­ე­ბი, შფოთ­ვა - ასე იხ­სე­ნებს სწავ­ლის პე­რი­ოდს.

მისი აზ­რით, ინ­ფორ­მა­ტი­კა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი ისე­თი დარ­გია, რო­მელ­საც შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბად უნდა აღიქ­ვამ­დე და არა მხო­ლოდ კარ­გი შე­მო­სავ­ლის წყა­როდ.

„უნდა ცდი­ლობ­დე სულ თვით­გან­ვი­თა­რე­ბას და გა­ურ­ბო­დე კომ­ფორ­ტის ზო­ნებს. უნდა შე­იქ­მნა სა­მუ­შაო გა­რე­მო, სა­დაც ყო­ვე­ლი დღე გა­მოწ­ვე­ვაა, სა­დაც ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა დიდ სირ­თუ­ლეს წა­ა­წყდე და შემ­დეგ და­ი­ღა­ლო გა­დაჭ­რის გზე­ბის ძი­ე­ბა­ში. აი რომ იპო­ვი, იქ დგე­ბა „ბედ­ნი­ე­რე­ბის მო­მენ­ტი“, - ამ­ბობს სოფო.

სო­ფოს ერთ-ერთი „ბედ­ნი­ე­რე­ბის მო­მენ­ტი” Microsoft-ის კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ო­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

ყვე­ლა­ფე­რი და­ი­წყო იმით, რომ სოფო და თა­ვი­სი მე­გობ­რე­ბი თა­ვი­სუ­ფალ დროს სხვა­დას­ხვა ამო­ცა­ნის ამოხ­სნა­ზე მე­ცა­დი­ნე­ობ­დნენ. პა­რა­ლე­ლუ­რად, რამ­დე­ნი­მე უცხო­ურ კომ­პა­ნი­ა­ში გა­ნა­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბაც და­ი­წყეს. ჰქონ­დათ გა­სა­უბ­რე­ბე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი, სა­ბო­ლო­ოდ, Microsoft-ის შე­მო­თა­ვა­ზე­ბით დამ­თავ­რდა და ახა­ლი ეტა­პიც და­ი­წყო:

„ელექტრო­ნუ­ლი წე­რი­ლი რომ მი­ვი­ღე, რი­თაც სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მა­ტყო­ბი­ნებ­დნენ, კი­თხვა არ და­მი­წყია, უბ­რა­ლოდ თვა­ლით ვე­ძებ­დი სი­ტყვებს “გი­ლო­ცავთ” ან “სამ­წუ­ხა­როდ”. “გი­ლო­ცავთ” ვი­პო­ვე. მეტი არც არა­ფე­რი წა­მი­კი­თხავს იმ ეტაპ­ზე.

Microsoft-ში შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში შე­დი­ო­და რამ­დე­ნი­მე გა­სა­უბ­რე­ბა ინ­ტერ­ნე­ტით, ბოლო სამი კი - ოფის­ში, პრა­ღა­ში. ეს ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვი დღე იყო ჩემ­თვის. მახ­სოვს, რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, ღა­მით, უკვე ვე­ღარ ვი­ძი­ნებ­დი, რო­გორც კი ჩა­მე­ძი­ნე­ბო­და, მე­სიზ­მრე­ბო­და რო­მე­ლი­მე ალ­გო­რით­მი, რაც ჯერ არ მქონ­და გარ­ჩე­უ­ლი და მეღ­ვი­ძე­ბო­და, რომ დრო არ და­მე­კარ­გა. ყვე­ლა გა­სა­უბ­რე­ბა უზო­მოდ სა­ინ­ტე­რე­სო იყო, სავ­სე ტექ­ნი­კუ­რი კი­თხვე­ბი­თა და და­ვა­ლე­ბე­ბით. თუმ­ცა, მათ­თან ერ­თად იყო ისე­თი კი­თხვე­ბიც, რომ­ლებ­საც სწო­რი პა­სუ­ხი არ აქვს, რომ­ლე­ბიც უბ­რა­ლოდ გე­კი­თხე­ბა შენს აზრს ამა თუ იმ კონ­ცეფ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ალ­ბათ ამი­თა­ცაა Microsoft -ი გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლის აზრს აფა­სებს და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ეპყრო­ბა მათ.

მარ­ტი­ვი არ იყო, დიდი ენერ­გია და ემო­ცია დავ­ხარ­ჯე, მაგ­რამ რად­გან მე შევ­ძე­ლი, სხვაც შეძ­ლებს. აქ ორ­მო­ცამ­დე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს და ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია, ვიყო პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი მათ რი­გებ­ში. პრა­ღა­ში ჩემს ქმარ­თან ერ­თად გად­მო­ვე­დი სა­ცხოვ­რებ­ლად, ისიც ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნობს. ეს ქა­ლა­ქი ძა­ლი­ან მოგ­ვწონს თა­ვის დიდი კულ­ტუ­რუ­ლი ჩარ­ჩო­ე­ბი­თა და უნი­კა­ლუ­რი დე­ტა­ლე­ბით. ვცდი­ლობთ ენის სწავ­ლა­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის რიტ­მში ჩაჯ­დო­მას,“ - ამ­ბობს სოფო.

მისი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი Microsoft -თან ერ­თად "დიდი საქ­მე­ე­ბის" კე­თე­ბაა.

"მინ­და განვვი­თარ­დე და ბევ­რი ვის­წავ­ლო, აქ იმ­დენ ვირ­ტუ­ოზ პრო­ფე­სი­ო­ნალ­თან ერ­თად მი­წევს მუ­შა­ო­ბა რომ, ვფიქ­რობ, იდე­ა­ლუ­რი ად­გი­ლია ამის­თვის. როცა მო­მა­ვალ­ზე ვფიქ­რობ, ცხა­დად ვხე­დავ ქარ­თუ­ლი ენის ავ­ტო­მა­ტუ­რი თარ­გმნის სის­ტე­მას, სა­დაც დიდი იმე­დი მაქვს ჩემი წვლი­ლიც იქ­ნე­ბა. მინ­და ქარ­თუ­ლი ენა ავ­ტო­მა­ტუ­რად ითარ­გმნე­ბო­დეს. ვფიქ­რობ, ეს სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი უნი­კა­ლუ­რი ენის­თვის. ასე­ვე გეგ­მას ვერ და­ვარ­ქმევ, მაგ­რამ კად­რად წარ­მო­ვიდ­გენ ხოლ­მე ამ ავ­ტო­მა­ტუ­რი მთარ­გმნე­ლის პრე­ზენ­ტა­ცი­ას რო­გორ ვა­კე­თებთ სო­ხუმ­ში, რო­მე­ლი­მე ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, ვთქვათ ილია ვე­კუ­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, ის ხომ აფხა­ზე­თი­დან იყო," - აღ­ნიშ­ნავს შინ­ჯი­კაშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ქართველი გოგო, რომელიც ევროპაში Microsoft-ის ყველაზე დიდ დეველოპერულ ცენტრში მუშაობს - "რადგან მე შევძელი, სხვაც შეძლებს"

ქართველი გოგო, რომელიც ევროპაში Microsoft-ის ყველაზე დიდ დეველოპერულ ცენტრში მუშაობს - "რადგან მე შევძელი, სხვაც შეძლებს"

ქართველი გოგო, თსუ-ს კურსდამთავრებული სოფო შინჯიკაშვილი პრაღაში, ევროპაში Microsoft-ის ყველაზე დიდ დეველოპერულ ცენტრში მუშაობს. როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, იქ დასაქმებულ 48-მდე სხვადასხვა ქვეყნის თანამშრომელს შორის სოფო ერთადერთი ქართველია. მან თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ინფორმატიკის ფრანგულ-ქართული საბაკალავრო პროგრამა დაამთავრა.

მომავალში ძალიან უნდა ქართული ენის ავტომატური თარგმნის სისტემის შექმნაში მიიღოს მონაწილეობა. თან, კადრებად წარმოიდგენს, როგორ აკეთებს ავტომატური მთარგმნელის პრეზენტაციას სოხუმში, ილია ვეკუას სახელობის საერთაშორისო კონფერენციაზე.

„პროფესიის არჩევა მისტიკურად მოხდა“, - იხსენებს სოფო, - „თავიდან საერთოდ სხვა მხარეს, საერთაშორისო ურთიერთობებზე ვაპირებდი ჩაბარებას. ამ იდეით დავიწყე აბიტურიენტობაც. სასულიერო გიმნაზია დავამთავრე, სადაც მათემატიკის შესანიშნავი მასწავლებლები მყავდა. გადამწყვეტი როლი მათ შორის ერთ-ერთმა ითამაშა, რომელმაც აბიტურიენტობისას სულ სხვა თვალით დამანახა ის შესაძლებლობები, რასაც მათემატიკა გაძლევს და უკვე წლის ბოლოს ნელ-ნელა მივხვდი, რომ ჰუმანიტარობას ვერ შევძლებდი. მალევე, არჩევანი იმ დარგზე შევაჩერე, სადაც მათემატიკა ერწყმის კრეატივს და გაძლევს უდიდეს შესაძლებლობებს, არ გაქცევს ჩარჩოებში და არ აქვს “დრესკოდი“, - ამბობს სოფო.

Microsoft-მდე, როგორც იხსენებს, რთული გზა გაიარა. კონკურენცია, გათენებული ღამეები, შფოთვა - ასე იხსენებს სწავლის პერიოდს.

მისი აზრით, ინფორმატიკა და კომპიუტერული მეცნიერებები ისეთი დარგია, რომელსაც შემოქმედებით საქმიანობად უნდა აღიქვამდე და არა მხოლოდ კარგი შემოსავლის წყაროდ.

„უნდა ცდილობდე სულ თვითგანვითარებას და გაურბოდე კომფორტის ზონებს. უნდა შეიქმნა სამუშაო გარემო, სადაც ყოველი დღე გამოწვევაა, სადაც ნებისმიერ დროს შეიძლება დიდ სირთულეს წააწყდე და შემდეგ დაიღალო გადაჭრის გზების ძიებაში. აი რომ იპოვი, იქ დგება „ბედნიერების მომენტი“, - ამბობს სოფო.

სოფოს ერთ-ერთი „ბედნიერების მომენტი” Microsoft-ის კომპანიაში მუშაობის შემოთავაზებას უკავშირდება.

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ სოფო და თავისი მეგობრები თავისუფალ დროს სხვადასხვა ამოცანის ამოხსნაზე მეცადინეობდნენ. პარალელურად, რამდენიმე უცხოურ კომპანიაში განაცხადების გაკეთებაც დაიწყეს. ჰქონდათ გასაუბრებები. ეს ყველაფერი, საბოლოოდ, Microsoft-ის შემოთავაზებით დამთავრდა და ახალი ეტაპიც დაიწყო:

„ელექტრონული წერილი რომ მივიღე, რითაც საბოლოო გადაწყვეტილებას მატყობინებდნენ, კითხვა არ დამიწყია, უბრალოდ თვალით ვეძებდი სიტყვებს “გილოცავთ” ან “სამწუხაროდ”. “გილოცავთ” ვიპოვე. მეტი არც არაფერი წამიკითხავს იმ ეტაპზე.

Microsoft-ში შერჩევის პროცესში შედიოდა რამდენიმე გასაუბრება ინტერნეტით, ბოლო სამი კი - ოფისში, პრაღაში. ეს ძალიან შთამბეჭდავი დღე იყო ჩემთვის. მახსოვს, რამდენიმე დღით ადრე, ღამით, უკვე ვეღარ ვიძინებდი, როგორც კი ჩამეძინებოდა, მესიზმრებოდა რომელიმე ალგორითმი, რაც ჯერ არ მქონდა გარჩეული და მეღვიძებოდა, რომ დრო არ დამეკარგა. ყველა გასაუბრება უზომოდ საინტერესო იყო, სავსე ტექნიკური კითხვებითა და დავალებებით. თუმცა, მათთან ერთად იყო ისეთი კითხვებიც, რომლებსაც სწორი პასუხი არ აქვს, რომლებიც უბრალოდ გეკითხება შენს აზრს ამა თუ იმ კონცეფციასთან დაკავშირებით. ალბათ ამითაცაა Microsoft -ი გამორჩეული, რომ თითოეული თანამშრომელის აზრს აფასებს და ინდივიდუალურად ეპყრობა მათ.

მარტივი არ იყო, დიდი ენერგია და ემოცია დავხარჯე, მაგრამ რადგან მე შევძელი, სხვაც შეძლებს. აქ ორმოცამდე განსხვავებული ეროვნების ადამიანი მუშაობს და ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო პირველი ქართველი მათ რიგებში. პრაღაში ჩემს ქმართან ერთად გადმოვედი საცხოვრებლად, ისიც ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობს. ეს ქალაქი ძალიან მოგვწონს თავის დიდი კულტურული ჩარჩოებითა და უნიკალური დეტალებით. ვცდილობთ ენის სწავლასა და ადგილობრივი ცხოვრების რიტმში ჩაჯდომას,“ - ამბობს სოფო.

მისი სამომავლო გეგმები Microsoft -თან ერთად "დიდი საქმეების" კეთებაა.

"მინდა განვვითარდე და ბევრი ვისწავლო, აქ იმდენ ვირტუოზ პროფესიონალთან ერთად მიწევს მუშაობა რომ, ვფიქრობ, იდეალური ადგილია ამისთვის. როცა მომავალზე ვფიქრობ, ცხადად ვხედავ ქართული ენის ავტომატური თარგმნის სისტემას, სადაც დიდი იმედი მაქვს ჩემი წვლილიც იქნება. მინდა ქართული ენა ავტომატურად ითარგმნებოდეს. ვფიქრობ, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი უნიკალური ენისთვის. ასევე გეგმას ვერ დავარქმევ, მაგრამ კადრად წარმოვიდგენ ხოლმე ამ ავტომატური მთარგმნელის პრეზენტაციას როგორ ვაკეთებთ სოხუმში, რომელიმე ღონისძიებაზე, ვთქვათ ილია ვეკუას სახელობის საერთაშორისო კონფერენციაზე, ის ხომ აფხაზეთიდან იყო," - აღნიშნავს შინჯიკაშვილი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ