ავტორი:

"პატიმარი მღვდლის საზიარებლად ვერ მისულან და ტელევიზიაში სიამოვნებით წამოჯდებიან..." - რას წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე სასულიერო პირებზე

"პატიმარი მღვდლის საზიარებლად ვერ მისულან და ტელევიზიაში სიამოვნებით წამოჯდებიან..." - რას წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე სასულიერო პირებზე

ქალაქ მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი თამაზ ლომიძე პატიმრობაში მყოფი გიორგი მამალაძის მდგომარეობის შესახებ წერს და ქმედებას არ უწონებს სასულიერო პირებს, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ სულიერ ძმას გვერდით არ უდგანან:

"ციხეში, პატიმარი მღვდლის საზიარებლად ვერ მისულან და ტელევიზიაში სიამოვნებით წამოჯდებიან ხოლმე საპატრიარქოს წარმომადგენლი მღვდლები და გარედან ჭკუას არიგებენ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ დეკანოზ გიორგი მამალაძეს. საერთოდ რომ დადუმდეთ, უკეთესი იქნება. მიდით ციხეში, ნუგეში ეცით, გაამხნევეთ თქვენი ძმა და აზიარეთ. ეგაა მხოლოდ თქვენი მოვალეობა დღეს და მოეშვით ამ განკითხვას და ჭკუის დარიგებას.

დიდ განსაცდელშია პატიმარი მღვდელი, მითუმეტეს, რომ თავადაც კარგად იცით რამდენი კითხვაა მაგ ბნელ და შეთითხნილ საქმეში. იმ დროს, ესენი რომ ამ სამარცხვინო მსჯელობაში იყვნენ, დეკანოზ გიორგი მამალაძეს ინსულტი დაემართა. გრცხვენოდეთ, ეს არაა ქრისტიანობა და ღმერთის სამართლის გეშინოდეთ" - წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე "ფეისბუქის" გვერდზე.

ამის მაგალითად დეკანოზმა პოსტის კომენტარშივე მოიყვანა "ტვ პირველის" ეთერში მყოფი სასულიერო პირის - მამა ალექსანდრე გალდავას განცხადება გიორგი მამალაძის მდგომარეობასთან დაკავშირებით. მამა ალექსანდრეს თქმით, მამა გიორგი მამალაძეს სულიერი პრობლემა აქვს და ამის გამო არაადექვატურად საუბრობს. მისივე თქმით, "ჩვენ სასულიერო პირებს სხვა სტანდარტი გვაქვს ურთიერთობის, ასე არ ვლაპარაკობთ ერთმანეთში და ეს სცდება სასულიერო პირის ღირსებას. რაც არ უნდა უსამართლო იყოს განაჩენი, ჩვენ ვიცით, რომ ყველაზე დიდი უსამართლობა ქრისტეს ჯვარცმა იყო და როდესაც ჩვენ ჯვარს ვიკიდებდით, ამ ჯვარცმაზე მივდივართ. გვიკიდია ჯვარი - ეს ნიშნავს, რომ უსამართოდ უნდა მდევნონ. მე თუ უსამართლოდ მდევნიან, უნდა გავიხარო, იმიტომ რომ ეს წესია სულიერი ცხოვრების" - განაცხადა მამა ალექსანდრემ "ტვ პირველის" ეთერში.

ბოლო ინფორმაციით, გადატანილი ინსუტის შემდეგ მსჯავრდებული გიორგი მამალაძის მდგომარეობა გაუარესდა. დეკანოზის ადვოკატმა მია ზოიძემ განაცადა, რომ გუშინდელთან შედარებით დეკანოზს უფრო უჭირს მეტყველება და დამოუკიდებლად ვეღარ გადაადგილდება.

მია ზოიძის განცხადებით, ამ მდგომარეობაში დეკანოზის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა დაუშვებელია, ვინაიდან არსებობს რისკი, რომ მას ინსულტი გაუმეორდეს და შესაბამისი სამედიცინო დახმარება ადგილზე დროულად ვერ გაეწიოს.

"მძიმე რამეს გეტყვით, მაგრამ ჭეშმარიტებაა... გარეჯის ტერიტორია ძვირფასია სახელმწიფოებრივი, მაგრამ არა სულიერი თვალსაზრისით" - დეკანოზი თამაზ ლომიძე

"გვეგონა ყველაფერი უკან მოვიტოვეთ, თუმცა თავიდან იწყება... ის ჩემი ერთადერთი, ნანატრი შვილია" -  4 წლის გოგონას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

"მამა რეანიმაციაშია ისევ, სტაბილურად მძიმედ" - რას წერს თემურ წიკლაურის ქალიშვილი და რა თხოვნით მიმართავს საზოგადოებას