კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თიბისი ბანკის" გარშემო განვითარებული მოვლენები ბევრ კითხვას აჩენს" - არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება
"თიბისი ბანკის" გარშემო განვითარებული მოვლენები ბევრ კითხვას აჩენს" - არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

რამ­დე­ნი­მე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "თი­ბი­სი ბან­კის" გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სს „თი­ბი­სი ბან­კის“ გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ბევრ კი­თხვას აჩენს. გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ხელ­მომ­წე­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ვეხ­მა­უ­რე­ბით ბოლო პე­რი­ოდ­ში, სს „თი­ბი­სი ბან­კის“ გარ­შე­მო მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს. სა­ჯა­როდ ხელ­მი­საწ­ვდო­მი ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მიგ­ვაჩ­ნია, რომ კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ღე­ბუ­ლი ნაჩ­ქა­რე­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი კი­თხვის ნიშ­ნებს აჩენს, რაც თა­ვის მხრივ, საფრ­თხეს უქ­მნის ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ფი­ნან­სურ სტა­ბი­ლუ­რო­ბას.

მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის გამო, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ბან­კმა გან­მარ­ტოს მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სს „თი­ბი­სი ბან­კის“ სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო­დან კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის გაწ­ვე­ვის თა­ო­ბა­ზე. ამად­რო­უ­ლად, შე­სა­ბა­მის­მა სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა უწყე­ბებ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ა­წო­დონ ინ­ფორ­მა­ცია სს „თი­ბი­სი ბან­კის“ ან/და მისი აქ­ცი­ო­ნე­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ. ვფიქ­რობთ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პრო­ცე­სი წა­რი­მარ­თოს ისე, რომ არ შე­ფერ­ხდეს სს „თი­ბი­სი ბან­კის“ საქ­მი­ა­ნო­ბა და სხვა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ამავდრო­უ­ლად, პა­სუ­ხის გა­ე­ცეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ კი­თხვებს, რათა გა­მო­ი­რი­ცხოს ყო­ველ­გვა­რი ეჭვი შერ­ჩე­ვი­თი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე. სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტის ერ­თობ­ლი­ვი ქმე­დე­ბე­ბი კონ­კრე­ტუ­ლი ფი­ნან­სუ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, სწო­რედ ამ­გვარ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ქმნის",- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც ხელს აწე­რენ ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფონ­დი (OSGF), სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა (GDI), ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი (IDFI), სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი (ISFED) და სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო (TI).

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"თიბისი ბანკის" გარშემო განვითარებული მოვლენები ბევრ კითხვას აჩენს" - არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

"თიბისი ბანკის" გარშემო განვითარებული მოვლენები ბევრ კითხვას აჩენს" - არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია "თიბისი ბანკის" გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

როგორც ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სს „თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებული მოვლენები ბევრ კითხვას აჩენს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით ბოლო პერიოდში, სს „თიბისი ბანკის“ გარშემო მიმდინარე მოვლენებს. საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ კერძო საკუთრების, განსაკუთრებით წარმატებული ფინანსური ორგანიზაციის წინააღმდეგ მიღებული ნაჩქარევი გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნებს აჩენს, რაც თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ფინანსურ სტაბილურობას.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, მნიშვნელოვანია, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განმარტოს მიღებული გადაწყვეტილება სს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოდან კონკრეტული პირების გაწვევის თაობაზე. ამადროულად, შესაბამისმა სამართალდამცავმა უწყებებმა საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია სს „თიბისი ბანკის“ ან/და მისი აქციონერების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების შესახებ. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, პროცესი წარიმართოს ისე, რომ არ შეფერხდეს სს „თიბისი ბანკის“ საქმიანობა და სხვა, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. ამავდროულად, პასუხის გაეცეს საზოგადოებაში არსებულ კითხვებს, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი შერჩევითი მართლმსაჯულების გამოყენების თაობაზე. სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის ერთობლივი ქმედებები კონკრეტული ფინანსური დაწესებულების წინააღმდეგ, სწორედ ამგვარ შთაბეჭდილებას ქმნის",- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ღია საზოგადოების ფონდი (OSGF), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), სამართლიანი არჩევნები (ISFED) და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI).

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ