სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მხატვარ აკაკი ძნელაძის ნამუშევრები პარიზში პრესტიჟული ექსპოზიციის ფარგლებში გამოიფინა
მხატვარ აკაკი ძნელაძის ნამუშევრები პარიზში პრესტიჟული ექსპოზიციის ფარგლებში გამოიფინა

12-17 თე­ბერ­ვალს მხატ­ვარ აკა­კი ძნე­ლა­ძის ნა­მუ­შევ­რე­ბი პა­რიზ­ში პრეს­ტი­ჟულ გა­მო­ფე­ნა­ზე გა­მო­ი­ფი­ნა. მხატ­ვრის ორი ნა­მუ­შე­ვა­რი - Primavera და პე­ი­ზა­ჟი წარ­მოდ­გე­ნილ იქნა პა­რიზ­ში Grand Palais-ში Art Capital-ის ფარ­გლებ­ში. ეს იყო ძალ­ზედ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მიწ­ვე­ვა ქარ­თვე­ლი ფერმ­წე­რის­თვის, რომ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბაც ამ პრეს­ტი­ჟუ­ლი ექ­სპო­ზი­ცი­ის ფარ­გლებ­ში 40 ათა­სამ­დე ვი­ზი­ტორ­მა მო­ი­ნა­ხუ­ლა.

Art Capital აერ­თი­ა­ნებს ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­რო­ში დამ­კვიდ­რე­ბულ და ამო­მა­ვალ ტა­ლან­ტებს, Grand Palais-ში, რო­მე­ლიც საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლა­ქის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხე­ლოვ­ნე­ბის სიმ­ბო­ლო და მო­ნუ­მენ­ტი გახ­ლავთ.

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მხატ­ვა­რი, აკა­კი ძნე­ლა­ძე და­ი­ბა­და 1958 წლის 18 იან­ვარს, ბა­თუმ­ში. 1978-1983 წლებ­ში სწავ­ლობ­და სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში, რე­პი­ნის სა­ხე­ლო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის აკა­დე­მი­ა­ში. ძნე­ლა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე ძლი­ე­რი გავ­ლე­ნა იქო­ნია საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჩა­კე­ტილ­მა სივ­რცემ. მის მხატ­ვრო­ბა­ში იგ­რძნო­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის ღრმა ნოს­ტალ­გია. მხატ­ვრის ნა­ხა­ტე­ბი შთა­გო­ნე­ბუ­ლია პე­ი­ზა­ჟე­ბის სიყ­ვა­რუ­ლით და პას­ტო­რა­ლუ­რი თე­მე­ბით.

ასე­ვე, მხატ­ვა­რი გა­მორ­ჩე­უ­ლად აღიქ­ვამს ქა­ლის სი­ლა­მა­ზეს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სე­რია, რო­მე­ლიც ქა­ლის შიშ­ველ სხე­ულს ასა­ხავს სხვა­დას­ხვა რა­კურ­სით. სწო­რედ ამ სე­რი­ით გა­იც­ნო სა­ერ­თა­შო­რი­სო ხე­ლოვ­ნე­ბის სამ­ყა­რომ აკა­კი ძნე­ლა­ძე. მას აქ­ტი­უ­რად იწ­ვე­ვენ ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით კი ძნე­ლა­ძეს აღი­ა­რე­ბა მო­უ­ტა­ნა 2017 წელს პა­რიზ­ში, ლუვ­რის კა­რუ­სე­ლის გა­მო­ფე­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ, სა­დაც მის­მა ნა­ხა­ტებ­მა დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

მხატვარ აკაკი ძნელაძის ნამუშევრები პარიზში პრესტიჟული ექსპოზიციის ფარგლებში გამოიფინა

მხატვარ აკაკი ძნელაძის ნამუშევრები პარიზში პრესტიჟული ექსპოზიციის ფარგლებში გამოიფინა

12-17 თებერვალს მხატვარ აკაკი ძნელაძის ნამუშევრები პარიზში პრესტიჟულ გამოფენაზე გამოიფინა. მხატვრის ორი ნამუშევარი - Primavera და პეიზაჟი წარმოდგენილ იქნა პარიზში Grand Palais-ში Art Capital-ის ფარგლებში. ეს იყო ძალზედ მნიშვნელოვანი მიწვევა ქართველი ფერმწერისთვის, რომლის შემოქმედებაც ამ პრესტიჟული ექსპოზიციის ფარგლებში 40 ათასამდე ვიზიტორმა მოინახულა.

Art Capital აერთიანებს ხელოვნების სფეროში დამკვიდრებულ და ამომავალ ტალანტებს, Grand Palais-ში, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელოვნების სიმბოლო და მონუმენტი გახლავთ.

ცნობილი ქართველი მხატვარი, აკაკი ძნელაძე დაიბადა 1958 წლის 18 იანვარს, ბათუმში. 1978-1983 წლებში სწავლობდა სანქტ-პეტერბურგში, რეპინის სახელობის ხელოვნების აკადემიაში. ძნელაძის შემოქმედებაზე ძლიერი გავლენა იქონია საბჭოთა კავშირის ჩაკეტილმა სივრცემ. მის მხატვრობაში იგრძნობა თავისუფლების ღრმა ნოსტალგია. მხატვრის ნახატები შთაგონებულია პეიზაჟების სიყვარულით და პასტორალური თემებით.

ასევე, მხატვარი გამორჩეულად აღიქვამს ქალის სილამაზეს. მნიშვნელოვანია სერია, რომელიც ქალის შიშველ სხეულს ასახავს სხვადასხვა რაკურსით. სწორედ ამ სერიით გაიცნო საერთაშორისო ხელოვნების სამყარომ აკაკი ძნელაძე. მას აქტიურად იწვევენ ევროპის სხვადასხვა ქალაქებში. განსაკუთრებით კი ძნელაძეს აღიარება მოუტანა 2017 წელს პარიზში, ლუვრის კარუსელის გამოფენაში მონაწილეობამ, სადაც მისმა ნახატებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს