პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

11

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 13:51-ზე, მთვარე ტყუპშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრეებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ცუდი დღეა ქორწინებისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამა გიორგის მდგომარეობა დამძიმდა" - დეკანოზის ადვოკატი
"მამა გიორგის მდგომარეობა დამძიმდა" - დეკანოზის ადვოკატი

დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის ად­ვო­კა­ტის გი­ორ­გი ფან­ცუ­ლა­ის გან­ცხა­დე­ბით, მამა გი­ორ­გის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გუ­შინ­დელ­თან შე­და­რე­ბით დამ­ძიმ­და. რო­გორც მან ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, სა­სუ­ლი­ე­რო პირს გა­და­ად­გი­ლე­ბაც კი უჭირს.

ად­ვო­კა­ტი ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის რე­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის და­მალ­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს და აცხა­დებს, რომ კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას სწორ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ აწ­ვდის, იმის თა­ო­ბა­ზე რომ პა­ცი­ენ­ტი მძი­მედ არის.

„დე­კა­ნო­ზის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და, 3-5 წუთ­ზე მეტ ხანს გა­ჩე­რე­ბის უფ­ლე­ბას არ გვაძ­ლე­ვენ. ამას­თან, კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­სა და უშუ­ა­ლოდ მის ზე­დამ­ხედ­ველ ექიმს მოვ­თხო­ვეთ, თუ რა­ტომ არ ხდე­ბა სწო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა ოჯა­ხის­თვის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, ვი­ნა­ი­დან ჩვე­ნი მი­ზა­ნიც სწო­რი ინ­ფორ­მა­ცის მი­წო­დე­ბაა, (რის­თვი­საც გუ­შინ მად­ლო­ბას ვუხ­დი­დი კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას), მაგ­რამ როცა ეს პო­ზი­ცი­ე­ბი მო­ის­მი­ნეს, იქ­ცე­ოდ­ნენ აგ­რე­სი­უ­ლად, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ მათ არ სურთ გამ­ჟღავ­ნონ ის რე­ა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბა, რაც დღეს არის შექ­მნი­ლი. მაქვს სა­ფუძ­ვე­ლი ვი­ვა­რა­უ­დო, რომ დე­კა­ნო­ზის დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა მისი დამ­ძი­მე­ბის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი. ამის თა­ო­ბა­ზე კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ას მა­ლავს, რიგ შემ­თხვე­ვებ­ში ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლად იქ­ცე­ვი­ან. იმედს ვი­ტო­ვებ, რომ მათი ქმე­დე­ბა აგ­რე­სი­ი­დან პი­რი­ქით, დე­კა­ნო­ზის მკურ­ნა­ლო­ბის­კენ იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი. რო­დე­საც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ ბევ­რად უფრო მძი­მეა დე­კა­ნო­ზის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, მოვ­თხო­ვეთ პა­სუ­ხი, თუ რა­ტომ არ ხდე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სწო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა. მისი ზე­დამ­ხედ­ვე­ლი ექი­მი და მას­თან მყო­ფი პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც უშუ­ლოდ მკურ­ნა­ლო­ბენ მას, არი­ან აგ­რე­სი­უ­ლე­ბი. ასე­ვე აგ­რე­სია გა­მო­ი­ხა­ტე­ბა იმა­ში, რომ ისი­ნი გად­მო­დი­ან ჩხუბ­ზე, კა­მათ­სა და თავ­ხე­დო­ბა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ფან­ცუ­ლა­ი­ამ.

ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კას­თან დე­კა­ნოზ­მა ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძემ კი გა­ნა­ცხა­და, რომ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი ინ­სულტს არ ადას­ტუ­რებს, თუმ­ცა წინ კი­დევ არის ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი რამ­დე­ნი­მე კვლე­ვა, რო­მე­ლიც პრო­ტო­კო­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ დრო­ში ჩა­ტარ­დე­ბა. დე­კა­ნოზ­მა კლი­ნი­კა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლი დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე მო­ი­ნა­ხუ­ლა და თით­ქმის ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ესა­უბ­რე­ბო­და.

რო­გორც მამა ან­დრი­ამ გა­ნა­ცხა­და, დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს­თან გარ­კვე­ულ სა­კი­თხებ­ზე ისა­უბ­რეს, რო­მე­ლიც სა­ჯა­როდ სათ­ქმე­ლი არ არის. დე­კა­ნო­ზის თქმით, მამა გი­ორ­გის ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

დე­კა­ნოზ­მა ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძემ მამა გი­ორ­გის ზი­ა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც გა­ა­კე­თა კო­მენ­ტა­რი.

„მამა გი­ორ­გის ზი­ა­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბა არა­ნა­ი­რად არ ხდე­ბა. მო­ძღვა­რი, რო­მე­ლიც ჩათ­ვლის შე­საძ­ლებ­ლად აზი­ა­როს მისი სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან და აღ­სა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­ზღუდ­ვა არ არის - ნე­ბის­მი­ერ სა­სუ­ლი­ე­რო პირს, იქ­ნე­ბა მღვდე­ლი, თუ მღვდელმთა­ვა­რი შე­უძ­ლია აზი­ა­როს. რაც შე­ე­ხე­ბა მის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, ისე­თი სუ­რა­თი იხა­ტე­ბო­და, რომ ვე­ლო­დე­ბო­დი, გა­ცი­ლე­ბით მძი­მე იყო. მა­მაო საკ­მა­ოდ ენერ­გი­უ­ლად არის. ექი­მე­ბი აფა­სე­ბენ მის მდგო­მა­რე­ო­ბას რო­გორც სა­შუ­ა­ლოს. რაც ჩა­ტარ­და კვლე­ვე­ბი, მად­ლო­ბა ღმერ­თს, ინ­სულტს არ ადას­ტუ­რებს, თუმ­ცა წინ კი­დევ არის რამ­დე­ნი­მე კვლე­ვა, რო­მე­ლიც პრო­ტო­კო­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ დრო­ში ჩა­ტარ­დე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით არ აფა­სე­ბენ მძი­მედ და სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ მას არ აქვს ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა. მისი ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. გან­საც­დე­ლი მას­ზე, მის ოჯახ­ზე ძა­ლი­ან დი­დია და ამი­ტომ, არც შე­იძ­ლე­ბა სხვას ვე­ლო­დე­ბო­დეთ", - გა­ნა­ცხა­და მამა ან­დრი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ბა­თუ­მის წმინ­და ნი­კო­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რი, მამა ნი­კო­ლო­ზი უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში აპი­რებს ზი­ა­რე­ბის მიზ­ნით მო­ი­ნა­ხუ­ლოს მამა გი­ორ­გი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე - ეს არის ჯიბრი, რომ სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე მოქალაქე და ამას რად უნდა დამტკიცება?
ავტორი:

"მამა გიორგის მდგომარეობა დამძიმდა" - დეკანოზის ადვოკატი

"მამა გიორგის მდგომარეობა დამძიმდა" - დეკანოზის ადვოკატი

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის გიორგი ფანცულაის განცხადებით, მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით დამძიმდა. როგორც მან ღუდუშაურის კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სასულიერო პირს გადაადგილებაც კი უჭირს.

ადვოკატი ღუდუშაურის კლინიკის ხელმძღვანელობას პაციენტის ჯანმრთელობის რეალური მდგომარეობის დამალვაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კლინიკის ხელმძღვანელობა საზოგადოებას სწორ ინფორმაციას არ აწვდის, იმის თაობაზე რომ პაციენტი მძიმედ არის.

„დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, 3-5 წუთზე მეტ ხანს გაჩერების უფლებას არ გვაძლევენ. ამასთან, კლინიკის ხელმძღვანელობასა და უშუალოდ მის ზედამხედველ ექიმს მოვთხოვეთ, თუ რატომ არ ხდება სწორი ინფორმაციის მიწოდება ოჯახისთვის და საზოგადოებისთვის, ვინაიდან ჩვენი მიზანიც სწორი ინფორმაცის მიწოდებაა, (რისთვისაც გუშინ მადლობას ვუხდიდი კლინიკის ხელმძღვანელობას), მაგრამ როცა ეს პოზიციები მოისმინეს, იქცეოდნენ აგრესიულად, გამომდინარე იქიდან, რომ მათ არ სურთ გამჟღავნონ ის რეალური ვითარება, რაც დღეს არის შექმნილი. მაქვს საფუძველი ვივარაუდო, რომ დეკანოზის დღევანდელი მდგომარეობა მისი დამძიმებისკენაა მიმართული. ამის თაობაზე კლინიკის ხელმძღვანელობა ინფორმაციას მალავს, რიგ შემთხვევებში ძალიან აგრესიულად იქცევიან. იმედს ვიტოვებ, რომ მათი ქმედება აგრესიიდან პირიქით, დეკანოზის მკურნალობისკენ იქნება მიმართული. როდესაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ ბევრად უფრო მძიმეა დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოვთხოვეთ პასუხი, თუ რატომ არ ხდება საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება. მისი ზედამხედველი ექიმი და მასთან მყოფი პირები, რომლებიც უშულოდ მკურნალობენ მას, არიან აგრესიულები. ასევე აგრესია გამოიხატება იმაში, რომ ისინი გადმოდიან ჩხუბზე, კამათსა და თავხედობაზე“, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

ღუდუშაურის კლინიკასთან დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ კი განაცხადა, რომ ჩატარებული კვლევები ინსულტს არ ადასტურებს, თუმცა წინ კიდევ არის ჩასატარებელი რამდენიმე კვლევა, რომელიც პროტოკოლით გათვალისწინებულ დროში ჩატარდება. დეკანოზმა კლინიკაში მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულა და თითქმის ერთი საათის განმავლობაში ესაუბრებოდა.

როგორც მამა ანდრიამ განაცხადა, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან გარკვეულ საკითხებზე ისაუბრეს, რომელიც საჯაროდ სათქმელი არ არის. დეკანოზის თქმით, მამა გიორგის ემოციური მდგომარეობა მძიმეა.

დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მამა გიორგის ზიარებასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი.

„მამა გიორგის ზიარების შეფერხება არანაირად არ ხდება. მოძღვარი, რომელიც ჩათვლის შესაძლებლად აზიაროს მისი სულიერი მდგომარეობიდან და აღსარებიდან გამომდინარე, შეზღუდვა არ არის - ნებისმიერ სასულიერო პირს, იქნება მღვდელი, თუ მღვდელმთავარი შეუძლია აზიაროს. რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ისეთი სურათი იხატებოდა, რომ ველოდებოდი, გაცილებით მძიმე იყო. მამაო საკმაოდ ენერგიულად არის. ექიმები აფასებენ მის მდგომარეობას როგორც საშუალოს. რაც ჩატარდა კვლევები, მადლობა ღმერთს, ინსულტს არ ადასტურებს, თუმცა წინ კიდევ არის რამდენიმე კვლევა, რომელიც პროტოკოლით გათვალისწინებულ დროში ჩატარდება. ჯერჯერობით არ აფასებენ მძიმედ და სასიხარულოა, რომ მას არ აქვს ასეთი მდგომარეობა. მისი ემოციური მდგომარეობა მძიმეა. განსაცდელი მასზე, მის ოჯახზე ძალიან დიდია და ამიტომ, არც შეიძლება სხვას ველოდებოდეთ", - განაცხადა მამა ანდრიამ.

მისივე თქმით, ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა ნიკოლოზი უახლოეს პერიოდში აპირებს ზიარების მიზნით მოინახულოს მამა გიორგი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ