ავტორი:

ლაგოდეხში დაბადებულ "სისხლიან ჯაყოს" რუსეთში ასამართლებენ - ვინ არის ასლან გაგიევი?

ლაგოდეხში დაბადებულ "სისხლიან ჯაყოს" რუსეთში ასამართლებენ - ვინ არის ასლან გაგიევი?

რუსული მედიის ცნობით, მოსკოვის ცენტრალურ სასამართლოში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, ასლან მიტოს ძე გაგიევის საქმის განხილვა დაიწყო. გაგიევის კრიმინალურ დაჯგუფებას მოსკოვისა და კავკასიის რეგიონში 60-ზე მეტი ადამიანის მკვლელობა ედება ბრალად. დაჯგუფების ორმოცდაათამდე წევრი გაგიევის მითითებით და განსაკუთრებული სისასტიკით მოქმედებდა...

Кавказский Узел-ს ინფორმაციით, გაგიევის პირადი ცხოვრებიდან რამდენიმე საინტერესო დეტალია ცნობილი. მისი საპასპორტო მონაცემების მიხედვით, ასლან გაგიევი, 1971 წლის 29 აპრილს საქართველოში, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ბოლქვში დაიბადა. თუმცა, კიდევ ერთი ვერსიით, ის 1971 წლის 5 თებერვალს ჩრდილოეთ ოსეთში, ვლადიკავკაზში დაიბადა. ასევე არსებობს კიდევ ერთი პასპორტი, სადაც ის სერგეი მოროზოვის გვარ-სახელით არის ჩაწერილი და სწორედ ამ გვარით ცხოვრობდა და მოქმედებდა წლების განმავლობაში ევროპაში.

რუსული მედია წერს, რომ ყველაზე სარწმუნო ვერსიაა გვარი - გაგიევი, რადგან სწორედ ასე ეძებდა მას ადგილობრივი შსს. დამნაშავეს ასევე მოიხსენიებენ მეტსახელებით - "ჯაყო" ან "სისხლიანი ჯაყო". მოსკოვის პოლიციის თანახმად, მამამისი მიტო ისიდორეს ძე გაგიევია, დედა კი - ზარეტა კულუმბეგოვა. "სისხლიანი ჯაყო" რამდენჯერმე იყო ქორწინებაში და მინიმუმ 20 შვილი ჰყავს.

1988 წელს ასლან გაგივმა მოსკოვის სამშენებლო უნივერსიტეტში ჩააბარა, რომელიც მისივე მტკიცებით, 1994 წელს დაამთავრა. 1990-91 წლებში ის ოჯახთან ერთად ჩრდილოეთ ოსეთში გადავიდა საცხოვრებლად. არსებული ინფორმაციით, 1998 წელს ნოვოსიბირსკის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის ფაკულტეტი დაამთავრა.

“საკმაოდ ჭკვიანი და გამოცდილი ადამიანია. განსაკუთრებით კომერციულ სფეროში აქვს გამოცდილება, ბიზნესში წარმატებებიც ჰქონდა. მან თავად შეარჩია და მოაგროვა ადამიანები “ეკონომიკური წმენდებისთვის” და ფინანსური ბაზრის კონტროლს ყოველთვის ახერხებდა” - ამბობს "ჯაყოს" შესახებ ერთ-ერთი დაზარალებული ოლეგ ბარანოვი.

ერთი ვერსიით, გაგიევის დაჯგუფების ჩამოყალიბება 2000 წელს დაიწყო, თუმცა არსებობს სხვა მოსაზრება, რომ ეს ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს მოხდა, როცა ის სამშენებლო უნივერსიტეტში სწავლობდა.

"მისი ძველი ნაცნობის თქმით, უნივერსიტეტში გაიცნო სერგეი ბაგლარიანი, რომელთან ერთად ჩამოაყალიბა ჯგუფი. ის თავდაპირველად 12-15 ადამიანისგან შედგებოდა" - წერს რუსული მედია.

გაგიევის ჩვენების თანახმად, ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, გაკრვეული დროის განმავლობაში, მოსკოვის ადგილობრივ ხელისუფლებაშიც მუშაობდა, თუმცა შემდეგ, ბიზნესში წასვლა გადაწყვიტა. შემდეგ საინვესტივიო კომპანია "Финпромтраст"-ის ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტად დაიწყო მუშაობა, 2001 წელს კი ამ განყოფილების უფროსი გახდა.

ამის შემდეგ, მან რამდენიმე კომპანია გამოიცვალა და 2000-იანი წლების დასაწყისში, გაგიევის სახელი, უკრაიანაში გემთსაშენ კომპანია "Океан"-სა და იმავე დანიშნულების მქონე გერმანულ კომპანია Wadan Yard-შიც ფიგურირებდა. როგორც გაგიევმა ავსტრიულ გამოცემა Kurier-თან განაცხადა, რომ გერმანული კომპანია გააკოტრეს, მისი ერთ-ერთი პარნტიორი მოკლეს და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

"სისხლიანი ჯაყოს" მსხვერპლთა არასრული სია

"გაგიევის ბანდის მოქმედების შედეგად დახოცილი ადამიანების რაოდენობა 100-მდეა... არსებული ცნობებით, გაგიევი დგას ვლადიკავკაზის მერის ვიტალი კარაევის მკვლელობის უკან; ასევე მის სახელს უკავშირდება ჩრდილოეთ ოსეთის ვიცე-პრემიერის კაზბეგ პაგიევის და პოლიციის რამდენიმე მაღალჩინოსნის, მათ შორის, რესპუბლიკის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის უფროსის მარეკ მეცაევის და შსს სისხლის სამართლის განყოფილების უფროსის ვიტალი ჩელდიევის მკვლელობები" - წერს Кавказский Узел.

მისივე ცნობით, გაგიევი დგას ბანკ "კუტუზოვსკის" მმართველის ოლეგ ნოვოსელსკის საქმის უკანაც, რომელიც ათ წელზე მეტია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მისი დაჯგუფების წევრებს ბრალდებათ "Содбизнесбанк"-სა და "Кредиттраст"-ის ბანკების მფლობელის ალექსანდ სლესარევის სიკვდილიც. მალევე მოკლული იპოვეს მისი ოჯახის წევრი, ბანკ "Национальный капитал"-ის მფლობელი დმიტრი პლიტნიკი.

2012 წელს, ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ალაგირში მოკლეს ადგილობრივი მეწარმეები - ტაიმურ კაძაევი და ვალერი ლაიევი; იმავე წელს კი, ვლადიკავკაზში მაღაზიათა ქსელ "ჯუნგლის" მფლობელი მელაძე... 2013 წელს მოსკოვის გარეუბანში კრიმინალური დაჯგუფების ერთი წევრი მარატ პლიევი, მოგვიანებით ქალაქ არდონში კიდევ ერთი - ტამერნა სალამოვი... ამის შემდეგ, რიგრიგობით აიყვანეს ან დახოცეს დაჯგუფების კიდევ რამდენიმე წევრი...

2014 წელს, ასლან გაგიევზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა და ის 2015 წელს ვენაში დააკავეს. 2018 წელს მისი რუსეთში ექსტრადირება მოხდა.

დასავლური და რუსული მედია მაშინ ერთ საინტერესო დეტალზე წერდა: 60 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულის ექსტრადირება რუსეთში ერთმა ფაქტორმა შეაფერხა - გაგიევს ფრენის შიში აქვს. ბრალდებულის ადვოკატებმა წარმოადგინეს სამედიცინო დასკვნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფს აქვს აეროფობიის იშვიათი ფორმა და მგზავრობის გადატანას ვერ შეძლებს. მას თვითმფრინავში სვამდნენ, რუსეთში გადასაყვანად, თუმცა კრიმინალს პანიკური შეტევა დაეწყო და ავსტრიაში დატოვეს.

თუმცა, საბოლოოდ ის მაინც აღმოჩნდა რუსეთში, რომლის კანონმდებლობითაც გაგიევს თავისუფლების სამუდამო აღკვეთა ემუქრება.

ცნობისთვის, თავად ასლან გაგიევი დანაშაულს არ აღიარებს. რუსული მედიის ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საკმაოდ კარგი კავშირებისა და გავლენების მქონე "ჯაყოს" გრძელვადიანი პატიმრობა არც ემუქრება.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე