ავტორი:

როგორ შეიცვალა პროფესია 51 წლის ია თოდრიამ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ დასაქმების პროგრამის მეშვეობით?

როგორ შეიცვალა პროფესია 51 წლის ია თოდრიამ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ დასაქმების პროგრამის მეშვეობით?

51 წლის ია თოდრია ერთ-ერთი მათგანია, ვინც „ჯიპიაი ჰოლდინგის“ დასაქმების პროგრამის მეშვეობით, ახალ პროფესიას დაეუფლა და კომპანიაში წარმატებული კარიერა დაიწყო.

პროფესიით ქიმიის მეცნიერ-თანამშრომელია და წარსულში ექიმი ლაბორანტის პოზიციაზეც მუშაობდა, მოგვიანებით კი, პროფესიის შეცვლა და გაყიდვების სფეროში საკუთარი ძალების მოსინჯვა გადაწყვიტა.

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ დასაქმების პროგრამის შესახებ ტელევიზიით შეიტყო და გადაწყვიტა, გასაუბრებაზე მისულიყო. როგორც თავად იხსენებს, მისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა ის, რომ კომპანია სამსახურს ასაკისა და გამოცდილების შეზღუდვის გარეშე სთავაზობდა, ამასთან, თანამშრომლების შერჩევისას დამსაქმებელი გამოცდილებას არ ითხოვდა და დაინტერესებულ პირებს ყველაფრის ადგილზე შესწავლას სთავაზობდა.

„ამ პროგრამით დავინტერესდი, რადგან მინდოდა, გაყიდვების სფეროში ჩემი შესაძლებლობები გამომევლინა. „ჯიპიაი ჰოლდინგის“ დასაქმების პროგრამის მეშვეობით დავეუფლე ახალ პროფესიას და შევიძინე თანამედროვე უნარ-ჩვევები. ამჟამად ვმუშაობ გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე. გადავწყვიტე, რომ კომპანიაში მუშაობა გავაგრძელო, რაც საშუალებას მომცემს, გაყიდვების მიმართულებით ჩემი გამოცდილება კიდევ უფრო გავაღრმავო“, - აღნიშნავს ია.

როგორც ია იხსენებს, კონკურენცია დიდი იყო, რადგან აღმოჩნდა, რომ პროგრამით ბევრი ადამიანი დაინტერესდა. მას, ისევე, როგორც სხვა კანდიდატებს მოუწიათ გასაუბრების გავლა, შემდეგ ტრენინგებზე გაყიდვების სპეციალისტისთვის საჭირო უნარ-ჩვევების შესწავლა, საბოლოოდ კი „ჯიპიაი ჰოლდინგის“ თანამშრომელი გახდა.

„პროგრამა ყველას აძლევს საშუალებას, რომ დასაქმდეს და გაყიდვების სპეციალისტის პოზიციას დაეუფლოს. ვისაც სურვილი აქვს, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ პროგრამაში ჩაერთოს, აუცილებლად უნდა ჩაერთოს პროგრამაში და ფორუმზე მივიდეს. ასევე, ყურადღებით უნდა გაიარონ ტრენინგი და ყველაფერი კარგად იქნება, თუ მოინდომებენ, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ წარმატებული თანამშრომლები გახდებიან“, - აღნიშნავს ია თოდრია.

უფრო კონკრეტულად, რას ნიშნავს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ დასაქმების პროგრამა და როგორ შეგიძლიათ, მასში ჩაერთოთ?

მეოთხე წელია, „ჯიპიაი ჰოლდინგი“ დასაქმების ფორუმს მართავს, რომელიც 300 ახალი თანამშრომლის შერჩევას გულისხმობს.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, გასული ორი წლის განმავლობაში „ჯიპიაიმ“ 600 ადამიანს მისცა შანსი, გაევლოთ გადამზადების პროგრამა კომპანიაში და დასაქმებულიყვნენ. მათი უმეტესობა „ჯიპიაი ჰოლდინგში“ წარმატებულ კარიერას ახლაც აგრძელებს.

„ჯიპიაი ჰოლდინგს“ სურს, დასაქმების პროგრამის მეშვეობით, გაყიდვების მენეჯერები შეარჩიოს. ამისთვის კომპანიამ წარმატებულ კანდიდატთა გადამზადების ინტენსიური პროგრამა შეიმუშავა, რომლის მიწოდებასაც ჰოლდინგის ტრენინგ-ცენტრი უზრუნველყოფს.

პროგრამა ამჟამად, მსოფლიოში დამკვიდრებულ თანამედროვე სტანდარტებზეა მორგებული და ის ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით მომზადდა. პროგრამა სხვადასხვა უნარის განვითარებას უზრუნველყოფს: სადაზღვევო საქმე, პრეზენტაციის უნარები, საოფისე კომპიუტერული პროგრამები, ბიზნეს კომუნიკაცია, და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ გადამზადების საშუალო ხანგრძლივობა 8-10 თვეა და ამ პერიოდის განმავლობაში კანდიდატები მიიღებენ მინიმალურ ფიქსირებულ ანაზღაურებას - 400 ლარს. ამასთან, ანაზღაურებას დაემატება ამავე პერიოდში გამომუშავებული ბონუსიც. გასათვალისწინებელია, რომ გადამზადების პერიოდის გავლის შემდეგ კანდიდატები სრულ შტატზე დასაქმდებიან „ჯიპიაი ჰოლდინგში“ გაყიდვების მენეჯერებად.

კომპანიაში განმარტავენ, რომ უკვე დასაქმებულ თანამშრომლებს სტაბილური სამსახურის გარდა, ანაზღაურების ზრდის პერსპექტივაც აქვთ.

„ამ შეთავაზებით შეუძლია ისარგებლონ იმ ადამიანებმაც, რომლებიც დასაქმებულები არიან, თუმცა ეძებენ უფრო დინამიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს, სადაც სწრაფად შეძლებენ როგორც კარიერულ წინსვლას, ასევე ანაზღაურების გაზრდას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2018 წელს საფინანსო სექტორში მიმდინარე ცვლილებების ფონზე, რადგან უკვე მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება მასობრივი შემცირებები”, - განმარტავენ „ჯიპიაი ჰოლდინგში“.

ამასთან, „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ერთ-ერთი წამყვანი დამსაქმებელია ბაზარზე. დასაქმების პროგრამისთვის, რომლის მეშვეობითაც უკვე 600-მა ადამიანმა გაყიდვების მენეჯერის კარიერა დაიწყო, „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ 2018 წელს „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ ჯილდო კონკურსში - „ბიზნესი გენდურული თანასწორობისთვის“ მიიღო.

ასევე, კომპანიის პროექტი ევროპის მასშტაბით საუკეთესოდ დასახელდა, მიიღო პირველი პრიზი და დამატებითი ინვესტიცია „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ ყოველწლიურ სოციალური პასუხისმგებლობის კონკურსში.

პროექტით საინტერესებულები არიან საერთაშორისო ორგანიზაციებიც. წელს, დასაქმების პროგრამის ფარლგებში „ჯიპიაი ჰოლდინგი“ აქტიურად თანამშრომლობს გაეროს ქალთა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამასთან (GIZ).

„ჯიპიაი ჰოლდინგში“ განმარტავენ, რომ სადაზღვევო ბაზარზე კომპანიას 2018 წლის მონაცემებით, წამყვანი პოზიცია უჭირავს. მათივე ინფორმაციით, მხოლოდ სამი კვარტლის მანძილზე ანაზღუარებულმა თანხამ 55 680 000 ლარი შეადგინა.

ამასთან, კომპანია ითვალისწინებს საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას და თანამშრომლის შერჩევისას სამუშაო გამოცდილების ან სპეციფიურ განათლებას არ ითხოვს, ყველას, ვისაც მუშაობა სურს, შეუძლია დასაქმდეს.

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორის პაატა ლომაძის თქმით, კომპანიას უკვე აქვს წარმატებული გამოცდილება, რომელიც დასაქმების პროგრამის ეფექტურობას ადასტურებს.

„წელსაც, პროგრამა მონდომებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს საშუალებას მისცემს, დაეუფლონ ახალ და ყველაზე მოთხოვნად პროფესიას (გაყიდვების სპეციალიზაცია) და ამავდროულად მიიღონ ანაზღაურება სწავლების პროცესში, ხოლო შემდგომ ვთავაზობთ სტაბილურ სამუშაოს, კარიერული განვითარებას და შემოსავლის ზრდის საშუალებას”, - აღნიშნა პაატა ლომაძემ.

ამჟამად, მთელი საქართველოს მასშტაბით ორგანიზაციის ოფისებში 550 ადამიანი მუშაობს, წელს კი კომპანია საშუალებას გაძლევთ, თქვენც შეუერთდეთ და ერთ-ერთი მათგანი გახდეთ. ამისთვის კი საჭიროა, 22-23 თებერვალს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ დასაქმების ფორუმზე მიხვიდეთ და თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოთ.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის