მსოფლიო
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავის ამაღლებას მოაქვს დაცემა..." - პატრიარქის სადღესასწაულო ქადაგება
"თავის ამაღლებას მოაქვს დაცემა..." - პატრიარქის სადღესასწაულო ქადაგება

ჩვენ უნდა ვი­ცო­დეთ, რომ თა­ვის ამაღ­ლე­ბას მო­აქვს და­ცე­მა და შევ­თხოვთ უფალს, მოგ­ვცეს სუ­ლიწ­მინ­დის მად­ლი, რომ ვიგ­რძნოთ ჩვე­ნი ცოდ­ვა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა. რო­გორც პატ­რი­არ­ქმა აღ­ნიშ­ნა, „უნდა ვიგ­რძნოთ, გა­ვი­თა­ვი­სოთ ის უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი, რო­მე­ლიც გაგ­ვაჩ­ნია“.

"მოგ­ვი­ახ­ლოვ­და დიდი მარ­ხვა, მარ­ხვა სი­ნა­ნუ­ლი­სა და აღ­დგო­მა სი­ხა­რუ­ლი­სა. ამ კვი­რას ეწო­დე­ბა მეზ­ვე­რე და ფა­რი­სევ­ლის კვი­რა. მა­ცხო­ვა­რი მო­ცი­ქუ­ლებს და იქ დამ­სწრეთ ეუბ­ნე­ბა - რო­მელ­მან აღი­მაღ­ლოს თავი თვი­სი, იგი დამ­დაბ­ლდეს, რო­მელ­მაც და­იმ­დაბ­ლოს თავი თვი­სი იგი ამაღ­ლდეს. ღმერ­თმა მოგ­ვცეს თავ­მდაბ­ლო­ბა, რომ სუ­ლი­ე­რად ავ­მაღ­ლდეთ.

ტა­ძარ­ში შე­ვი­და ორი ადა­მი­ა­ნი - მეზ­ვე­რე და ფა­რი­სე­ვე­ლი. მეზ­ვე­რე ის ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც სძულ­და ხალ­ხს, რო­მე­ლიც გა­და­სა­ხადს არ­თმევ­და და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში უფრო მეტ­საც არ­თმევ­და, ვიდ­რე კა­ნო­ნი ეუბ­ნე­ბო­და. და მე­ო­რე ფა­რი­სე­ვე­ლი, რო­მე­ლიც ას­რუ­ლებ­და კა­ნო­ნებს და რო­მელ­მაც აღი­მაღ­ლა თავი თვი­სი და ლო­ცუ­ლობს, რომ მე ვას­რუ­ლებ კა­ნო­ნებს და მე არ ვარ ისე­თი, რო­გო­რიც მეზ­ვე­რეა. ეს არის სა­ო­ცა­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი ჩვენ­თვის. ჩვენ უნდა ვი­ცო­დეთ, რომ თა­ვის ამაღ­ლე­ბას მო­აქვს და­ცე­მა და შევ­თხოვთ უფალს, რომ უფალ­მა მოგ­ვცეს სუ­ლიწ­მინ­დის მად­ლი, რომ ვიგ­რძნოთ ჩვე­ნი ცოდ­ვა. ვიგ­რძნოთ, გა­ვი­თა­ვი­სოთ ის უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი, რო­მე­ლიც ჩვენ გაგ­ვაჩ­ნია. და­ლოც­ვი­ლი იყა­ვით და გა­ი­ხა­რეთ. ღმერ­თმა მოგ­ცეთ მად­ლი სუ­ლი­სა წმი­დი­სა", - ბრძა­ნა პატ­რი­არ­ქმა.

მეზ­ვე­რი­სა და ფა­რი­სევ­ლის კვი­რას ეკ­ლე­სია წირ­ვა­ზე წმინ­და სა­ხა­რე­ბი­დან მეზ­ვე­რი­სა და ფა­რი­სევ­ლის შე­სა­ხებ (ლუკა 14, 12-14) იგავს იხ­სე­ნებს, თუ რო­გორ ის­მი­ნა ღმერ­თმა ლოც­ვა ყოვ­ლად უღირ­სი ადა­მი­ა­ნის, გა­და­სა­ხა­დე­ბის ამ­კრე­ფის, მეზ­ვე­რე­სი. შე­ი­წყა­ლა იგი და სი­ნა­ნუ­ლის გამო და­ა­ყე­ნა უფრო წინ, ვიდ­რე ფა­რი­სე­ვე­ლი. ამ იგა­ვის გახ­სე­ნე­ბით ეკ­ლე­სია მორ­წმუ­ნე­ებს სი­ნა­ნუ­ლის­კენ მო­უ­წო­დებს.

მეზ­ვე­რე­ე­ბი ძი­რი­თა­დად დამ­პყრობ რო­მა­ე­ლებს ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ და ებ­რა­ე­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ეზი­ზღე­ბო­დათ. ფა­რი­სევ­ლე­ბი კი, ებ­რა­უ­ლი რე­ლი­გი­უ­რი ელი­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ. იმით გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ, რომ გა­რეგ­ნუ­ლად მო­სეს მიერ მი­ცე­მულ ებ­რა­ულ სჯულს ზედ­მი­წევ­ნით ას­რუ­ლებ­დნენ, რაც საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო. ისი­ნი ღმრთის კა­ნო­ნებს გა­რეგ­ნუ­ლად ას­რუ­ლებ­დნენ, მაგ­რამ სი­ნა­ნუ­ლი არ ჰქონ­დათ.

მეზ­ვე­რი­სა და ფა­რი­სევ­ლის შვი­დე­უ­ლი მსგეფ­სია და ხსნი­ლია ყოვ­ლი­თურთ. მორ­წმუ­ნე­ე­ბი ოთხშა­ბათ­სა და პა­რას­კევს მარ­ხვას არ იცა­ვენ.

წელს დიდ­მარ­ხვა 11 მარტს და­ი­წყე­ბა და 28 აპ­რილს, აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულ­ზე დას­რულ­დე­ბა. დიდ­მარ­ხვას წინ ხორ­ცი­ე­ლი­სა და ყვე­ლი­ე­რის კვი­რე­ე­ბი უს­წრებს.

ავტორი:

"თავის ამაღლებას მოაქვს დაცემა..." - პატრიარქის სადღესასწაულო ქადაგება

"თავის ამაღლებას მოაქვს დაცემა..." - პატრიარქის სადღესასწაულო ქადაგება

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თავის ამაღლებას მოაქვს დაცემა და შევთხოვთ უფალს, მოგვცეს სულიწმინდის მადლი, რომ ვიგრძნოთ ჩვენი ცოდვა, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, „უნდა ვიგრძნოთ, გავითავისოთ ის უარყოფითი მხარეები, რომელიც გაგვაჩნია“.

"მოგვიახლოვდა დიდი მარხვა, მარხვა სინანულისა და აღდგომა სიხარულისა. ამ კვირას ეწოდება მეზვერე და ფარისევლის კვირა. მაცხოვარი მოციქულებს და იქ დამსწრეთ ეუბნება - რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს, რომელმაც დაიმდაბლოს თავი თვისი იგი ამაღლდეს. ღმერთმა მოგვცეს თავმდაბლობა, რომ სულიერად ავმაღლდეთ.

ტაძარში შევიდა ორი ადამიანი - მეზვერე და ფარისეველი. მეზვერე ის ადამიანია, რომელიც სძულდა ხალხს, რომელიც გადასახადს ართმევდა და ხშირ შემთხვევაში უფრო მეტსაც ართმევდა, ვიდრე კანონი ეუბნებოდა. და მეორე ფარისეველი, რომელიც ასრულებდა კანონებს და რომელმაც აღიმაღლა თავი თვისი და ლოცულობს, რომ მე ვასრულებ კანონებს და მე არ ვარ ისეთი, როგორიც მეზვერეა. ეს არის საოცარი მასწავლებელი ჩვენთვის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თავის ამაღლებას მოაქვს დაცემა და შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა მოგვცეს სულიწმინდის მადლი, რომ ვიგრძნოთ ჩვენი ცოდვა. ვიგრძნოთ, გავითავისოთ ის უარყოფითი მხარეები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ. ღმერთმა მოგცეთ მადლი სულისა წმიდისა", - ბრძანა პატრიარქმა.

მეზვერისა და ფარისევლის კვირას ეკლესია წირვაზე წმინდა სახარებიდან მეზვერისა და ფარისევლის შესახებ (ლუკა 14, 12-14) იგავს იხსენებს, თუ როგორ ისმინა ღმერთმა ლოცვა ყოვლად უღირსი ადამიანის, გადასახადების ამკრეფის, მეზვერესი. შეიწყალა იგი და სინანულის გამო დააყენა უფრო წინ, ვიდრე ფარისეველი. ამ იგავის გახსენებით ეკლესია მორწმუნეებს სინანულისკენ მოუწოდებს.

მეზვერეები ძირითადად დამპყრობ რომაელებს ემსახურებოდნენ და ებრაელებს განსაკუთრებულად ეზიზღებოდათ. ფარისევლები კი, ებრაული რელიგიური ელიტის წარმომადგენლები იყვნენ. იმით გამოირჩეოდნენ, რომ გარეგნულად მოსეს მიერ მიცემულ ებრაულ სჯულს ზედმიწევნით ასრულებდნენ, რაც საკმაოდ რთული იყო. ისინი ღმრთის კანონებს გარეგნულად ასრულებდნენ, მაგრამ სინანული არ ჰქონდათ.

მეზვერისა და ფარისევლის შვიდეული მსგეფსია და ხსნილია ყოვლითურთ. მორწმუნეები ოთხშაბათსა და პარასკევს მარხვას არ იცავენ.

წელს დიდმარხვა 11 მარტს დაიწყება და 28 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე დასრულდება. დიდმარხვას წინ ხორციელისა და ყველიერის კვირეები უსწრებს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"