საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წინასწარმეტყველება", რომელიც ხაზარაძეს აუხდა, ანუ რატომ "გახსნა ცეცხლი" ეროვნულმა ბანკმა
"წინასწარმეტყველება", რომელიც ხაზარაძეს აუხდა, ანუ რატომ "გახსნა ცეცხლი" ეროვნულმა ბანკმა

ერ­თთვი­ა­ნი სი­ჩუ­მის შემ­დეგ "თი­ბი­სი ბან­კი­სა" და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის თავ­ზე კვლავ და­ი­წყო შავ­მა ღრუბ­ლებ­მა თა­ვის მოყ­რა. "ცე­ცხლი" ამ­ჯე­რად ეროვ­ნულ­მა ბან­კმა "გახ­სნა", რო­მელ­მაც მო­ი­თხო­ვა, რომ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ და­ტო­ვონ "თი­ბი­სი" ბან­კის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლი პოს­ტე­ბი.

ეს არ იყო მო­უ­ლოდ­ნე­ლი, რად­გან ხა­ზა­რა­ძეს ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რა­ტუ­რამ ჯერ კი­დევ ერთი თვის წინ გა­უგ­ზავ­ნა "პი­რა­დი შე­ტყო­ბი­ნე­ბა" იმ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მოკ­ლედ, შე­გახ­სე­ნებთ, რომ ერთ-ერ­თმა სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტალ­მა იან­ვრის და­სა­წყის­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტი­ა­ი­მის შე­სა­ხებ, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ "თი­ბი­სი ბანკთან" და­კავ­ში­რე­ბით ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის მუხ­ლით გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო (სტა­ტი­ა­ში ისე­თი დე­ტა­ლე­ბი იყო, რომ ბევ­რს პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­მომ­ძი­ებ­ლის და­წე­რი­ლი ეგო­ნა). მე­ო­რე დღეს, სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე პრო­კუ­რა­ტუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ლა­მის სი­ტყვა სი­ტყვით გა­ი­მე­ო­რა სტა­ტია, ერთი ეპი­ზო­დის გარ­და - კერ­ძოდ, სტა­ტი­ა­ში ეწე­რა, რომ ხა­ზა­რა­ძე და ჯა­ფა­რი­ძე ბან­კის მარ­თვას ჩა­მო­ა­შო­რეს, რაც მა­შინ პრო­კუ­რა­ტუ­რამ უარ­ყო.

ჩვენ 15 იან­ვარს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში ვი­ვა­რა­უ­დეთ, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა ხა­ზა­რა­ძეს აფრ­თხი­ლებ­და, რომ თუ "ჭკვი­ა­ნად არ მო­იქ­ცე­ო­და", სტა­ტი­ის ეს ეპი­ზო­დიც გა­ო­ფი­ცი­ა­ლურ­დე­ბო­და.

"წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა" ერთი თვის შემ­დეგ ახდა. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ ამ ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში "თი­ბი­სი ბან­კის" გარ­შე­მო ატე­ხი­ლი სკან­და­ლის კუ­ლუ­ა­რუ­ლად მოგ­ვა­რე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა, ანუ მხა­რე­ებ­მა საქ­მე "ვერ და­ა­ლა­გეს". ამის მცდე­ლო­ბა რომ იქ­ნე­ბო­და, ამა­ში ეჭ­ვიც არ გვე­პა­რე­ბა, რად­გან იან­ვრის და­სა­წყი­სის შემ­დეგ პრო­კუ­რა­ტუ­რა-ეროვ­ნუ­ლი ბან­კიც და­დუმ­დნენ და "თი­ბი­სი ბან­კიც".

მდგო­მა­რე­ო­ბა რომ გამ­წვავ­და, ამას მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის "ფე­ის­ბუკპოს­ტიც" ადას­ტუ­რებს. ფრთხი­ლი და მო­ზო­მი­ლი ბან­კი­რი წერს: "ჩვენ არ დავ­თმობთ ჩვენს საქ­მეს, ჩვენს თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ჩვენს ღირ­სე­ბას, არ შე­ვე­გუ­ე­ბით უსა­მარ­თლო­ბას..."

პა­სუ­ხი მთა­ვარ კი­თხვა­ზე, თუ რას ემ­სა­ხუ­რე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რა-ეროვ­ნუ­ლი ბან­კის შე­ტე­ვა "თი­ბი­სი ბანკზე" შე­საძ­ლოა, ისევ ხა­ზა­რა­ძის "ფე­ის­ბუკპოს­ტში" ვი­პო­ვოთ: "დიდ ეჭვს იწ­ვევს ისიც, რომ ასე­თი აჩ­ქა­რე­ბუ­ლი ტემ­პით გა­მო­ტა­ნი­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ჩვე­ნი რე­პუ­ტა­ცი­ის შემ­ლახ­ვე­ლი კამ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბა ხდე­ბა სწო­რედ ახლა, რო­დე­საც ასე ახ­ლოს ვართ ქვეყ­ნის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პრო­ექ­ტის - ანაკ­ლი­ის პორ­ტის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას­თან".

არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა არის ბოლო გაფრ­თხი­ლე­ბა ხა­ზა­რა­ძი­სად­მი, რომ "ჭკვი­ა­ნად მო­იქ­ცეს".

თუ მარ­თა­ლია ის ვერ­სია, რომ ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტი­დან "თი­ბი­სი ბან­კის" დამ­ფუძ­ნებ­ლის გა­ძე­ვე­ბა სურთ, მა­შინ "ჭკვი­ა­ნად მოქ­ცე­ვა" გუ­ლის­ხმობს შემ­დეგს: ხა­ზა­რა­ძემ წყნა­რად, ზედ­მე­ტი ხმა­უ­რის გა­რე­შე, ლე­გა­ლუ­რად დათ­მოს ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტი. ზედ­მე­ტი ხმა­უ­რი ანაკ­ლი­ის გარ­შე­მო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და და­ინ­ტე­რე­სე­ბულ დიდი გავ­ლე­ნის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს არ აწყობთ, რად­გან ამ კონ­სორ­ცი­უმ­ში ამე­რი­კუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სი დი­დია და შე­საძ­ლოა, აშშ-ს გარ­კვე­უ­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ, თუ რა ხდე­ბა ამ სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის პრო­ექ­ტის ირ­გვლივ...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"წინასწარმეტყველება", რომელიც ხაზარაძეს აუხდა, ანუ რატომ "გახსნა ცეცხლი" ეროვნულმა ბანკმა

"წინასწარმეტყველება", რომელიც ხაზარაძეს აუხდა, ანუ რატომ "გახსნა ცეცხლი" ეროვნულმა ბანკმა

ერთთვიანი სიჩუმის შემდეგ "თიბისი ბანკისა" და მამუკა ხაზარაძის თავზე კვლავ დაიწყო შავმა ღრუბლებმა თავის მოყრა. "ცეცხლი" ამჯერად ეროვნულმა ბანკმა "გახსნა", რომელმაც მოითხოვა, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დატოვონ "თიბისი" ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი პოსტები.

ეს არ იყო მოულოდნელი, რადგან ხაზარაძეს ამის შესახებ პროკურატურამ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გაუგზავნა "პირადი შეტყობინება" იმ მედიასაშუალებით, რომელიც, სავარაუდოდ, ძალოვან სტრუქტურებთან არის დაკავშირებული. მოკლედ, შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთმა საინფორმაციო პორტალმა იანვრის დასაწყისში გამოაქვეყნა სტატიაიმის შესახებ, რომ პროკურატურამ "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით ფულის გათეთრების მუხლით გამოძიება დაიწყო (სტატიაში ისეთი დეტალები იყო, რომ ბევრს პროკურატურის გამომძიებლის დაწერილი ეგონა). მეორე დღეს, საგანგებო ბრიფინგზე პროკურატურის წარმომადგენელმა ლამის სიტყვა სიტყვით გაიმეორა სტატია, ერთი ეპიზოდის გარდა - კერძოდ, სტატიაში ეწერა, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ბანკის მართვას ჩამოაშორეს, რაც მაშინ პროკურატურამ უარყო.

ჩვენ 15 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში ვივარაუდეთ, რომ პროკურატურა ხაზარაძეს აფრთხილებდა, რომ თუ "ჭკვიანად არ მოიქცეოდა", სტატიის ეს ეპიზოდიც გაოფიციალურდებოდა.

"წინასწარმეტყველება" ერთი თვის შემდეგ ახდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში "თიბისი ბანკის" გარშემო ატეხილი სკანდალის კულუარულად მოგვარება ვერ მოხერხდა, ანუ მხარეებმა საქმე "ვერ დაალაგეს". ამის მცდელობა რომ იქნებოდა, ამაში ეჭვიც არ გვეპარება, რადგან იანვრის დასაწყისის შემდეგ პროკურატურა-ეროვნული ბანკიც დადუმდნენ და "თიბისი ბანკიც".

მდგომარეობა რომ გამწვავდა, ამას მამუკა ხაზარაძის "ფეისბუკპოსტიც" ადასტურებს. ფრთხილი და მოზომილი ბანკირი წერს: "ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს საქმეს, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს ღირსებას, არ შევეგუებით უსამართლობას..."

პასუხი მთავარ კითხვაზე, თუ რას ემსახურება პროკურატურა-ეროვნული ბანკის შეტევა "თიბისი ბანკზე" შესაძლოა, ისევ ხაზარაძის "ფეისბუკპოსტში" ვიპოვოთ: "დიდ ეჭვს იწვევს ისიც, რომ ასეთი აჩქარებული ტემპით გამოტანილი გადაწყვეტილება და ჩვენი რეპუტაციის შემლახველი კამპანიის წარმოება ხდება სწორედ ახლა, როდესაც ასე ახლოს ვართ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის - ანაკლიის პორტის წარმატებით განხორციელებასთან".

არ არის გამორიცხული, რომ ეროვნული ბანკის ზემოხსენებული განცხადება არის ბოლო გაფრთხილება ხაზარაძისადმი, რომ "ჭკვიანად მოიქცეს".

თუ მართალია ის ვერსია, რომ ანაკლიის პროექტიდან "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის გაძევება სურთ, მაშინ "ჭკვიანად მოქცევა" გულისხმობს შემდეგს: ხაზარაძემ წყნარად, ზედმეტი ხმაურის გარეშე, ლეგალურად დათმოს ანაკლიის პროექტი. ზედმეტი ხმაური ანაკლიის გარშემო ხელისუფლებას და დაინტერესებულ დიდი გავლენის მქონე ადამიანებს არ აწყობთ, რადგან ამ კონსორციუმში ამერიკული პოლიტიკური ინტერესი დიდია და შესაძლოა, აშშ-ს გარკვეული სტრუქტურები დაინტერესდნენ, თუ რა ხდება ამ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის ირგვლივ...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ