ავტორი:

"მთავარი მიზანია, მალხაზ კობაური გაუპატიურების და მკვლელობის კუთხით იყოს გამართლებული" - რა ეტაპზეა მწყემსის საქმე

"მთავარი მიზანია, მალხაზ კობაური გაუპატიურების და მკვლელობის კუთხით იყოს გამართლებული" - რა ეტაპზეა მწყემსის საქმე

სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე უკვე 14-დან 12 ნაფიცი მსაჯულია შერჩეული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, სასამართლო პროცესი მარტის პირველ რიცხვებში დაიწყება.

„თითქმის დავასრულეთ ნაფიცი მსაჯულების შერჩევა, 14 ნაფიცი მსაჯულიდან შევარჩიეთ 12, თუმცა ვაპირებთ, რომ კიდევ 3 ნაფიცი მსაჯული შევარჩიოთ, ვინაიდან ერთ-ერთ შერჩეულ ნაფიც მსაჯულს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, და გვსურს თავი დავიზღვიოთ. ეს რთული პროცესია. დაახლოებით 1000 კაცი იყო დაბარებული გასაუბრებაზე და აქედან მხოლოდ 12 შევარჩიეთ. სასამართლოზე მსჯელობა, დიდი ალბათობით, წავა იმაზეც, თუ რატომ არ შეატყობინა მან პოლიციას, ნაფიც მსაჯულებს ამაზეც მოუწევთ მსჯელობა. დაცვის მხარის მთავარი მიზანია, რომ გაუპატიურების და მკვლელობის კუთხით იყოს გამართლებული.

აშშ-ს საკონსულომ გამოთქვა სურვილი, რომ სასამართლო პროცესებს დაესწროს, რაც ძალიან კარგია. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ მათ სჯერათ ჩვენი არგუმენტების. მე მივიღე საკონსულოსგან თანხმობა და სავარაუდოდ აპრილში გავემგზავრები აშშ-ში. მე რაიან სმიტის ძმას ვესაუბრე და ის მზად არის შემხვდეს", - განაცხადა კობაიძემ.

შეგახსენებთ, პროკურატურამ ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ 19 წლის მწყემსს, მალხაზ კობაურს ბრალდება დაუმძიმა. პროკურატურის ინფორმაციით, კობაურს ბრალად შეერაცხა ლორა ჯოი სმიტის გაუპატიურება და დამამძიმებელ გარემოებებში მისი მკვლელობა. მანამდე მალხაზ კობაურს ბრალი ედებოდა რაიან მაიკლ სმიტისა და მისი მცირეწლოვანი შვილის ქელებ ისმატ სმიტის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში.

შესაბამისად, მალხაზ კობაურს ბრალად ედება სამი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, აგრეთვე ლორა ჯოის სმიტის გაუპატიურება, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ