პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არასახარბიელო მდგომარეობა აქვს..." - რას ამბობენ დეკანოზ მამალაძის მდგომარეობაზე მისი ძმა და ადვოკატი
"არასახარბიელო მდგომარეობა აქვს..." - რას ამბობენ დეკანოზ მამალაძის მდგომარეობაზე მისი ძმა და ადვოკატი

მამა გი­ორ­გის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კლი­ნი­კი­დან მისი გა­წე­რა ჯერ­ჯე­რო­ბით გა­მო­რი­ცხუ­ლია, რად­გან სტა­ბი­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა არ აქვს, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კას­თან ბრალ­დე­ბუ­ლი დე­კა­ნო­ზის ად­ვო­კატ­მა, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე ინ­ტენ­სი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა, სა­დაც მას გა­მოკ­ვლე­ვე­ბი უტარ­დე­ბა. ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, მამა გი­ორ­გის ინ­სულ­ტის ნიშ­ნე­ბი აქვს და დგინ­დე­ბა, თუ რამ გა­მო­იწ­ვია მარ­ჯვე­ნა ხელ-ფე­ხის შე­ზღუდ­ვა.

"არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა აქვს, რა­ზეც ჩვენ არა­ერ­თხელ ვი­სა­უბ­რეთ. პი­რა­დად შევ­ხვდი მამა გი­ორ­გის. მისი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე კლი­ნი­კი­დან გა­წე­რა გა­მო­რი­ცხუ­ლია, რად­გან სტა­ბი­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა არ აქვს. ინ­სულ­ტის ნიშ­ნე­ბი არის, მაგ­რამ კე­რას ვერ ნა­ხუ­ლო­ბენ. მა­გის ძი­ე­ბა­ში არი­ან," - გა­ნა­ცხა­და რა­მიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მამა გი­ორ­გის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­არ­თუ­ლა ბოლო დღე­ებ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მაც, რაც მისი ძმის, თორ­ნი­კე მა­მა­ლა­ძის სა­პატ­რი­არ­ქოს­თან აქ­ცი­ებს უკავ­შირ­დე­ბა.

"სუ­ლი­ე­რი სიძ­ლი­ე­რე სჭირ­დე­ბო­და და ისიც არ არ­გუ­ნეს. აფე­რუმ მათ კა­ცო­ბას, ღირ­სე­ბას და ამ­ბი­ო­ნი­დან ქა­და­გე­ბას", - დას­ძი­ნა რა­მიშ­ვილ­მა.

დე­კა­ნოზ მა­მა­ლა­ძის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა მის­მა ძმამ თორ­ნი­კე მა­მა­ლა­ძე­მაც. რო­გორც მან "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, მამა გი­ორ­გის ინ­სულ­ტი აქვს, მარ­ჯვე­ნა ხელი აქვს გა­კა­ვე­ბუ­ლი და მე­ტყვე­ლე­ბის უნა­რი ჰქონ­და და­კარ­გუ­ლი.

"ღა­მით, 12-ის ნა­ხე­ვარ­ზე და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, რომ ჩემი ძმა ცუ­დად იყო. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გე, დღის 2 სა­ათ­ზე ჰქო­ნია ჩემს ძმას შე­ტე­ვა და 3-4 სა­ათ­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში. ექიმ­მა მი­თხრა, გა­დარ­ჩა, რად­გან მისი ორ­გა­ნიზ­მი ახალ­გაზ­რდაა, ინ­სულ­ტის გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე შე­ექ­მნე­ბაო. თა­ვი­დან­ვე, როცა სა­პატ­რი­არ­ქოს­თან მი­ვე­დით, ვამ­ბობ­დით, რომ მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ არა­ნა­ი­რი რე­ა­გი­რე­ბა არ მომ­ხდა­რა, ამ არა­ა­და­მი­ა­ნებ­მა ეს ყუ­რა­დაც არ იღეს, არც შე­სუ­ლან მას­თან", - აცხა­დებს თორ­ნი­კე მა­მა­ლა­ძე.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მას შემ­დეგ, რაც დე­კა­ნო­ზის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­ა­ტყო­ბი­ნეს, მან სა­პატ­რი­აქ­რო­ში და­რე­კა, თუმ­ცა, ძმის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად არა­ვინ მი­სუ­ლა.

"როცა ცი­ხი­დან და­მი­რე­კეს და მი­თხრეს რაც მოხ­და, სა­პატ­რი­არ­ქო­ში დავ­რე­კე და საქ­მის კურ­სში ჩა­ვა­ყე­ნე, მაგ­რამ არც ერ­თმა მათ­გან­მა არ ისურ­ვა მის­ვლა. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც სა­პატ­რი­არ­ქო­ში არი­ან, ჩემი ძმის სრუ­ლად გა­ნად­გუ­რე­ბა უნ­დათ, მაგ­რამ ერთს ვი­ტყვი, ვერ ეღირ­სე­ბი­ან ვე­რას­დროს! ნუთუ ვე­რაფ­რით ვუშ­ვე­ლი ჩემს უდა­ნა­შა­უ­ლო ძმას?! მას რომ რამე მო­უ­ვი­დეს, ცხოვ­რე­ბას ვერ გა­ვაგ­რძე­ლებ", - აცხა­დებს თორ­ნი­კე მა­მა­ლა­ძე.

ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო, დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე ღუ­დუ­შა­უ­რის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში წუ­ხელ, 21:35 სა­ათ­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

"არასახარბიელო მდგომარეობა აქვს..." - რას ამბობენ დეკანოზ მამალაძის მდგომარეობაზე მისი ძმა და ადვოკატი

"არასახარბიელო მდგომარეობა აქვს..." - რას ამბობენ დეკანოზ მამალაძის მდგომარეობაზე მისი ძმა და ადვოკატი

მამა გიორგის მდგომარეობიდან გამომდინარე, კლინიკიდან მისი გაწერა ჯერჯერობით გამორიცხულია, რადგან სტაბილური მდგომარეობა არ აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკასთან ბრალდებული დეკანოზის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, დეკანოზი გიორგი მამალაძე ინტენსიურ განყოფილებაში იმყოფება, სადაც მას გამოკვლევები უტარდება. ადვოკატის განცხადებით, მამა გიორგის ინსულტის ნიშნები აქვს და დგინდება, თუ რამ გამოიწვია მარჯვენა ხელ-ფეხის შეზღუდვა.

"არასახარბიელო მდგომარეობა აქვს, რაზეც ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ. პირადად შევხვდი მამა გიორგის. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე კლინიკიდან გაწერა გამორიცხულია, რადგან სტაბილური მდგომარეობა არ აქვს. ინსულტის ნიშნები არის, მაგრამ კერას ვერ ნახულობენ. მაგის ძიებაში არიან," - განაცხადა რამიშვილმა.

მისივე თქმით, მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაართულა ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმაც, რაც მისი ძმის, თორნიკე მამალაძის საპატრიარქოსთან აქციებს უკავშირდება.

"სულიერი სიძლიერე სჭირდებოდა და ისიც არ არგუნეს. აფერუმ მათ კაცობას, ღირსებას და ამბიონიდან ქადაგებას", - დასძინა რამიშვილმა.

დეკანოზ მამალაძის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა მისმა ძმამ თორნიკე მამალაძემაც. როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მამა გიორგის ინსულტი აქვს, მარჯვენა ხელი აქვს გაკავებული და მეტყველების უნარი ჰქონდა დაკარგული.

"ღამით, 12-ის ნახევარზე დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი ძმა ცუდად იყო. როგორც მოგვიანებით გავიგე, დღის 2 საათზე ჰქონია ჩემს ძმას შეტევა და 3-4 საათზე გადაიყვანეს კლინიკაში. ექიმმა მითხრა, გადარჩა, რადგან მისი ორგანიზმი ახალგაზრდაა, ინსულტის განმეორების შემთხვევაში, მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებაო. თავიდანვე, როცა საპატრიარქოსთან მივედით, ვამბობდით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული იყო, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მომხდარა, ამ არაადამიანებმა ეს ყურადაც არ იღეს, არც შესულან მასთან", - აცხადებს თორნიკე მამალაძე.

მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეატყობინეს, მან საპატრიაქროში დარეკა, თუმცა, ძმის მოსანახულებლად არავინ მისულა.

"როცა ციხიდან დამირეკეს და მითხრეს რაც მოხდა, საპატრიარქოში დავრეკე და საქმის კურსში ჩავაყენე, მაგრამ არც ერთმა მათგანმა არ ისურვა მისვლა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს, რომლებიც საპატრიარქოში არიან, ჩემი ძმის სრულად განადგურება უნდათ, მაგრამ ერთს ვიტყვი, ვერ ეღირსებიან ვერასდროს! ნუთუ ვერაფრით ვუშველი ჩემს უდანაშაულო ძმას?! მას რომ რამე მოუვიდეს, ცხოვრებას ვერ გავაგრძელებ", - აცხადებს თორნიკე მამალაძე.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში წუხელ, 21:35 საათზე გადაიყვანეს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ