პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ათწლეულების წინ, ის საბჭოთა ოფიცერმა ჩამოიტანა..." - როგორ დაუბრუნა საქართველომ გერმანიას მე-17 საუკუნის ტილო
"ათწლეულების წინ, ის საბჭოთა ოფიცერმა ჩამოიტანა..." - როგორ დაუბრუნა საქართველომ გერმანიას მე-17 საუკუნის ტილო

მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე დრეზ­დე­ნის გა­ლე­რე­ა­ში მე-17 სა­უ­კუ­ნის იტა­ლი­ე­ლი ფერმ­წე­რის პი­ეტ­რო ფრან­ჩეს­კო ჩი­ტა­დი­ნის ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლოს - „ნა­ტურ­მორ­ტი კურ­დღლით“ გან­თავ­სე­ბას და­ეს­წრო. ეს ტილო სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ლურ კან­ცლერ ან­გე­ლა მერ­კელს თბი­ლის­ში ვი­ზი­ტი­სას გა­დას­ცა.

ჩი­ტა­დი­ნის ტილო დრეზ­დე­ნის გა­ლე­რე­ის სა­კუთ­რე­ბა­ში იყო, თუმ­ცა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ, 1945 წლი­დან და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბო­და. ტილო ჯერ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში აღ­მოჩ­ნდა, სა­ბო­ლო­ოდ კი სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის, კერ­ძო კო­ლექ­ცი­ო­ნე­რის პი­რად სა­კუთ­რე­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა. ამის შემ­დეგ, მთავ­რო­ბა ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლოს კა­ნო­ნი­ე­რი მე­პატ­რო­ნი­სათ­ვის დაბ­რუ­ნე­ბის საქ­მე­ში ჩა­ერ­თო.

პრე­მი­ერ­მა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ დრეზ­დე­ნის გა­ლე­რე­ა­ში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და:

“დღეს თქვენს ლა­მაზ და ის­ტო­რი­ულ მუ­ზე­უმს უბ­რუნ­დე­ბა პი­ეტ­რო ფრან­ჩეს­კო ჩი­ტა­დი­ნის ცნო­ბი­ლი ნა­ტურ­მორ­ტი და ვფიქ­რობ, ეს არის ის­ტო­რი­უ­ლი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა. ჩვენ ეს ტილო სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქის კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე ათწლე­უ­ლის წინ ერთ-ერ­თმა საბ­ჭო­თა ოფი­ცერ­მა ჩა­მო­ი­ტა­ნა.

კერ­ძო კო­ლექ­ცი­ო­ნერ­მა გა­მო­ი­ჩი­ნა კე­თი­ლი ნება, გად­მოგ­ვცა ეს ფერ­წე­რუ­ლი ტილო და კან­ცლე­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტი­სას ჩვენ ეს ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგით.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ნა­ხა­ტი მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­შვე­ნებ­და ქა­ლაქ დრეზ­დე­ნის სა­მუ­ზე­უ­მო სივ­რცე­ებს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, დღე­ვან­დე­ლი დღის შემ­დეგ, ეს ტილო კი­დევ მრა­ვა­ლი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნაგ­რძობს, იყოს თქვე­ნი ქა­ლა­ქის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი. ამა­ვე დროს, დღე­ვან­დე­ლი დღე ქარ­თველ და გერ­მა­ნელ ხალ­ხს შო­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი მე­გობ­რო­ბის კი­დევ ერთი მა­გა­ლი­თია”, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

ცე­რე­მო­ნი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი საქ­სო­ნი­ის მი­წის პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს­თან ერ­თად და­ეს­წრო.

ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლოს ის­ტო­რი­ა­ზე ისა­უბ­რეს მუ­ზე­უ­მის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა და აღ­ნიშ­ნეს, რომ დრეზ­დე­ნის მუ­ზე­უ­მი­დან და­კარ­გუ­ლია 500-მდე ექ­სპო­ნა­ტი, რო­მელ­თა­გან დღემ­დე მხო­ლოდ 56 დაბ­რუნ­და. ჩი­ტა­დი­ნის ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლოს ნახ­ვა დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელს მუ­ზე­უ­მის ძვე­ლი ოს­ტა­ტე­ბის (Alte Meister) გა­ლე­რე­ა­ში შე­ეძ­ლე­ბა.

ავტორი:

"ათწლეულების წინ, ის საბჭოთა ოფიცერმა ჩამოიტანა..." - როგორ დაუბრუნა საქართველომ გერმანიას მე-17 საუკუნის ტილო

"ათწლეულების წინ, ის საბჭოთა ოფიცერმა ჩამოიტანა..." - როგორ დაუბრუნა საქართველომ გერმანიას მე-17 საუკუნის ტილო

მამუკა ბახტაძე დრეზდენის გალერეაში მე-17 საუკუნის იტალიელი ფერმწერის პიეტრო ფრანჩესკო ჩიტადინის ფერწერული ტილოს - „ნატურმორტი კურდღლით“ განთავსებას დაესწრო. ეს ტილო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის ფედერალურ კანცლერ ანგელა მერკელს თბილისში ვიზიტისას გადასცა.

ჩიტადინის ტილო დრეზდენის გალერეის საკუთრებაში იყო, თუმცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1945 წლიდან დაკარგულად ითვლებოდა. ტილო ჯერ საბჭოთა კავშირში აღმოჩნდა, საბოლოოდ კი საქართველოში დარჩა და საქართველოს მოქალაქის, კერძო კოლექციონერის პირად საკუთრებაში აღმოჩნდა. ამის შემდეგ, მთავრობა ფერწერული ტილოს კანონიერი მეპატრონისათვის დაბრუნების საქმეში ჩაერთო.

პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დრეზდენის გალერეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:

“დღეს თქვენს ლამაზ და ისტორიულ მუზეუმს უბრუნდება პიეტრო ფრანჩესკო ჩიტადინის ცნობილი ნატურმორტი და ვფიქრობ, ეს არის ისტორიული სამართლიანობის აღდგენა. ჩვენ ეს ტილო სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეთ ჩვენი მოქალაქის კერძო საკუთრებაში, რომელიც რამდენიმე ათწლეულის წინ ერთ-ერთმა საბჭოთა ოფიცერმა ჩამოიტანა.

კერძო კოლექციონერმა გამოიჩინა კეთილი ნება, გადმოგვცა ეს ფერწერული ტილო და კანცლერის საქართველოში ვიზიტისას ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით.

აღნიშნული ნახატი მრავალი წლის განმავლობაში ამშვენებდა ქალაქ დრეზდენის სამუზეუმო სივრცეებს და დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღის შემდეგ, ეს ტილო კიდევ მრავალი საუკუნის განმავლობაში განაგრძობს, იყოს თქვენი ქალაქის სავიზიტო ბარათი. ამავე დროს, დღევანდელი დღე ქართველ და გერმანელ ხალხს შორის ჩამოყალიბებული ისტორიული მეგობრობის კიდევ ერთი მაგალითია”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქსონიის მიწის პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დაესწრო.

ცერემონიაზე ფერწერული ტილოს ისტორიაზე ისაუბრეს მუზეუმის ხელმძღვანელებმა და აღნიშნეს, რომ დრეზდენის მუზეუმიდან დაკარგულია 500-მდე ექსპონატი, რომელთაგან დღემდე მხოლოდ 56 დაბრუნდა. ჩიტადინის ფერწერული ტილოს ნახვა დამთვალიერებელს მუზეუმის ძველი ოსტატების (Alte Meister) გალერეაში შეეძლება.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები