სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ექვსი თვეა, კოშმარები მესიზმრება, ან ჩემი შვილის კივილი ჩამესმის ძილში" - 30 წლის მარტოხელა დედა ჰყვება, როგორ გახდა ძალადობის მსხვერპლი
"ექვსი თვეა, კოშმარები მესიზმრება, ან ჩემი შვილის კივილი ჩამესმის ძილში" - 30 წლის მარტოხელა დედა ჰყვება, როგორ გახდა ძალადობის მსხვერპლი

სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან" წარ­მო­გიდ­გენთ 30 წლის ნინო ჭინ­ჭა­რა­ულს ყაზ­ბე­გი­დან:

"ყო­ველ­თვის, როცა მსგავს ის­ტო­რი­ებს ვკი­თხულბ­დი, რო­გო­რიც ახლა უნდა მო­გიყ­ვეთ, ვფიქ­რობ­დი - "სი­ჩუ­მე კლავს!". პირ­ველ რიგ­ში თა­ვად ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლ ქა­ლებს ვა­და­ნა­შა­უ­ლებ­დი, რომ­ლე­ბიც ხმას არ იღებ­დნენ და თა­ვი­სი სი­ჩუ­მით მო­ძა­ლა­დე­ებს უფრო ამ­რავ­ლებ­დნენ. მაგ­რამ, როცა მე თვი­თონ შე­მემ­თხვა ამ­ბა­ვი, რომ­ლის მი­ზე­ზი­თაც უკვე 6 თვეა კოშ­მა­რე­ბის გა­რე­შე ვერ ვი­ძი­ნებ, თი­თო­ე­უ­ლი ამ ქა­ლის მეს­მის, რად­გან ასე­თი სტრე­სის­გან მი­ღე­ბუ­ლი შოკი იმ­ხე­ლაა, რომ თა­ვის მოკ­ვლას უფრო გა­ბე­დავ, ვიდ­რე ამ ყვე­ლაფ­რის კი­დევ ერთხელ გახ­სე­ნე­ბას. მაგ­რამ მა­ინც გა­დავ­წყვი­ტე მო­მე­ყო­ლა, რად­გან ეს კოშ­მა­რი შე­მე­ხო არა მარ­ტო მე, არა­მედ ჩემ­თვის ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა­ზე ძვირ­ფას ადა­მი­ან­საც - ჩემს შვილს.

და­ახ­ლო­ე­ბით წე­ლი­წა­დია, მარ­ტო­ხე­ლა დედა ვარ, ორი უსაყ­ვარ­ლე­სი ბიჭი მყავს, ორი­ვეს აუ­ტის­ტუ­რი სპექტრი აქვს. უფ­რო­სი 8 წლის არის, უმ­ცრო­სი - ოთხის. ყვე­ლა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში პრობ­ლე­მებს ვა­წყდე­ბით გან­სხვა­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას უუ­ნა­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან. უფ­როს­მა ოთხი წლი­სამ და­ი­წყო ლა­პა­რა­კი, პა­ტა­რა ოთხის არის და ჯერ სა­ერ­თოდ არ ლა­პა­რა­კობს და ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რი ბავ­შვია. ამის გამო მისი ბა­ღი­დან გა­მოყ­ვა­ნაც მო­მი­წია, რად­გან თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მხრი­დან დის­კრი­მი­ნა­ცი­ულ კო­მენ­ტა­რებ­ზეც რომ არა­ფე­რი ვთქვა ("რა ყვე­ლა ასე­თი ბავ­შვი ჩვენ­თან უნდა მოხ­ვდეს!"), ბავ­შვე­ბის­გან გან­ცალ­კე­ვე­ბით ჰყავ­დათ მარ­ტო ოთახ­ში და პამ­პერ­სის გა­მოც­ვლა­ზეც არ იწუ­ხებ­დნენ თავს. ამა­ზე გან­ცხა­დე­ბაც შე­ვი­ტა­ნე სა­ა­გენ­ტო­ში და რე­ა­გი­რე­ბაც მოჰ­ყვა.

გა­მი­მარ­თლა იმით, რომ უფ­როსს სკო­ლა­ში ძა­ლი­ან კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი ჰყავს და დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს, რომ ვინ­მემ არ და­ჩაგ­როს იმი­ტომ, რომ როცა ბავ­შვი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, ცოტა უმარ­თა­ვია, ნელა აზ­როვ­ნებს, ან აზ­როვ­ნებს ისე­თი ლო­გი­კით, რო­მე­ლიც ე.წ "თეთრ ყვა­ვად" აქ­ცევს თა­ნა­ტო­ლებ­ში, დიდი ალ­ბა­თო­ბაა ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლი გახ­დეს. მას თა­ვი­სი სამ­ყა­რო აქვს, თუმ­ცა ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან უყ­ვარს. ამ­ბა­ვი კი, რო­მელ­საც ახლა მო­გიყ­ვე­ბით, უფ­როს შვილს გა­დახ­და.

ზა­ფხულს, ყო­ველ­თვის ჩემი ბავ­შვო­ბის სო­ფელ­ში ვა­ტა­რებთ. ჩემი სა­მუ­შაო გრა­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, წე­ლი­წად­ში მხო­ლოდ ერთი კვი­რა მაქვს დას­ვე­ნე­ბის დრო და ეს ერთი კვი­რა დავ­გეგ­მე ისე, რომ ბავ­შვე­ბი სო­ფელ­ში წა­მეყ­ვა­ნა. თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე, სკო­ლა­ში აქ დავ­დი­ო­დი, მაგ­რამ, ფაქ­ტობ­რი­ვად, იმ სო­ფელ­ში გა­ვი­ზარ­დე, არ­და­დე­გებს ყო­ველ­თვის იქ ვა­ტა­რებ­დი. ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი მყავ­და იქ, გვერ­დიგ­ვერდ სახ­ლებ­ში ვცხოვ­რობთ, ჩემი ბავ­შვე­ბი ხან იმას­თან იყ­ვნენ, ხან ის იყო თა­ვი­სი ბავ­შვე­ბით ჩვენ­თან. ერთ დღე­საც, ჩემი უფ­რო­სი შვი­ლი ვე­ლო­სი­პე­დის სა­თხოვ­ნე­ლად მი­ვი­და ჩემი მე­გობ­რის სახ­ლში. ჩემი მე­გობ­რის მამა მთვრა­ლი დახ­ვდა და ბავ­შვს აუკ­რძა­ლა სახ­ლში შეს­ვლა. ჩემი შვი­ლი ალ­ბათ არ და­ე­მორ­ჩი­ა­ლა და მუ­ცელ­ში და­ურ­ტყამს ამ კა­ცის­თვის. ისე­თი კი­ვი­ლი გა­ვი­გო­ნე, გი­ჟი­ვით გავ­ვარ­დი გა­რეთ. ვი­ფიქ­რე ან ძაღ­ლმა უკბი­ნა, ან რა­ღაც სხვა მოხ­და­თქო. ბავ­შვს თი­თე­ბის ნაკ­ვა­ლე­ვი აჩ­ნდა ყელ­ზე. ეს კაცი კი, იდგა და იგი­ნე­ბო­და, გი­ჟე­ბი ხართ, ავად­მყო­ფე­ბი, აქ მე­ო­რედ არ და­გი­ნა­ხო­თო.

მო­ვე­დით სახ­ლში, ბავ­შვი ის­ტე­რი­კა­ში იყო. ვე­კი­თხე­ბი, რა მოხ­და მეთ­ქი, მე­უბ­ნე­ბა, და­მარ­ტყაო. ვინ და­გარ­ტყა მეთ­ქი, აი, იმ კაც­მა და­მარ­ტყაო. ვუ­თხა­რი, და­გარ­ტყა თუ ყელ­ში მო­გი­ჭი­რა ხე­ლე­ბი მეთ­ქი, აი, ასე გა­მი­კე­თაო და ხე­ლე­ბით მა­ნა­ხა რო­გორ ახ­რჩობ­და. ყელ­ზე ნა­თი­თუ­რე­ბი ეტყო­ბო­და წით­ლად. სა­ნამ პატ­რულ­ში დავ­რე­კავ­დი, გა­დავ­წყვი­ტე ჩე­მით გა­მერ­კვია რა მოხ­და. ეს კაცი ეზო­დან გა­მო­ვარ­და, ისევ გა­ნაგ­რძობ­და გი­ნე­ბას და შე­უ­რა­ცხყო­ფის მო­ყე­ნე­ბას, აქ მე­ო­რედ არ და­გი­ნა­ხო­თო. შე­ვე­დი ეზო­ში და დე­და­მისს წყნა­რად, ადა­მი­ა­ნუ­რად ვკი­თხე, რა მოხ­და მი­თხა­რით, არ და­მი­მა­ლოთ, და­არ­ტყა ბავ­შვს მეთ­ქი და არა, არა­ფე­რი არ მომ­ხდა­რა, უბ­რა­ლოდ შე­ე­შინ­დაო. არა­და, ბავ­შვს თი­თე­ბის ნაკ­ვა­ლე­ვი ეტყო­ბო­და ყელ­ზე. ისიც ვერ აი­ტა­ნა, ამ­ბის გა­სარ­კვე­ვად რომ მი­ვე­დი და ეზო­დან გა­მო­სულს, შუა ქუ­ჩა­ში მეც მწვდა ყელ­ში, სა­ხე­ში და­მარ­ტყა, ხელ­ში მო­ბი­ლუ­რი მე­ჭი­რა და მეც ინ­სტიქ­ტუ­რად გა­ვუ­ქა­ნე, სა­ხე­ში ჩა­ვარ­ტყი. და­მაგ­დე­ბი­ნა მო­ბი­ლუ­რი, წა­მაქ­ცია, მირ­ტყამ­და. ეს ჩხუ­ბი შუა ქუ­ჩა­ში ხდე­ბო­და და და­ნახ­ვით თუ ვერ, ყვი­რი­ლის და ლან­ძღვა-გი­ნე­ბის ხმას მა­ინც ყვე­ლა გა­ი­გო­ნებ­და, მაგ­რამ არ­ცერ­თი მე­ზო­ბე­ლი, ვინც ბავ­შვო­ბი­დან მიც­ნობს, არა­ვინ გა­მო­სუ­ლა გა­რეთ, არც გა­მო­უ­ხე­დავთ, რომ გა­ვეშ­ვე­ლე­ბი­ნეთ. მერე გა­მო­ვარ­და ამ კა­ცის დედა, გაშ­ვე­ლე­ბა დაგ­ვი­წყო და სა­ვა­რა­უ­დოდ, თა­ვი­სი­ვე შვი­ლის მოქ­ნე­უ­ლი ხელი მოხ­ვდა, რად­გან პატ­რუ­ლის თქმით, ჩა­ლურ­ჯე­ბე­ბი მა­საც ეტყო­ბო­და. (თუმ­ცა, შემ­დგომ­ში, პატ­რუ­ლის­თვის ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მი­სას ეს ქალი ამ­ბობ­და, რომ მე და­ვარ­ტყი).

სა­ნამ პატ­რუ­ლი მო­ვი­დო­და, ბავ­შის და­წყნა­რე­ბას ვცდი­ლობ­დი, თუმ­ცა ვერ ვა­ხერ­ხებ­დი, რად­გან მე თვი­თო­ნაც შო­კის­გან მა­კან­კა­ლებ­და და ხე­ლის თი­თებს ვერ ვშლი­დი კრუნ­ჩხვის­გან. პატ­რულ­მა, რა თქმა უნდა, ჩვენც დაგ­ვკი­თხა დე­ტა­ლუ­რად და ისი­ნიც. თუმ­ცა, მათ ისე შე­მო­ატ­რი­ა­ლეს საქ­მე, თით­ქოს მე შე­ვუ­ვარ­დი და მე ვცე­მე ორი­ვე - ეს კა­ციც და დე­და­მი­სიც, რომ კაცს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს. ისე გა­მო­ვი­და, თით­ქოს მე, ამ ჩონ­ჩხი­ვით გა­ჩხი­კულ­მა გო­გომ მი­ვა­ყე­ნე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. მე შე­მომ­ხე­დეთ, ჩემს მუშ­ტებს შე­ხე­დეთ და თურ­მე მე ვცე­მე ამ­ხე­ლა კაცი. პო­ლი­ცი­ამ მი­თხრა, რომ თუ სა­ჩი­ვარს დავ­წერ­დი, მეც მო­მი­წევ­და პა­სუ­ხის­გე­ბა, რად­გან ამ კაც­საც ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ყე­ნე­ბუ­ლი და ეს ბე­ბი­აც ამ­ბობ­და, რომ ჩემ­გან მოხ­ვდა ხელი. თუმ­ცა, მე და­ნე­ბე­ბას არ ვა­პი­რებ­დი.

გზად გან­ყო­ფი­ლე­ბის­კენ, ნა­თე­სავ­მა და­მი­რე­კა და მე­ჩხუ­ბა, რო­გორ გა­მი­კე­თე ასე­თი რა­ღაც, ჩემს სახ­ლთან პატ­რუ­ლი რო­გორ გა­ჩერ­და, ამ სო­ფელ­ში მე უნდა ვი­ცხოვ­რო, შენ კი არაო. არც იკი­თხა, რა მოხ­და სა­ერ­თოდ, შენ პრობ­ლე­მუ­რი გოგო ხარ, მე­ზო­ბელს რო­გორ მო­ე­ქე­ცი, გა­მო­ი­ტა­ნე ახალ­ვე გან­ცხა­დე­ბა, არ გა­ბე­დო, მანდ არა­ფე­რი და­წე­როო. მე­ო­რე ნა­თე­სა­ვი გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მო­მად­გა, წა­მო­დი, ახ­ლა­ვე გა­მო­ი­ტა­ნე გან­ცხა­დე­ბაო. ბო­ლოს, მე და­მა­წე­რი­ნეს გან­ცხა­დე­ბა, რომ ამ კაცს ჩემ­თვის ხელი არ და­ურ­ტყამს, უბ­რა­ლოდ მა­გი­ნა და მეც ვა­გი­ნე. ბავ­შვს და­ა­წე­რი­ნეს ტყუ­ი­ლი, რომ კაც­მა მხო­ლოდ უყ­ვი­რა, შე­ე­შინ­და და იმი­ტომ იკივ­ლა. ამ ჩემი მე­ზობ­ლის ძმა ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლია, არ ვიცი, მან მო­აგ­ვა­რა იმას­თან თუ რა იყო, პო­ლი­ცი­ამ მი­თხრა ბო­ლოს, რომ მე­ზობ­ლებ­ში არ გა­ახ­მა­უ­როთ ეს ამ­ბა­ვიო. მე სა­ერ­თოდ გავ­წყვი­ტე იქა­უ­რო­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. არც ნა­თე­სა­ვებ­თან აღარ მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა, აღარ ჩავ­დი­ვარ. ამ კაცს პა­სუ­ხი არა­ფერ­ზე უგია, პი­რი­ქით გა­მო­ვი­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი ჩემი ბრა­ლი იყო. "ეს სო­ფე­ლია, ცოტა სხვა­ნა­ი­რად უნდა შე­ხე­დო ამ სი­ტუ­ა­ცი­ას" - ეს იყო რჩე­ვა, რო­მე­ლიც "ახ­ლობ­ლებ­მა" მომ­ცეს.

ამ ამ­ბის მერე, ბავ­შვი დიდი ხანი სტრეს­ში იყო. ერთხელ სკო­ლა­ში და­ა­ვა­ლეს რა­ღაც თე­მის და­წე­რა და და­წე­რა, რომ მის­თვის ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი დღე იყო, როცა"ბო­როტ­მა კაც­მა კი­ნა­ღამ და­ახ­რჩო". ამის ყო­ველ გახ­სე­ნე­ბა­ზე თავ­ში სის­ხლი მი­ვარ­დე­ბა და სა­კუ­თა­რი თავი მძულს, რომ ვერც მისი უფ­ლე­ბე­ბი და­ვი­ცა­ვი და ვერც ჩემი. "ეს სო­ფე­ლია" - ალ­ბათ ნიშ­ნავს, რომ აქ ქა­ლე­ბი­სა და ბავ­შვე­ბის ცემა ნორ­მად ით­ვლე­ბა და ამის გამო ურ­თი­ერ­თო­ბას მე­ზობ­ლებ­თან არა­ვინ იფუ­ჭებს. ექ­ვსი თვეა, კოშ­მა­რე­ბი მე­სიზ­მრე­ბა, ან ჩემი შვი­ლის კი­ვი­ლი ჩა­მეს­მის ძილ­შიც. ვუ­ყუ­რებ და და­ნა­შა­უ­ლის გრძნო­ბა მკლავს. ჩემი შვი­ლიც ბი­ჭია, რო­მელ­მაც თა­ვი­სი თვა­ლით ნახა, რომ ნე­ბის­მი­ერ არა­კაცს შე­უძ­ლია შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნოს და და­უს­ჯე­ლი დარ­ჩეს. რა უნდა ვას­წავ­ლო ამის მერე, რა მა­გა­ლი­თი უნდა ვაჩ­ვე­ნო, არ ვიცი. ამის ხმა­მაღ­ლა მო­ყო­ლა ალ­ბათ ოდ­ნავ მა­ინც შე­მიმ­სუ­ბუ­ქებს ამ კოშ­მა­რის სიმ­ძი­მეს. სი­ჩუ­მე ში­ნა­გა­ნად ნელ-ნელა კლავს მსხვერ­პლს და ათა­მა­მებს არა­კა­ცებს".

© 2017 სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან" ხორ­ცი­ელ­დე­ბა ქალ­თა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის "ქა­ლის ხმა" მიერ. (ავტ. მა­ი­კო ჩი­ტა­ია; იდა ბახ­ტუ­რი­ძე; ნინო გა­მი­სო­ნია). ფოტო: ნინა ბა­ი­და­უ­რი; სა­ლო­მე ცო­ფუ­რაშ­ვი­ლი. პრო­ექ­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობს ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (NDI) მხარ­და­ჭე­რით და შვე­დე­თის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (SIDA) ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით. #ქა­ლე­ბი­სა­ქარ­თვე­ლო­დან

ფოტო: ნინო ბა­ი­და­უ­რი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"ექვსი თვეა, კოშმარები მესიზმრება, ან ჩემი შვილის კივილი ჩამესმის ძილში" - 30 წლის მარტოხელა დედა ჰყვება, როგორ გახდა ძალადობის მსხვერპლი

"ექვსი თვეა, კოშმარები მესიზმრება, ან ჩემი შვილის კივილი ჩამესმის ძილში" - 30 წლის მარტოხელა დედა ჰყვება, როგორ გახდა ძალადობის მსხვერპლი

სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" წარმოგიდგენთ 30 წლის ნინო ჭინჭარაულს ყაზბეგიდან:

"ყოველთვის, როცა მსგავს ისტორიებს ვკითხულბდი, როგორიც ახლა უნდა მოგიყვეთ, ვფიქრობდი - "სიჩუმე კლავს!". პირველ რიგში თავად ძალადობის მსხვერპლ ქალებს ვადანაშაულებდი, რომლებიც ხმას არ იღებდნენ და თავისი სიჩუმით მოძალადეებს უფრო ამრავლებდნენ. მაგრამ, როცა მე თვითონ შემემთხვა ამბავი, რომლის მიზეზითაც უკვე 6 თვეა კოშმარების გარეშე ვერ ვიძინებ, თითოეული ამ ქალის მესმის, რადგან ასეთი სტრესისგან მიღებული შოკი იმხელაა, რომ თავის მოკვლას უფრო გაბედავ, ვიდრე ამ ყველაფრის კიდევ ერთხელ გახსენებას. მაგრამ მაინც გადავწყვიტე მომეყოლა, რადგან ეს კოშმარი შემეხო არა მარტო მე, არამედ ჩემთვის ამქვეყნად ყველაზე ძვირფას ადამიანსაც - ჩემს შვილს.

დაახლოებით წელიწადია, მარტოხელა დედა ვარ, ორი უსაყვარლესი ბიჭი მყავს, ორივეს აუტისტური სპექტრი აქვს. უფროსი 8 წლის არის, უმცროსი - ოთხის. ყველა სიტუაციაში პრობლემებს ვაწყდებით განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობისას უუნარო საზოგადოების მხრიდან. უფროსმა ოთხი წლისამ დაიწყო ლაპარაკი, პატარა ოთხის არის და ჯერ საერთოდ არ ლაპარაკობს და ჰიპერაქტიური ბავშვია. ამის გამო მისი ბაღიდან გამოყვანაც მომიწია, რადგან თანამშრომლების მხრიდან დისკრიმინაციულ კომენტარებზეც რომ არაფერი ვთქვა ("რა ყველა ასეთი ბავშვი ჩვენთან უნდა მოხვდეს!"), ბავშვებისგან განცალკევებით ჰყავდათ მარტო ოთახში და პამპერსის გამოცვლაზეც არ იწუხებდნენ თავს. ამაზე განცხადებაც შევიტანე სააგენტოში და რეაგირებაც მოჰყვა.

გამიმართლა იმით, რომ უფროსს სკოლაში ძალიან კარგი მასწავლებელი ჰყავს და დიდ ყურადღებას აქცევს, რომ ვინმემ არ დაჩაგროს იმიტომ, რომ როცა ბავშვი განსხვავებულია, ცოტა უმართავია, ნელა აზროვნებს, ან აზროვნებს ისეთი ლოგიკით, რომელიც ე.წ "თეთრ ყვავად" აქცევს თანატოლებში, დიდი ალბათობაა ბულინგის მსხვერპლი გახდეს. მას თავისი სამყარო აქვს, თუმცა ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან უყვარს. ამბავი კი, რომელსაც ახლა მოგიყვებით, უფროს შვილს გადახდა.

ზაფხულს, ყოველთვის ჩემი ბავშვობის სოფელში ვატარებთ. ჩემი სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, წელიწადში მხოლოდ ერთი კვირა მაქვს დასვენების დრო და ეს ერთი კვირა დავგეგმე ისე, რომ ბავშვები სოფელში წამეყვანა. თბილისში დავიბადე, სკოლაში აქ დავდიოდი, მაგრამ, ფაქტობრივად, იმ სოფელში გავიზარდე, არდადეგებს ყოველთვის იქ ვატარებდი. ბავშვობის მეგობარი მყავდა იქ, გვერდიგვერდ სახლებში ვცხოვრობთ, ჩემი ბავშვები ხან იმასთან იყვნენ, ხან ის იყო თავისი ბავშვებით ჩვენთან. ერთ დღესაც, ჩემი უფროსი შვილი ველოსიპედის სათხოვნელად მივიდა ჩემი მეგობრის სახლში. ჩემი მეგობრის მამა მთვრალი დახვდა და ბავშვს აუკრძალა სახლში შესვლა. ჩემი შვილი ალბათ არ დაემორჩიალა და მუცელში დაურტყამს ამ კაცისთვის. ისეთი კივილი გავიგონე, გიჟივით გავვარდი გარეთ. ვიფიქრე ან ძაღლმა უკბინა, ან რაღაც სხვა მოხდათქო. ბავშვს თითების ნაკვალევი აჩნდა ყელზე. ეს კაცი კი, იდგა და იგინებოდა, გიჟები ხართ, ავადმყოფები, აქ მეორედ არ დაგინახოთო.

მოვედით სახლში, ბავშვი ისტერიკაში იყო. ვეკითხები, რა მოხდა მეთქი, მეუბნება, დამარტყაო. ვინ დაგარტყა მეთქი, აი, იმ კაცმა დამარტყაო. ვუთხარი, დაგარტყა თუ ყელში მოგიჭირა ხელები მეთქი, აი, ასე გამიკეთაო და ხელებით მანახა როგორ ახრჩობდა. ყელზე ნათითურები ეტყობოდა წითლად. სანამ პატრულში დავრეკავდი, გადავწყვიტე ჩემით გამერკვია რა მოხდა. ეს კაცი ეზოდან გამოვარდა, ისევ განაგრძობდა გინებას და შეურაცხყოფის მოყენებას, აქ მეორედ არ დაგინახოთო. შევედი ეზოში და დედამისს წყნარად, ადამიანურად ვკითხე, რა მოხდა მითხარით, არ დამიმალოთ, დაარტყა ბავშვს მეთქი და არა, არაფერი არ მომხდარა, უბრალოდ შეეშინდაო. არადა, ბავშვს თითების ნაკვალევი ეტყობოდა ყელზე. ისიც ვერ აიტანა, ამბის გასარკვევად რომ მივედი და ეზოდან გამოსულს, შუა ქუჩაში მეც მწვდა ყელში, სახეში დამარტყა, ხელში მობილური მეჭირა და მეც ინსტიქტურად გავუქანე, სახეში ჩავარტყი. დამაგდებინა მობილური, წამაქცია, მირტყამდა. ეს ჩხუბი შუა ქუჩაში ხდებოდა და დანახვით თუ ვერ, ყვირილის და ლანძღვა-გინების ხმას მაინც ყველა გაიგონებდა, მაგრამ არცერთი მეზობელი, ვინც ბავშვობიდან მიცნობს, არავინ გამოსულა გარეთ, არც გამოუხედავთ, რომ გავეშველებინეთ. მერე გამოვარდა ამ კაცის დედა, გაშველება დაგვიწყო და სავარაუდოდ, თავისივე შვილის მოქნეული ხელი მოხვდა, რადგან პატრულის თქმით, ჩალურჯებები მასაც ეტყობოდა. (თუმცა, შემდგომში, პატრულისთვის ჩვენების მიცემისას ეს ქალი ამბობდა, რომ მე დავარტყი).

სანამ პატრული მოვიდოდა, ბავშის დაწყნარებას ვცდილობდი, თუმცა ვერ ვახერხებდი, რადგან მე თვითონაც შოკისგან მაკანკალებდა და ხელის თითებს ვერ ვშლიდი კრუნჩხვისგან. პატრულმა, რა თქმა უნდა, ჩვენც დაგვკითხა დეტალურად და ისინიც. თუმცა, მათ ისე შემოატრიალეს საქმე, თითქოს მე შევუვარდი და მე ვცემე ორივე - ეს კაციც და დედამისიც, რომ კაცს დაზიანებები აქვს. ისე გამოვიდა, თითქოს მე, ამ ჩონჩხივით გაჩხიკულმა გოგომ მივაყენე დაზიანებები. მე შემომხედეთ, ჩემს მუშტებს შეხედეთ და თურმე მე ვცემე ამხელა კაცი. პოლიციამ მითხრა, რომ თუ საჩივარს დავწერდი, მეც მომიწევდა პასუხისგება, რადგან ამ კაცსაც ჰქონდა დაზიანებები მიყენებული და ეს ბებიაც ამბობდა, რომ ჩემგან მოხვდა ხელი. თუმცა, მე დანებებას არ ვაპირებდი.

გზად განყოფილებისკენ, ნათესავმა დამირეკა და მეჩხუბა, როგორ გამიკეთე ასეთი რაღაც, ჩემს სახლთან პატრული როგორ გაჩერდა, ამ სოფელში მე უნდა ვიცხოვრო, შენ კი არაო. არც იკითხა, რა მოხდა საერთოდ, შენ პრობლემური გოგო ხარ, მეზობელს როგორ მოექეცი, გამოიტანე ახალვე განცხადება, არ გაბედო, მანდ არაფერი დაწეროო. მეორე ნათესავი განყოფილებაში მომადგა, წამოდი, ახლავე გამოიტანე განცხადებაო. ბოლოს, მე დამაწერინეს განცხადება, რომ ამ კაცს ჩემთვის ხელი არ დაურტყამს, უბრალოდ მაგინა და მეც ვაგინე. ბავშვს დააწერინეს ტყუილი, რომ კაცმა მხოლოდ უყვირა, შეეშინდა და იმიტომ იკივლა. ამ ჩემი მეზობლის ძმა ყოფილი პოლიციის თანამშრომელია, არ ვიცი, მან მოაგვარა იმასთან თუ რა იყო, პოლიციამ მითხრა ბოლოს, რომ მეზობლებში არ გაახმაუროთ ეს ამბავიო. მე საერთოდ გავწყვიტე იქაურობასთან ურთიერთობა. არც ნათესავებთან აღარ მაქვს ურთიერთობა, აღარ ჩავდივარ. ამ კაცს პასუხი არაფერზე უგია, პირიქით გამოვიდა, რომ ყველაფერი ჩემი ბრალი იყო. "ეს სოფელია, ცოტა სხვანაირად უნდა შეხედო ამ სიტუაციას" - ეს იყო რჩევა, რომელიც "ახლობლებმა" მომცეს.

ამ ამბის მერე, ბავშვი დიდი ხანი სტრესში იყო. ერთხელ სკოლაში დაავალეს რაღაც თემის დაწერა და დაწერა, რომ მისთვის ყველაზე საშინელი დღე იყო, როცა"ბოროტმა კაცმა კინაღამ დაახრჩო". ამის ყოველ გახსენებაზე თავში სისხლი მივარდება და საკუთარი თავი მძულს, რომ ვერც მისი უფლებები დავიცავი და ვერც ჩემი. "ეს სოფელია" - ალბათ ნიშნავს, რომ აქ ქალებისა და ბავშვების ცემა ნორმად ითვლება და ამის გამო ურთიერთობას მეზობლებთან არავინ იფუჭებს. ექვსი თვეა, კოშმარები მესიზმრება, ან ჩემი შვილის კივილი ჩამესმის ძილშიც. ვუყურებ და დანაშაულის გრძნობა მკლავს. ჩემი შვილიც ბიჭია, რომელმაც თავისი თვალით ნახა, რომ ნებისმიერ არაკაცს შეუძლია შეურაცხყოფა მიაყენოს და დაუსჯელი დარჩეს. რა უნდა ვასწავლო ამის მერე, რა მაგალითი უნდა ვაჩვენო, არ ვიცი. ამის ხმამაღლა მოყოლა ალბათ ოდნავ მაინც შემიმსუბუქებს ამ კოშმარის სიმძიმეს. სიჩუმე შინაგანად ნელ-ნელა კლავს მსხვერპლს და ათამამებს არაკაცებს".

© 2017 სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალის ხმა" მიერ. (ავტ. მაიკო ჩიტაია; იდა ბახტურიძე; ნინო გამისონია). ფოტო: ნინა ბაიდაური; სალომე ცოფურაშვილი. პროექტი მიმდინარეობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით. #ქალებისაქართველოდან

ფოტო: ნინო ბაიდაური

ვინ შეძლებს 25 მაისიდან მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ჩაბარებას

პანდემიის გამო, ემიგრაციიდან დაბრუნებული 300 მოქალაქე მეთადონით მკურნალობს - რა მდგომარეობაა საქართველოში ნარკოტიკების მოხმარების კუთხით

ყველას, ვინც სამსახური დაკარგა ან ხელფასი შეუმცირდა, მომდევნო სამი თვე სესხის მომსახურება გადაუვადდებათ