საზოგადოება
პოლიტიკა

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხშირად ვისმენთ, რომ ჯერ პირველი შვილი უნდა უზრუნველყონ" - რატომ არჩევენ მშობლები შვილებს და რა პრობლემები შეექმნებათ მომავალში ასეთ ბავშვებს
"ხშირად ვისმენთ, რომ ჯერ პირველი შვილი უნდა უზრუნველყონ" - რატომ არჩევენ მშობლები შვილებს და რა პრობლემები შეექმნებათ მომავალში ასეთ ბავშვებს

ყვე­ლა მშო­ბე­ლი ერ­თხმად აღი­ა­რებს, რომ სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მშო­ბელ­მა თა­ვის შვი­ლებს თა­ნაბ­რად გა­უ­ნა­წი­ლოს სით­ბო, სიყ­ვა­რუ­ლი და ყუ­რა­დღე­ბა. თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში მშობ­ლე­ბი შვი­ლებს ერ­თნა­ი­რი დო­ზით არ უნა­წი­ლე­ბენ სით­ბო­სა და ყუ­რა­დღე­ბას. რა­ტომ და რა ნიშ­ნით ხდე­ბა შვი­ლე­ბის გარ­ჩე­ვა, რა პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნე­ბა მო­მა­ვალ­ში ბავ­შვს, რო­მელ­საც მშობ­ლე­ბი გარ­კვე­უ­ლი ნიშ­ნით არ­ჩევ­დნენ მე­ო­რე შვი­ლის­გან, ფსი­ქო­ლო­გი მა­რი­ამ შოვ­ნა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

– ბავ­შვის­თვის პირ­ვე­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი წრე არის ოჯა­ხი. ოჯა­ხის სტრუქ­ტუ­რა, დი­ნა­მი­კა და მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი შემ­დეგ­ში ბავ­შვის ქცე­ვა­ზე, რა თქმა უნდა, დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს. ოჯა­ხის ერთ ნა­წილ­ში ცვლი­ლე­ბა პირ­და­პირ იწ­ვევს ცვლი­ლე­ბებს მე­ო­რე ნა­წილ­შიც და ეს ორი­ვე აუ­ცი­ლებ­ლად ახ­დენს გავ­ლე­ნას ბავ­შვის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ქცე­ვა­ზე. გავ­ლე­ნას ახ­დენს ოჯახ­ში არ­სე­ბუ­ლი მრა­ვალ­გვა­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი: დე­დის მა­მას­თან და მა­მის დე­დას­თან, მშობ­ლე­ბის შვი­ლებ­თან, ბე­ბი­ის და ბა­ბუ­ის შვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. და­მე­თან­ხმე­ბით, რომ მშობ­ლე­ბის და შვი­ლე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა არის ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი კავ­ში­რი, რო­მე­ლიც გან­სხვავ­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სხვა სა­ხე­ე­ბის­გან. ეს ურ­თი­ერ­თო­ბა ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე ვი­თარ­დე­ბა, რაც და­მო­კი­დე­ბუ­ლია მშობ­ლის, შვი­ლის პი­როვ­ნულ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებ­ზე, ოჯა­ხის სტრუქ­ტუ­რა­სა და ოჯახ­ში არ­სე­ბულ პრო­ცე­სებ­ზე, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ფორ­მა­ზე.

– მინ­და შე­ვე­ხოთ მშობ­ლე­ბის მიერ შვი­ლე­ბის გარ­ჩე­ვის თე­მას, რაც ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია. რა­ტომ და რა ნიშ­ნით არ­ჩე­ვენ მშობ­ლე­ბი შვი­ლებს?

– რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტორ­ზე უნდა ვი­სა­უბ­როთ და და­ვი­წყოთ ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან. რამ­დე­ნი­მე ყვე­ლა­ზე მე­ტად გავ­რცე­ლე­ბულ შემ­თხვე­ვა­ზე ვი­სა­უბ­რებ. წყვი­ლის­თვის პირ­ვე­ლი ორ­სუ­ლო­ბა მრა­ვალ­ფე­რო­ვან ემო­ცი­ებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მძაფ­რია მო­ლო­დი­ნე­ბი, წარ­მოდ­გე­ნე­ბი, ზრუნ­ვა. მთე­ლი ოჯა­ხის, ოჯა­ხის მე­გობ­რე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი, ზრუნ­ვა, ყუ­რა­დღე­ბა მი­მარ­თუ­ლია პირ­ვე­ლი შვი­ლის­კენ. ბავ­შვი არის ცენ­ტრი, რომ­ლის გარ­შე­მოც მო­მარ­თუ­ლია მთე­ლი ოჯა­ხი, სრულ­დე­ბა მისი სურ­ვი­ლე­ბი, მუდ­მი­ვად არის ყუ­რა­დღე­ბის ფო­კუს­ში, მე­ო­რე ბავ­შვის და­ბა­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი ის აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ შე­იძ­ლე­ბა და­კარ­გოს ეს პო­ზი­ცია. ამას მოწ­მობს ძა­ლი­ან ბევ­რი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ამ­ბო­ბენ მშობ­ლე­ბი, რომ მა­გა­ლი­თად, მათი პირ­ვე­ლი შვი­ლი ეჭ­ვი­ა­ნობს დაზე, არ აძ­ლევს სა­თა­მა­შო­ებს, არ­თმევს ნივ­თებს. აქ უნდა დავ­სვათ კი­თხვა, რა­ტომ ეჭ­ვი­ა­ნობს და პი­რი­ქით, რა­ტომ არ ერ­თვე­ბა დის ან ძმის მოვ­ლა­ში? დის ან ძმის და­ბა­დე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ბავ­შვე­ბის­თვის იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას­თან, რომ მათ მშობ­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლის, ზრუნ­ვის და ყუ­რა­დღე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა მო­უხ­დე­ბათ. ამ ყვე­ლა­ფერ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია მშობ­ლის როლი, რა ფორ­მით მი­ა­წო­დე­ბენ მე­ო­რე შვი­ლის და­ბა­დე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას. თუ მშო­ბე­ლი ყო­ველ­თვის მოს­თხოვს კონ­კრე­ტუ­ლი სურ­ვი­ლე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბას ერთი მი­ზე­ზით "პა­ტა­რაა, შენ დიდი ხარ და და­უთ­მე", ეს ფრა­ზა მი­ა­ნიშ­ნებს, რომ პირ­ველ შვილს ყო­ველ­თვის მო­უ­წევს სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ე­ბის, სურ­ვი­ლე­ბის დათ­მო­ბა, რაც გა­მო­იწ­ვევს ძა­ლი­ან ბევრ გან­სხვა­ვე­ბულ შე­დეგს, და­ჩაგ­რუ­ლის პო­ზი­ცი­ას, დის­ტან­ცი­ას ოჯახ­თან, აგ­რე­სი­ას დას­თან ან ძმას­თან. მას სულ ექ­ნე­ბა გან­ცდა, რომ ჩაგ­რა­ვენ და არ­ჩე­ვენ.

მშო­ბელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი აქვს ამ შემ­თხვე­ვა­ში და და­უშ­ვე­ბე­ლია ყუ­რა­დღე­ბის არას­წო­რი გა­ნა­წი­ლე­ბა, სა­ჭი­როა სწო­რი ფორ­მით გან­მარ­ტე­ბე­ბის მი­ცე­მა და პი­რი­ქით, თხოვ­ნა, რომ დე­დის­თვის ის ახლა სა­ჭი­როა, სჭირ­დე­ბა მისი დახ­მა­რე­ბა ოჯა­ხის ახა­ლი წევ­რის მოვ­ლა­ში და ამავდრო­უ­ლად ის ისე­ვე ძა­ლი­ან უყ­ვარს.

სხვა შემ­თხვე­ვა­ში, რი­გი­თო­ბით მე­ო­რე შვი­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს ყო­ველ­თვის ასეა, პირ­ვე­ლი შვი­ლი უფრო მე­ტად უყ­ვართ, რად­გან პირ­ვე­ლია ოჯახ­ში. ხში­რად ვის­მენთ ის­ტო­რი­ებს, რო­დე­საც ამ­ბო­ბენ, რომ ჯერ პირ­ვე­ლი შვი­ლი უნდა უზ­რუნ­ველ­ყონ სა­ჭი­რო ნივ­თე­ბით, მხა­რი და­უ­ჭი­რონ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში ან ახა­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა­ში და ამის შემ­დეგ და­ეხ­მა­რონ მე­ო­რე შვილს. მშობ­ლე­ბის მხრი­დან ყუ­რა­დღე­ბის, ზრუნ­ვის გა­ნა­წი­ლე­ბა რი­გი­თო­ბის მი­ხედ­ვით და ამის შე­სა­ხებ მუდ­მი­ვად ხა­ზის გას­მა ხელს უწყობს პირ­ვე­ლი შვი­ლის სტე­რე­ო­ტი­პის შექ­მნას, რაც თა­ვის მხრივ ცვლის ოჯა­ხის დი­ნა­მი­კას და ოჯა­ხის ურ­თი­ერ­თო­ბებს.

შე­საძ­ლოა მე­ო­რე და შემ­დეგ­მა შვი­ლებ­მა თავი იგ­რძნონ ოჯა­ხის­გან იზო­ლი­რე­ბუ­ლად და მათ შო­რის გაჩ­ნდეს და­პი­რის­პი­რე­ბა, აგ­რე­სია.ასე­ვე ხში­რად იკ­ვე­თე­ბა ის­ტო­რი­ე­ბი, რო­დე­საც ფიქ­რო­ბენ, რომ მთა­ვა­რია პირ­ველ რიგ­ში ბი­ჭის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლონ, ატა­რონ ცურ­ვა­ზე, ფეხ­ბურთზე, ინ­გლი­სურ­ზე, მხა­რი და­უ­ჭი­რონ ყვე­ლა ახა­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა­ში, და­ა­ყე­ნონ გზა­ზე და მას შემ­დეგ უკვე გო­გო­ნა­ზე იზ­რუ­ნონ. ამ შე­ხე­დუ­ლე­ბებს ამ­ყა­რე­ბენ ხოლ­მე ასე­თი ფრა­ზით: "გოგო სხვი­სია, წავა და გა­გიფ­რინ­დე­ბა". ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ შემ­თხვე­ვებ­ში და­უშ­ვე­ბე­ლია ყუ­რა­დღე­ბის, ზრუნ­ვის გა­ნა­წი­ლე­ბა რი­გი­თო­ბის და სქე­სის მი­ხედ­ვით...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ხშირად ვისმენთ, რომ ჯერ პირველი შვილი უნდა უზრუნველყონ" - რატომ არჩევენ მშობლები შვილებს და რა პრობლემები შეექმნებათ მომავალში ასეთ ბავშვებს

"ხშირად ვისმენთ, რომ ჯერ პირველი შვილი უნდა უზრუნველყონ" - რატომ არჩევენ მშობლები შვილებს და რა პრობლემები შეექმნებათ მომავალში ასეთ ბავშვებს

ყველა მშობელი ერთხმად აღიარებს, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია, მშობელმა თავის შვილებს თანაბრად გაუნაწილოს სითბო, სიყვარული და ყურადღება. თუმცა რეალურად, უმეტეს შემთხვევაში მშობლები შვილებს ერთნაირი დოზით არ უნაწილებენ სითბოსა და ყურადღებას. რატომ და რა ნიშნით ხდება შვილების გარჩევა, რა პრობლემები შეექმნება მომავალში ბავშვს, რომელსაც მშობლები გარკვეული ნიშნით არჩევდნენ მეორე შვილისგან, ფსიქოლოგი მარიამ შოვნაძე გვესაუბრება.

– ბავშვისთვის პირველი სოციალური წრე არის ოჯახი. ოჯახის სტრუქტურა, დინამიკა და მიმდინარე პროცესები შემდეგში ბავშვის ქცევაზე, რა თქმა უნდა, დიდ გავლენას ახდენს. ოჯახის ერთ ნაწილში ცვლილება პირდაპირ იწვევს ცვლილებებს მეორე ნაწილშიც და ეს ორივე აუცილებლად ახდენს გავლენას ბავშვის განვითარებასა და ქცევაზე. გავლენას ახდენს ოჯახში არსებული მრავალგვარი ურთიერთობები: დედის მამასთან და მამის დედასთან, მშობლების შვილებთან, ბებიის და ბაბუის შვილებთან ურთიერთობები. დამეთანხმებით, რომ მშობლების და შვილების ურთიერთობა არის ყველაზე ძლიერი კავშირი, რომელიც განსხვავდება ურთიერთობების სხვა სახეებისგან. ეს ურთიერთობა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ვითარდება, რაც დამოკიდებულია მშობლის, შვილის პიროვნულ მახასიათებლებზე, ოჯახის სტრუქტურასა და ოჯახში არსებულ პროცესებზე, კომუნიკაციის ფორმაზე.

– მინდა შევეხოთ მშობლების მიერ შვილების გარჩევის თემას, რაც ძალიან მტკივნეულია. რატომ და რა ნიშნით არჩევენ მშობლები შვილებს?

– რამდენიმე ფაქტორზე უნდა ვისაუბროთ და დავიწყოთ ყველაფერი თავიდან. რამდენიმე ყველაზე მეტად გავრცელებულ შემთხვევაზე ვისაუბრებ. წყვილისთვის პირველი ორსულობა მრავალფეროვან ემოციებთან არის დაკავშირებული, მძაფრია მოლოდინები, წარმოდგენები, ზრუნვა. მთელი ოჯახის, ოჯახის მეგობრების სიყვარული, ზრუნვა, ყურადღება მიმართულია პირველი შვილისკენ. ბავშვი არის ცენტრი, რომლის გარშემოც მომართულია მთელი ოჯახი, სრულდება მისი სურვილები, მუდმივად არის ყურადღების ფოკუსში, მეორე ბავშვის დაბადების შემთხვევაში კი ის აცნობიერებს, რომ შეიძლება დაკარგოს ეს პოზიცია. ამას მოწმობს ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც ამბობენ მშობლები, რომ მაგალითად, მათი პირველი შვილი ეჭვიანობს დაზე, არ აძლევს სათამაშოებს, ართმევს ნივთებს. აქ უნდა დავსვათ კითხვა, რატომ ეჭვიანობს და პირიქით, რატომ არ ერთვება დის ან ძმის მოვლაში? დის ან ძმის დაბადება დაკავშირებულია ბავშვებისთვის იმის გაცნობიერებასთან, რომ მათ მშობლების სიყვარულის, ზრუნვის და ყურადღების განაწილება მოუხდებათ. ამ ყველაფერში აუცილებელია მშობლის როლი, რა ფორმით მიაწოდებენ მეორე შვილის დაბადების შესახებ ინფორმაციას. თუ მშობელი ყოველთვის მოსთხოვს კონკრეტული სურვილების იგნორირებას ერთი მიზეზით "პატარაა, შენ დიდი ხარ და დაუთმე", ეს ფრაზა მიანიშნებს, რომ პირველ შვილს ყოველთვის მოუწევს საკუთარი პოზიციების, სურვილების დათმობა, რაც გამოიწვევს ძალიან ბევრ განსხვავებულ შედეგს, დაჩაგრულის პოზიციას, დისტანციას ოჯახთან, აგრესიას დასთან ან ძმასთან. მას სულ ექნება განცდა, რომ ჩაგრავენ და არჩევენ.

მშობელს განსაკუთრებული როლი აქვს ამ შემთხვევაში და დაუშვებელია ყურადღების არასწორი განაწილება, საჭიროა სწორი ფორმით განმარტებების მიცემა და პირიქით, თხოვნა, რომ დედისთვის ის ახლა საჭიროა, სჭირდება მისი დახმარება ოჯახის ახალი წევრის მოვლაში და ამავდროულად ის ისევე ძალიან უყვარს.

სხვა შემთხვევაში, რიგითობით მეორე შვილები ამბობენ, რომ ეს ყოველთვის ასეა, პირველი შვილი უფრო მეტად უყვართ, რადგან პირველია ოჯახში. ხშირად ვისმენთ ისტორიებს, როდესაც ამბობენ, რომ ჯერ პირველი შვილი უნდა უზრუნველყონ საჭირო ნივთებით, მხარი დაუჭირონ განათლების მიღებაში ან ახალი ნაბიჯის გადადგმაში და ამის შემდეგ დაეხმარონ მეორე შვილს. მშობლების მხრიდან ყურადღების, ზრუნვის განაწილება რიგითობის მიხედვით და ამის შესახებ მუდმივად ხაზის გასმა ხელს უწყობს პირველი შვილის სტერეოტიპის შექმნას, რაც თავის მხრივ ცვლის ოჯახის დინამიკას და ოჯახის ურთიერთობებს.

შესაძლოა მეორე და შემდეგმა შვილებმა თავი იგრძნონ ოჯახისგან იზოლირებულად და მათ შორის გაჩნდეს დაპირისპირება, აგრესია.ასევე ხშირად იკვეთება ისტორიები, როდესაც ფიქრობენ, რომ მთავარია პირველ რიგში ბიჭის საჭიროებები დააკმაყოფილონ, ატარონ ცურვაზე, ფეხბურთზე, ინგლისურზე, მხარი დაუჭირონ ყველა ახალი ნაბიჯის გადადგმაში, დააყენონ გზაზე და მას შემდეგ უკვე გოგონაზე იზრუნონ. ამ შეხედულებებს ამყარებენ ხოლმე ასეთი ფრაზით: "გოგო სხვისია, წავა და გაგიფრინდება". ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში დაუშვებელია ყურადღების, ზრუნვის განაწილება რიგითობის და სქესის მიხედვით...წაიკითხეთ სრულად

რა არის სირტუინის დიეტა, რომლითაც ადელმა 22 კილო დაიკლო და ვის შეუძლია მისი დაცვა - ქართველი ნუტრიციოლოგის "ოქროს რჩევები"

"თუ ვაქცინის გაკეთებას ყველას დააძალებენ, ეს ეშმაკისეული მოქმედება იქნება" - მეუფე ნიკოლოზი მეუფე საბას ეხმაურება

"არც ერთი ექიმი პაციენტისგან არ დაინფიცირებულა, ყველა რომელიღაც კლასტერიდან იყო" - ავთანდილ თალაკვაძე