პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უჭირს მეტყველება და ვერ ამოძრავებს მარჯვენა კიდურს" - როგორია დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობა
"უჭირს მეტყველება და ვერ ამოძრავებს მარჯვენა კიდურს" - როგორია დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობა

უჭირს მე­ტყვე­ლე­ბა და ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ ვერ ამოძ­რა­ვებს მარ­ჯვე­ნა კი­დურს, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის ად­ვო­კატ­მა, გი­ორ­გი ფან­ცუ­ლა­ი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კვლე­ვე­ბი ამ ეტაპ­ზეც მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა უკვე ცნო­ბი­ლია, რომ დე­კა­ნო­ზი მომ­დევ­ნო რამ­დე­ნი­მე დღე კლი­ნი­კა­ში დარ­ჩე­ბა. მი­სი­ვე თქმით, მა­მა­ლა­ძეს რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში პა­ლა­ტა­ში გა­და­იყ­ვა­ნენ.

"უჭირს მე­ტყვე­ლე­ბა და ვერ ამოძ­რა­ვებს მარ­ჯვე­ნა კი­დურს, უჭირს სიმ­ძი­მის და­კა­ვე­ბა. ჩვენ ჯერ არ შევ­ხვედ­რილ­ვართ და მი­ვი­ღეთ პი­რო­ბა, რომ როცა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, ვნა­ხავთ დე­კა­ნოზს. იმე­დია, მდგო­მა­რე­ო­ბა არ გა­უ­ა­რეს­დე­ბა. კვლე­ვე­ბი ახ­ლაც მიმ­დი­ნა­რე­ობს", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი ფან­ცუ­ლა­ი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, მსჯავ­რდე­ბუ­ლი დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე კლი­ნი­კა­ში გუ­შინ გა­და­იყ­ვა­ნეს. ინ­ფორ­მა­ცია პე­ნი­ტენ­ცი­უ­რმა სამ­სა­ხურ­მა გა­ავ­რცე­ლა.

"მსჯავ­რდე­ბუ­ლი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე, წი­ნას­წა­რი დი­აგ­ნო­ზით ჰი­პერ­ტო­ნუ­ლი კრი­ზი, თა­ვის ტვი­ნის ტრან­ზი­ტო­რუ­ლი ტი­პის იშე­მი­უ­რი შე­ტე­ვა, N9 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. მიმ­დი­ნა­რე წლის 15 თე­ბერ­ვალს, 18.38 სა­ათ­ზე გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძემ შე­უძ­ლოდ იგ­რძნო თავი. და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის მიერ მას 18.41 სა­ა­თი­დან გა­ე­წია პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა და გა­მო­ძა­ხე­ბულ იქნა სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და, ასე­ვე ექი­მი ნევ­რო­ლო­გი.19.18 სა­ათ­ზე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და გა­მო­ცხად­და. მსჯავ­რდე­ბუ­ლის­თვის გა­და­ღე­ბულ­მა კარ­დი­ოგ­რა­მამ არ­სე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბი არ უჩ­ვე­ნა, რის გა­მოც გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის სტა­ცი­ო­ნარ­ში გა­დაყ­ვა­ნა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მედ­პერ­სო­ნალ­მა სა­ჭი­როდ არ მი­იჩ­ნია.

21.35 სა­ათ­ზე და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მედ­პერ­სო­ნალ­მა კვლავ გა­მო­ი­ძა­ხა სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და, რის შე­დე­გა­დაც მსჯავ­რდე­ბუ­ლი შემ­დგო­მი კვლე­ვე­ბი­სათ­ვის სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის კლი­ნი­კა­ში მო­თავ­სდა", - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

"უჭირს მეტყველება და ვერ ამოძრავებს მარჯვენა კიდურს" - როგორია დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობა

"უჭირს მეტყველება და ვერ ამოძრავებს მარჯვენა კიდურს" - როგორია დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობა

უჭირს მეტყველება და ჩვეულებისამებრ ვერ ამოძრავებს მარჯვენა კიდურს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ განუცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, კვლევები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ დეკანოზი მომდევნო რამდენიმე დღე კლინიკაში დარჩება. მისივე თქმით, მამალაძეს რამდენიმე საათში პალატაში გადაიყვანენ.

"უჭირს მეტყველება და ვერ ამოძრავებს მარჯვენა კიდურს, უჭირს სიმძიმის დაკავება. ჩვენ ჯერ არ შევხვედრილვართ და მივიღეთ პირობა, რომ როცა შესაძლებელი იქნება, ვნახავთ დეკანოზს. იმედია, მდგომარეობა არ გაუარესდება. კვლევები ახლაც მიმდინარეობს", - აღნიშნა გიორგი ფანცულაიამ.

შეგახსენებთ, მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს. ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა.

"მსჯავრდებული გიორგი მამალაძე, წინასწარი დიაგნოზით ჰიპერტონული კრიზი, თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევა, N9 პენიტენციური დაწესებულებიდან სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მიმდინარე წლის 15 თებერვალს, 18.38 საათზე გიორგი მამალაძემ შეუძლოდ იგრძნო თავი. დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მიერ მას 18.41 საათიდან გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, ასევე ექიმი ნევროლოგი.19.18 საათზე დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოცხადდა. მსჯავრდებულისთვის გადაღებულმა კარდიოგრამამ არსებითი ცვლილებები არ უჩვენა, რის გამოც გიორგი მამალაძის სტაციონარში გადაყვანა სასწრაფო დახმარების მედპერსონალმა საჭიროდ არ მიიჩნია.

21.35 საათზე დაწესებულების მედპერსონალმა კვლავ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რის შედეგადაც მსჯავრდებული შემდგომი კვლევებისათვის სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მოთავსდა", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ