სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ტყუილები დაიჯერა ქართველმა ინტერნეტმომხმარებელმა - ცრუ ამბები და მათი გამავრცელებლები "ფეისბუქზე"
რა ტყუილები დაიჯერა ქართველმა ინტერნეტმომხმარებელმა - ცრუ ამბები და მათი გამავრცელებლები "ფეისბუქზე"

"პრო­ფი­ლი ეთერ­ში აღარ გავა, რა დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს მაია ასა­თი­ანს?"

"კახი კა­ლა­ძე: "სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი სულ არის, მაგ­რამ ქარ­თვე­ლე­ბი ზარ­მა­ცე­ბი ვართ"

ამ და სხვა მსგავს, კი­თხვით თუ მტკი­ცე­ბით ფორ­მებ­ში და­წე­რილ ნაკ­ლე­ბად და­სა­ჯე­რე­ბელ ამ­ბებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მრავ­ლად წა­ა­წყდე­ბით. თუ წყა­როს არ გა­და­ა­მოწ­მებთ, თქვენც იმ ასო­ბით ფე­ის­ბუქ­მომ­ხმა­რებ­ლის რი­ცხვში აღ­მოჩ­ნდე­ბით, ვინც მას სა­კუ­თარ გვერ­დზე ბრმა ხა­ლი­სით გა­ა­ზი­ა­რებს და მცდა­რი ამ­ბე­ბის ტი­რა­ჟი­რე­ბას ხელს შე­უ­წყობს.

ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბი­სა და ამა­ვე დროს პრო­ფე­სი­უ­ლი ინ­ტე­რე­სის გამო, ზე­მო­თჩა­მოთ­ვლი­ლი ამ­ბე­ბის გა­და­მოწ­მე­ბა გა­დავ­წყვი­ტე, ლინკზე გა­და­ვე­დი და პირ­ველ რიგ­ში მათი გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი "სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ე­ბით" და­ვინ­ტე­რეს­დი.

შე­დე­გი კი ასე­თი იყო:

სტა­ტია, რო­მე­ლიც გვე­უბ­ნე­ბა, რომ მაია ასა­თი­ა­ნის გა­და­ცე­მა "პრო­ფი­ლი" ეთერ­ში აღარ გავა, ამის მი­ზე­ზი კი წამ­ყვა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბაა სა­იტ­ზე - Timenews.ge მიმ­დი­ნა­რე წლის 10 თე­ბერ­ვალ­საა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი. სტა­ტი­ის ტექ­სტში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ დე­ტა­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად AMBEBI.GE გა­და­ცე­მის პრო­დი­უ­სერს ნი­კო­ლოზ ხა­ჩი­ძეს და­უ­კავ­შირ­და. შე­იძ­ლე­ბა იფიქ­როთ, რომ აღ­ნიშ­ნულ სტა­ტი­ა­ში, სა­ეჭ­ვო არა­ფე­რია, თუმ­ცა წარ­მოდ­გე­ნა მა­შინ­ვე შე­გეც­ვლე­ბათ, როცა გა­ი­გებთ, რომ AMBEBI.GE-ზე ამ ში­ნა­არ­სის ამ­ბა­ვი ზუს­ტად ერთი წლის წინ გა­მოქ­ვეყ­ნდა და ჟურ­ნა­ლისტს გა­და­ცე­მის პრო­დი­უ­სე­რი ზუს­ტად ერთი წლის წინ ესა­უბ­რა "პრო­ფი­ლის" წამ­ყვა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე.

აქვე იხი­ლეთ სქ­რი­ნე­ბი სა­ი­ტე­ბი­დან, სა­დაც გარ­კვე­ვი­თაა მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ ძვე­ლი სტა­ტია Timenews.ge-მ ახ­ლად გა­ა­სა­ღა და ეს "ფე­ის­ბუქ­ზე" უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა გა­ა­ზი­ა­რა.

ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს სტა­ტი­ის ბო­ლოს წყა­როდ მი­თი­თე­ბუ­ლი სა­ი­ტი news.net.ge, რო­მე­ლიც სა­ერ­თოდ არ მო­ი­ძებ­ნა. ამას­თა­ნა­ვე თვალ­ში­სა­ცე­მია სა­ი­ტის დი­ზა­ი­ნიც, რო­მელ­ზეც მრა­ვა­ლი, მსუ­ბუ­ქად რომ ვთქვათ, არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო ვი­ზუ­ა­ლის რეკ­ლა­მაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, რაც ერთი შე­ხედ­ვით­ვე და­ბა­ლი სან­დო­ო­ბის ინ­დი­კა­ტო­რია.

არა­სან­დო შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს კი­დევ ერთი სა­ი­ტი, ამ­ჯე­რად სპორ­ტუ­ლი თე­მა­ტი­კით - mysporti.ge, სა­დაც კა­ტე­გო­რი­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში: ფეხ­ბურ­თი, კა­ლათ­ბურ­თი, რაგ­ბი... ვერ აღ­მო­ა­ჩენთ პო­ლი­ტი­კის კა­ტე­გო­რი­ას, თუმ­ცა სა­იტ­ზე 9 თე­ბერ­ვალს გავ­რცელ­და ტექ­სტი: "სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი სულ არის, მაგ­რამ ქარ­თვე­ლე­ბი ზარ­მა­ცე­ბი ვართ" - კახა კა­ლა­ძე". თბი­ლი­სის მე­რის მიერ მსგავ­სი ხა­სი­ა­თის კო­მენ­ტა­რის გავ­რცე­ლე­ბა მე­რი­ის პრე­სამ­სა­ხურ­ში კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყვეს, მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცია არც რო­მე­ლი­მე სან­დო სა­იტს გა­ნუ­თავ­სე­ბია ვებგ­ვერ­დზე. კონ­ტაქ­ტე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში mysporti.ge-ს მხო­ლოდ mail.ru-ს მი­სა­მარ­თი აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი, მისი ფე­ის­ბუქ-გვერ­დი კი 2019 წლის 4 თე­ბერ­ვალს არის და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი.

თუ ფიქ­რობთ, რომ კახა კა­ლა­ძის კო­მენ­ტა­რი სპორ­ტულ სა­იტ­ზე მე­რის წარ­სუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო მოხ­ვდა, გე­ტყვით რომ, იმა­ვე თა­რი­ღით - 9 თე­ბერ­ვლით, ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტის სა­ხე­ლი­თაც არის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტია სა­თა­უ­რით - "რაც მე ვნა­ხე შოკი იყო, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლას აქვს ფული - სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი". პრე­ზი­დენ­ტის პრეს­სამ­სა­ხურ­ში სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ მსგავ­სი ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა უარ­ყვეს.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის შე­სა­ხებ ფეიკ ნი­უ­სი კი­დევ ერთი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტოს news.coa.ge-ს გვერ­დზე აღ­მო­ვა­ჩი­ნე. სან­დო ინ­ფორ­მა­ცი­ას ნაკ­ლე­ბად, თუმ­ცა ერო­ტი­კუ­ლი ხა­სი­ა­თის რეკ­ლა­მებს აქ მრავ­ლად შეხ­ვდე­ბით. რო­გორც ჩანს, სა­იტს ყალ­ბი ამ­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბის მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, რად­გან ჯერ კი­დევ 2017 წლის 2 ივ­ლისს წერ­და, რომ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბა 50 ლარი გახ­დე­ბო­და.

ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში არა­ერ­თი არა­სან­დო სა­ი­ტი მუ­შა­ობს, რო­მე­ლიც ეპა­ტა­ჟუ­რი სა­თა­უ­რე­ბით, მცდა­რი ამ­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბით უბ­რა­ლოდ ფულს და დრო­ე­ბით მკი­თხველს შო­უ­ლობს. და­ვინ­ტე­რეს­დით, ჩა­ტა­რე­ბუ­ლა თუ არა კვლე­ვა მსგავ­სი ტი­პის ვებ-გვერ­დე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად და მე­დი­აკ­რი­ტი­კის პლატ­ფორ­მა MediaChecker-ს მივ­მარ­თეთ კი­თხვით, სა­დაც გან­გვი­მარ­ტეს, რომ რე­სურ­სე­ბის სიმ­წი­რი­სა და სა­მუ­შა­ოს მას­შტა­ბუ­რო­ბის გამო, შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვა არ ჩა­უ­ტა­რე­ბი­ათ და ფეიკ ნი­უ­სე­ბის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ი­ტე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა უჭირთ.

სა­ი­ტებს არა, თუმ­ცა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტოს ტი­პის ფე­ის­ბუქ-გვერ­დებს, რომ­ლე­ბიც დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლე­ბენ, იკ­ვლევს "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი". მათი ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, 22 იან­ვრის მდგო­მა­რე­ო­ბით, Facebook-ზე ცრუ მე­დი­ის 32 გვერ­დი მოქ­მე­დებს. ასე­თი გვერ­დე­ბი სა­კუ­თა­რი სა­ხელ­წო­დე­ბის მი­ხედ­ვით Facebook-ის მომ­ხმა­რებ­ლებს უქ­მნი­ან შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, რომ თით­ქოს სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ებს წარ­მო­ად­გე­ნენ. სი­ნამ­დვი­ლე­ში, მათი მი­ზა­ნია დას­პონ­სო­რე­ბუ­ლი პოს­ტე­ბით, ახა­ლი ამ­ბე­ბი კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გის შე­სა­ბა­მი­სად მი­ა­წო­დოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ასე­თი გვერ­დე­ბის დიდი ნა­წი­ლი სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში შე­იქ­მნა.

"სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის" კვლე­ვის თა­ნახ­მად, ცრუ სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტოს ტი­პის გვერ­დე­ბი სა­ხელ­წო­დე­ბის, პრო­ფი­ლის ფო­ტო­ე­ბი­სა და ვი­ზუ­ა­ლუ­რი შე­ფუთ­ვით ონ­ლა­ინ მე­დი­ის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ქმნი­ან. ზოგ­ჯერ მათი სა­ხელ­წო­დე­ბა რე­ა­ლუ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბის სა­ხელ­წო­დე­ბის მსგავ­სია. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთი გვერ­დი მოქ­მე­დებს სა­ხელ­წო­დე­ბით "მეს­ხე­თის კა­რიბ­ჭე", რაც შე­საძ­ლოა, მომ­ხმა­რებ­ლებს აე­რი­ოთ სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში მოქ­მედ რე­ა­ლურ მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბა­ში - "სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე".

სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცრუ მე­დი­ის გვერ­დე­ბი­დან არ­ცერთ მათ­განს არ გა­აჩ­ნია შე­სა­ბა­მი­სი ვებ-გვერ­დი და ისი­ნი მხო­ლოდ "ფე­ის­ბუქ­ზე" ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბულ­ნი. ყალ­ბი სა­ინ­ფორ­მა­ციო გვერ­დე­ბის ნა­წილს მი­თი­თე­ბუ­ლი აქვს ვებ-გვერ­დის მი­სა­მარ­თი, თუმ­ცა ასე­თი ვებ-გვერ­დე­ბი არ არ­სე­ბობს. ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცი­აც. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მი­თი­თე­ბუ­ლი ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბი ციფ­რე­ბის კომ­ბი­ნა­ცი­ის ერ­თნა­ი­რი სტი­ლი­თაა შედ­გე­ნი­ლი: (მაგ: 598 98 98 98 ან 574 74 74 74).

მი­თი­თე­ბუ­ლი ნომ­რე­ბი­დან მხო­ლოდ ერ­თთან მო­ხერ­ხდა და­კავ­ში­რე­ბა. თუმ­ცა, პირ­მა, რო­მელ­მაც "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის" ზარს უპა­სუ­ხა, სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტოს­თან კავ­ში­რი უარ­ყო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, პრინ­სტო­ნი­სა და ნიუ იორ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, ფეიკ ნი­უ­სებს ყვე­ლა­ზე ხში­რად 65 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი აზი­ა­რე­ბენ. რა­ტომ მა­ინც და მა­ინც ეს ასა­კობ­რი­ვი კა­ტე­გო­რია? ერთ-ერთი მი­ზე­ზად შე­იძ­ლე­ბა ციფ­რულ მე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უნა­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა გან­ვი­ხი­ლოთ, რაც ამ­ბე­ბის სან­დო­ო­ბის გან­სა­ზღვრა­ზეც აი­სა­ხე­ბა.

9 რჩე­ვა ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის აღ­მო­სა­ჩე­ნად:

სკეპ­ტი­კუ­რად მი­უ­დე­ქით სა­თა­უ­რებს - ყალ­ბი ამ­ბე­ბი ძი­რი­თა­დად გა­მომ­წვე­ვა­დაა და­სა­თა­უ­რე­ბუ­ლი. თუ შო­კის­მომ­გვრე­ლი ცნო­ბა და­უ­ჯე­რებ­ლად ჟღერს, დიდი ალ­ბა­თო­ბით ეს სიც­რუ­ეა.

და­აკ­ვირ­დით URL-ს ანუ წყა­როს ლინკს - სა­ი­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლე­ბენ, ხში­რად მი­მარ­თა­ვენ ასეთ გზას: აკო­პი­რე­ბენ ნამ­დვი­ლი ნი­უ­სის წყა­როს და მცი­რე­ო­დე­ნი ცვლი­ლე­ბა შე­აქვთ URL-ში. ეს მარ­ტი­ვად შე­გიძ­ლი­ათ შე­ა­მოწ­მოთ სა­იტ­ზე შეს­ვლი­თა და წყა­როს ლინ­კის შე­და­რე­ბით ნამ­დვილ ლინკთან.

"ფე­ის­ბუქ­ში"და­აკ­ვირ­დით ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­როს - დარ­წმუნ­დით, რომ ინ­ფორ­მა­ცია იმ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბი­თაა და­წე­რი­ლი, რო­მელ­საც სან­დო რე­პუ­ტა­ცია აქვს. თუ უც­ნო­ბი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და­წე­რი­ლია სი­ახ­ლე, მო­ი­ძი­ეთ მის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი.

მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა უჩ­ვე­უ­ლო ფორ­მატს -ძი­რი­თა­დად, ყალბ ახალ ამ­ბებ­ში მარ­თლწე­რა არე­უ­ლია ან ასო­თა უც­ნა­უ­რი წყო­ბაა.

ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ფო­ტო­ებს - ხში­რად ყალბ ამ­ბებს მა­ნი­პუ­ლა­ცი­უ­რი ფოტო ან ვი­დე­ო­კად­რე­ბი ახ­ლავს თან. შე­საძ­ლოა ფოტო ნამ­დვი­ლი იყოს, მაგ­რამ კონ­ტექ­სტი­დან ამოგ­ლე­ჯი­ლი. მო­ძებ­ნეთ ფო­ტოს წარ­მო­მავ­ლო­ბა!

და­აკ­ვირ­დით თა­რი­ღებს -ყალბ ამ­ბებ­ში თა­რი­ღე­ბი ერ­თმა­ნეთს არ ემ­თხვე­ვა.

შე­ა­მოწ­მეთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა -გა­და­ა­მოწ­მეთ ავ­ტო­რის მოყ­ვა­ნი­ლი წყა­რო­ე­ბი.

გა­და­ხე­დეთ სხვა სა­ი­ტებ­საც - თუ კონ­კრე­ტულ ინ­ფორ­მა­ცი­ას მხო­ლოდ ერთი წყა­რო ავ­რცე­ლებს, მა­შინ ის დიდი ალ­ბა­თო­ბით ყალ­ბია.

იქ­ნებ ამ­ბა­ვი ხუმ­რო­ბაა? -ზოგ­ჯერ სი­ახ­ლე­ე­ბი რთუ­ლია გა­არ­ჩიო იუ­მო­რის და სა­ტი­რის­გან. დარ­წმუნ­დით, რომ გა­მომ­ქვეყ­ნე­ბე­ლი პა­რო­დი­ულ სტა­ტი­ებს არ წერს. ზო­გი­ერ­თი ამ­ბა­ვი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ყალ­ბია. კრი­ტი­კუ­ლად მი­უ­დე­ქით იმ ამ­ბებს, რო­მელ­საც ეც­ნო­ბით და მხო­ლოდ მა­შინ გა­ა­ზი­ა­რეთ, რო­დე­საც დარ­წმუნ­დე­ბით, რომ ნამ­დვი­ლი ამ­ბა­ვია.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: 5 ტყუ­ი­ლი, რო­მე­ლიც ქარ­თულ­მა "ფე­ის­ბუქ­მა" და­ი­ჯე­რა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

რა ტყუილები დაიჯერა ქართველმა ინტერნეტმომხმარებელმა - ცრუ ამბები და მათი გამავრცელებლები "ფეისბუქზე"

რა ტყუილები დაიჯერა ქართველმა ინტერნეტმომხმარებელმა - ცრუ ამბები და მათი გამავრცელებლები "ფეისბუქზე"

"პროფილი ეთერში აღარ გავა, რა დიაგნოზი დაუსვეს მაია ასათიანს?"

"კახი კალაძე: "სამუშაო ადგილები სულ არის, მაგრამ ქართველები ზარმაცები ვართ"

ამ და სხვა მსგავს, კითხვით თუ მტკიცებით ფორმებში დაწერილ ნაკლებად დასაჯერებელ ამბებს სოციალურ ქსელში მრავლად წააწყდებით. თუ წყაროს არ გადაამოწმებთ, თქვენც იმ ასობით ფეისბუქმომხმარებლის რიცხვში აღმოჩნდებით, ვინც მას საკუთარ გვერდზე ბრმა ხალისით გააზიარებს და მცდარი ამბების ტირაჟირებას ხელს შეუწყობს.

ცნობისმოყვარეობისა და ამავე დროს პროფესიული ინტერესის გამო, ზემოთჩამოთვლილი ამბების გადამოწმება გადავწყვიტე, ლინკზე გადავედი და პირველ რიგში მათი გამავრცელებელი "საინფორმაციო სააგენტოებით" დავინტერესდი.

შედეგი კი ასეთი იყო:

სტატია, რომელიც გვეუბნება, რომ მაია ასათიანის გადაცემა "პროფილი" ეთერში აღარ გავა, ამის მიზეზი კი წამყვანის ჯანმრთელობის მდგომარეობაა საიტზე - Timenews.ge მიმდინარე წლის 10 თებერვალსაა გამოქვეყნებული. სტატიის ტექსტში მითითებულია, რომ დეტალების გასარკვევად AMBEBI.GE გადაცემის პროდიუსერს ნიკოლოზ ხაჩიძეს დაუკავშირდა. შეიძლება იფიქროთ, რომ აღნიშნულ სტატიაში, საეჭვო არაფერია, თუმცა წარმოდგენა მაშინვე შეგეცვლებათ, როცა გაიგებთ, რომ AMBEBI.GE-ზე ამ შინაარსის ამბავი ზუსტად ერთი წლის წინ გამოქვეყნდა და ჟურნალისტს გადაცემის პროდიუსერი ზუსტად ერთი წლის წინ ესაუბრა "პროფილის" წამყვანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

აქვე იხილეთ სქრინები საიტებიდან, სადაც გარკვევითაა მითითებული, რომ ძველი სტატია Timenews.ge-მ ახლად გაასაღა და ეს "ფეისბუქზე" უამრავმა ადამიანმა გააზიარა.

ყურადღებას იქცევს სტატიის ბოლოს წყაროდ მითითებული საიტი news.net.ge, რომელიც საერთოდ არ მოიძებნა. ამასთანავე თვალშისაცემია საიტის დიზაინიც, რომელზეც მრავალი, მსუბუქად რომ ვთქვათ, არასასიამოვნო ვიზუალის რეკლამაა გავრცელებული, რაც ერთი შეხედვითვე დაბალი სანდოობის ინდიკატორია.

არასანდო შთაბეჭდილებას ტოვებს კიდევ ერთი საიტი, ამჯერად სპორტული თემატიკით - mysporti.ge, სადაც კატეგორიების ჩამონათვალში: ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი... ვერ აღმოაჩენთ პოლიტიკის კატეგორიას, თუმცა საიტზე 9 თებერვალს გავრცელდა ტექსტი: "სამუშაო ადგილები სულ არის, მაგრამ ქართველები ზარმაცები ვართ" - კახა კალაძე". თბილისის მერის მიერ მსგავსი ხასიათის კომენტარის გავრცელება მერიის პრესამსახურში კატეგორიულად უარყვეს, მსგავსი ინფორმაცია არც რომელიმე სანდო საიტს განუთავსებია ვებგვერდზე. კონტაქტების განყოფილებაში mysporti.ge-ს მხოლოდ mail.ru-ს მისამართი აქვს მითითებული, მისი ფეისბუქ-გვერდი კი 2019 წლის 4 თებერვალს არის დარეგისტრირებული.

თუ ფიქრობთ, რომ კახა კალაძის კომენტარი სპორტულ საიტზე მერის წარსული საქმიანობის გამო მოხვდა, გეტყვით რომ, იმავე თარიღით - 9 თებერვლით, ქვეყნის პრეზიდენტის სახელითაც არის გამოქვეყნებული სტატია სათაურით - "რაც მე ვნახე შოკი იყო, საქართველოში ყველას აქვს ფული - სალომე ზურაბიშვილი". პრეზიდენტის პრესსამსახურში სალომე ზურაბიშვილის მიერ მსგავსი შინაარსის განცხადების გაკეთება უარყვეს.

საქართველოს პრეზიდენტის შესახებ ფეიკ ნიუსი კიდევ ერთი საინფორმაციო სააგენტოს news.coa.ge-ს გვერდზე აღმოვაჩინე. სანდო ინფორმაციას ნაკლებად, თუმცა ეროტიკული ხასიათის რეკლამებს აქ მრავლად შეხვდებით. როგორც ჩანს, საიტს ყალბი ამბების გავრცელების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, რადგან ჯერ კიდევ 2017 წლის 2 ივლისს წერდა, რომ სასწრაფო დახმარების გამოძახება 50 ლარი გახდებოდა.

ინტერნეტსივრცეში არაერთი არასანდო საიტი მუშაობს, რომელიც ეპატაჟური სათაურებით, მცდარი ამბების გავრცელებით უბრალოდ ფულს და დროებით მკითხველს შოულობს. დავინტერესდით, ჩატარებულა თუ არა კვლევა მსგავსი ტიპის ვებ-გვერდების გამოსავლენად და მედიაკრიტიკის პლატფორმა MediaChecker-ს მივმართეთ კითხვით, სადაც განგვიმარტეს, რომ რესურსების სიმწირისა და სამუშაოს მასშტაბურობის გამო, შესაბამისი კვლევა არ ჩაუტარებიათ და ფეიკ ნიუსების გამავრცელებელი საიტების დასახელება უჭირთ.

საიტებს არა, თუმცა საინფორმაციო სააგენტოს ტიპის ფეისბუქ-გვერდებს, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ, იკვლევს "სამართლიანი არჩევნები". მათი ანგარიშის მიხედვით, 22 იანვრის მდგომარეობით, Facebook-ზე ცრუ მედიის 32 გვერდი მოქმედებს. ასეთი გვერდები საკუთარი სახელწოდების მიხედვით Facebook-ის მომხმარებლებს უქმნიან შთაბეჭდილებას, რომ თითქოს საინფორმაციო სააგენტოებს წარმოადგენენ. სინამდვილეში, მათი მიზანია დასპონსორებული პოსტებით, ახალი ამბები კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად მიაწოდოს საზოგადოებას. ასეთი გვერდების დიდი ნაწილი საარჩევნო პერიოდში შეიქმნა.

"სამართლიანი არჩევნების" კვლევის თანახმად, ცრუ საინფორმაციო სააგენტოს ტიპის გვერდები სახელწოდების, პროფილის ფოტოებისა და ვიზუალური შეფუთვით ონლაინ მედიის შთაბეჭდილებას ქმნიან. ზოგჯერ მათი სახელწოდება რეალური საინფორმაციო საშუალების სახელწოდების მსგავსია. მაგალითად, ერთ-ერთი გვერდი მოქმედებს სახელწოდებით "მესხეთის კარიბჭე", რაც შესაძლოა, მომხმარებლებს აერიოთ სამცხე-ჯავახეთში მოქმედ რეალურ მედია საშუალებაში - "სამხრეთის კარიბჭე".

სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, ცრუ მედიის გვერდებიდან არცერთ მათგანს არ გააჩნია შესაბამისი ვებ-გვერდი და ისინი მხოლოდ "ფეისბუქზე" ინფორმაციის გავრცელებით არიან დაკავებულნი. ყალბი საინფორმაციო გვერდების ნაწილს მითითებული აქვს ვებ-გვერდის მისამართი, თუმცა ასეთი ვებ-გვერდები არ არსებობს. ზოგიერთ შემთხვევაში მითითებულია საკონტაქტო ინფორმაციაც. აღსანიშნავია, რომ მითითებული ტელეფონის ნომრები ციფრების კომბინაციის ერთნაირი სტილითაა შედგენილი: (მაგ: 598 98 98 98 ან 574 74 74 74).

მითითებული ნომრებიდან მხოლოდ ერთთან მოხერხდა დაკავშირება. თუმცა, პირმა, რომელმაც "სამართლიანი არჩევნების" ზარს უპასუხა, საინფორმაციო სააგენტოსთან კავშირი უარყო.

აღსანიშნავია რომ, პრინსტონისა და ნიუ იორკის უნივერსიტეტების ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის თანახმად, ფეიკ ნიუსებს ყველაზე ხშირად 65 წელს გადაცილებული ადამიანები აზიარებენ. რატომ მაინც და მაინც ეს ასაკობრივი კატეგორია? ერთ-ერთი მიზეზად შეიძლება ციფრულ მედიასთან დაკავშირებული უნარების ნაკლებობა განვიხილოთ, რაც ამბების სანდოობის განსაზღვრაზეც აისახება.

9 რჩევა ცრუ ინფორმაციის აღმოსაჩენად:

სკეპტიკურად მიუდექით სათაურებს - ყალბი ამბები ძირითადად გამომწვევადაა დასათაურებული. თუ შოკისმომგვრელი ცნობა დაუჯერებლად ჟღერს, დიდი ალბათობით ეს სიცრუეა.

დააკვირდით URL-ს ანუ წყაროს ლინკს - საიტები, რომლებიც ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, ხშირად მიმართავენ ასეთ გზას: აკოპირებენ ნამდვილი ნიუსის წყაროს და მცირეოდენი ცვლილება შეაქვთ URL-ში. ეს მარტივად შეგიძლიათ შეამოწმოთ საიტზე შესვლითა და წყაროს ლინკის შედარებით ნამდვილ ლინკთან.

"ფეისბუქში"დააკვირდით ინფორმაციის წყაროს - დარწმუნდით, რომ ინფორმაცია იმ წყაროზე დაყრდნობითაა დაწერილი, რომელსაც სანდო რეპუტაცია აქვს. თუ უცნობი ორგანიზაციის დაწერილია სიახლე, მოიძიეთ მის შესახებ ცნობები.

მიაქციეთ ყურადღება უჩვეულო ფორმატს - ძირითადად, ყალბ ახალ ამბებში მართლწერა არეულია ან ასოთა უცნაური წყობაა.

ყურადღება მიაქციეთ ფოტოებს - ხშირად ყალბ ამბებს მანიპულაციური ფოტო ან ვიდეოკადრები ახლავს თან. შესაძლოა ფოტო ნამდვილი იყოს, მაგრამ კონტექსტიდან ამოგლეჯილი. მოძებნეთ ფოტოს წარმომავლობა!

დააკვირდით თარიღებს - ყალბ ამბებში თარიღები ერთმანეთს არ ემთხვევა.

შეამოწმეთ მტკიცებულება - გადაამოწმეთ ავტორის მოყვანილი წყაროები.

გადახედეთ სხვა საიტებსაც - თუ კონკრეტულ ინფორმაციას მხოლოდ ერთი წყარო ავრცელებს, მაშინ ის დიდი ალბათობით ყალბია.

იქნებ ამბავი ხუმრობაა? - ზოგჯერ სიახლეები რთულია გაარჩიო იუმორის და სატირისგან. დარწმუნდით, რომ გამომქვეყნებელი პაროდიულ სტატიებს არ წერს. ზოგიერთი ამბავი მიზანმიმართულად ყალბია. კრიტიკულად მიუდექით იმ ამბებს, რომელსაც ეცნობით და მხოლოდ მაშინ გააზიარეთ, როდესაც დარწმუნდებით, რომ ნამდვილი ამბავია.

ასევე დაგაინტერესებთ: 5 ტყუილი, რომელიც ქართულმა "ფეისბუქმა" დაიჯერა

პრინც იოანე და ქრისტინე ბაგრატიონებს ვაჟი შეეძინათ - რა დაარქვეს სამეფო ოჯახის ახალ წევრს? (ფოტო)

დათოვლილი ბათუმი - ულამაზესი ფოტოები აჭარიდან

"ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია... რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ" - რას წერს ხათუნა ჟორდანია ქალიშვილისა და სიძის შესახებ?