პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ წაართვეს ბიზნესი SONY-ის და "იამაჰას" ქართველ პარტნიორს - "შანსი არ გაქვს: ორი ბიჭი გყავს, ერთს ნარკოტიკებს ჩავუდებთ და მეორეს იარაღსო..."
როგორ წაართვეს ბიზნესი SONY-ის და "იამაჰას" ქართველ პარტნიორს - "შანსი არ გაქვს: ორი ბიჭი გყავს, ერთს ნარკოტიკებს ჩავუდებთ და მეორეს იარაღსო..."

და­ვით ადე­იშ­ვი­ლი ერთ-ერ­თია იმ ბიზ­ნეს­მენ­თა­გან, რო­მელ­თაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დროს უკა­ნო­ნოდ ჩა­მო­არ­თვეს ქო­ნე­ბა. ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ლე­ბუ­ლი რე­კე­ტის თით­ქმის ყვე­ლა საქ­მე, ხელ­წე­რით ერ­თმა­ნეთს ჰგავს: საქ­მის "შე­კერ­ვა" იწყე­ბო­და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ბრალ­დე­ბის წა­ყე­ნე­ბით, რაც მთავ­რდე­ბო­და გა­უ­საძ­ლი­სი ფი­ზი­კუ­რი და მო­რა­ლუ­რი ზე­წო­ლის შე­დე­გად გა­ფორ­მე­ბუ­ლი საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბე­ბი­თა და ქო­ნე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით.

2006 წელს და­ვით ადე­იშ­ვილ­მა ბიზ­ნეს­პარტნი­ორ ელ­გუ­ჯა ელი­ა­ურ­თან ერ­თად და­არ­სა შპს "ლე­ო­ნი", რომ­ლის 50%-იანი წი­ლის მე­სა­კუთ­რე თა­ვად იყო. კომ­პა­ნია წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტი­ურ სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში იყო ჩარ­თუ­ლი, თა­ნამ­შრომ­ლობ­და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კის მწარ­მო­ე­ბელ მო­წი­ნა­ვე კომ­პა­ნი­ებ­თან - SONY-ისა და YAMAHA-სთან, ეწე­ო­და მათი პრო­დუქ­ცი­ის იმ­პორ­ტსა და დის­ტრი­ბუ­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში. ბიზ­ნე­სი ყო­ველ­წლი­უ­რად სულ უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი ხდე­ბო­და და წლი­უ­რი ბრუნ­ვა სამ მი­ლი­ონ ლარს შე­ად­გენ­და. რო­გორც ადე­იშ­ვი­ლი AMBBEI.GE-ს უყ­ვე­ბა, ბიზ­ნე­სის გა­ფარ­თო­ე­ბის მიზ­ნით, კომ­პა­ნია მა­შინ­დელ ბანკ "რეს­პუბ­ლი­კას­თან" წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ნათ­ლად თა­ნამ­შრომ­ლობ­და და VIP კლი­ენ­ტის სტა­ტუ­სი­თაც სარ­გებ­ლობ­და.

2006 წელს შპს "ლე­ონ­მა" ოფი­სის ასა­შე­ნებ­ლად თბი­ლის­ში, კ. გამ­სა­ხურ­დი­ას გამ­ზირ­ზე (პე­კი­ნის ქუჩა) მდე­ბა­რე არა­სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის 362 კვ.მ მი­წის ნაკ­ვე­თი შე­ი­ძი­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თის შე­ძე­ნა მას ბიზ­ნეს­პარტნი­ორ­მა ურ­ჩია და მი­წის მე­სა­კუთ­რეც თა­ვად მო­უყ­ვა­ნა. სწო­რედ ეს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა აღ­მოჩ­ნდა ადე­იშ­ვი­ლის ბიზ­ნე­სის­თვის სა­ბე­დის­წე­რო - 2009 წელს ფი­ნან­სურ­მა პო­ლი­ცი­ამ ამ მი­წის ნაკ­ვე­თის თაღ­ლი­თუ­რად შე­ძე­ნა­ში დას­დო ბრა­ლი ბიზ­ნეს­მენს.

"გვინ­დო­და ოფი­სის ქი­რა­ში თან­ხა აღარ გვე­ხა­და და გა­დავ­წყვი­ტეთ მი­წის ნაკ­ვე­თის შეს­ყიდ­ვა, ჩემი ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რის ელ­გუ­ჯა ელი­ა­უ­რის ვაჟ­მა თვი­თონ მო­იყ­ვა­ნა ვინ­მე ალექ­სი მთავ­რე­ლი­ძე, რო­მელ­მაც დე­და­მი­სის - მა­რი­ნე ჭკუ­ა­სე­ლის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თის შე­ღა­ვა­თი­ან ფას­ში მოყიდ­ვა შე­მოგ­ვთა­ვა­ზა. რო­გორც თა­ვად ამ­ბობ­და, მი­წის ნაკ­ვე­თი "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" მიერ გი­რავ­ნო­ბით იყო დატ­ვირ­თუ­ლი, რის გა­დახ­და­საც ისი­ნი ვერ ახერ­ხებ­დნენ და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა სა­ა­უქ­ცი­ო­ნედ იყო გამ­ზა­დე­ბუ­ლი. სწო­რედ ამი­ტომ, რე­ა­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბას­თან შე­და­რე­ბით გა­ცი­ლე­ბით ია­ფად მოგ­ვყი­დეს ეს ნაკ­ვე­თი.

ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ გა­ტარ­და სა­ჯა­რო რე­ესტრში, მე­სა­კუთ­რედ შპს "ლე­ო­ნი"და­ფიქ­სირ­და. შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ ამ მი­წის ნაკ­ვეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით დავა ჩემს წინა მე­სა­კუთ­რეს მარ­თლაც ჰქო­ნია სა­სა­მარ­თლო­ში, თუმ­ცა მე ამის შე­სა­ხებ არ ვი­ცო­დი, რაც და­ა­დას­ტუ­რა კი­დეც სა­სა­მარ­თლომ. არ­სე­ბობს სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნი­ერ ძა­ლა­ში შე­სუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მე კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი შემ­ძე­ნი ვარ. ამი­ტომ ცხა­დია, რომ ბრალ­დე­ბა იყო აბ­სურ­დუ­ლი, რი­თაც ვერ მო­იყ­ვან­დნენ სის­რუ­ლე­ში თა­ვი­ანთ გან­ზრახ­ვას. სწო­რედ ამი­ტომ კი­დევ ერთი ბრალ­დე­ბის შე­თი­თხვა და­ი­წყეს" - იხ­სე­ნებს ადე­იშ­ვი­ლი 2009 წელს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს და ამ­ბობს რომ, საბ­რალ­დე­ბო დას­კვნის მი­ხედ­ვით, გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 180-ე მე­ო­რე და მე­სა­მე ნა­წი­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შუ­ლის ჩა­დე­ნას ედა­ვე­ბო­და.

საბ­რალ­დე­ბო დას­კვნა­ში, რო­მელ­საც მა­შინ­დე­ლი პრო­კუ­რო­რი ირაკ­ლი შო­თა­ძე აწერს ხელს, ვკი­თხუ­ლობთ: "ალექ­სი მთვა­რე­ლი­ძე, მა­რი­ნა ჭკუ­ა­სე­ლი და და­ვით ადე­იშ­ვი­ლი მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და­ე­უფლნენ სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ 237 000 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვეთ­სა და შე­ნო­ბა ნა­გე­ბო­ბებს, რა­მაც სა­ხელ­მწი­ფოს მი­ა­ყე­ნა დიდი ოდე­ნო­ბით ზი­ა­ნი. და­ვით ადე­იშ­ვილ­მა გა­ნიზ­რა­ხა მისი, მთვა­რე­ლი­ძი­სა და ჭკუ­ა­სე­ლის მიერ თაღ­ლი­თუ­რად მი­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, უკვე შპს "ლე­ო­ნის" სა­კუთ­რე­ბად რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თი ბანკ „რეს­პუბ­ლი­კას­გან“ უკა­ნო­ნოდ კრე­დი­ტის მი­სა­ღე­ბად, და­ეტვირ­თა იპო­თე­კით".

ბან­კის­გან უკა­ნო­ნოდ კრე­დი­ტის მი­ღე­ბა იყო მე­ო­რე ბრალ­დე­ბა, რაც ბიზ­ნეს­მენს წა­უ­ყე­ნეს. გა­მო­ძი­ე­ბის მტკი­ცე­ბით, ადე­იშ­ვილ­მა შეგ­ნე­ბუ­ლად და­უ­მა­ლა ბანკს ის ფაქ­ტი, რომ მი­წის ნაკ­ვეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მარ­თლებ­რი­ვი დავა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და მო­ტყუ­ე­ბით მი­ი­ღო დიდი ოდე­ნო­ბით კრე­დი­ტი. თუმ­ცა, რო­გორც თა­ვად ადე­იშ­ვი­ლი აცხა­დებს, ამ პე­რი­ოდ­ში არა­ნა­ი­რი დავა არ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მე­ტიც უკვე არ­სე­ბობ­და სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ადე­იშ­ვი­ლი ამ მი­წის კე­თილ­სინ­დი­სი­ერ შემ­ძე­ნად ცნეს. ბიზ­ნეს­მე­ნის გან­მარ­ტე­ბით, სს ბანკ „რეს­პუბ­ლი­კას­გან“ 1 100 000 აშშ დო­ლა­რი ჰქონ­და კრე­დი­ტად გა­მო­ტა­ნი­ლი, რის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფა­დაც არა­ერ­თი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, მისი და მე­გობ­რე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი ჰქონ­და იპო­თე­კით დატ­ვირ­თუ­ლი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბით და­კა­ვე­ბულ ბიზ­ნეს­მენს 2009 წლის 25 აგ­ვის­ტოს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით წი­ნას­წა­რი ორ­თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. სა­პა­ტიმ­რო ვადა ეტა­პობ­რი­ვად ცხრა თვემ­დე გა­ხან­გრძლივ­და. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­გორც ადე­იშ­ვი­ლი იხ­სე­ნებს, მას­ზე პერ­მა­ნენ­ტუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა ბრა­ლის აღი­ა­რე­ბის მო­თხოვ­ნით.

"ერთ სა­ღა­მოს საკ­ნი­დან გა­მიყ­ვა­ნეს და შე­მახ­ვედ­რეს ორ ჩემ­თვის უც­ნობ პი­როვ­ნე­ბას. მათ პირ­და­პირ მომ­თხო­ვეს ბრა­ლის აღი­ა­რე­ბა და საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბა.

მი­თხრეს სხვა შან­სი არ გაქვს - ორი ბიჭი გყავს, ერთს ნარ­კო­ტი­კებს ჩა­ვუ­დებთ და მე­ო­რეს ია­რაღ­სო, ორი­ვეს გვერ­დით მო­გის­ვამთ და მერე უფრო დიდი პრობ­ლე­მე­ბი გექ­ნე­ბაო. ამან სა­ბო­ლოდ გამ­ტე­ხა და დავ­თან­ხმდი საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა­ზე.

გა­და­ვი­ხა­დეთ 30 000 ლარი და სა­პყრო­ბი­ლე დავ­ტო­ვე. ჩემი გა­მოს­ვლის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი წარ­თმე­უ­ლი დამ­ხვდა. მი­წის ნაკ­ვე­თი სა­ხელ­მწი­ფოს სა­ხელ­ზე გა­და­ა­ფორ­მეს, შპს "ლე­ო­ნის" 50 %, რო­მე­ლიც მა­მა­ჩემს ეკუთ­ვნო­და, ჩემ­მა თა­ნა­მო­წი­ლემ თა­ვის სა­ხელ­ზე მო­ტყუ­ე­ბით გა­და­ი­ფორ­მა, კომ­პა­ნია უკვე ისე­დაც გა­კოტ­რე­ბუ­ლი იყო. გა­მო­სულს დამ­ხვდა ბან­კის ვალი, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყო ჩემი და ჩემი მე­გობ­რის სა­ცხოვ­რებ­ლე­ბით, საქ­მე აღ­სრუ­ლე­ბამ­დე იყო მი­სუ­ლი, მე კი ამ თან­ხის გა­დახ­დის არა­ნა­ი­რი ბერ­კე­ტი არ და­მი­ტო­ვეს..." - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში და­ვით ადე­იშ­ვი­ლი.

უკვე მერ­ვე წე­ლია ბიზ­ნეს­მე­ნის საქ­მეს სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცია იძი­ებს. რვა წლია და­ვით ადე­იშ­ვი­ლი და მისი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი მი­მარ­თა­ვენ პრო­კუ­რა­ტუ­რას და ითხო­ვენ პა­სუხს კი­თხვებ­ზე - რა ეტაპ­ზეა გა­მო­ძი­ე­ბა? რა გა­კეთ­და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში? პრო­კუ­რა­ტუ­რა მერ­ვე წე­ლია დუმს. სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბამ უპა­სუ­ხოდ და­ტო­ვა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოც.

"ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის“ იუ­რის­ტი დი­მიტ­რი ნო­ზა­ძე, რომ­ლიც ამ­ჟა­მად ადე­იშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სებს იცავს, აცხა­დებს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად არ იძი­ებს საქ­მეს, ვი­ნა­ი­დან მას­ში ისე­თი პი­რე­ბის სა­ხე­ლე­ბი ფი­გუ­რი­რებს, როგ­რე­ბიც არი­ან - ირაკ­ლი შო­თა­ძე და ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი.

მა­შინ გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი იყო ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი, უშუ­ა­ლოდ ამ საქ­მის პრო­კუ­რო­რი კი ირაკ­ლი შო­თა­ძე, ეს მო­ცე­მუ­ლო­ბა თა­ვის­თა­ვად სცემს პა­სუხს შე­კი­თხვას, თუ რა­ტომ არა­ფერს აკე­თებს პრო­კუ­რა­ტუ­რა უფ­ლე­ბა­დარ­ღვე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად.

არ დაგ­ვი­ტო­ვე­ბია უწყე­ბა, რომ­ლის­თვი­საც კი შე­იძ­ლე­ბო­და მიგ­ვე­მარ­თა, ყვე­ლას უპა­სუ­ხოდ ტო­ვებს პრო­კუ­რა­ტუ­რა. რვა წელი ვე­რა­ფე­რი და­ად­გი­ნეს?! ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ელე­მენ­ტა­რუ­ლად და­კი­თხუ­ლიც კი არ ყავთ ის პი­რე­ბი, რო­მელ­თა და­კი­თხვაც უპირ­ვე­ლე­სი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რომ და­წყე­ბუ­ლი­ყო გა­მო­ძი­ე­ბა. ვი­თხოვთ, გვცნონ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად, მაგ­რამ ამა­ზე ზედ­მე­ტია სა­უ­ბა­რი, პა­სუხ­საც არა­ვინ გცემს. ხე­ლოვ­ნუ­რად აჭი­ა­ნუ­რე­ბენ საქ­მეს, რომ რო­გორ­მე ხან­დაზ­მუ­ლად ცნონ და შე­წყვი­ტონ მასი წარ­მო­ე­ბა, რათა არა­ვინ მი­ე­ცეს პა­სუ­ხის­გე­ბა­ში. თუმ­ცა ჩვენ არ ვა­პი­რებთ გა­ჩე­რე­ბას!" - გა­ნა­ცხა­და დი­მიტ­რი ნო­ზა­ძემ.

და­ვით ადე­იშ­ვილ­მა AMBEBI.GE-ს ისიც უამ­ბო, რომ ანო­ნი­მუ­რი ნომ­რი­დან მის ნო­მერ­ზე მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი იგ­ზავ­ნე­ბა, სა­დაც მას და მის შვილს გა­ჩე­რე­ბას ურ­ჩე­ვენ, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი "შუბ­ლის გახ­ვრე­ტით" ემუქ­რე­ბი­ან. ქო­ნე­ბა­წარ­თმე­უ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის თქმით, მან ეს ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რას წა­რუდ­გი­ნა, თუმ­ცა ამ ფაქ­ტზე საქ­მე დღემ­დე არ არის აღ­ძრუ­ლი.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

როგორ წაართვეს ბიზნესი SONY-ის და "იამაჰას" ქართველ პარტნიორს - "შანსი არ გაქვს: ორი ბიჭი გყავს, ერთს ნარკოტიკებს ჩავუდებთ და მეორეს იარაღსო..."

როგორ წაართვეს ბიზნესი SONY-ის და "იამაჰას" ქართველ პარტნიორს - "შანსი არ გაქვს: ორი ბიჭი გყავს, ერთს ნარკოტიკებს ჩავუდებთ და მეორეს იარაღსო..."

დავით ადეიშვილი ერთ-ერთია იმ ბიზნესმენთაგან, რომელთაც "ნაციონალური მოძრაობის" დროს უკანონოდ ჩამოართვეს ქონება. ბიზნესმენების მიმართ განხორცილებული რეკეტის თითქმის ყველა საქმე, ხელწერით ერთმანეთს ჰგავს: საქმის "შეკერვა" იწყებოდა დაუსაბუთებელი ბრალდების წაყენებით, რაც მთავრდებოდა გაუსაძლისი ფიზიკური და მორალური ზეწოლის შედეგად გაფორმებული საპროცესო შეთანხმებებითა და ქონების ჩამორთმევით.

2006 წელს დავით ადეიშვილმა ბიზნესპარტნიორ ელგუჯა ელიაურთან ერთად დაარსა შპს "ლეონი", რომლის 50%-იანი წილის მესაკუთრე თავად იყო. კომპანია წლების განმავლობაში აქტიურ სამეწარმეო საქმიანობაში იყო ჩართული, თანამშრომლობდა საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელ მოწინავე კომპანიებთან - SONY-ისა და YAMAHA-სთან, ეწეოდა მათი პროდუქციის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოში. ბიზნესი ყოველწლიურად სულ უფრო წარმატებული ხდებოდა და წლიური ბრუნვა სამ მილიონ ლარს შეადგენდა. როგორც ადეიშვილი AMBBEI.GE-ს უყვება, ბიზნესის გაფართოების მიზნით, კომპანია მაშინდელ ბანკ "რესპუბლიკასთან" წლების განმავლობაში პირნათლად თანამშრომლობდა და VIP კლიენტის სტატუსითაც სარგებლობდა.

2006 წელს შპს "ლეონმა" ოფისის ასაშენებლად თბილისში, კ. გამსახურდიას გამზირზე (პეკინის ქუჩა) მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების 362 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა. აღნიშნული მიწის ნაკვეთის შეძენა მას ბიზნესპარტნიორმა ურჩია და მიწის მესაკუთრეც თავად მოუყვანა. სწორედ ეს უძრავი ქონება აღმოჩნდა ადეიშვილის ბიზნესისთვის საბედისწერო - 2009 წელს ფინანსურმა პოლიციამ ამ მიწის ნაკვეთის თაღლითურად შეძენაში დასდო ბრალი ბიზნესმენს.

"გვინდოდა ოფისის ქირაში თანხა აღარ გვეხადა და გადავწყვიტეთ მიწის ნაკვეთის შესყიდვა, ჩემი ბიზნესპარტნიორის ელგუჯა ელიაურის ვაჟმა თვითონ მოიყვანა ვინმე ალექსი მთავრელიძე, რომელმაც დედამისის - მარინე ჭკუასელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის შეღავათიან ფასში მოყიდვა შემოგვთავაზა. როგორც თავად ამბობდა, მიწის ნაკვეთი "საქართველოს ბანკის" მიერ გირავნობით იყო დატვირთული, რის გადახდასაც ისინი ვერ ახერხებდნენ და უძრავი ქონება სააუქციონედ იყო გამზადებული. სწორედ ამიტომ, რეალურ ღირებულებებასთან შედარებით გაცილებით იაფად მოგვყიდეს ეს ნაკვეთი.

ყველაფერი ჩვეულებისამებრ გატარდა საჯარო რეესტრში, მესაკუთრედ შპს "ლეონი"დაფიქსირდა. შემდეგ გაირკვა, რომ ამ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დავა ჩემს წინა მესაკუთრეს მართლაც ჰქონია სასამართლოში, თუმცა მე ამის შესახებ არ ვიცოდი, რაც დაადასტურა კიდეც სასამართლომ. არსებობს საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მე კეთილსინდისიერი შემძენი ვარ. ამიტომ ცხადია, რომ ბრალდება იყო აბსურდული, რითაც ვერ მოიყვანდნენ სისრულეში თავიანთ განზრახვას. სწორედ ამიტომ კიდევ ერთი ბრალდების შეთითხვა დაიწყეს" - იხსენებს ადეიშვილი 2009 წელს განვითარებულ მოვლენებს და ამბობს რომ, საბრალდებო დასკვნის მიხედვით, გამოძიება სსკ-ის 180-ე მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენას ედავებოდა.

საბრალდებო დასკვნაში, რომელსაც მაშინდელი პროკურორი ირაკლი შოთაძე აწერს ხელს, ვკითხულობთ: "ალექსი მთვარელიძე, მარინა ჭკუასელი და დავით ადეიშვილი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 237 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთსა და შენობა ნაგებობებს, რამაც სახელმწიფოს მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი. დავით ადეიშვილმა განიზრახა მისი, მთვარელიძისა და ჭკუასელის მიერ თაღლითურად მისაკუთრებული, უკვე შპს "ლეონის" საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ბანკ „რესპუბლიკასგან“ უკანონოდ კრედიტის მისაღებად, დაეტვირთა იპოთეკით".

ბანკისგან უკანონოდ კრედიტის მიღება იყო მეორე ბრალდება, რაც ბიზნესმენს წაუყენეს. გამოძიების მტკიცებით, ადეიშვილმა შეგნებულად დაუმალა ბანკს ის ფაქტი, რომ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით სამართლებრივი დავა მიმდინარეობდა და მოტყუებით მიიღო დიდი ოდენობით კრედიტი. თუმცა, როგორც თავად ადეიშვილი აცხადებს, ამ პერიოდში არანაირი დავა არ მიმდინარეობდა, მეტიც უკვე არსებობდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ადეიშვილი ამ მიწის კეთილსინდისიერ შემძენად ცნეს. ბიზნესმენის განმარტებით, სს ბანკ „რესპუბლიკასგან“ 1 100 000 აშშ დოლარი ჰქონდა კრედიტად გამოტანილი, რის უზრუნველსაყოფადაც არაერთი უძრავი ქონება, მისი და მეგობრების საცხოვრებელი სახლები ჰქონდა იპოთეკით დატვირთული.

აღნიშნული ბრალდებებით დაკავებულ ბიზნესმენს 2009 წლის 25 აგვისტოს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საპატიმრო ვადა ეტაპობრივად ცხრა თვემდე გახანგრძლივდა. ამ ხნის განმავლობაში, როგორც ადეიშვილი იხსენებს, მასზე პერმანენტულად მიმდინარეობდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ბრალის აღიარების მოთხოვნით.

"ერთ საღამოს საკნიდან გამიყვანეს და შემახვედრეს ორ ჩემთვის უცნობ პიროვნებას. მათ პირდაპირ მომთხოვეს ბრალის აღიარება და საპროცესო შეთანხმების გაფორმება.

მითხრეს სხვა შანსი არ გაქვს - ორი ბიჭი გყავს, ერთს ნარკოტიკებს ჩავუდებთ და მეორეს იარაღსო, ორივეს გვერდით მოგისვამთ და მერე უფრო დიდი პრობლემები გექნებაო. ამან საბოლოდ გამტეხა და დავთანხმდი საპროცესო შეთანხმებაზე.

გადავიხადეთ 30 000 ლარი და საპყრობილე დავტოვე. ჩემი გამოსვლის შემდეგ ყველაფერი წართმეული დამხვდა. მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს სახელზე გადააფორმეს, შპს "ლეონის" 50 %, რომელიც მამაჩემს ეკუთვნოდა, ჩემმა თანამოწილემ თავის სახელზე მოტყუებით გადაიფორმა, კომპანია უკვე ისედაც გაკოტრებული იყო. გამოსულს დამხვდა ბანკის ვალი, რომელიც უზრუნველყოფილი იყო ჩემი და ჩემი მეგობრის საცხოვრებლებით, საქმე აღსრულებამდე იყო მისული, მე კი ამ თანხის გადახდის არანაირი ბერკეტი არ დამიტოვეს..." - ამბობს AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში დავით ადეიშვილი.

უკვე მერვე წელია ბიზნესმენის საქმეს საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექცია იძიებს. რვა წლია დავით ადეიშვილი და მისი უფლებადამცველები მიმართავენ პროკურატურას და ითხოვენ პასუხს კითხვებზე - რა ეტაპზეა გამოძიება? რა გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში? პროკურატურა მერვე წელია დუმს. საგამოძიებო უწყებამ უპასუხოდ დატოვა სახალხო დამცველი და საკანონმდებლო ორგანოც.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი დიმიტრი ნოზაძე, რომლიც ამჟამად ადეიშვილის ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ პროკურატურა მიზანმიმართულად არ იძიებს საქმეს, ვინაიდან მასში ისეთი პირების სახელები ფიგურირებს, როგრებიც არიან - ირაკლი შოთაძე და ზურაბ ადეიშვილი.

მაშინ გენერალური პროკურორი იყო ზურაბ ადეიშვილი, უშუალოდ ამ საქმის პროკურორი კი ირაკლი შოთაძე, ეს მოცემულობა თავისთავად სცემს პასუხს შეკითხვას, თუ რატომ არაფერს აკეთებს პროკურატურა უფლებადარღვეული მოქალაქის ინტერესების დასაცავად.

არ დაგვიტოვებია უწყება, რომლისთვისაც კი შეიძლებოდა მიგვემართა, ყველას უპასუხოდ ტოვებს პროკურატურა. რვა წელი ვერაფერი დაადგინეს?! ჩემი ინფორმაციით, ელემენტარულად დაკითხულიც კი არ ყავთ ის პირები, რომელთა დაკითხვაც უპირველესი უნდა ყოფილიყო, რომ დაწყებულიყო გამოძიება. ვითხოვთ, გვცნონ დაზარალებულად, მაგრამ ამაზე ზედმეტია საუბარი, პასუხსაც არავინ გცემს. ხელოვნურად აჭიანურებენ საქმეს, რომ როგორმე ხანდაზმულად ცნონ და შეწყვიტონ მასი წარმოება, რათა არავინ მიეცეს პასუხისგებაში. თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას!" - განაცხადა დიმიტრი ნოზაძემ.

დავით ადეიშვილმა AMBEBI.GE-ს ისიც უამბო, რომ ანონიმური ნომრიდან მის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინებები იგზავნება, სადაც მას და მის შვილს გაჩერებას ურჩევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი "შუბლის გახვრეტით" ემუქრებიან. ქონებაწართმეული ბიზნესმენის თქმით, მან ეს ტექსტური შეტყობინება პროკურატურას წარუდგინა, თუმცა ამ ფაქტზე საქმე დღემდე არ არის აღძრული.

"სანამ მანქანას ვაყენებდი, ჩემს შვილს თავს დასხმია... რომ შევედი ძირს ეგდო" - ვინ არის სამტრედიაში ქმრის მიერ მოკლული გოგონა

"ბელარუს ტურისტებს ბარში არარეალური თანხა გადაახდევინეს, კობიაშვილი მათ გამოესარჩლა" - გუდაურის მკვლელობის ახალი დეტალები

შსს სამტრედიაში ქმრის მიერ ცოლის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს