ავტორი:

წლის ფოტო კლინიკიდან: გია ყანჩელი და რობერტ სტურუა ერთმანეთს ამხნევებენ

წლის ფოტო კლინიკიდან: გია ყანჩელი და რობერტ სტურუა ერთმანეთს ამხნევებენ

ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრი "ფეისბუქზე" ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ცნობილი ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი და რეჟისორი რობერტ სტურუა არიან აღბეჭდილი.

"წლის ფოტო ჰელსიკორიდან: გია ყანჩელი და რობერტ სტურუა ერთმანეთს ამხნევებენ! გამოჯანმრთელება ვუსურვოთ ამ საოცარ ადამიანებს" - წერია ფოტოს კომენტარში.

როგორც გაირკვა ფოტო იმ დროს არის გადაღებული, როდესაც კომპოზიტორი და რეჟისორი კლინიკაში გამოკვლევებზე იყვნენ მისული. Ambebi.ge-სთან საუბრისას რუსთაველის თეატრის დირექტორი გია თევზაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის ყანჩელიც და სტურუაც სახლში არიან და თავს კარგად გრძნობენ.

"მივიდნენ გამოკვლევაზე, ანალიზები გაიკეთეს. ახლა ორივე სახლში არიან და თავს კარგად გრძნობენ" - ამბობს გია თევზაძე.

"შეხვედრის შესახებ 5 წუთით ადრე ვებ-გვერდიდან არ უნდა გაგვეგო" - შედგება თუ არა დიალოგი "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებსა და ხელისუფლებას შორის?

"10 წელი სად იყო?! - არ უშვებთ იმას, რომ ეს ვიღაცას რაღაცის ასაგორებლად შეიძლება სჭირდებოდეს?!" - ელისო ბოლქვაძე ნინუცა მაყაშვილზე

რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და ორი გუბერნატორი ქუთაისში იმყოფებიან - "მზად არიან აქციის მონაწილეებთან დიალოგისთვის"