მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მკითხველის რჩევით
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ყოველდღიურობა მზიან დღეებად იქცა..." - როგორ ცხოვრობს სოფელში გადასვლის შემდეგ ყოფილი დეპუტატი მარიამ საჯაია
"ჩემი ყოველდღიურობა მზიან დღეებად იქცა..." - როგორ ცხოვრობს სოფელში გადასვლის შემდეგ ყოფილი დეპუტატი მარიამ საჯაია

ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი მა­რი­ამ სა­ჯა­ია, მას შემ­დეგ, რაც 2018 წელს სა­ცხოვ­რებ­ლად მუხ­რან­ში გა­და­ვი­და, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­გობ­რებს სა­კუ­თა­რი სოფ­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის ამ­ბებს უყ­ვე­ბა და ფო­ტო­ებ­საც უზი­ა­რებს. ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი მუხ­რან­ში შვილ­თან და მე­უღ­ლეს­თან, ზურა ქავ­თა­რა­ძეს­თან ერ­თად ცხოვ­რობს. მა­რი­ა­მი უკვე, სა­კუ­თა­რი პრო­ექ­ტით, სახ­ლსაც აშე­ნებს.

"იყო დრო, ერთი საყ­ვა­რე­ლი მანტრა მქონ­და აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი: დაე, ყვე­ლა არ­სე­ბა ყველ­გან იყოს ბედ­ნი­ე­რი და თა­ვი­სუ­ფა­ლი. მერე ცოტა მი­ზანტრო­ფი­ამ დამ­რია ხელი, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ გემ­რი­ელ­მა ბა­ლან­სმა, რო­მე­ლიც რო­გორ­ღაც­ნა­ი­რად სა­კუ­თა­რი თა­ვის და სამ­ყა­როს ერ­თი­ა­ნო­ბად აღ­ქმით მი­ვი­ღე, სრუ­ლი­ად გა­აქ­რო სა­ყო­ველ­თაო ზრუნ­ვაც და მი­ზანტრო­ფი­აც. ან ვიცე ვერ­სა, კი არ გა­აქ­რო, ორი­ვე, ეს ორი ურ­თი­ერ­თწი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გარ­კვე­ულ ერ­თი­ა­ნო­ბა­დაც კი აქ­ცია... რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი ურ­თი­ერ­თწი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი მთელ სამ­ყა­რო­ში. ინი და იანი და ბუმ­ბე­რა­ზი კლა­სი­კო­სე­ბი მა­ინც ახ­ლას და­ვუბ­რუნ­დე­ბი (რად­გან წარ­სუ­ლი არ არ­სე­ბობს, ისე­ვე რო­გორც მო­მა­ვა­ლი) და მა­ინც ბედ­ნი­ე­რე­ბას და თა­ვი­სუფ­ლე­ბას ვუ­სურ­ვებ ყვე­ლას - "ჩემ­სა­ვით" ახლა უკვე შე­მიძ­ლია და­ვა­მა­ტო ამ მზი­ან სი­ტყვებს. ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა რომ ამ მზი­ან დღე­ე­ბად იქცა ამი­ტომ და ამის გა­ნა­წი­ლე­ბა რომ არ გვე­ნა­ნე­ბა, ამი­ტო­მაც ფაქ­ტებ­ზე კი შემ­დეგს ვი­ტყვი - სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა გახ­სნი­ლად გა­მოგ­ვი­ცხა­დე­ბია", - წერს მა­რი­ა­მი.

"მშრო­მე­ლი ხალ­ხის სა­ლა­მი. სახ­ლის საყ­რდენ სვე­ტებს ვამ­ზა­დებთ. აღე­მართრე­ე­ნი­ი­ი­ით!"

"რაღა მე და რაღა გე­პე­ის სტუ­დენ­ტი. ვზი­ვარ, ვხა­ზავ და ვხა­ზავ. ვნა­ხოთ, რა გა­მო­ვა ჩემი და­ხა­ზუ­ლი სახ­ლი", - წერს მა­რი­ამ სა­ჯა­ია.

"თქვენ გა­აგ­რძე­ლეთ "მე რომ ბავ­შვო­ბა­ში ზიპ­ლა­ი­ნი მქო­ნო­და ეზო­ში..." ჩვენ არ ვი­ცით, უბ­რა­ლოდ ასე შევ­ნატ­რით მა­კა­კა ბავ­შვს, რო­მე­ლიც მერე არ ვიცი რა რო­გო­რი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ახლა რომ აქაა და ზიპ­ლა­ი­ნი რომ აქვს ეზო­ში, ძა­ლი­ან ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რია ამ ყვე­ლაფ­რით. ჯერ მარ­ტო იმი­ტომ მად­ლო­ბა, რომ ტყუ­ი­ლად არ მქო­ნია შენი იმე­დი"

"ვინც კი მხვდე­ბა და მეხ­მი­ა­ნე­ბა, თუმ­ცა კი ცოტა, ყვე­ლას პირ­ვე­ლი სათ­ქმე­ლია რა ლა­მა­ზად ვცხოვ­რობთ, რომ ფო­ტო­ებს ნა­ხუ­ლო­ბენ, რომ თვალს გვა­დევ­ნე­ბენ ფბზე. არა­და მე ხომ ვიცი, რო­გორ გავ­ზარ­მაც­დი ამა­სო­ბა­ში სოცქსელ­ში ამ­ბე­ბის გა­ზი­ა­რე­ბით. სრუ­ლი უმაქ­ნი­სო­ბა ჩემი ამ მხრივ ძაან უც­ნა­უ­რია. ეგრე სცოდ­ნია დალ­ხე­ნილ ცხოვ­რე­ბას, მაგ­რამ რად­გა­ნაც მა­ინც ძაან მომ­წონს ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ტი­ვი­რე­ბა (და ეს ცალ­სა­ხაა შემ­ხვედრ-შემ­ხმი­ა­ნებ­ლე­ბის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით), პი­რო­ბას ვდებ, რომ ვიბ­რძო­ლებ ჩემი გან­ცხრო­მი­ლო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სი­ზარ­მა­ცის წი­ნა­აღ­მდეგ. გა­და­ვი­ღებ მეტ ფო­ტოს ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი (ანუ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი) ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ, მოვ­ყვე­ბი მეტ ფე­რად ამ­ბავს, გა­გაც­ნობთ პა­ტა­რა, კოხ­ტა დე­ტა­ლებს და ვი­ჭყლო­პი­ნებ აქ, ზუს­ტად ისე რო­გორც ყო­ველ დი­ლით ვჭყლო­პი­ნებ ცხე­ლი ყა­ვის სმი­სას გა­დათრვი­ლულ ეზოს რომ გავ­ცქე­რი. ნელ­ნე­ლა მოვ­ყვე­ბი ერთ წელ­ზე ნაკ­ლებ დრო­ში რა (ანუ რამ­დე­ნი) გა­ვა­კე­თეთ და სახ­ლის შე­ნე­ბა­საც სულ წვრი­ლად აღვწერ", - წერს მა­რი­ა­მი.

ვიდ­რე სოფ­ლად გა­და­ბარ­გდე­ბო­და, მა­რი­ამ სა­ჯა­ი­ამ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ასე­თი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"27 წლის და ჩემი და­პა­ტა­რა­ვე­ბის ამ­ბა­ვი… მთე­ლი 27 წე­ლია… არა­ფე­რიც… ვერც ვე­რა­ფერს ვი­ტყვი, რომ მთე­ლი 27 წე­ლია რამე. სულ ცვლი­ლე­ბე­ბია. სულ დიდი ცვლი­ლე­ბე­ბი, ამოყი­რა­ვე­ბებს რომ ვე­ძა­ხი.და მომ­წონს. და მად­ლო­ბე­ლიც ვარ. კონ­კრე­ტუ­ლად არა რა­მეს, ვინ­მეს. მთე­ლი სამ­ყა­როს და ყვე­ლა, ჩემი გად­მო­სა­ხე­დი­დან, და­დე­ბი­თი თუ უარ­ყო­ფი­თი მოვ­ლე­ნის თუ ადა­მი­ა­ნის. ამ ყვე­ლა­ფერ­მა მო­ი­ტა­ნა გა­მოც­დი­ლე­ბა, გა­მოც­დი­ლე­ბებ­მა კი შემ­ქმნა ცვლი­ლე­ბე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი, სი­ახ­ლის მი­მართ არა­თუ მხო­ლოდ მიმ­ღე­ბე­ლი, მა­ძი­ე­ბე­ლიც.

ამ 27-ე წელს ისევ სი­ახ­ლეა. ისევ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და ახ­ლე­ბუ­რი. ისევ ამოყი­რა­ვე­ბა. ისევ არაფ­რით ჰგავს წი­ნებს, გარ­და ერთი რა­მი­სა – ბუ­ნე­ბის სი­ახ­ლო­ვის სურ­ვი­ლის და სიყ­ვა­რუ­ლის. ამ სურ­ვი­ლის და სიყ­ვა­რუ­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბამ, უპირ­ვე­ლეს პრი­ო­რი­ტე­ტად ქცე­ვამ, ადა­მი­ა­ნის ინ­სტინ­ქტმა, იყოს ბუ­ნე­ბის ჰარ­მო­ნი­ა­ში, გა­მო­იწ­ვია ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც, რომ აღარ ვი­ცხოვ­რო ბე­ტო­ნის ჯუნ­გლებ­ში, აღარ ვი­სუნ­თქო მტვრი­ა­ნი ნახ­ში­რორ­ჟან­გი, აღარ ვყი­დუ­ლობ­დე პო­ლი­ე­თი­ლე­ნის საკ­ვებს, აღარ მეს­მო­დეს სა­ცო­ბე­ბის გაბ­მუ­ლი გუ­გუ­ნი.

აქ, ამ ად­გი­ლას არ არის ხე­ე­ბის, ყვა­ვი­ლე­ბის, ჩი­ტე­ბის და თევ­ზე­ბის ად­გი­ლი. არც ადა­მი­ა­ნის. ადა­მი­ა­ნიც ისე­ვეა ბუ­ნე­ბის ნა­წი­ლი, მას­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მისი ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ მყო­ფი, რო­გორც ხე, ყვა­ვი­ლი, ჩიტი და თევ­ზი. ჩვენ სამ­ყა­როს უნი­ვერ­სა­ლუ­რი ჰარ­მო­ნი­ის, ბუ­ნე­ბის კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბის ნა­წი­ლი და მორ­ჩი­ლი ვართ, ვაც­ნო­ბი­ე­რებთ თუ არა, გვინ­და თუ არა.

მივ­ყვე­ბი ამ ძა­ხილს, ვი­ღებ გა­მოწ­ვე­ვას და ვდგამ ნა­ბიჯს. ჯერ პა­ტა­რას, ცოტა მეტი სი­ახ­ლო­ვით ბუ­ნე­ბას­თან. წა­ვალ და ვი­ცხოვ­რებ სო­ფელ­ში. ავი­შე­ნებ პა­ტა­რა, ეკო-მე­გობ­რულ სახ­ლს. დავრგავ ხე­ებს და ყვა­ვი­ლებს. ავა­შე­ნებ ჩი­ტე­ბის სახ­ლებს. გა­ვა­კე­თებ პა­ტა­რა გუ­ბუ­რას ლო­ტუ­სის ყვა­ვი­ლე­ბით. პა­ტარ-პა­ტა­რა, ახალ-ახალ ეკო­სის­ტე­მებს გა­ვა­ჩენ, სა­დაც ყვე­ლა არ­სე­ბა ჰარ­მო­ნი­ა­ში ვი­ცხოვ­რებთ. იქ იქ­ნე­ბა სახ­ლის­კენ მი­მა­ვა­ლი ბი­ლი­კი, რო­მელ­საც love street ერ­ქმე­ვა. მექ­ნე­ბა სუფ­თა ჰა­ე­რი და ჩემი მო­წე­უ­ლი პრო­დუქ­ტი, დი­ლის ნამ­ზე გაგ­რი­ლე­ბუ­ლი სიო და ჩი­ტე­ბის ყუ­რის­წამ­ღე­ბი ხმა­უ­რი. მეც მათ ნა­წი­ლად. მე ადა­მი­ა­ნის ფუნ­ქცი­აც ეს მგო­ნია. უს­მი­ნო და მიჰ­ყვე სა­კუ­თარ ბუ­ნებ­რივ და­ნიშ­ნუ­ლე­ბას. ცხოვ­რე­ბა არ არის ტან­ჯვა. არც ომია. არც სხვი­სი გა­ნად­გუ­რე­ბის ხარ­ჯზე სა­კუ­თა­რის შე­ნე­ბა. ასეა მათ­თვის, ვინც ამ­გვა­რად აღიქ­ვამს ცხოვ­რე­ბას, რად­გან გიბ­რუნ­დე­ბა ის, რა­საც თა­ვად ას­ხი­ვებ. ეგ არის ცხოვ­რე­ბა და ყვე­ლა ჩვენ­სას ჩვენ თვი­თონ ვქმნით ში­ნა­გა­ნი მიდ­გო­მით.

მოკ­ლედ, ასე­თია სი­ახ­ლე, რომ­ლის გამო არა­თუ გი­ჟი­ას და­მი­ძა­ხე­ბე­ნო, უკვე მე­ძა­ხი­ან.მუხ­რან­ში მივ­დი­ვარ მალე სა­ცხოვ­რებ­ლად. პა­ტა­რა ეზოა, პა­ტა­რა რუთი, ხე­ხი­ლის ბა­ღით, სა­ო­ცა­რი მი­წით, რო­მელ­ზეც ყვე­ლა­ფე­რი გა­ი­ხა­რებს, პირ­ველ რიგ­ში, იქ ჩა­სახ­ლე­ბუ­ლე­ბი. ბუ­კაც მო­დის. დღე­ებს ით­ვლის. მა­ლე­მა­ლეო. ასე მინ­დაო. სოფ­ლის სკო­ლა რომ ბევ­რს ვე­რა­ფერს მის­ცემს, ბევ­რჯერ ავუხ­სე­ნი. შენც მას­წავ­ლე იქა­ურ სკო­ლას­თან ერ­თა­დო. შენც გას­წავ­ლი და სხვა ბავ­შვებ­საც-მეთ­ქი, შევ­პირ­დი. ზუს­ტად ვიცი, ბევრ ბავ­შვს გა­უ­მარ­თლა. ზუს­ტად ვიცი, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, ძა­ლი­ან სწორ რა­მეს ვა­კე­თებ, ძა­ლი­ან ზღვა მო­ტი­ვა­ცია მაქვს და ასე ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ვა. მით უფრო ვარ­სკვლავ­ბი­ჭი Zappa რომ მყავს, სი­გი­ჟე­ე­ბის ცე­ცხლზე ნავ­თის­დამ­სხმე­ლი. soon: she lives on love street.

და აქვე: მუხ­რან­ში გა­და­ი­ღეს შე­რე­კი­ლე­ბი, იმ ცნო­ბი­ლი ფრა­ზით, ხომ გი­თხა­რი გაფ­რინ­დე­ბი­ა­ნო“, - წერ­და მა­რი­ამ სა­ჯა­ია.

შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია, რო­გორც ხე­დავთ, მა­რი­ამ­მა ოც­ნე­ბე­ბი აიხ­დი­ნა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
მკითხველის რჩევით
ავტორი:

"ჩემი ყოველდღიურობა მზიან დღეებად იქცა..." - როგორ ცხოვრობს სოფელში გადასვლის შემდეგ ყოფილი დეპუტატი მარიამ საჯაია

"ჩემი ყოველდღიურობა მზიან დღეებად იქცა..." - როგორ ცხოვრობს სოფელში გადასვლის შემდეგ ყოფილი დეპუტატი მარიამ საჯაია

ყოფილი დეპუტატი მარიამ საჯაია, მას შემდეგ, რაც 2018 წელს საცხოვრებლად მუხრანში გადავიდა, სოციალურ ქსელში მეგობრებს საკუთარი სოფლური ცხოვრების ამბებს უყვება და ფოტოებსაც უზიარებს. ყოფილი პარლამენტარი მუხრანში შვილთან და მეუღლესთან, ზურა ქავთარაძესთან ერთად ცხოვრობს. მარიამი უკვე, საკუთარი პროექტით, სახლსაც აშენებს.

"იყო დრო, ერთი საყვარელი მანტრა მქონდა აკვიატებული: დაე, ყველა არსება ყველგან იყოს ბედნიერი და თავისუფალი. მერე ცოტა მიზანტროფიამ დამრია ხელი, მაგრამ საბოლოოდ გემრიელმა ბალანსმა, რომელიც როგორღაცნაირად საკუთარი თავის და სამყაროს ერთიანობად აღქმით მივიღე, სრულიად გააქრო საყოველთაო ზრუნვაც და მიზანტროფიაც. ან ვიცე ვერსა, კი არ გააქრო, ორივე, ეს ორი ურთიერთწინააღმდეგობა გარკვეულ ერთიანობადაც კი აქცია... როგორც ნებისმიერი ურთიერთწინააღმდეგობები მთელ სამყაროში. ინი და იანი და ბუმბერაზი კლასიკოსები მაინც ახლას დავუბრუნდები (რადგან წარსული არ არსებობს, ისევე როგორც მომავალი) და მაინც ბედნიერებას და თავისუფლებას ვუსურვებ ყველას - "ჩემსავით" ახლა უკვე შემიძლია დავამატო ამ მზიან სიტყვებს. ჩემი ყოველდღიურობა რომ ამ მზიან დღეებად იქცა ამიტომ და ამის განაწილება რომ არ გვენანება, ამიტომაც ფაქტებზე კი შემდეგს ვიტყვი - სახლის მშენებლობა გახსნილად გამოგვიცხადებია", - წერს მარიამი.

"მშრომელი ხალხის სალამი. სახლის საყრდენ სვეტებს ვამზადებთ. აღემართრეენიიიით!"

"რაღა მე და რაღა გეპეის სტუდენტი. ვზივარ, ვხაზავ და ვხაზავ. ვნახოთ, რა გამოვა ჩემი დახაზული სახლი", - წერს მარიამ საჯაია.

"თქვენ გააგრძელეთ "მე რომ ბავშვობაში ზიპლაინი მქონოდა ეზოში..." ჩვენ არ ვიცით, უბრალოდ ასე შევნატრით მაკაკა ბავშვს, რომელიც მერე არ ვიცი რა როგორი იქნება, მაგრამ ახლა რომ აქაა და ზიპლაინი რომ აქვს ეზოში, ძალიან ძალიან ბედნიერია ამ ყველაფრით. ჯერ მარტო იმიტომ მადლობა, რომ ტყუილად არ მქონია შენი იმედი"

"ვინც კი მხვდება და მეხმიანება, თუმცა კი ცოტა, ყველას პირველი სათქმელია რა ლამაზად ვცხოვრობთ, რომ ფოტოებს ნახულობენ, რომ თვალს გვადევნებენ ფბზე. არადა მე ხომ ვიცი, როგორ გავზარმაცდი ამასობაში სოცქსელში ამბების გაზიარებით. სრული უმაქნისობა ჩემი ამ მხრივ ძაან უცნაურია. ეგრე სცოდნია დალხენილ ცხოვრებას, მაგრამ რადგანაც მაინც ძაან მომწონს ადამიანების მოტივირება (და ეს ცალსახაა შემხვედრ-შემხმიანებლების აღფრთოვანებით), პირობას ვდებ, რომ ვიბრძოლებ ჩემი განცხრომილობით გამოწვეული სიზარმაცის წინააღმდეგ. გადავიღებ მეტ ფოტოს ჩვენი ყოველდღიური (ანუ მრავალფეროვანი) ცხოვრების შესახებ, მოვყვები მეტ ფერად ამბავს, გაგაცნობთ პატარა, კოხტა დეტალებს და ვიჭყლოპინებ აქ, ზუსტად ისე როგორც ყოველ დილით ვჭყლოპინებ ცხელი ყავის სმისას გადათრვილულ ეზოს რომ გავცქერი. ნელნელა მოვყვები ერთ წელზე ნაკლებ დროში რა (ანუ რამდენი) გავაკეთეთ და სახლის შენებასაც სულ წვრილად აღვწერ", - წერს მარიამი.

ვიდრე სოფლად გადაბარგდებოდა, მარიამ საჯაიამ "ფეისბუქის" პირად გვერდზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:

"27 წლის და ჩემი დაპატარავების ამბავი… მთელი 27 წელია… არაფერიც… ვერც ვერაფერს ვიტყვი, რომ მთელი 27 წელია რამე. სულ ცვლილებებია. სულ დიდი ცვლილებები, ამოყირავებებს რომ ვეძახი.და მომწონს. და მადლობელიც ვარ. კონკრეტულად არა რამეს, ვინმეს. მთელი სამყაროს და ყველა, ჩემი გადმოსახედიდან, დადებითი თუ უარყოფითი მოვლენის თუ ადამიანის. ამ ყველაფერმა მოიტანა გამოცდილება, გამოცდილებებმა კი შემქმნა ცვლილებების მოყვარული, სიახლის მიმართ არათუ მხოლოდ მიმღებელი, მაძიებელიც.

ამ 27-ე წელს ისევ სიახლეა. ისევ განსხვავებული და ახლებური. ისევ ამოყირავება. ისევ არაფრით ჰგავს წინებს, გარდა ერთი რამისა – ბუნების სიახლოვის სურვილის და სიყვარულის. ამ სურვილის და სიყვარულის გაძლიერებამ, უპირველეს პრიორიტეტად ქცევამ, ადამიანის ინსტინქტმა, იყოს ბუნების ჰარმონიაში, გამოიწვია ჩემი გადაწყვეტილებაც, რომ აღარ ვიცხოვრო ბეტონის ჯუნგლებში, აღარ ვისუნთქო მტვრიანი ნახშირორჟანგი, აღარ ვყიდულობდე პოლიეთილენის საკვებს, აღარ მესმოდეს საცობების გაბმული გუგუნი.

აქ, ამ ადგილას არ არის ხეების, ყვავილების, ჩიტების და თევზების ადგილი. არც ადამიანის. ადამიანიც ისევეა ბუნების ნაწილი, მასზე დამოკიდებული, მისი ზეგავლენის ქვეშ მყოფი, როგორც ხე, ყვავილი, ჩიტი და თევზი. ჩვენ სამყაროს უნივერსალური ჰარმონიის, ბუნების კანონზომიერების ნაწილი და მორჩილი ვართ, ვაცნობიერებთ თუ არა, გვინდა თუ არა.

მივყვები ამ ძახილს, ვიღებ გამოწვევას და ვდგამ ნაბიჯს. ჯერ პატარას, ცოტა მეტი სიახლოვით ბუნებასთან. წავალ და ვიცხოვრებ სოფელში. ავიშენებ პატარა, ეკო-მეგობრულ სახლს. დავრგავ ხეებს და ყვავილებს. ავაშენებ ჩიტების სახლებს. გავაკეთებ პატარა გუბურას ლოტუსის ყვავილებით. პატარ-პატარა, ახალ-ახალ ეკოსისტემებს გავაჩენ, სადაც ყველა არსება ჰარმონიაში ვიცხოვრებთ. იქ იქნება სახლისკენ მიმავალი ბილიკი, რომელსაც love street ერქმევა. მექნება სუფთა ჰაერი და ჩემი მოწეული პროდუქტი, დილის ნამზე გაგრილებული სიო და ჩიტების ყურისწამღები ხმაური. მეც მათ ნაწილად. მე ადამიანის ფუნქციაც ეს მგონია. უსმინო და მიჰყვე საკუთარ ბუნებრივ დანიშნულებას. ცხოვრება არ არის ტანჯვა. არც ომია. არც სხვისი განადგურების ხარჯზე საკუთარის შენება. ასეა მათთვის, ვინც ამგვარად აღიქვამს ცხოვრებას, რადგან გიბრუნდება ის, რასაც თავად ასხივებ. ეგ არის ცხოვრება და ყველა ჩვენსას ჩვენ თვითონ ვქმნით შინაგანი მიდგომით.

მოკლედ, ასეთია სიახლე, რომლის გამო არათუ გიჟიას დამიძახებენო, უკვე მეძახიან.მუხრანში მივდივარ მალე საცხოვრებლად. პატარა ეზოა, პატარა რუთი, ხეხილის ბაღით, საოცარი მიწით, რომელზეც ყველაფერი გაიხარებს, პირველ რიგში, იქ ჩასახლებულები. ბუკაც მოდის. დღეებს ითვლის. მალემალეო. ასე მინდაო. სოფლის სკოლა რომ ბევრს ვერაფერს მისცემს, ბევრჯერ ავუხსენი. შენც მასწავლე იქაურ სკოლასთან ერთადო. შენც გასწავლი და სხვა ბავშვებსაც-მეთქი, შევპირდი. ზუსტად ვიცი, ბევრ ბავშვს გაუმართლა. ზუსტად ვიცი, ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან სწორ რამეს ვაკეთებ, ძალიან ზღვა მოტივაცია მაქვს და ასე ყველაფერი გამოვა. მით უფრო ვარსკვლავბიჭი Zappa რომ მყავს, სიგიჟეების ცეცხლზე ნავთისდამსხმელი. soon: she lives on love street.

და აქვე: მუხრანში გადაიღეს შერეკილები, იმ ცნობილი ფრაზით, ხომ გითხარი გაფრინდებიანო“, - წერდა მარიამ საჯაია.

შეუძლებელი არაფერია, როგორც ხედავთ, მარიამმა ოცნებები აიხდინა...

"მე-15 დღეა სრული კოშმარის, სიცხე ისევ მაქვს, რომ მეგონა წავიდა-მეთქი, მაშინ აღარ მეყო ჰაერი და კლინიკა დამჭირდა" - ჟურნალისტი სოფო ზურებიანი კორონავირუსით დაინფიცირდა

პრემიერის მეუღლე ჩინური "სინოფარმით" აიცრა - რა ფოტოებს აქვეყნებს ნუნუკა თამაზაშვილი

"ექსპერიმენტი ჩავატარე და ვცადე თონის სიმულაციის გაკეთება. შედეგი არის უგემრიელესი..." - როგორ გამოაცხო კალიფორნიელმა მამაკაცმა ქართული თონის პური