გაერო-ს ქალთა ორგანიზაციამ სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) თანამშრომლობის ხელშეკრულება შეუჩერა. ამის შესახებ განცხადება გაერო-ს ქალთა ორგანიზაციამ თავის ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე გამოაქვეყნა.
"მიმდინარე წლის 12 თებერვალს გაერო-ს ქალთა ორგანიზაციამ პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ერთ-ერთ პარტნიორს, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) -ს თანამშრომლობის ხელშეკრულება შეუჩერა. შეჩერების მიზეზი გახდა სამოქალაქო განვითარების სააგენტოს მიმართ გამოთქმული რამდენიმე ბრალდება ფინანსურ გადაცდომასთან და სამუშაო ადგილზე არსებულ არაჯანსაღ კულტურასთან დაკავშირებით. გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია ინარჩუნებს ვალდებულებას, პირდაპირი ტექნიკური მხარდაჭერა აღმოუჩინოს კერძო სექტორის იმ კომპანიებს, რომლებთანაც CiDA თანამშრომლობდა", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ (სიდას) სამსახურიდან გაშვებული თანამშრომელი, 3 თვის ორსული ლიკა კასრაძე ორგანიზაციას უსამართლო მოპყრობაში და საბუთების სავარაუდო გაყალბებასა და ფინანსურ დარღვევებში ადანაშუალებს.