პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას გიმზადებთ მზე თევზების ზოდიაქოში და რას გულისხმობს "აფრის" კონფიგურაცია ცაზე, რომელიც ამაღამ მოსალოდნელი სავსემთვარეობისას შეიქმნება
რას გიმზადებთ მზე თევზების ზოდიაქოში და რას გულისხმობს "აფრის" კონფიგურაცია ცაზე, რომელიც ამაღამ მოსალოდნელი სავსემთვარეობისას შეიქმნება

ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი უახ­ლო­ე­სი თვი­სა და მო­სა­ლოდ­ნე­ლი სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის ანა­ლიზს გვი­ზი­ა­რებს:

"19 თე­ბერ­ვალს, ღა­მით, რო­დე­საც სა­ა­თი 3-ს სამი წუ­თით გა­დას­ცდე­ბა, მზე ტო­ვებს მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქოს და თევ­ზე­ბის ნი­შან­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს, აქ მას მერ­კუ­რი და ნეპ­ტუ­ნი უხ­ვდე­ბა, რომ­ლე­ბიც 16 თე­ბერ­ვლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ერ­თმა­ნეთ­თან შე­სა­ერ­თებ­ლად გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან. მათი ზუს­ტი შე­ერ­თე­ბაც 19 თე­ბერ­ვალს ემ­თხვე­ვა. თუმ­ცა­ღა ზე­გავ­ლე­ნას შა­ბა­თის ჩათ­ვლით შე­ი­ნარ­ჩუ­ნე­ბენ.

თევ­ზე­ბის ნიშ­ნის წარ­მო­მად­გე­ნელ­თათ­ვის ასე­თი პლა­ნე­ტა­რუ­ლი თავ­მოყ­რა ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და მათ ცხოვ­რე­ბა­ში შე­საძ­ლოა ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნებს სწო­რედ ახლა ჰქონ­დეთ ად­გი­ლი. თუმ­ცა, 19-ში სულ ეს არ არის. მას მერე, რაც მზე თევ­ზე­ბის პირ­ველ გრა­დუს­ზე აღ­მოჩ­ნდე­ბა, სა­ღა­მოს 8 სა­ა­თის­კენ მთვა­რე ჩა­უდ­გე­ბა ქალ­წუ­ლის ნიშ­ნი­დან ზუსტ ოპო­ზი­ცი­ა­ში და გვექ­ნე­ბა სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა. მისი ზე­გავ­ლე­ნა მხო­ლოდ ამ დღეს არ იქ­ნე­ბა შე­სამ­ჩნე­ვი, წინა დღე­საც და მომ­დევ­ნო დღი­სი­თაც ვიგ­რძნობთ შე­სა­ბა­მის იმ­პულ­სებს. რო­გორც წესი, სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის დროს ას­ტრო­ლო­გე­ბი ვაფრ­თხი­ლებთ ადა­მი­ა­ნებს ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ონ სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას. გა­უფრ­თხილ­დნენ და პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბი ჩა­ი­ტა­რონ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ეს დღე­ე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბოა მათ­თვის, ვი­საც მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის ქრო­ნი­კუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აწუ­ხებთ.

ამ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის დროს ცაზე მთვა­რი­სა­გან მრავ­ლო­ბი­თი ას­პექ­ტე­ბი იქ­მნე­ბა, რომ­ლე­ბიც მთლი­ა­ნო­ბა­ში ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო კონ­ფი­გუ­რა­ცი­ას - აფ­რას აკე­თე­ბენ. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ სამ­ყა­რო­სა­გან მომ­დევ­ნო 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ზურ­გის ქარი და ხე­ლის­შე­წყო­ბა გვექ­ნე­ბა, თუკი ნე­ბის­ყო­ფას, თვით­კონ­ტროლს და დის­ციპ­ლი­ნას გა­მო­ვი­ჩენთ, ანუ რა­საც გეგ­მა­ზო­მი­ე­რი ქალ­წუ­ლი ითხოვს ჩვენ­გან. ვის რა სფე­რო­ში ექ­ნე­ბა კოს­მო­სი­სა­გან მხარ­და­ჭე­რა, უკვე პი­რად რუ­კა­ში უნდა ინა­ხოს. მო­ი­ძი­ეთ რო­მელ სახ­ლშიც ხვდე­ბა თქვენს ჰო­როს­კოპ­ში ქალ­წუ­ლის 1-ლი გრა­დუ­სი, იმ თე­მებ­ში იქ­ნე­ბა ეს ხელ­შე­წყო­ბაც.

აქვე მინ­და ვთქვა, რომ ნე­ბის­მი­ერ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას გა­აჩ­ნია ძა­ლი­ან მძლავ­რი ენერ­გე­ტი­კა, რომ­ლის მუ­შა­ო­ბა­საც შე­საძ­ლოა ჰქონ­დეს რო­გორც ნე­გა­ტი­უ­რი, ისე ჰარ­მო­ნი­უ­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბა. მთა­ვა­რია, რო­გორ კა­ლა­პოტ­ში მო­ვაქ­ცევთ ამ ენერ­გე­ტი­კას ჩვე­ნი ქმე­დე­ბე­ბით, აზ­რე­ბით, სი­ტყვე­ბით. ანუ თუ გვსურს, რომ ჩვე­ნი სურ­ვი­ლე­ბი ახ­დეს, უნდა შე­ვე­ცა­დოთ, სწორ თან­ხვედ­რა­ში მო­ვი­დეთ იმ იმ­პულ­სებ­თან, რო­მელ­საც კოს­მო­სი ას­ხი­ვებს. და რად­გან ამ­ჯე­რად ქალ­წუ­ლის ნი­შან­ში ხდე­ბა სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა, უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ქალ­წუ­ლის ზო­დი­ა­ქოს ტენ­დენ­ცი­ე­ბი.

ეს პე­რი­ო­დი ხელს უწყობს არა ნე­ბის­ნი­ე­რი ნატ­ვრის ას­რუ­ლე­ბას, არა­მედ იმ სურ­ვი­ლებს, რომ­ლე­ბიც თვით­გან­წმენ­დას­თან, ნე­გა­ტი­ვი­სა­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამა­ში შე­დის ნე­ბის­მი­ე­რი მავ­ნე ჩვე­ვა, და­წყე­ბუ­ლი სხვე­ბის გა­მუდ­მე­ბუ­ლი კრი­ტი­კით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი თამ­ბა­ქოს მო­წე­ვით ან თუნ­დაც ფრჩხი­ლე­ბის კვნე­ტით... ასე­ვე ქალ­წულ­ში სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის დროს შე­გიძ­ლი­ათ ჩა­უთ­ქვათ სამ­სა­ხურ­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბაც, და რა­საკ­ვირ­ვე­ლია ჯან­მრთე­ლო­ბის სა­კი­თხე­ბი.

სხვა სავ­სემ­თვა­რე­ო­ბე­ბი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, ქალ­წულ­ში სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის დროს არ გირ­ჩევთ არც ლოც­ვებს, არც მე­დი­ტი­რე­ბას. პი­რი­ქით, ეს პე­რი­ო­დი უნდა პრაქ­ტი­კულ საქ­მე­ებს და­უთ­მოთ. პირ­ვე­ლი რაც უნდა გა­ა­კე­თოთ - აირ­ჩი­ოთ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის რო­მე­ლი­მე სფე­რო, მა­გა­ლი­თად კა­რი­ე­რა, ჯან­მრთე­ლო­ბა და ასე შემ­დეგ... და გა­ა­ა­ნა­ლი­ზოთ, თქვე­ნი ხა­სი­ა­თის რო­მე­ლი თვი­სე­ბე­ბი გეხ­მა­რე­ბათ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით წარ­მა­ტე­ბე­ბის მიღ­წე­ვა­ში, ან რა გიშ­ლით. ამის შემ­დგომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ და­ა­ლა­გოთ ის სივ­რცე, რო­მელ­შიც თქვენ გი­წევთ მუდ­მი­ვად ყოფ­ნა. ეს შე­საძ­ლოა იყოს რო­გორც თქვე­ნი ბინა, თქვე­ნი ოთა­ხი, ისე სა­მუ­შაო კუ­თხე ოფის­ში. მა­გა­ლი­თად გა­და­არ­ჩი­ეთ თქვე­ნი გარ­დე­რო­ბი და გა­მო­ა­თა­ვი­სუფ­ლეთ და­პა­ტა­რა­ვე­ბუ­ლი ან უბ­რა­ლოდ მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი ტან­საც­მლი­სა­გან. გა­და­ყა­რეთ სა­მუ­შაო მა­გი­დის უჯრებ­ში დაგ­რო­ვი­ლი უსარ­გებ­ლო, ზედ­მე­ტი ქა­ღალ­დე­ბი. ჩათ­ვა­ლეთ, რომ ეს არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი წი­ნა­პი­რო­ბა, ძი­რი­თა­დი რი­ტუ­ა­ლი კი წყლით გან­ბან­ვაა. ანუ აბა­ზა­ნის მი­ღე­ბა. ცხა­დია, თუ აბა­ზა­ნა არ გაქვთ, შე­საძ­ლე­ბე­ლია შხა­პქვეშ დად­გო­მაც. მაგ­რამ თუ აბა­ზა­ნის შემ­თხვე­ვა­ში 15 წუ­თიც საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა, შხა­პი­სათ­ვის, უმ­ჯო­ბე­სია ამ დრო­ის გა­ორ­მა­გე­ბა. ეფექ­ტის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ არო­მა­ტე­ბი პიტ­ნის ან ლა­ვან­დას სურ­ნე­ლით. რად­გან ეს მცე­ნა­რე­ე­ბი შე­ე­სა­ბა­მე­ბი­ან ქალ­წუ­ლის მმარ­თველ პლა­ნე­ტა მერ­კუ­რის. ასე­ვე მი­სა­ღე­ბია ცის­ფე­რი შე­ფე­რი­ლო­ბის სან­თლე­ბის დან­თე­ბაც უშუ­ა­ლოდ რი­ტუ­ა­ლის ჩა­ტა­რე­ბის ად­გი­ლას. და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია - ქალ­წუ­ლი არის მსა­ხუ­რე­ბის ნი­შა­ნი, ამი­ტომ აბა­ზა­ნის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში გა­იხ­სე­ნეთ, თქვე­ნი რო­მე­ლი ქმე­დე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა რომ ჩა­ით­ვა­ლოს ქვეყ­ნის, ან თუ­გინ­დაც სამ­ყა­როს წი­ნა­შე მსა­ხუ­რე­ბად? უნდა გახ­სოვ­დეთ, თუ თა­ვად არა­ფერს გას­ცემთ, უკა­ნაც ვე­რა­ფერს მი­ი­ღებთ....

რამ­დენ ხან­ში არის ამ ყვე­ლაფ­რის შე­დე­გე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლი? ით­ვლე­ბა, რომ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის დროს წა­მო­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის სრუ­ლი რე­ზულ­ტა­ტუ­რი სუ­რა­თი თვალ­სა­ჩი­ნო ხდე­ბა ხოლ­მე მა­შინ, რო­დე­საც და­ახ­ლო­ე­ბით 6 თვის მერე იგი­ვე ნიშ­ნებ­ში ხდე­ბა სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა. ანუ შე­დე­გე­ბი არ იქ­ნე­ბა და­უ­ყო­ნებ­ლი­ვი. სა­მა­გი­ე­როდ ახლა შე­საძ­ლე­ბე­ლია ნა­ყო­ფი მოგ­ცენ იმ საქ­მე­ებ­მა, რომ­ლებ­საც სა­ფუძ­ვე­ლი ქალ­წუ­ლის ნი­შან­ში წინა სავ­სემ­თვა­რე­ო­ბი­სას ჩა­უ­ყა­რეთ. ეს იყო შარ­შან, 26 აგ­ვის­ტოს. ასე რომ შე­გიძ­ლი­ათ გა­იხ­სე­ნოთ, რა მიზ­ნე­ბი და სურ­ვი­ლე­ბი გა­მოძ­რა­ვებ­დათ იმ პე­რი­ოდ­ში და თუ თქვენ არა მხო­ლოდ ოც­ნე­ბობ­დით, არა­მედ პრაქ­ტი­კულ ნა­ბი­ჯებ­საც დგავ­დით მათ გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, აი უკვე ახლა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, რომ თქვე­ნი შრო­მის შე­დე­გე­ბი მო­იმ­კათ.

და ბო­ლოს, ზო­დი­ა­ქოს რო­მე­ლი ნიშ­ნე­ბის­თვის იქ­ნე­ბა ეს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი: ვი­ნა­ი­დან სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის ღერ­ძი გა­დის ქალ­წუ­ლი­სა და თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქო­ებ­ზე, ყვე­ლა­ზე მეტ ზე­გავ­ლე­ნას სწო­რედ ამ ნიშ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იგ­რძნო­ბენ. გან­სა­კუთ­რე­ბით კი მარ­ტი­სა და სექ­ტემ­ბრის შუა რი­ცხვებ­ში და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი. აგ­რეთ­ვე ისი­ნიც, ვი­საც პი­რა­დი პლა­ნე­ტე­ბი ან რუ­კის ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი, რო­გო­რი­ცაა asc და mc ჰყავთ ქალ­წუ­ლის ან თევ­ზე­ბის 1 გრა­დუ­სებ­ში. ამ ადა­მი­ა­ნებს მო­ვუ­წო­დებ იყ­ვნენ კი­დევ უფრო მე­ტად მო­ბი­ლი­ზი­რე­ბუ­ლე­ბი, დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლე­ბი, კონ­ტრო­ლი გა­უ­წი­ონ სა­კუ­თარ სი­ტყვებს, ქმე­დე­ბებს".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

რას გიმზადებთ მზე თევზების ზოდიაქოში და რას გულისხმობს "აფრის" კონფიგურაცია ცაზე, რომელიც ამაღამ მოსალოდნელი სავსემთვარეობისას შეიქმნება

რას გიმზადებთ მზე თევზების ზოდიაქოში და რას გულისხმობს "აფრის" კონფიგურაცია ცაზე, რომელიც ამაღამ მოსალოდნელი სავსემთვარეობისას შეიქმნება

ასტროლოგი ხათუნა ნოელი უახლოესი თვისა და მოსალოდნელი სავსემთვარეობის ანალიზს გვიზიარებს:

"19 თებერვალს, ღამით, როდესაც საათი 3-ს სამი წუთით გადასცდება, მზე ტოვებს მერწყულის ზოდიაქოს და თევზების ნიშანში გადაინაცვლებს, აქ მას მერკური და ნეპტუნი უხვდება, რომლებიც 16 თებერვლიდან მოყოლებული ერთმანეთთან შესაერთებლად გადაადგილდებიან. მათი ზუსტი შეერთებაც 19 თებერვალს ემთხვევა. თუმცაღა ზეგავლენას შაბათის ჩათვლით შეინარჩუნებენ.

თევზების ნიშნის წარმომადგენელთათვის ასეთი პლანეტარული თავმოყრა ძალზე მნიშვნელოვანია და მათ ცხოვრებაში შესაძლოა ძალზე საინტერესო მოვლენებს სწორედ ახლა ჰქონდეთ ადგილი. თუმცა, 19-ში სულ ეს არ არის. მას მერე, რაც მზე თევზების პირველ გრადუსზე აღმოჩნდება, საღამოს 8 საათისკენ მთვარე ჩაუდგება ქალწულის ნიშნიდან ზუსტ ოპოზიციაში და გვექნება სავსემთვარეობა. მისი ზეგავლენა მხოლოდ ამ დღეს არ იქნება შესამჩნევი, წინა დღესაც და მომდევნო დღისითაც ვიგრძნობთ შესაბამის იმპულსებს. როგორც წესი, სავსემთვარეობის დროს ასტროლოგები ვაფრთხილებთ ადამიანებს ყურადღება მიაქციონ საკუთარ ჯანმრთელობას. გაუფრთხილდნენ და პროფილაქტიკური პროცედურები ჩაიტარონ ქრონიკული დაავადებების მიმართულებით. ეს დღეები განსაკუთრებით საყურადღებოა მათთვის, ვისაც მომნელებელი სისტემის ქრონიკული პრობლემები აწუხებთ.

ამ სავსემთვარეობის დროს ცაზე მთვარისაგან მრავლობითი ასპექტები იქმნება, რომლებიც მთლიანობაში ძალზე საინტერესო კონფიგურაციას - აფრას აკეთებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამყაროსაგან მომდევნო 2 კვირის განმავლობაში ზურგის ქარი და ხელისშეწყობა გვექნება, თუკი ნებისყოფას, თვითკონტროლს და დისციპლინას გამოვიჩენთ, ანუ რასაც გეგმაზომიერი ქალწული ითხოვს ჩვენგან. ვის რა სფეროში ექნება კოსმოსისაგან მხარდაჭერა, უკვე პირად რუკაში უნდა ინახოს. მოიძიეთ რომელ სახლშიც ხვდება თქვენს ჰოროსკოპში ქალწულის 1-ლი გრადუსი, იმ თემებში იქნება ეს ხელშეწყობაც.

აქვე მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერ სავსემთვარეობას გააჩნია ძალიან მძლავრი ენერგეტიკა, რომლის მუშაობასაც შესაძლოა ჰქონდეს როგორც ნეგატიური, ისე ჰარმონიული გამოვლინება. მთავარია, როგორ კალაპოტში მოვაქცევთ ამ ენერგეტიკას ჩვენი ქმედებებით, აზრებით, სიტყვებით. ანუ თუ გვსურს, რომ ჩვენი სურვილები ახდეს, უნდა შევეცადოთ, სწორ თანხვედრაში მოვიდეთ იმ იმპულსებთან, რომელსაც კოსმოსი ასხივებს. და რადგან ამჯერად ქალწულის ნიშანში ხდება სავსემთვარეობა, უნდა გავითვალისწინოთ ქალწულის ზოდიაქოს ტენდენციები.

ეს პერიოდი ხელს უწყობს არა ნებისნიერი ნატვრის ასრულებას, არამედ იმ სურვილებს, რომლებიც თვითგანწმენდასთან, ნეგატივისაგან გათავისუფლებასთან არის დაკავშირებული. ამაში შედის ნებისმიერი მავნე ჩვევა, დაწყებული სხვების გამუდმებული კრიტიკით, დამთავრებული თამბაქოს მოწევით ან თუნდაც ფრჩხილების კვნეტით... ასევე ქალწულში სავსემთვარეობის დროს შეგიძლიათ ჩაუთქვათ სამსახურში არსებული პრობლემების გამოსწორებაც, და რასაკვირველია ჯანმრთელობის საკითხები.

სხვა სავსემთვარეობებისაგან განსხვავებით, ქალწულში სავსემთვარეობის დროს არ გირჩევთ არც ლოცვებს, არც მედიტირებას. პირიქით, ეს პერიოდი უნდა პრაქტიკულ საქმეებს დაუთმოთ. პირველი რაც უნდა გააკეთოთ - აირჩიოთ თქვენი ცხოვრების რომელიმე სფერო, მაგალითად კარიერა, ჯანმრთელობა და ასე შემდეგ... და გააანალიზოთ, თქვენი ხასიათის რომელი თვისებები გეხმარებათ ამ მიმართულებით წარმატებების მიღწევაში, ან რა გიშლით. ამის შემდგომ აუცილებელია, რომ დაალაგოთ ის სივრცე, რომელშიც თქვენ გიწევთ მუდმივად ყოფნა. ეს შესაძლოა იყოს როგორც თქვენი ბინა, თქვენი ოთახი, ისე სამუშაო კუთხე ოფისში. მაგალითად გადაარჩიეთ თქვენი გარდერობი და გამოათავისუფლეთ დაპატარავებული ან უბრალოდ მოძველებული ტანსაცმლისაგან. გადაყარეთ სამუშაო მაგიდის უჯრებში დაგროვილი უსარგებლო, ზედმეტი ქაღალდები. ჩათვალეთ, რომ ეს არის აუცილებელი წინაპირობა, ძირითადი რიტუალი კი წყლით განბანვაა. ანუ აბაზანის მიღება. ცხადია, თუ აბაზანა არ გაქვთ, შესაძლებელია შხაპქვეშ დადგომაც. მაგრამ თუ აბაზანის შემთხვევაში 15 წუთიც საკმარისი იქნება, შხაპისათვის, უმჯობესია ამ დროის გაორმაგება. ეფექტის გასაძლიერებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ არომატები პიტნის ან ლავანდას სურნელით. რადგან ეს მცენარეები შეესაბამებიან ქალწულის მმართველ პლანეტა მერკურის. ასევე მისაღებია ცისფერი შეფერილობის სანთლების დანთებაც უშუალოდ რიტუალის ჩატარების ადგილას. და რაც ყველაზე მთავარია - ქალწული არის მსახურების ნიშანი, ამიტომ აბაზანის მიღების პროცესში გაიხსენეთ, თქვენი რომელი ქმედებები შეიძლება რომ ჩაითვალოს ქვეყნის, ან თუგინდაც სამყაროს წინაშე მსახურებად? უნდა გახსოვდეთ, თუ თავად არაფერს გასცემთ, უკანაც ვერაფერს მიიღებთ....

რამდენ ხანში არის ამ ყველაფრის შედეგები მოსალოდნელი? ითვლება, რომ სავსემთვარეობის დროს წამოწყებული საქმეების სრული რეზულტატური სურათი თვალსაჩინო ხდება ხოლმე მაშინ, როდესაც დაახლოებით 6 თვის მერე იგივე ნიშნებში ხდება სავსემთვარეობა. ანუ შედეგები არ იქნება დაუყონებლივი. სამაგიეროდ ახლა შესაძლებელია ნაყოფი მოგცენ იმ საქმეებმა, რომლებსაც საფუძველი ქალწულის ნიშანში წინა სავსემთვარეობისას ჩაუყარეთ. ეს იყო შარშან, 26 აგვისტოს. ასე რომ შეგიძლიათ გაიხსენოთ, რა მიზნები და სურვილები გამოძრავებდათ იმ პერიოდში და თუ თქვენ არა მხოლოდ ოცნებობდით, არამედ პრაქტიკულ ნაბიჯებსაც დგავდით მათ განსახორციელებლად, აი უკვე ახლა შესაძლებელი იქნება, რომ თქვენი შრომის შედეგები მოიმკათ.

და ბოლოს, ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება ეს სავსემთვარეობა უფრო მნიშვნელოვანი: ვინაიდან სავსემთვარეობის ღერძი გადის ქალწულისა და თევზების ზოდიაქოებზე, ყველაზე მეტ ზეგავლენას სწორედ ამ ნიშნების წარმომადგენლები იგრძნობენ. განსაკუთრებით კი მარტისა და სექტემბრის შუა რიცხვებში დაბადებულები. აგრეთვე ისინიც, ვისაც პირადი პლანეტები ან რუკის ისეთი მნიშვნელოვანი წერტილები, როგორიცაა asc და mc ჰყავთ ქალწულის ან თევზების 1 გრადუსებში. ამ ადამიანებს მოვუწოდებ იყვნენ კიდევ უფრო მეტად მობილიზირებულები, დისციპლინირებულები, კონტროლი გაუწიონ საკუთარ სიტყვებს, ქმედებებს".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს