პოლიტიკა
სამართალი

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა" - ოჯახის წევრებს პალატაში არ უშვებენ
"გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა" - ოჯახის წევრებს პალატაში არ უშვებენ

გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლია, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს მსჯავ­რდე­ბუ­ლი დე­კა­ნო­ზის ად­ვო­კატ­მა მია ზო­ი­ძემ გა­ნუ­ცხა­და. მისი თქმით, გუ­შინ­დელ­თან შე­და­რე­ბით დე­კა­ნოზს უფრო უჭირს მე­ტყვე­ლე­ბა და და­მო­უ­კი­დებ­ლად ვე­ღარ გა­და­ად­გილ­დე­ბა.

მია ზო­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დე­კა­ნო­ზის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნა და­უშ­ვე­ბე­ლია, ვი­ნა­ი­დან არ­სე­ბობს რის­კი, რომ მას ინ­სულ­ტი გა­უ­მე­ორ­დეს და შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა ად­გილ­ზე დრო­უ­ლად ვერ გა­ე­წი­ოს.

„დე­კა­ნო­ზის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­სამ­ჩნე­ვად გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლია, მას უფრო უჭირს მე­ტყვე­ლე­ბა, ასე­ვე, ის და­მო­უ­კი­დებ­ლად სა­პირ­ფა­რე­შო­შიც კი ვერ გა­და­ად­გილ­დე­ბა. ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ბუ­ნებ­რი­ვია, და­უშ­ვე­ბე­ლია და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნა. ამავდრო­უ­ლად არ­სე­ბობს ინ­სულ­ტის გან­მე­ო­რე­ბის რის­კი და თუ დე­კა­ნო­ზი მატ­რო­სო­ვის ცი­ხე­ში იქ­ნე­ბა გა­დაყ­ვა­ნი­ლი, შე­საძ­ლოა, მას ვერ ჩა­უ­ტარ­დეს შე­სა­ბა­მი­სი დრო­უ­ლი დახ­მა­რე­ბა და მი­ვი­ღოთ უფრო მძი­მე შე­დე­გი“, – აღ­ნიშ­ნა მია ზო­ი­ძემ.

ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე და­მა­ტე­ბით გა­მოკ­ვლე­ვებ­ზე დღეს გა­დაყ­ვა­ნი­ლი იყო „ავერ­სის კლი­ნი­კა­ში“ და უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა ახა­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი. მი­სი­ვე თქმით, შე­საძ­ლოა, დღეს სა­ღა­მოს დე­კა­ნოზ­თან კი­დევ ერთხელ შე­ვიდ­ნენ.

ამას­თან, დე­კა­ნოზ­თან ოჯა­ხის წევ­რე­ბი არ შე­უშ­ვეს. გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის ძმის, თორ­ნი­კე მა­მა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, რო­გორც მას გა­ნუ­მარ­ტეს, ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ დღეს დე­კა­ნო­ზის ოჯა­ხის წევ­რე­ბი პა­ლა­ტა­ში არ შე­სუ­ლიყ­ვნენ.

თორ­ნი­კე მა­მა­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის და­უ­კავ­შირ­და #9-ე პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ რის სა­ფუძ­ველ­ზე არ უშ­ვებ­დნენ პა­ლა­ტა­ში. მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ბად­რა­გის სამ­სა­ხურს გა­და­აბ­რა­ლა, ბად­რა­გის სამ­სა­ხუ­რი კი აღ­ნიშ­ნულს ექი­მე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უკავ­ში­რებს.

თორ­ნი­კე მა­მა­ლა­ძე ხე­ლოვ­ნურ ბა­რი­ე­რებ­ზე სა­უბ­რობს, რა­საც მათ მიერ მე­დი­ა­ში გა­კე­თე­ბუ­ლი კრი­ტი­კუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით ხსნის. „მსურ­და, რომ შევ­სუ­ლი­ყა­ვი ჩემს ძმას­თან, თუმ­ცა, ბად­რაგ­მა არ შე­მიშ­ვა და მი­თხრა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ. ამის შემ­დეგ დავ­რე­კე ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან, რომ­ლებ­მაც მი­თხრეს, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბად­რა­გის სამ­სა­ხურ­მა მი­ი­ღო. ბად­რა­გის სამ­სა­ხურ­ში კი გან­მი­მარ­ტეს, რომ მათ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ექი­მე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღეს. თა­ვად ექი­მი ად­გილ­ზე არ იმ­ყო­ფე­ბო­და და მის­გან გან­მარ­ტე­ბა, თუ რა­ტომ არ შე­მიშ­ვეს პა­ლა­ტა­ში, არ მი­მი­ღია. ალ­ბათ ეს არის და­მა­ტე­ბი­თი ბა­რი­ე­რი, რად­გან გუ­შინ მე ჩვე­უ­ლებ­რი­ვად შე­ვე­დი პა­ლა­ტა­ში, ვე­სა­უბ­რე ჩემს ძმას. მას­თან მი­ახ­ლო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც მო­მე­ცა. ამავდრო­უ­ლად გუ­შინ სა­სუ­ლი­ე­რო პირი სა­ათ­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და პა­ლა­ტა­ში და მე ვერ ვხვდე­ბი, რამ­დე­ნი­მე წუ­თით რა­ტომ არ შე­მიშ­ვეს ჩემს ძმას­თან“, - აღ­ნიშ­ნა თორ­ნი­კე მა­მა­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა" - ოჯახის წევრებს პალატაში არ უშვებენ

"გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა" - ოჯახის წევრებს პალატაში არ უშვებენ

გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მსჯავრდებული დეკანოზის ადვოკატმა მია ზოიძემ განუცხადა. მისი თქმით, გუშინდელთან შედარებით დეკანოზს უფრო უჭირს მეტყველება და დამოუკიდებლად ვეღარ გადაადგილდება.

მია ზოიძის განცხადებით, ამ მდგომარეობაში დეკანოზის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა დაუშვებელია, ვინაიდან არსებობს რისკი, რომ მას ინსულტი გაუმეორდეს და შესაბამისი სამედიცინო დახმარება ადგილზე დროულად ვერ გაეწიოს.

„დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესამჩნევად გაუარესებულია, მას უფრო უჭირს მეტყველება, ასევე, ის დამოუკიდებლად საპირფარეშოშიც კი ვერ გადაადგილდება. ამ მდგომარეობაში ბუნებრივია, დაუშვებელია დაწესებულებაში გადაყვანა. ამავდროულად არსებობს ინსულტის განმეორების რისკი და თუ დეკანოზი მატროსოვის ციხეში იქნება გადაყვანილი, შესაძლოა, მას ვერ ჩაუტარდეს შესაბამისი დროული დახმარება და მივიღოთ უფრო მძიმე შედეგი“, – აღნიშნა მია ზოიძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი მამალაძე დამატებით გამოკვლევებზე დღეს გადაყვანილი იყო „ავერსის კლინიკაში“ და უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება ახალი კვლევის შედეგები. მისივე თქმით, შესაძლოა, დღეს საღამოს დეკანოზთან კიდევ ერთხელ შევიდნენ.

ამასთან, დეკანოზთან ოჯახის წევრები არ შეუშვეს. გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, როგორც მას განუმარტეს, ციხის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დღეს დეკანოზის ოჯახის წევრები პალატაში არ შესულიყვნენ.

თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, ის დაუკავშირდა #9-ე პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას იმის გასარკვევად, თუ რის საფუძველზე არ უშვებდნენ პალატაში. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ციხის ადმინისტრაციამ ბადრაგის სამსახურს გადააბრალა, ბადრაგის სამსახური კი აღნიშნულს ექიმების გადაწყვეტილებას უკავშირებს.

თორნიკე მამალაძე ხელოვნურ ბარიერებზე საუბრობს, რასაც მათ მიერ მედიაში გაკეთებული კრიტიკული განცხადებებით ხსნის. „მსურდა, რომ შევსულიყავი ჩემს ძმასთან, თუმცა, ბადრაგმა არ შემიშვა და მითხრა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო ციხის ადმინისტრაციამ. ამის შემდეგ დავრეკე ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან, რომლებმაც მითხრეს, რომ ეს გადაწყვეტილება ბადრაგის სამსახურმა მიიღო. ბადრაგის სამსახურში კი განმიმარტეს, რომ მათ ეს გადაწყვეტილება ექიმების გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღეს. თავად ექიმი ადგილზე არ იმყოფებოდა და მისგან განმარტება, თუ რატომ არ შემიშვეს პალატაში, არ მიმიღია. ალბათ ეს არის დამატებითი ბარიერი, რადგან გუშინ მე ჩვეულებრივად შევედი პალატაში, ვესაუბრე ჩემს ძმას. მასთან მიახლოების საშუალებაც მომეცა. ამავდროულად გუშინ სასულიერო პირი საათნახევრის განმავლობაში იმყოფებოდა პალატაში და მე ვერ ვხვდები, რამდენიმე წუთით რატომ არ შემიშვეს ჩემს ძმასთან“, - აღნიშნა თორნიკე მამალაძემ.