პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სომხეთმა სირიაში დახმარება გაგზავნა - "სრული სვლით უკან: ნაცრისფერი პოსტსაბჭოთა რუსეთისკენ..."
სომხეთმა სირიაში დახმარება გაგზავნა - "სრული სვლით უკან: ნაცრისფერი პოსტსაბჭოთა რუსეთისკენ..."

სომ­ხე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, სომ­ხე­თის სამ­ხედ­რო მი­სია სი­რი­ა­ში, ალე­პოს პრო­ვინ­ცი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა. უწყე­ბის ცნო­ბით, სო­მე­ხი სამ­ხედ­რო­ე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ი­ღე­ბენ სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში, რად­გან მათ სი­რი­ა­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მიზ­ნე­ბი ექ­ნე­ბათ.

სომ­ხუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, 8 თე­ბერ­ვალს, 83 ადა­მი­ა­ნით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი ჯგუ­ფი, მათ შო­რის სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სი­რი­ა­ში გა­ემ­გზავრნენ.

სომ­ხე­თი­დან სი­რი­ა­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მი­სი­ის გაგ­ზავ­ნას ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია და ოპო­ზი­ცია მწვა­ვედ აკ­რი­ტი­კებს. მათი პო­ზი­ცი­ით, სომ­ხე­თი, რო­მელ­საც აქვს ამ­ბი­ცია და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო იყოს, საკ­ვან­ძო სა­კი­თხებ­ში მა­ინც რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებს ით­ვა­ლის­წი­ნებს...

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა სერ­გეი შო­ი­გუმ ერე­ვანს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­უ­წო­ნა და აღ­ნიშ­ნა, რომ სომ­ხე­თი პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნაა, რო­მელ­მაც სი­რი­ე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა გა­და­წყვი­ტა.

"სა­გა­რეო მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დად­გმუ­ლი პორ­ვე­ლი და მკვეთ­რად არას­წო­რი ნა­ბი­ჯი" - ასე შე­ა­ფა­სეს სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ქვეყ­ნის ოპო­ზი­ცი­ურ­მა ძა­ლებ­მა. მათი გან­ცხა­დე­ბით, რუ­სეთ-სი­რი­ის კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რა სომ­ხე­თის ურ­თი­ერ­თო­ბას სხვა ქვეყ­ნებ­თან და­ა­ზა­რა­ლებს.

სო­მე­ხი პო­ლი­ტო­ლო­გე­ბის თქმით, "სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში, სომ­ხე­თის მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი, დიდი რის­კის ფა­სად ილ­ტვი­ან ნა­ტო­სა და და­სავ­ლე­თის­კენ, მათი ეგი­დით სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, რათა და­სავ­ლე­თის მხარ­და­ჭე­რა მო­ი­პო­ვონ. მათ უკვე აქვთ ამ მხრივ რე­ა­ლუ­რი და კარ­გი შე­დე­გე­ბი, გან­სხვა­ვე­ბით სომ­ხე­თის­გან".

სომ­ხუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, სომ­ხე­თის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ მი­ე­სალ­მე­ბა ამე­რი­კაც.

"ამე­რი­კის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია სომ­ხეთ­სა და რუ­სეთს შო­რის ამ მი­სი­ა­ში რა­ი­მე თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. რუ­სე­თი თა­ნამ­შრომ­ლობ­და ასა­დის რე­ჟიმ­თან, რო­მე­ლიც ხო­ცავ­და მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას და მათი პო­ლი­ტი­კა ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კა­ტას­ტრო­ფის მი­ზე­ზი გახ­და. საქ­მე ის არის, რომ რუ­სე­თი კვლა­ვაც აგ­რძე­ლებს ასა­დის რე­ჟი­მის დაც­ვას სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე...” - ნათ­ქვა­მია აშშ-ის სა­ელ­ჩოს გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც სომ­ხუ­რი მე­დია ავ­რცე­ლებს.

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, სამ­წუ­ხა­როა, რომ ფა­ში­ნი­ან­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, გარ­კვე­უ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი­სა და კომ­პრო­მი­სე­ბის სა­ნაც­ვლოდ, გა­ამ­ყა­რა ეჭვი იმა­ზე, რომ რუ­სე­თის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა ასე ად­ვი­ლი არ არის და რომ სომ­ხეთ­ში რუ­სე­თის გავ­ლე­ნა ჯერ კი­დევ იმა­ზე დი­დია, ვიდ­რე ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას წარ­მო­უდ­გე­ნია.

პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია "სას­ნა ცრე­რი" სი­რი­ა­ში კონ­ტი­გენ­ტის გაგ­ზავ­ნას "რუ­სეთ­თან სომ­ხე­თის კო­ლო­ნი­ა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით ხსნის". Кавказский Узел-ს ცნო­ბით, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის თქმით, "ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სერჟ სარ­გსი­ა­ნის დროს რომ მი­ე­ღოთ, ახ­ლან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მას მწვა­ვედ გა­აკ­რი­ტი­კებ­და".

"დიდ სა­ი­დუმ­ლოს არ წარ­მო­ად­გენს, რომ ეს არის ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სურს თავი მო­ა­წო­ნოს რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს და ამ გზით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ძა­ლა­უფ­ლე­ბა სომ­ხეთ­ში..." - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ბო­რის მუ­რა­ზი.

"სა­ინ­ტე­რე­სოა რა­ტომ დუ­მან უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­გვარ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სერჟ სარ­გსი­ანს არ აპა­ტი­ებ­დნენ? გა­სა­გე­ბია, კარ­გად მო­ე­წყვნენ ხო?" - წერს ანი კა­გი­ნი­ა­ნი.

"სრუ­ლი სვლით უკან - ნაც­რის­ფე­რი პოსტსაბ­ჭო­თა რუ­სე­თის­კენ! გი­ლო­ცავთ!" - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი სტუ­დენ­ტი მი­ნი­აკ აშ­ტო­ი­ა­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

სომხეთმა სირიაში დახმარება გაგზავნა - "სრული სვლით უკან: ნაცრისფერი პოსტსაბჭოთა რუსეთისკენ..."

სომხეთმა სირიაში დახმარება გაგზავნა - "სრული სვლით უკან: ნაცრისფერი პოსტსაბჭოთა რუსეთისკენ..."

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სომხეთის სამხედრო მისია სირიაში, ალეპოს პროვინციაში გაემგზავრა. უწყების ცნობით, სომეხი სამხედროები მონაწილეობას არ მიიღებენ საომარ მოქმედებებში, რადგან მათ სირიაში ჰუმანიტარული მიზნები ექნებათ.

სომხური მედიის ცნობით, 8 თებერვალს, 83 ადამიანით დაკომპლექტებული ჯგუფი, მათ შორის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები სირიაში გაემგზავრნენ.

სომხეთიდან სირიაში ჰუმანიტარული მისიის გაგზავნას ადგილობრივი მედია და ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს. მათი პოზიციით, სომხეთი, რომელსაც აქვს ამბიცია დამოუკიდებელი სახელმწიფო იყოს, საკვანძო საკითხებში მაინც რუსეთის ინტერესებს ითვალისწინებს...

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ერევანს გადაწყვეტილება მოუწონა და აღნიშნა, რომ სომხეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სირიელების დახმარება გადაწყვიტა.

"საგარეო მიმართულებით გადადგმული პორველი და მკვეთრად არასწორი ნაბიჯი" - ასე შეაფასეს სომხეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება ქვეყნის ოპოზიციურმა ძალებმა. მათი განცხადებით, რუსეთ-სირიის კავშირის მხარდაჭერა სომხეთის ურთიერთობას სხვა ქვეყნებთან დააზარალებს.

სომეხი პოლიტოლოგების თქმით, "სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სომხეთის მეზობელი ქვეყნები, დიდი რისკის ფასად ილტვიან ნატოსა და დასავლეთისკენ, მათი ეგიდით სამშვიდობო მისიებში მონაწილეობენ, რათა დასავლეთის მხარდაჭერა მოიპოვონ. მათ უკვე აქვთ ამ მხრივ რეალური და კარგი შედეგები, განსხვავებით სომხეთისგან".

სომხური მედიის ცნობით, სომხეთის ამ გადაწყვეტილებას არ მიესალმება ამერიკაც.

"ამერიკისთვის მიუღებელია სომხეთსა და რუსეთს შორის ამ მისიაში რაიმე თანამშრომლობა. რუსეთი თანამშრომლობდა ასადის რეჟიმთან, რომელიც ხოცავდა მშვიდობიან მოსახლეობას და მათი პოლიტიკა ჰუმანიტარული კატასტროფის მიზეზი გახდა. საქმე ის არის, რომ რუსეთი კვლავაც აგრძელებს ასადის რეჟიმის დაცვას საერთაშორისო არენაზე...” - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში, რომელსაც სომხური მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, სამწუხაროა, რომ ფაშინიანმა, სავარაუდოდ, გარკვეული პოზიციებისა და კომპრომისების სანაცვლოდ, გაამყარა ეჭვი იმაზე, რომ რუსეთისგან თავის დაღწევა ასე ადვილი არ არის და რომ სომხეთში რუსეთის გავლენა ჯერ კიდევ იმაზე დიდია, ვიდრე ადგილობრივ მოსახლეობას წარმოუდგენია.

პოლიტიკური პარტია "სასნა ცრერი" სირიაში კონტიგენტის გაგზავნას "რუსეთთან სომხეთის კოლონიალური დამოკიდებულებით ხსნის". Кавказский Узел-ს ცნობით, სოციალური ქსელის მომხმარებლების თქმით, "ეს გადაწყვეტილება სერჟ სარგსიანის დროს რომ მიეღოთ, ახლანდელი ხელისუფლება მას მწვავედ გააკრიტიკებდა".

"დიდ საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ეს არის ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილება, სურს თავი მოაწონოს რუსეთის პრეზიდენტს და ამ გზით შეინარჩუნოს ძალაუფლება სომხეთში..." - წერს ინტერნეტმომხმარებელი ბორის მურაზი.

"საინტერესოა რატომ დუმან უფლებადამცველები, რომლებიც ამგვარ გადაწყვეტილებას სერჟ სარგსიანს არ აპატიებდნენ? გასაგებია, კარგად მოეწყვნენ ხო?" - წერს ანი კაგინიანი.

"სრული სვლით უკან - ნაცრისფერი პოსტსაბჭოთა რუსეთისკენ! გილოცავთ!" - წერს ადგილობრივი სტუდენტი მინიაკ აშტოიანი.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე