საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რედკოს" და "რადიო პალიტრის" საჩუქრებით სავსე დღე გუდაურში
"რედკოს" და "რადიო პალიტრის" საჩუქრებით სავსე დღე გუდაურში

სიყ­ვა­რუ­ლის დღის აღ­ნიშ­ვნა სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი ხა­ნია უკვე ტრა­დი­ცი­ად იქცა. ვა­ლენ­ტი­ნო­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით "რა­დიო პა­ლიტ­რამ" და დე­ვე­ლო­პე­რულ­მა კომ­პა­ნია "რედ­კომ" მთის კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კომ­პა­ნი­ის მხარ­და­ჭე­რით, რა­დი­ოს ერ­თგულ მსმე­ნე­ლებს და­უ­ვი­წყა­რი დღე აჩუ­ქა.

თბი­ლი­სი­დან გუ­და­ურ­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე რეს­ტორ­ნე­ბის ქსე­ლი "დან­კინ დო­ნატ­სი" გუ­ლის ფორ­მის დო­ნა­ტე­ბი­თა და დან­კი­ნის კლა­სი­კუ­რი ყა­ვით გა­უ­მას­პინ­ძლდა სტუმ­რებს, რო­მელ­თა შო­რის იყ­ვნენ "რა­დიო პა­ლიტ­რას" პარტნი­ო­რი კომ­პა­ნი­ე­ბის პიარ და მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რე­ბი.

გუ­და­ურ­ში ჩა­სულ სტუმ­რებს, სა­ქარ­თვე­ლოს მთის კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კომ­პა­ნი­ამ მის­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უ­ზღუ­და­ვად ესარ­გებ­ლათ გონ­დო­ლე­ბით და ერთი დღე უსას­ყიდ­ლოდ ეს­რი­ა­ლათ სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სებ­ზე.

გონ­დო­ლე­ბით გა­სე­ირ­ნე­ბის შემ­დეგ, გუ­და­უ­რის სტუმ­რებს უმას­პინ­ძლა კაფე-ბარ­მა "ქუბი", რო­მე­ლიც სტუმ­რებს გემ­რი­ე­ლი კოქ­ტე­ი­ლე­ბით დახ­ვდა. მათ, ვინც ექ­სტრე­მა­ლურ გარ­თო­ბას მშვი­დი დას­ვე­ნე­ბა არ­ჩია, "რედ­კოს" კომ­პლექსში აუ­ზის და სპა ცენ­ტრის მომ­სა­ხუ­რე­ბა ელო­და. ვი­ზუ­ა­ლურ გა­ფორ­მე­ბა­ზე იზ­რუ­ნა სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნია "პრინ­ტა­რე­ამ".

ნინო ხა­ჟო­მია, კაფე-ბარ "ქუ­ბის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი:

"დღეს "ქუბ­ში" ვუ­მას­პინ­ძლეთ ჩემს ექს კო­ლე­გებს "რა­დიო პა­ლიტ­რა­დან". მინ­და გი­თხრათ, რომ ეს ად­გი­ლი სწო­რედ სიყ­ვა­რუ­ლი­თაა შექ­მნი­ლი და მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ვმას­პინ­ძლობ მოწ­ვე­ულ სტუმ­რებს. და­მე­თან­ხმე­ბით, აქ გა­ტა­რე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი დღე ნამ­დვი­ლად სიყ­ვა­რუ­ლი­საა და მად­ლო­ბა რა­დიო „პა­ლიტ­რას“ ერთი დღის კი­დევ უფრო მე­ტად გა­ლა­მა­ზე­ბის­თვის"

ირი­ნა ონაშ­ვი­ლი:

"არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბა მო­ა­წყო რედ­კომ და "რა­დიო პა­ლიტ­რამ", არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­რე­მო გუ­და­ურ­ში, სა­დაც "რა­დიო პა­ლიტ­რის" არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი და გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მუ­სი­კა ის­მის და ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ყო­ველ­თვის ასე გვა­ნე­ბივ­რე­ბენ, კრე­ა­ტი­უ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით, სა­ჩუქ­რე­ბით, სპა პრო­ცე­დუ­რე­ბით. ძა­ლი­ან კარ­გი დღე გა­ვა­ტა­რეთ "რედ­კოს­თან" და "რა­დიო პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად.

კა­წია აბ­სან­ძე, "რედ­კოს" მარ­კე­ტინ­გის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი:

"დღეს ახალ გუ­და­ურ­ში, "რა­დიო პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად ვა­კე­თებთ ძა­ლი­ან ლა­მაზ ღო­ნის­ძი­ე­ბას, რო­მე­ლიც ეხე­ბა სიყ­ვა­რუ­ლის დღეს. გვყავს ძა­ლი­ან ბევ­რი სტუ­მა­რი, რო­მელ­საც ელო­დე­ბა ძა­ლი­ან ლა­მა­ზი სა­ღა­მო ელე­ნე კა­ლან­და­ძეს­თან ერ­თად, სა­სი­ა­მოვ­ნო ვახ­შა­მი, ძა­ლი­ან ბევ­რი სი­ურპრი­ზით.

მთის კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კომ­პა­ნი­აა ჩარ­თუ­ლი, ასე­ვე ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გვეხ­მა­რე­ბა და ხელს გვი­წყობს რომ გან­ვი­თარ­დეს გუ­და­უ­რი და კი­დევ უფრო მეტი ტუ­რის­ტი მი­ი­ღოს კუ­რორ­ტმა".

დატ­ვირ­თუ­ლი დღის ბო­ლოს, სტუმ­რებს "რედ­კოს" კომ­პლექსში არ­სე­ბულ­მა რეს­ტო­რან­მა "MeatLoaf "-მა უმას­პინ­ძლა. სა­ზე­ი­მო ვახ­შა­მი სიყ­ვა­რუ­ლის დღის თე­მა­ტი­კით იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი - წი­თე­ლი ბუშ­ტე­ბი­თა და წი­თე­ლი დრეს­კო­დით, სტუმ­რებ­მა რეს­ტორ­ნის გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბი და ელე­ნე კა­ლან­და­ძის შე­სა­ნიშ­ნა­ვი რე­პერ­ტუ­ა­რი ერ­თად „და­ა­გე­მოვ­ნეს“.

გა­თა­მაშ­და პრი­ზე­ბი პარტნი­ო­რი კომ­პა­ნი­ე­ბის­გან: "ჯი­პი­სის­გან", მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ "თა­ი­მის­გან". ასე­ვე, გა­მოვ­ლინ­და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, რო­მელ­საც სა­ჩუქ­რად გა­და­ე­ცა ნო­მე­რი ორი ღა­მით, "რედ­კოს" აპარტ-ოტელ­ში.

რა­დიო "პა­ლიტ­რა" FM 103,9 წლე­ბია სა­ქარ­თვე­ლოს მთის კუ­რორ­ტებ­ზეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. რა­დიო პა­ლიტ­რის მუ­სი­კა­ლუ­რი ეთე­რი გუ­და­ურ­სა და ბა­კუ­რი­ან­ში ვი­ზი­ტო­რე­ბის გან­წყო­ბა­სა და დას­ვე­ნე­ბას, კი­დევ უფრო სა­სი­ა­მოვ­ნოს ხდის.

ავ­ტო­რი: ლი­დია ამა­რი­ა­ნი

ფოტო: გი­ორ­გი ჟა­მე­რაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"რედკოს" და "რადიო პალიტრის" საჩუქრებით სავსე დღე გუდაურში

"რედკოს" და "რადიო პალიტრის" საჩუქრებით სავსე დღე გუდაურში

სიყვარულის დღის აღნიშვნა საქართველოში დიდი ხანია უკვე ტრადიციად იქცა. ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით "რადიო პალიტრამ" და დეველოპერულმა კომპანია "რედკომ" მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერით, რადიოს ერთგულ მსმენელებს დაუვიწყარი დღე აჩუქა.

თბილისიდან გუდაურში გამგზავრებამდე რესტორნების ქსელი "დანკინ დონატსი" გულის ფორმის დონატებითა და დანკინის კლასიკური ყავით გაუმასპინძლდა სტუმრებს, რომელთა შორის იყვნენ "რადიო პალიტრას" პარტნიორი კომპანიების პიარ და მარკეტინგის მენეჯერები.

გუდაურში ჩასულ სტუმრებს, საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ მისცა საშუალება მთელი დღის განმავლობაში შეუზღუდავად ესარგებლათ გონდოლებით და ერთი დღე უსასყიდლოდ ესრიალათ სათხილამურო ტრასებზე.

გონდოლებით გასეირნების შემდეგ, გუდაურის სტუმრებს უმასპინძლა კაფე-ბარმა "ქუბი", რომელიც სტუმრებს გემრიელი კოქტეილებით დახვდა. მათ, ვინც ექსტრემალურ გართობას მშვიდი დასვენება არჩია, "რედკოს" კომპლექსში აუზის და სპა ცენტრის მომსახურება ელოდა. ვიზუალურ გაფორმებაზე იზრუნა სარეკლამო კომპანია "პრინტარეამ".

ნინო ხაჟომია, კაფე-ბარ "ქუბის" დამფუძნებელი:

"დღეს "ქუბში" ვუმასპინძლეთ ჩემს ექს კოლეგებს "რადიო პალიტრადან". მინდა გითხრათ, რომ ეს ადგილი სწორედ სიყვარულითაა შექმნილი და მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობ მოწვეულ სტუმრებს. დამეთანხმებით, აქ გატარებული ყოველი დღე ნამდვილად სიყვარულისაა და მადლობა რადიო „პალიტრას“ ერთი დღის კიდევ უფრო მეტად გალამაზებისთვის"

ირინა ონაშვილი:

"არაჩვეულებრივი ღონისძიება მოაწყო რედკომ და "რადიო პალიტრამ", არაფორმალური გარემო გუდაურში, სადაც "რადიო პალიტრის" არაჩვეულებრივი და გემოვნებიანი მუსიკა ისმის და ძალიან მიხარია, რომ ყოველთვის ასე გვანებივრებენ, კრეატიული და საინტერესო ღონისძიებებით, საჩუქრებით, სპა პროცედურებით. ძალიან კარგი დღე გავატარეთ "რედკოსთან" და "რადიო პალიტრასთან" ერთად.

კაწია აბსანძე, "რედკოს" მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი:

"დღეს ახალ გუდაურში, "რადიო პალიტრასთან" ერთად ვაკეთებთ ძალიან ლამაზ ღონისძიებას, რომელიც ეხება სიყვარულის დღეს. გვყავს ძალიან ბევრი სტუმარი, რომელსაც ელოდება ძალიან ლამაზი საღამო ელენე კალანდაძესთან ერთად, სასიამოვნო ვახშამი, ძალიან ბევრი სიურპრიზით.

მთის კურორტების განვითარების კომპანიაა ჩართული, ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რომელიც ძალიან გვეხმარება და ხელს გვიწყობს რომ განვითარდეს გუდაური და კიდევ უფრო მეტი ტურისტი მიიღოს კურორტმა".

დატვირთული დღის ბოლოს, სტუმრებს "რედკოს" კომპლექსში არსებულმა რესტორანმა "MeatLoaf "-მა უმასპინძლა. საზეიმო ვახშამი სიყვარულის დღის თემატიკით იყო წარმოდგენილი - წითელი ბუშტებითა და წითელი დრესკოდით, სტუმრებმა რესტორნის გემრიელი კერძები და ელენე კალანდაძის შესანიშნავი რეპერტუარი ერთად „დააგემოვნეს“.

გათამაშდა პრიზები პარტნიორი კომპანიებისგან: "ჯიპისისგან", მაღაზიათა ქსელ "თაიმისგან". ასევე, გამოვლინდა გამარჯვებული, რომელსაც საჩუქრად გადაეცა ნომერი ორი ღამით, "რედკოს" აპარტ-ოტელში.

რადიო "პალიტრა" FM 103,9 წლებია საქართველოს მთის კურორტებზეა წარმოდგენილი. რადიო პალიტრის მუსიკალური ეთერი გუდაურსა და ბაკურიანში ვიზიტორების განწყობასა და დასვენებას, კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.

ავტორი: ლიდია ამარიანი

ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს