საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში, სუპერმარკეტის მოლარემ კლიენტების ბარათებიდან 10 000 ლარი მიითვისა - რა სქემით მოქმედებდა ახალგაზრდა ქალი
თბილისში, სუპერმარკეტის მოლარემ კლიენტების ბარათებიდან 10 000 ლარი მიითვისა - რა სქემით მოქმედებდა ახალგაზრდა ქალი

"ქარ­დინ­გი", რაც პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თის მო­ნა­ცე­მე­ბის უნე­ბარ­თვოდ მო­პო­ვე­ბას გუ­ლის­ხმობს, კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფორ­მაა.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის გა­და­ცე­მა "ახა­ლი კვი­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრალ­დე­ბით გა­სულ წელს თბი­ლის­ში ახალ­გაზ­რდა ქალი და­ა­კა­ვეს. ის ერთ-ერთ ცნო­ბილ სუ­პერ­მარ­კეტ­ში მო­ლა­რედ მუ­შა­ობ­და და სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 24 მო­ქა­ლა­ქის პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თის ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბით, 10 ათას ლარ­ზე მეტი მი­ით­ვი­სა.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს შო­რის იყო გი­ორ­გი მი­რაშ­ვი­ლიც, რო­მელ­მაც "ახალ კვი­რას­თან" ისა­უბ­რა.

"ჩემი ან­გა­რი­ში­დან გან­ხორ­ცი­ელ­და სამი ტრან­ზაქ­ცია, ჩა­მო­იჭ­რა 600 ლარი. თან­ხა ჩა­ი­რი­ცხა ერთ-ერთი ქარ­თუ­ლი ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რის მომ­ხმა­რებ­ლის პი­რად ან­გა­რიშ­ზე. მივ­მარ­თე ბანკს, რო­მელ­მაც მირ­ჩია, გან­ცხა­დე­ბა და­მე­წე­რა პო­ლი­ცი­ა­ში, რის შემ­დე­გაც და­მე­რი­ცხე­ბო­და ან­გა­რიშ­ზე თან­ხა, რო­მე­ლიც ბა­რა­თის და­ზღვე­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მე­კუთ­ვნო­და. აღიძ­რა საქ­მე, თუმ­ცა რო­გორ დამ­თავ­რდა ეს ყვე­ლა­ფე­რი, არ ვიცი. ჩემ­თვის აღა­რა­ვის მო­უ­მარ­თავს. ბან­კმა წარ­დგე­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ამი­ნა­ზღა­უ­რა მაქ­სი­მა­ლუ­რი თან­ხა, რაც მათი და­ზღვე­ვის პი­რო­ბე­ბის მი­ხედ­ვით მე­კუთ­ვნო­და - 400 ლარი" - ყვე­ბა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მუ­შაო სა­ა­თებ­ში მო­ლა­რე ფა­რუ­ლად ფოტო და ვი­დეო გა­და­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, უკა­ნო­ნოდ და­ე­უფ­ლა პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას, შემ­დეგ კი თაღ­ლი­თუ­რი გზით თან­ხის გა­ნაღ­დე­ბაც შეძ­ლო. გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ნი­კო­ლოზ სუ­ლაშ­ვი­ლი იმ სქე­მა­ზე სა­უბ­რობს, რა­საც ახალ­გაზ­რდა ქალი თან­ხის მით­ვი­სე­ბის­თვის იყე­ნებ­და:

"ამ შემ­თხვე­ვა­ში, ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­და რამ­დე­ნი­მე ციფრს. პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თის ერთ მხა­რეს და­ტა­ნი­ლი არის 16-ციფ­რი­ა­ნი კოდი, მას არ სჭირ­დე­ბო­და თექ­ვსმე­ტი­ვეს და­მახ­სოვ­რე­ბა, თუმ­ცა, მე­ო­რე მხა­რეს ამოტვიფ­რუ­ლი სა­მი­ვე ციფ­რის და­მახ­სოვ­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო. ის მყიდ­ველს არ აძ­ლევ­და ქვი­თარს, თა­ვად იტო­ვებ­და და ქვი­თარ­ზე და­ფიქ­სი­რე­ბულ ციფ­რებს უმა­ტებ­და და­მახ­სოვ­რე­ბულ ციფ­რებს. ამის შემ­დეგ ის თან­ხას რი­ცხავ­და ერთ-ერთი ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნოს არა­ვე­რი­ფი­ცი­რე­ბულ ან­გა­რიშ­ზე, რომ­ლის უკა­ნაც, ფაქ­ტობ­რი­ვად, პი­როვ­ნე­ბა არ დგას და იმი­ტი­რე­ბუ­ლი თა­მა­შის მეშ­ვე­ო­ბით „აგებ­და“ მას­თან ამ თან­ხას.

სა­ბო­ლო­ოდ, მო­გე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა თან­ხას სა­კუ­თარ, უკვე ვე­რი­ფი­ცი­რე­ბულ ან­გა­რიშ­ზე რი­ცხავ­და" - ამ­ბობს გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ნი­კო­ლოზ სუ­ლაშ­ვი­ლი "ახალ კვი­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გამო, მო­ლა­რე გო­გო­ნას 4 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა. მან სპე­ცი­ა­ლურ ან­გა­რიშ­ზე სა­ბო­ლო­ოდ 10 000 ლა­რის გა­და­რი­ცხვა მო­ა­ხერ­ხა და რო­გორც ირ­კვე­ვა, მან ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ბან­კის კლი­ენ­ტე­ბის და­ზა­რა­ლე­ბა შეძ­ლო, თან­ხის გა­ნაღ­დე­ბა კი ინ­ტერ­ნეტ­ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რის სა­მა­გი­დო თა­მა­შე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მო­ა­ხერ­ხა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყვე­ლა და­ზა­რა­ლე­ბულს თან­ხა და­უბ­რუნ­და.

ქარ­თვე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დე­ბენ, არა­სან­ქცი­რე­ბუ­ლი ფუ­ლა­დი ტრან­ზაქ­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში ბანკთან ერ­თად, პო­ლი­ცი­ა­საც დრო­უ­ლად მი­მარ­თონ.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: თუ ბა­რათ­ზე ეს პინ-კო­დე­ბი გაქვთ, აუ­ცი­ლებ­ლად შეც­ვა­ლეთ

ავტორი:

თბილისში, სუპერმარკეტის მოლარემ კლიენტების ბარათებიდან 10 000 ლარი მიითვისა - რა სქემით მოქმედებდა ახალგაზრდა ქალი

თბილისში, სუპერმარკეტის მოლარემ კლიენტების ბარათებიდან 10 000 ლარი მიითვისა - რა სქემით მოქმედებდა ახალგაზრდა ქალი

"ქარდინგი", რაც პლასტიკური ბარათის მონაცემების უნებართვოდ მოპოვებას გულისხმობს, კიბერდანაშაულის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "ახალი კვირის" ინფორმაციით, აღნიშნული ბრალდებით გასულ წელს თბილისში ახალგაზრდა ქალი დააკავეს. ის ერთ-ერთ ცნობილ სუპერმარკეტში მოლარედ მუშაობდა და სამი თვის განმავლობაში 24 მოქალაქის პლასტიკური ბარათის ინფორმაციის მოპოვებით, 10 ათას ლარზე მეტი მიითვისა.

დაზარალებულებს შორის იყო გიორგი მირაშვილიც, რომელმაც "ახალ კვირასთან" ისაუბრა.

"ჩემი ანგარიშიდან განხორციელდა სამი ტრანზაქცია, ჩამოიჭრა 600 ლარი. თანხა ჩაირიცხა ერთ-ერთი ქართული ტოტალიზატორის მომხმარებლის პირად ანგარიშზე. მივმართე ბანკს, რომელმაც მირჩია, განცხადება დამეწერა პოლიციაში, რის შემდეგაც დამერიცხებოდა ანგარიშზე თანხა, რომელიც ბარათის დაზღვევის გათვალისწინებით მეკუთვნოდა. აღიძრა საქმე, თუმცა როგორ დამთავრდა ეს ყველაფერი, არ ვიცი. ჩემთვის აღარავის მოუმართავს. ბანკმა წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე ამინაზღაურა მაქსიმალური თანხა, რაც მათი დაზღვევის პირობების მიხედვით მეკუთვნოდა - 400 ლარი" - ყვება დაზარალებული.

გამოძიების ინფორმაციით, სამუშაო საათებში მოლარე ფარულად ფოტო და ვიდეო გადაღების საშუალებით, უკანონოდ დაეუფლა პლასტიკური ბარათის შესახებ ინფორმაციას, შემდეგ კი თაღლითური გზით თანხის განაღდებაც შეძლო. გამომძიებელი ნიკოლოზ სულაშვილი იმ სქემაზე საუბრობს, რასაც ახალგაზრდა ქალი თანხის მითვისებისთვის იყენებდა:

"ამ შემთხვევაში, ყურადღებას აქცევდა რამდენიმე ციფრს. პლასტიკური ბარათის ერთ მხარეს დატანილი არის 16-ციფრიანი კოდი, მას არ სჭირდებოდა თექვსმეტივეს დამახსოვრება, თუმცა, მეორე მხარეს ამოტვიფრული სამივე ციფრის დამახსოვრება აუცილებელი იყო. ის მყიდველს არ აძლევდა ქვითარს, თავად იტოვებდა და ქვითარზე დაფიქსირებულ ციფრებს უმატებდა დამახსოვრებულ ციფრებს. ამის შემდეგ ის თანხას რიცხავდა ერთ-ერთი ონლაინკაზინოს არავერიფიცირებულ ანგარიშზე, რომლის უკანაც, ფაქტობრივად, პიროვნება არ დგას და იმიტირებული თამაშის მეშვეობით „აგებდა“ მასთან ამ თანხას.

საბოლოოდ, მოგებული პიროვნება თანხას საკუთარ, უკვე ვერიფიცირებულ ანგარიშზე რიცხავდა" - ამბობს გამომძიებელი ნიკოლოზ სულაშვილი "ახალ კვირასთან" ინტერვიუში.

ჩადენილი დანაშაულის გამო, მოლარე გოგონას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მან სპეციალურ ანგარიშზე საბოლოოდ 10 000 ლარის გადარიცხვა მოახერხა და როგორც ირკვევა, მან ერთი კონკრეტული ბანკის კლიენტების დაზარალება შეძლო, თანხის განაღდება კი ინტერნეტტოტალიზატორის სამაგიდო თამაშების საშუალებით მოახერხა. არსებული ინფორმაციით, ყველა დაზარალებულს თანხა დაუბრუნდა.

ქართველი სამართალდამცველები მოქალაქეებს მოუწოდებენ, არასანქცირებული ფულადი ტრანზაქციის შემთხვევაში ბანკთან ერთად, პოლიციასაც დროულად მიმართონ.

ასევე დაგაინტერესებთ: თუ ბარათზე ეს პინ-კოდები გაქვთ, აუცილებლად შეცვალეთ

"თუ "მთავარი არხი" არ დატოვებს სივრცეს, მე განცხადებებს არ გავაგრძელებ" - ინფექციურთან მარინა ეზუგბაიას ბრიფინგი ჩაიშალა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

"სარაგბო კლუბ ბათუმში" ერთი ადამიანი სამ მასაჟისტად, დაცვის უფროსად და ბავშვთა მწვრთნელად არის დასაქმებული - აუდიტი