პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეასრულებს თუ არა "საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებული ქართულ სიმღერას "ევროვიზიაზე" და რას სთავაზობს გავარდნილ კონკურსანტს ზაზა შენგელია
შეასრულებს თუ არა "საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებული ქართულ სიმღერას "ევროვიზიაზე" და რას სთავაზობს გავარდნილ კონკურსანტს ზაზა შენგელია

„სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი“ ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში 5 კონ­კურ­სან­ტის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გრძელ­დე­ბა. შა­ბათს კონ­კურ­სი თა­მარ ლა­ჭყე­ბი­ან­მა და­ტო­ვა, აუტ­სა­ი­დერ­თა შო­რის უკვე მე­სა­მედ მოხ­ვდა ნინი ცნო­ბი­ლა­ძე, თუმ­ცა მე­სა­მე­დაც დარ­ჩა კონ­კურ­სში.

გა­სუ­ლი შა­ბა­თის ლი­დე­რი ქუ­ლა­თა რა­ო­დე­ნო­ბით ლიზა კა­ლან­და­ძე უკვე მე­ო­რედ გახ­და. კონ­კურ­სან­ტებ­მა ამ­ჯე­რად ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის სიმ­ღე­რე­ბი შე­ას­რუ­ლეს.

თა­მარ ლა­ჭყე­ბი­ა­ნი:

- რა თქმა უნდა, გული მწყდე­ბა, რომ კონ­კურ­სი დავ­ტო­ვე, მაგ­რამ პრო­ექ­ტში როცა მო­ნა­წი­ლე­ობ, გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი გაქვს, რომ რა­ღაც ეტაპ­ზე და­ტო­ვებ, ან შე­იძ­ლე­ბა ფი­ნალ­შიც მოხ­ვდე და გა­ი­მარ­ჯვო, რა თქმა უნდა, ერთი იმარ­ჯვებს და და­ნარ­ჩე­ნი 9 - ვერა. ამი­ტომ ვი­ცო­დი, რომ შე­იძ­ლე­ბო­და, პირ­ვე­ლი­ვე ლა­ი­ვი­დან­ვე გა­მოვ­ვარ­დნი­ლი­ყა­ვი. გული მწყდე­ბა, მაგ­რამ რას ვი­ზამთ? ისიც დიდი გა­მარ­ჯვე­ბა და ბედ­ნი­ე­რე­ბაა ჩემ­თვის, ჩემი ასა­კის­თვის (17 წლის ერთი კვი­რის წინ, გა­სულ ლა­ივ­ზე გავ­ხდი), რომ ასეთ ადა­მი­ა­ნებ­თან ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი, ყვე­ლა ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ამით არა­ფე­რი მთავ­რდე­ბა.

ლიზა კა­ლან­და­ძე:

- სი­მარ­თლე რომ ვთქვა, არ ვე­ლო­დი არც ამ ტურ­ზე და არც გა­სულ ტურ­ზე ჩემს ლი­დე­რო­ბას. დიდი მად­ლო­ბა უნდა გა­და­ვუ­ხა­დო მხარ­დამ­ჭე­რებს. ეს ჩემ­თვის დიდი წარ­მა­ტე­ბაა. ისე კი, ისე­თი კონ­კურ­სან­ტე­ბი გვყავს, ყვე­ლა იმ­სა­ხუ­რებს ლი­დე­რო­ბას, გა­მარ­ჯვე­ბას და „ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ გამ­გზავ­რე­ბას. ყო­ვე­ლი ლა­ი­ვის და­სას­რუ­ლი, შა­ბა­თი დღე არის წარ­მო­უდ­გენ­ლად რთუ­ლი და მძი­მეც. ჩემ­თვის ადა­მი­ა­ნუ­რად მი­ჭირს იმის გაძ­ლე­ბა, რომ რო­მე­ლი­ღაც ჩვენ­გა­ნი კონ­კურსს ტო­ვებს. შე­სა­ბა­მი­სად, ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვდგე­ბი ხოლ­მე.

- შემ­დე­გი ტუ­რის­თვის რა პროგ­ნო­ზი შე­გიძ­ლია გა­ა­კე­თო?

- პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა ამ კონ­კურ­სში ძნე­ლია.

ზაზა შენ­გე­ლია:

- თა­ნა­ბა­რი ძა­ლის კონ­კურ­სან­ტე­ბი არი­ან და ეს მა­ყუ­რებ­ლის­თვის პრო­ექტს კი­დევ უფრო მიმ­ზიდ­ველს ხდის. რე­ი­ტინ­გიც თან­და­თან მაღ­ლა იწევს. ძა­ლი­ან კარ­გია, რო­დე­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი უფრო მე­ტად არის პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლი - ურე­კავს, უმე­სი­ჯებს თა­ვის ფა­ვო­რი­ტებს. სა­სი­ა­მოვ­ნოა ისიც, რომ ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა მა­ყუ­რე­ბელ­ში მე­ტად აჩენს და­მე­სი­ჯე­ბის სურ­ვილს. ვფიქ­რობ, ზო­გა­დად კარ­გია, რომ ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი სრულ­დე­ბა. ეს იმის წი­ნა­პი­რო­ბაა, რომ მო­მა­ვალ­ში კონ­კურ­სან­ტი, რო­მე­ლიც „ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ გა­ემ­გზავ­რე­ბა, ქარ­თულ სიმ­ღე­რებს შე­ას­რუ­ლებს.

- ე.ი. ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბის მომ­რავ­ლე­ბა კონ­კურ­სში იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ „ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ ჩვე­ნი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სწო­რედ ქარ­თულ ნა­მუ­შე­ვარს შე­ას­რუ­ლებს?

- კი, დიდი ალ­ბა­თო­ბით ასე იქ­ნე­ბა. ეს პირ­ვე­ლი არ­ხის ერთ-ერ­თმა ხელ­მძღვა­ნელ­მაც გა­აჟ­ღე­რა, რომ ჩვე­ნი კონ­კურ­სან­ტის მიერ ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა შეს­რულ­დე­ბა და ამ მი­მარ­თე­ბით ალ­ბათ სწო­რია. თვი­თონ „ევ­რო­ვი­ზი­ის“ პო­ლი­ტი­კაა ასე­თი - ყვე­ლა ქვე­ყა­ნამ სიმ­ღე­რა თა­ვის ენა­ზე წარ­მო­ად­გი­ნოს. ეს შე­იძ­ლე­ბა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის­თვის კარ­გიც იყოს.

- რაც შე­ე­ხე­ბა დღე­ვან­დელ აუტ­სა­ი­დე­რებს - მათ­ზე რას გვე­ტყვით?

- კონ­კურ­სი თა­მარ ლა­ჭყე­ბი­ან­მა და­ტო­ვა - ვფიქ­რობ, ეს გო­გო­ნა ამ კონ­კურ­სში სა­კუ­თარ თავს გა­და­ახ­ტა, შე­უძ­ლე­ბე­ლი შეძ­ლო და მისი ასა­კის­თვის ბევ­რი გა­ა­კე­თა, დიდი მიღ­წე­ვაა. თუ უკე­თე­სად მო­ემ­ზა­დე­ბა, დახ­ვე­წს თა­ვის ვო­კა­ლურ სას­ცე­ნო მო­ნა­ცე­მებს, მო­მა­ვალ­შიც თა­ვი­სუფ­ლად შეძ­ლებს სხვა კონ­კურ­სშიც გა­მოს­ვლას. მე კი ამ ეტაპ­ზე, რო­გორც „ბრა­ვო რე­კორდსის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ვფიქ­რობ, რომ არის რა­ღაც სა­ინ­ტე­რე­სო, არც ისე დიდი პრო­ექ­ტე­ბი და ისი­ნი მას­თან ერ­თად გა­ვა­კე­თო.

- ლიზა კა­ლან­და­ძე უკვე მე­ო­რედ გახ­და ტუ­რის ლი­დე­რი...

- ძა­ლი­ან კარ­გი გო­გოა, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მისი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვარ და ღირ­სე­უ­ლი კან­დი­და­ტია, რომ „ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ გა­ემ­გზავ­როს!

- ფიქ­რობთ, რომ „ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ გამ­გზავ­რე­ბა თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლია?

- რო­გორ არა და სა­ერ­თოდ, ის ხუ­თე­უ­ლი, ვინც კონ­კურ­სში დარ­ჩა, მგო­ნი, ყვე­ლა ძა­ლი­ან ღირ­სე­უ­ლად შეძ­ლებს ქვეყ­ნის წარ­მო­ჩე­ნას.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

შეასრულებს თუ არა "საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებული ქართულ სიმღერას "ევროვიზიაზე" და რას სთავაზობს გავარდნილ კონკურსანტს ზაზა შენგელია

შეასრულებს თუ არა "საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებული ქართულ სიმღერას "ევროვიზიაზე" და რას სთავაზობს გავარდნილ კონკურსანტს ზაზა შენგელია

„საქართველოს ვარსკვლავი“ ნახევარფინალში 5 კონკურსანტის მონაწილეობით გრძელდება. შაბათს კონკურსი თამარ ლაჭყებიანმა დატოვა, აუტსაიდერთა შორის უკვე მესამედ მოხვდა ნინი ცნობილაძე, თუმცა მესამედაც დარჩა კონკურსში.

გასული შაბათის ლიდერი ქულათა რაოდენობით ლიზა კალანდაძე უკვე მეორედ გახდა. კონკურსანტებმა ამჯერად ცნობილი ქართველი კომპოზიტორების სიმღერები შეასრულეს.

თამარ ლაჭყებიანი:

- რა თქმა უნდა, გული მწყდება, რომ კონკურსი დავტოვე, მაგრამ პროექტში როცა მონაწილეობ, გაცნობიერებული გაქვს, რომ რაღაც ეტაპზე დატოვებ, ან შეიძლება ფინალშიც მოხვდე და გაიმარჯვო, რა თქმა უნდა, ერთი იმარჯვებს და დანარჩენი 9 - ვერა. ამიტომ ვიცოდი, რომ შეიძლებოდა, პირველივე ლაივიდანვე გამოვვარდნილიყავი. გული მწყდება, მაგრამ რას ვიზამთ? ისიც დიდი გამარჯვება და ბედნიერებაა ჩემთვის, ჩემი ასაკისთვის (17 წლის ერთი კვირის წინ, გასულ ლაივზე გავხდი), რომ ასეთ ადამიანებთან ვთანამშრომლობდი, ყველა ძალიან მიყვარს და ამით არაფერი მთავრდება.

ლიზა კალანდაძე:

- სიმართლე რომ ვთქვა, არ ველოდი არც ამ ტურზე და არც გასულ ტურზე ჩემს ლიდერობას. დიდი მადლობა უნდა გადავუხადო მხარდამჭერებს. ეს ჩემთვის დიდი წარმატებაა. ისე კი, ისეთი კონკურსანტები გვყავს, ყველა იმსახურებს ლიდერობას, გამარჯვებას და „ევროვიზიაზე“ გამგზავრებას. ყოველი ლაივის დასასრული, შაბათი დღე არის წარმოუდგენლად რთული და მძიმეც. ჩემთვის ადამიანურად მიჭირს იმის გაძლება, რომ რომელიღაც ჩვენგანი კონკურსს ტოვებს. შესაბამისად, ცუდ ხასიათზე ვდგები ხოლმე.

- შემდეგი ტურისთვის რა პროგნოზი შეგიძლია გააკეთო?

- პროგნოზის გაკეთება ამ კონკურსში ძნელია.

ზაზა შენგელია:

- თანაბარი ძალის კონკურსანტები არიან და ეს მაყურებლისთვის პროექტს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. რეიტინგიც თანდათან მაღლა იწევს. ძალიან კარგია, როდესაც მაყურებელი უფრო მეტად არის პროექტში ჩართული - ურეკავს, უმესიჯებს თავის ფავორიტებს. სასიამოვნოა ისიც, რომ ქართული სიმღერა მაყურებელში მეტად აჩენს დამესიჯების სურვილს. ვფიქრობ, ზოგადად კარგია, რომ ქართული სიმღერები სრულდება. ეს იმის წინაპირობაა, რომ მომავალში კონკურსანტი, რომელიც „ევროვიზიაზე“ გაემგზავრება, ქართულ სიმღერებს შეასრულებს.

- ე.ი. ქართული სიმღერების მომრავლება კონკურსში იმაზე მეტყველებს, რომ „ევროვიზიაზე“ ჩვენი წარმომადგენელი სწორედ ქართულ ნამუშევარს შეასრულებს?

- კი, დიდი ალბათობით ასე იქნება. ეს პირველი არხის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმაც გააჟღერა, რომ ჩვენი კონკურსანტის მიერ ქართული სიმღერა შესრულდება და ამ მიმართებით ალბათ სწორია. თვითონ „ევროვიზიის“ პოლიტიკაა ასეთი - ყველა ქვეყანამ სიმღერა თავის ენაზე წარმოადგინოს. ეს შეიძლება მრავალფეროვნებისთვის კარგიც იყოს.

- რაც შეეხება დღევანდელ აუტსაიდერებს - მათზე რას გვეტყვით?

- კონკურსი თამარ ლაჭყებიანმა დატოვა - ვფიქრობ, ეს გოგონა ამ კონკურსში საკუთარ თავს გადაახტა, შეუძლებელი შეძლო და მისი ასაკისთვის ბევრი გააკეთა, დიდი მიღწევაა. თუ უკეთესად მოემზადება, დახვეწს თავის ვოკალურ სასცენო მონაცემებს, მომავალშიც თავისუფლად შეძლებს სხვა კონკურსშიც გამოსვლას. მე კი ამ ეტაპზე, როგორც „ბრავო რეკორდსის“ წარმომადგენელი, ვფიქრობ, რომ არის რაღაც საინტერესო, არც ისე დიდი პროექტები და ისინი მასთან ერთად გავაკეთო.

- ლიზა კალანდაძე უკვე მეორედ გახდა ტურის ლიდერი...

- ძალიან კარგი გოგოა, შემიძლია ვთქვა, რომ მისი გულშემატკივარი ვარ და ღირსეული კანდიდატია, რომ „ევროვიზიაზე“ გაემგზავროს!

- ფიქრობთ, რომ „ევროვიზიაზე“ გამგზავრება თავისუფლად შეუძლია?

- როგორ არა და საერთოდ, ის ხუთეული, ვინც კონკურსში დარჩა, მგონი, ყველა ძალიან ღირსეულად შეძლებს ქვეყნის წარმოჩენას.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს