10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაშინებს შიდა ძალები, რომლებიც ებრძვიან პროგრესს" - ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ რა საფრთხეებზე საუბრობს მამუკა ხაზარაძე
"მაშინებს შიდა ძალები, რომლებიც ებრძვიან პროგრესს" - ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ რა საფრთხეებზე საუბრობს მამუკა ხაზარაძე

„დღეს, არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ებ­რძვი­ან პროგ­რესს. ამი­ტომ, მე გარე საფრ­თხე­ე­ბის კი არ მე­ში­ნია, მე­ში­ნია შიდა საფრ­თხე­ე­ბის, რო­გორც ქარ­თველს, რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რჯერ ახ­ლოს ვი­ყა­ვით წარ­მა­ტე­ბას­თან და სწო­რედ შიდა ფაქ­ტო­რის გამო, რო­მე­ლიც ხში­რად იმარ­თე­ბა სხვა­დას­ხვა ძა­ლე­ბით, ქვეყ­ნის უკან და­წე­ვა ხდე­ბა“, - ამის შე­სა­ხებ ბიზ­ნეს­მენ­მა, „თი­ბი­სი ბან­კის“ ერთ-ერ­თმა დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლით ბიზ­ნეს­მენ­მა ანაკ­ლი­ის პორტთან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბულ რის­კებ­ზე დას­მულ კი­თხვას უპა­სუ­ხა.

მისი თქმით, პირ­ვე­ლი საფრ­თხე ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებს უკავ­შირ­დე­ბა, რად­გან ანაკ­ლი­ის პორ­ტი ე.წ სა­ზღვრი­დან 4 კი­ლო­მეტრშია. თუმ­ცა, რო­გორც მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რის­კე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად - „ანაკ­ლი­ის პორ­ტი შე­საძ­ლოა, ძა­ლი­ან კარ­გი შან­სი აღ­მოჩ­ნდეს აფხაზ ძმებ­თან და­ახ­ლო­ე­ბის“.

„ანაკ­ლი­ის პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში ჩვენ ძა­ლი­ან ბევ­რი გა­ლე­ლი და­ვა­საქ­მეთ. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ბევ­რი მათ­გა­ნის ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვლე­ბა, რო­დე­საც პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა დას­რულ­დე­ბა. ჩვენ გვაქვს კო­მუ­ნი­კა­ცია აფხაზ მე­გობ­რებ­თა­ნაც. იმი­ტომ, რომ გა­მო­სავ­ლის პოვ­ნა ყვე­ლას უნდა. მე არ ვარ პო­ლი­ტი­კო­სი, ბიზ­ნეს­მე­ნი ვარ და ვფიქ­რობ, ეკო­ნო­მი­კი­სა და ბიზ­ნე­სის ენა არის ის, რი­თიც შეგ­ვიძ­ლია, რომ გა­რე­მო შევ­ცვა­ლოთ. ანუ, ერ­თის მხრივ არის სა­შიშ­რო­ე­ბა, რო­მელ­საც ვე­რა­ფერს ვშვე­ლით, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, არის ახა­ლი ფურ­ცე­ლი, რომ­ლი­თაც ვე­უბ­ნე­ბით, ახ­ლი­დან და­ვი­წი­ყოთ, მოდი ერ­თად ვა­კე­თოთ ბიზ­ნე­სი...

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე საფრ­თხეს, ის­ტო­რი­უ­ლა­დაც ყო­ველ­თვის შიგ­ნი­დან მო­დის. ჩვენ­თან ყო­ველ­თვის არის ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც რა­ტომ­ღაც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ან ეო­მე­ბა პროგ­რესს. სამ­წუ­ხა­როა, რომ დღე­საც კი ამ რე­ა­ლო­ბა­ში ვართ. ჩერ­ჩილს აქვს კარ­გი ნათ­ქვა­მი, თუ გინ­და მიზ­ნამ­დე მიხ­ვი­დე, ყვე­ლა ძაღლს არ უნდა მო­უქ­ნიო ჯოხი, თო­რემ ვე­ღა­რა­სად ვე­ღარ მიხ­ვალ (შე­და­რე­ბას არა­ვის­თან ვა­კე­თებ, უბ­რა­ლოდ ცი­ტა­ტაა ასე­თი). დღეს არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ებ­რძვი­ან პროგ­რესს. ამი­ტომ მე გარე საფრ­თხე­ე­ბის კი არ მე­ში­ნია, მე­ში­ნია შიდა საფრ­თხე­ე­ბის, რო­გორც ქარ­თველს, რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რჯერ ახ­ლოს ვი­ყა­ვით წარ­მა­ტე­ბას­თან და სწო­რედ შიდა ფაქ­ტო­რე­ბის გამო, რო­მე­ლიც ხში­რად იმარ­თე­ბა სხვა­დას­ხვა ძა­ლე­ბით, ქვეყ­ნის უკან და­წე­ვა ხდე­ბა. ეს ძა­ლი­ან და­მა­ფიქ­რე­ბე­ლია და ამო­სახ­სნე­ლი, რა გვჭირს ქარ­თვე­ლებს, რომ სულ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში ვართ და მუ­დამ ერ­თმა­ნე­თის წარ­მა­ტე­ბას ვებ­რძვით", - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"მაშინებს შიდა ძალები, რომლებიც ებრძვიან პროგრესს" - ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ რა საფრთხეებზე საუბრობს მამუკა ხაზარაძე

"მაშინებს შიდა ძალები, რომლებიც ებრძვიან პროგრესს" - ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ რა საფრთხეებზე საუბრობს მამუკა ხაზარაძე

„დღეს, არიან ადამიანები, რომლებიც ებრძვიან პროგრესს. ამიტომ, მე გარე საფრთხეების კი არ მეშინია, მეშინია შიდა საფრთხეების, როგორც ქართველს, რადგან ძალიან ბევრჯერ ახლოს ვიყავით წარმატებასთან და სწორედ შიდა ფაქტორის გამო, რომელიც ხშირად იმართება სხვადასხვა ძალებით, ქვეყნის უკან დაწევა ხდება“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

აღნიშნულით ბიზნესმენმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არსებულ რისკებზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, პირველი საფრთხე ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდება, რადგან ანაკლიის პორტი ე.წ საზღვრიდან 4 კილომეტრშია. თუმცა, როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რისკების პარალელურად - „ანაკლიის პორტი შესაძლოა, ძალიან კარგი შანსი აღმოჩნდეს აფხაზ ძმებთან დაახლოების“.

„ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში ჩვენ ძალიან ბევრი გალელი დავასაქმეთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მათგანის ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება, როდესაც პორტის მშენებლობა დასრულდება. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია აფხაზ მეგობრებთანაც. იმიტომ, რომ გამოსავლის პოვნა ყველას უნდა. მე არ ვარ პოლიტიკოსი, ბიზნესმენი ვარ და ვფიქრობ, ეკონომიკისა და ბიზნესის ენა არის ის, რითიც შეგვიძლია, რომ გარემო შევცვალოთ. ანუ, ერთის მხრივ არის საშიშროება, რომელსაც ვერაფერს ვშველით, მაგრამ მეორე მხრივ, არის ახალი ფურცელი, რომლითაც ვეუბნებით, ახლიდან დავიწიყოთ, მოდი ერთად ვაკეთოთ ბიზნესი...

რაც შეეხება მეორე საფრთხეს, ისტორიულადაც ყოველთვის შიგნიდან მოდის. ჩვენთან ყოველთვის არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც რატომღაც ეწინააღმდეგება ან ეომება პროგრესს. სამწუხაროა, რომ დღესაც კი ამ რეალობაში ვართ. ჩერჩილს აქვს კარგი ნათქვამი, თუ გინდა მიზნამდე მიხვიდე, ყველა ძაღლს არ უნდა მოუქნიო ჯოხი, თორემ ვეღარასად ვეღარ მიხვალ (შედარებას არავისთან ვაკეთებ, უბრალოდ ციტატაა ასეთი). დღეს არიან ადამიანები, რომლებიც ებრძვიან პროგრესს. ამიტომ მე გარე საფრთხეების კი არ მეშინია, მეშინია შიდა საფრთხეების, როგორც ქართველს, რადგან ძალიან ბევრჯერ ახლოს ვიყავით წარმატებასთან და სწორედ შიდა ფაქტორების გამო, რომელიც ხშირად იმართება სხვადასხვა ძალებით, ქვეყნის უკან დაწევა ხდება. ეს ძალიან დამაფიქრებელია და ამოსახსნელი, რა გვჭირს ქართველებს, რომ სულ დაპირისპირებაში ვართ და მუდამ ერთმანეთის წარმატებას ვებრძვით", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. წაიკითხეთ სრულად

უპრეცედენტო დავა საქართველოს ისტორიაში - "თუ ასე გავაგრძელებთ, საქართველო თავის გეოპოლიტიკურ ფუნქციას საბოლოოდ დაკარგავს"

სად შეიკრიბნენ დღეს გახარია, თალაკვაძე და მინისტრები - ფოტოები ახალციხიდან

"თქვენ განაპირობეთ პუტინის შემოსვლა საქართველოში" - ღარიბაშვილმა "მთავარ არხს" და "ფორმულას" "პუტინისტები" უწოდა