ავტორი:

რა არის გლაუკომა და როგორ ვებრძოლოთ გლაუკომით გამოწვეულ სიბრმავეს - ოლეგ გოლოვაჩოვის რჩევები

რა არის გლაუკომა და როგორ ვებრძოლოთ გლაუკომით გამოწვეულ სიბრმავეს - ოლეგ გოლოვაჩოვის რჩევები

2010 წლის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით 70 მილიონი ადამიანია დაავადებული გლაუკომით. როგორც ვარაუდობენ, 2020 წლისთვის უკვე 80 მილიონი ადამიანი იქნება დაავადებული. ლიტერატურული მონაცემებით, მსოფლიოში ყოველ ერთ წუთში გლაუკომით ერთი ადამიანი ბრმავდება, ხოლო ყოველ 10 წუთში - ერთი ბავშვი. გლაუკომა არის ორივე თვალის ქრონიკული დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია მუდმივი ან პერიოდული წნევის მომატება, მხედველობის ველის დამახასიათებელი ცვლილებები და მხედველობის ნერვის პროგრესული დისტროფია.

როგორც ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის სასწავლო-სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი, ოფთალმოქირურგი, მედიცინის დოქტორი ოლეგ გოლოვაჩოვი განმარტავს, ტერმინი “გლაუკომა” აერთიანებს თვალის დაავადებათა დიდ ჯგუფს (დაახლოებით 60), რომლის დროსაც თვალშიდა წნევა მუდმივად ან პერიოდულად აღემატება ტოლერანტულ (ინდივიდუალურად ასატან) მაჩვენებლებს; ვითარდება მხედველობის ნერვის დისკოს და ბადურას განგლიური უჯრედების დამახასიათებელი დაზიანება (გლაუკომური ოპტიკური ნეიროპათია); ასევე, ვითარდება მხედველობითი ფუნქციების გლაუკომისათვის დამახასიათებელი დარღვევები.

მიუხედავად თანამედროვე ოფთალმოლოგიის მიღწევებისა, გლაუკომა ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და აქტუალური პრობლემაა. დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალში შეუქცევადი ცვლილებები მხედველობის მნიშვნელოვან დაქვეითებამდე და სიბრმავემდე. უმეტესწილად განპირობებულია დაავადების ფართო გავრცელებით და შედეგების სიმძიმით. ყოველ წელიწადს 1000 ადამიანიდან გლაუკომით ავადდება 40-45 წლის ასაკის ადამიანების 0.1%, 50-60 წლის ასაკში - 1.5-2%, 60-70 წლის ასაკში და უფრო ზევით კი - 10%. დაავადების დროული გამოვლინება დაავადების მართვის და მხედველობის ფუნქციის ხანგრძლივად შენარჩუნებას საშუალებას იძლევა.

„წარმოშობის მიხედვით ვარჩევთ პირველად და მეორად გლაუკომას, ხოლო თვალშიდა წნევის მომატების მექანიზმის მიხედვით ღიაკუთხიან და დახურულკუთხიან გლაუკომას. პირველადი ღიაკუთხიანი გლაუკომა წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ ფორმას და შეადგენს დაახლოებით 70-85%-ს. დაავადების ამ ფორმას, ადრეულ სტადიაზე ჩივილები არ ახასიათებს. თანამედროვე სადიაგნოსტიკო აპარატურის გამოყენების მიუხედავად, მისი დიაგნოსტირება ადრეულ სტადიაზე გაძნელებულია. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია გლაუკომის განვითარების რისკის მქონე პაციენტების აღმოჩენა და მკურნალობა,“- განმარტავს ოლეგ გოლოვაჩოვი.

რა იწვევს გლაუკომას?

რისკის ფაქტორებია: მაღალი თვალშიდა წნევა, რომელიც აღემატება ტოლერანტულს, მემკვიდრეობითობა, ასაკი 65 წლის ზემოთ, მხედველობის ველის ლაქები, ანუ მიკროსკოტომები, თხელი რქოვანა. ასევე, სხვა ფაქტორები, როგორიცაა არტერიული ჰიპერტეზნია, გულსისხლძაღვთა დაავადებები, მიოპია, შაკიკი და სხვა ვაზოსპასტიკური მდგომარეობები, რეინოს დაავადება, ღამის ჰიპოტონია, შაქრიანი დიაბეტი.

რა არის პედიატრიული გლაუკომა?

პედიატრიული გლაუკომა აერთიანებს გლაუკომის სხვადასხვა პათოგენეტიკურ და კლინიკურ ფორმებს. კერძოდ, პირველადი თანდაყოლილი გლაუკომა-ყველაზე გავრცელებული ფორმა; თანდაყოლილი გლაუკომა ასოცირებული თვალის კაკლის თანდაყოლილ ანომალიებთან (მაგ: მიკროკორნეა, ანირიდია და სხვა.) და ასევე ორგანიზმის სისტემურ დაავადებებთან (რეკლინჰაუზენის სინდრომი, მარფანის სინდრომი, რიგერის სინდრომი და სხვა.). მეორადი გკლაუკომა ბავშვებში და მოზარდებში, კერძოდ, პოსტტრავმული, უვეალური და სხვა გლაუკომები.

რა არის გლაუკომის სიმპტომები, რომლის შემჩნევის შემთხვევაშიც ექიმს უნდა მივმართოთ?

გლაუკომა უსიმპტომოდ მიმდინარე დაავადებაა. უმეტეს შემთხვევაში პაციენტები ამჩნევენ უკვე განვითარებულ ან შორსწასულ სტადიაზე. მაგრამ მიუხედავად ამისა, არის სუბიექტური ჩივილები, რომლებსაც უნდა მიექცეს ყურადღება პაციენტთან საუბრისას. ყველაზე გავრცელებული ჩივილები გლაუკომიან პაციენტებში, მათ შორის ადრეულ სტადიაზეც შეიძლება იყოს: ჩივილები მხედველობის პერიოდულ დაბინდვაზე, სინათლის წყაროს გარშემო ცისარტყელას რგოლები, ტკივილი თვალებში, თავის ტკივილები, მფრინავი “ბუზები”, სწრაფი დაღლა, კითხვისთვის სათვალეების ხშირი ცვლა, თვალების დანისვლის და ცრემლდენის შეგრძნება.

როგორ ხდება გლაუკომის დიაგნოსტიკა?

გლაუკომის გამოვლენა ადრეულ და შორსწასულ სტადიებზე, როგორც წესი სიძნელეს არ წარმოადგენს და არ საჭიროებს დამატებითი კვლევების დიდი მოცულობით ჩატარებას, ვინაიდან ამ დროს არის გლაუკომის პროცესის კლინიკური ნიშნების მანიფესტაცია. გლაუკომის ადრეული დიაგნოსტიკის მიზანს წარმოადგენს გლაუკომის გამოვლენა ატროფიული პროცესების განვითარებამდე მხედველობის ნერვის დისკოში, ბადურაზე და ბადურის განგლიურ უჯრედებში.

შეიძლება გამოვყოთ დიაგნოსტიკური გამოკვლევების მინიმალური და ვრცელი ნუსხა:

- მინიმალური დიაგნოსტიკური ნუსხა: დღე-ღამის მერყეობა, დღე-ღამის ტონომეტრია, ბიომიკროსკოპია, გონიოსკოპია, პერიმეტრია, ბიომიკროოფთალმოსკოპია.

- ვრცელი დიაგნოსტიკური ნუსხა: ტონოგრაფია, პაქიმეტრია, ულტრაბგერითი გამოკვლევები, კომპიუტერული პერიმეტრია, რეტინო-ტომოგრაფია (HRT), ოკულო-კოგერენტული ტომოგრაფია (OCT), ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევები.

თვალშიდა წნევა წარმოადგენს გლაუკომის ოპტიკური ნეიროპათიის მნიშვნელოვან რისკის ფაქტორს. თვალშიდა წნევის დაქვეითება მნიშვნელოვნად ამცირებს გლაუკომის განვითარების და პროგრესირების საშიშროებას. მისი დაქვეითება და მდგრადი ნორმალიზაცია რჩება გლაუკომის მკურნალობის ერთ-ერთ ამოცანად.

ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევის მეთოდი გვაძლევს საშუალებას შევაფასოთ ბადურას უჯრედების ფუნქციონალური მდგომარეობა, ანუ ხდება მხედველობითი ანალიზატორის მონაცემების მიღება ბადურიდან მხედველობითი ანალიზატორისცენტრალურ ნაწილამდე.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდი და მათ შორის ულტრათანამედროვე ელექტრორეტინოგრაფი - Diopsys ტარდება„ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში, რისი საშუალებითაც ხდება დიაგნოზის დასმა განგლიურ უჯრედების აპოპტოზის განვითარების დაწყებით სტადიაზე ანუ ხდება პრეგლაუკომის დიაგნოსტირება. შესაბამისად მნიშვნელოვნად იზრდება გლაუკომის პრევენცია.

რა ტიპის მკურნალობა არის ყველაზე ეფექტური?

მიუხედავად გლაუკომისმედიკამენტოზური და ლაზერული მეთოდებით მკურნალობისა, ქირურგიული მკურნალობის მეთოდითვალშიდა წნევის ნორმალიზაციის და მხედველობის ფუნქციის შენარჩუნებისთვის არის ყველაზე ეფექტური.

არსებობს სხვადასხვა ტიპის ოპერაციები, კერძოდ, ოპერაციები შლემის არხზე, ტრაბეკულარულ აპარატზე, ცილიარულ სხეულზე, გამჭოლი და არაგამჭოლი ოპერაციები, სხვადასხვა ტიპის დრენაჟების, მიკროშუნტების და საირიგაციო სისტემების გადანერგვა.

ოპერაციის ძირითადი ჩვენებებია: მაღალი თვალშიდა წნევა და მხედველობის ფუნქციების არასტაბილურობა. ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში ტარდება ყველა სახის თანამედროვე ანტიგლაუკომატოზური ოპერაცია.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში, ოფთალმოლოგთან კონსულტაციისა და კვლევებისთვის ჩაწერა შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე: 2 190 190.

ინფორმაცია სამედიცინო სერვისებისა და ექიმების შესახებ ხელმისაწვდომია საიტზე www.newhospitals.ge

გსურს მოიხსნა სათვალე?

ინტერიერის დიზაინის 5 აქტუალური ტრენდი დიზაინერებისგან

"გლობალ ქონექშენი’’ -  პირველი ბიზნეს პლატფორმა საქართველოში

დაუჯერებელი ფაქტები, რასაც შენი ცხოვრების მანძილზე აკეთებ