Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ულამაზესი გოგონა საქართველოს მოფარიკავეთა ეროვნული ნაკრებიდან - "თუ ჩემ შესახებ არ გსმენიათ, არაუშავს..."
ვინ არის ულამაზესი გოგონა საქართველოს მოფარიკავეთა ეროვნული ნაკრებიდან - "თუ ჩემ შესახებ არ გსმენიათ, არაუშავს..."

27 წლის მაია გუჩ­მა­ზო­ვა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ფა­რი­კა­ვე­თა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ღირ­სე­ბას 2016 წლი­დან იცავს. დაშ­ნით მო­ფა­რი­კა­ვე სპორ­ტსმე­ნი კა­რი­ე­რის და­სა­წყი­სი­დან­ვე შე­ჯიბ­რე­ბებ­ში რუ­სე­თის სა­ხე­ლით გა­მო­დი­ო­და. რო­გორც Sportall.ge-სთან სა­უ­ბარ­ში გუჩ­მა­ზო­ვამ აღ­ნიშ­ნა, შე­მო­თა­ვა­ზე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის­გან მი­ი­ღო და ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ხე­ლით ას­პა­რე­ზო­ბას გარ­კვე­უ­ლი დრო­ი­სა და ფიქ­რის შემ­დეგ და­თან­ხმდა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კა­რი­ე­რის მან­ძილ­ზე გუჩ­მა­ზო­ვამ არა­ერ­თხელ ისა­ხე­ლა თავი, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, წარ­სუ­ლის მიღ­წე­ვებ­ზე სა­უ­ბა­რი არ უყ­ვარს. თუ რო­დის და რო­გორ და­უ­კავ­ში­რა მა­ი­ამ ცხოვ­რე­ბა ფა­რი­კა­ო­ბას და სა­მო­მავ­ლოდ რა გეგ­მე­ბი აქვს, ამის შე­სა­ხებ ჩვე­ნი ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

- მოგ­ვი­ყე­ვით თქვენს ბავ­შვო­ბა­ზე...

-1991 წლის ოქ­ტომ­ბერს ვლა­დი­კავ­კაზ­ში და­ვი­ბა­დე. დედ-მა­მას­თან ერ­თად ახ­ლაც ვლა­დი­კავ­კაზ­ში ვცხოვ­რობ. ჩემი მშობ­ლე­ბი ემიგ­რან­ტე­ბი გახ­დნენ და ამი­ტომ მო­უ­წი­ათ სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­დას­ვლა სა­ცხოვ­რებ­ლად ჩრდი­ლო­ეთ ოსეთ­ში. ბავ­შვო­ბა მქონ­და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი. ვი­ყა­ვი ძა­ლი­ან ენერ­გი­უ­ლი, ცელ­ქი და გა­თა­მა­მე­ბუ­ლი გოგო. ყო­ვე­ლი წლის ზა­ფხულს ოჯახ­თან ერ­თად ვსტუმ­რობ­დით ჩვენს სო­ფელს, ორ­თუ­ბანს, რო­მე­ლიც ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მდე­ბა­რე­ობს. იქ არის ჩვე­ნი მე­ო­რე სახ­ლი, სა­დაც ცხოვ­რობს ბე­ბია. შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, როცა ვა­ხერ­ხებ, და­სას­ვე­ნებ­ლად ჩავ­დი­ვარ.

- რო­დის გა­და­წყვი­ტეთ ფა­რი­კა­ო­ბა­ზე სი­ა­რუ­ლი და სად და­ი­წყეთ ვარ­ჯი­ში?

- მე-6 კლას­ში ვი­ყა­ვი, როცა ვარ­ჯი­ში და­ვი­წყე. ვლა­დი­კავ­კა­ზის მე-40 სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი. ჩვენს სკო­ლა­ში ყო­ფი­ლა სპე­ცი­ა­ლუ­რი კლა­სი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც არა­ფე­რი ვი­ცო­დი. ჩემი პირ­ვე­ლი მწვრთნე­ლი იყო ირი­ნა კე­სა­ე­ვა, რო­მელ­საც დღემ­დე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უჭი­რავს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ერთხელ მოგ­ვი­ახ­ლოვ­და გო­გო­ნებს და გვკი­თხა: გაქვთ თუ არა წიგ­ნი ოსურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე (შვი­ლის­თვის უნ­დო­და)? ჩვენ მი­ვე­ცით სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო და ამის შემ­დეგ ის და­ინ­ტე­რეს­და, გვინ­დო­და თუ არა ფა­რი­კა­ო­ბა­ზე სი­ა­რუ­ლი. მე კი წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და, რა იყო ფა­რი­კა­ო­ბა (სახ­ლშიც არა­ფე­რი იცოდ­ნენ ამის შე­სა­ხებ). სა­ბო­ლო­ოდ, მი­ვე­დი, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა და და­ვი­წყე ვარ­ჯი­ში ვლა­დი­კავ­კაზ­ში. როცა გა­ვი­ზარ­დე და გავ­ხდი იუ­ნი­ო­რე­ბის ასა­კის, ფა­რი­კა­ო­ბა­ზე სი­ა­რუ­ლი მოს­კოვ­ში გა­ვაგ­რძე­ლე, მა­რი­ნა მა­ზი­ნას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით.

- რო­დის მო­ვი­და პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, პირ­ველ­მა წარ­მა­ტე­ბამ დიდ­ხანს არ მა­ლო­დი­ნა, რად­გან ბავ­შვო­ბი­დან­ვე ვი­ყა­ვი ძა­ლი­ან მი­ზან­და­სა­ხუ­ლი! ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი, ვყო­ფი­ლი­ყა­ვი სა­უ­კე­თე­სო! სამ­ხრე­თის ფე­დე­რა­ლუ­რი ოლ­ქის და რეს­პუბ­ლი­კის დო­ნე­ზე შე­დე­გე­ბი სწრა­ფად დავ­დე. რო­დე­საც გავ­ხვდი უფრო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ჩემს თავ­ში, ყვე­ლა­ზე დიდი წარ­მა­ტე­ბაც მა­შინ მო­ვი­და - ქ. ძერ­ჟინ­სკში რუ­სე­თის პირ­ვე­ლო­ბა­ზე მე-3 ად­გი­ლი და­ვი­კა­ვე, მერე კი ყვე­ლა­ფე­რი სწრა­ფად გან­ვი­თარ­და...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ავტორი:

ვინ არის ულამაზესი გოგონა საქართველოს მოფარიკავეთა ეროვნული ნაკრებიდან - "თუ ჩემ შესახებ არ გსმენიათ, არაუშავს..."

ვინ არის ულამაზესი გოგონა საქართველოს მოფარიკავეთა ეროვნული ნაკრებიდან - "თუ ჩემ შესახებ არ გსმენიათ, არაუშავს..."

27 წლის მაია გუჩმაზოვა საქართველოს მოფარიკავეთა ეროვნული ნაკრების ღირსებას 2016 წლიდან იცავს. დაშნით მოფარიკავე სპორტსმენი კარიერის დასაწყისიდანვე შეჯიბრებებში რუსეთის სახელით გამოდიოდა. როგორც Sportall.ge-სთან საუბარში გუჩმაზოვამ აღნიშნა, შემოთავაზება საქართველოს ეროვნული ნაკრებისგან მიიღო და ჩვენი ქვეყნის სახელით ასპარეზობას გარკვეული დროისა და ფიქრის შემდეგ დათანხმდა.

მიუხედავად იმისა, რომ კარიერის მანძილზე გუჩმაზოვამ არაერთხელ ისახელა თავი, როგორც აღმოჩნდა, წარსულის მიღწევებზე საუბარი არ უყვარს. თუ როდის და როგორ დაუკავშირა მაიამ ცხოვრება ფარიკაობას და სამომავლოდ რა გეგმები აქვს, ამის შესახებ ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

- მოგვიყევით თქვენს ბავშვობაზე...

-1991 წლის ოქტომბერს ვლადიკავკაზში დავიბადე. დედ-მამასთან ერთად ახლაც ვლადიკავკაზში ვცხოვრობ. ჩემი მშობლები ემიგრანტები გახდნენ და ამიტომ მოუწიათ საქართველოდან გადასვლა საცხოვრებლად ჩრდილოეთ ოსეთში. ბავშვობა მქონდა ჩვეულებრივი. ვიყავი ძალიან ენერგიული, ცელქი და გათამამებული გოგო. ყოველი წლის ზაფხულს ოჯახთან ერთად ვსტუმრობდით ჩვენს სოფელს, ორთუბანს, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იქ არის ჩვენი მეორე სახლი, სადაც ცხოვრობს ბებია. შესაძლებლობებიდან გამომდინარე, როცა ვახერხებ, დასასვენებლად ჩავდივარ.

- როდის გადაწყვიტეთ ფარიკაობაზე სიარული და სად დაიწყეთ ვარჯიში?

- მე-6 კლასში ვიყავი, როცა ვარჯიში დავიწყე. ვლადიკავკაზის მე-40 საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. ჩვენს სკოლაში ყოფილა სპეციალური კლასი, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდი. ჩემი პირველი მწვრთნელი იყო ირინა კესაევა, რომელსაც დღემდე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. ერთხელ მოგვიახლოვდა გოგონებს და გვკითხა: გაქვთ თუ არა წიგნი ოსურ ლიტერატურაზე (შვილისთვის უნდოდა)? ჩვენ მივეცით სახელმძღვანელო და ამის შემდეგ ის დაინტერესდა, გვინდოდა თუ არა ფარიკაობაზე სიარული. მე კი წარმოდგენა არ მქონდა, რა იყო ფარიკაობა (სახლშიც არაფერი იცოდნენ ამის შესახებ). საბოლოოდ, მივედი, ძალიან მომეწონა და დავიწყე ვარჯიში ვლადიკავკაზში. როცა გავიზარდე და გავხდი იუნიორების ასაკის, ფარიკაობაზე სიარული მოსკოვში გავაგრძელე, მარინა მაზინას ხელმძღვანელობით.

- როდის მოვიდა პირველი წარმატება?

- სიმართლე გითხრათ, პირველმა წარმატებამ დიდხანს არ მალოდინა, რადგან ბავშვობიდანვე ვიყავი ძალიან მიზანდასახული! ყოველთვის ვცდილობდი, ვყოფილიყავი საუკეთესო! სამხრეთის ფედერალური ოლქის და რესპუბლიკის დონეზე შედეგები სწრაფად დავდე. როდესაც გავხვდი უფრო დარწმუნებული ჩემს თავში, ყველაზე დიდი წარმატებაც მაშინ მოვიდა - ქ. ძერჟინსკში რუსეთის პირველობაზე მე-3 ადგილი დავიკავე, მერე კი ყველაფერი სწრაფად განვითარდა...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ