სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი მეგაპორტი დასავლეთ ევროპელებს საქართველოზე სხვაგვარ წარმოდგენას შეუქმნის
ახალი მეგაპორტი დასავლეთ ევროპელებს საქართველოზე სხვაგვარ წარმოდგენას შეუქმნის

ჟურ­ნა­ლი „ეკო­ნო­მის­ტი“ ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვან პორტზე შარლ მაგ­ნის სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს. სტა­ტი­ის თარ­გმანს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

ახლა ანაკ­ლი­ა­ში სე­ზო­ნი არ არის. სწრა­ფი კვე­ბის პა­ტა­რა დახ­ლე­ბი უქ­მად დგას, სას­ტუმ­რო­ე­ბი ცა­რი­ე­ლია, პალ­მის ხე­ებს თე­ბერ­ვლის სუს­ტი ნი­ა­ვი არ­ხევს. სა­ქო­ნე­ლი მან­და­რი­ნი­სა და თხი­ლის ბა­ღებს შო­რის მინ­დვ­რებ­ში ძოვს. მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს ამ მთვლე­მა­რე კუ­რორ­ტის შე­მო­გა­რენ­ში უც­ნა­უ­რი სუ­რა­თი იშ­ლე­ბა. ზღვის ფსკე­რი­დან შავი ქვი­შა ამო­უ­ღი­ათ, 80 ჰექ­ტარ­ზე რვა მეტ­რის სი­მაღ­ლის პლა­ტო გა­უ­კე­თე­ბი­ათ და ჭა­ო­ბი­ა­ნი მი­წი­დან წყალს 2,500-კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი მი­ლე­ბით ტუმ­ბა­ვენ, რაც ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პია. საკ­მა­რი­სია, ამ ად­გილ­ზე დად­გე და სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ი­ხე­დო, რომ მისი მდე­ბა­რე­ო­ბის უდი­დეს მნიშ­ვნე­ლო­ბას მიხ­ვდე. სა­ნა­პი­რო ზოლ­ზე ჩრდი­ლო­ე­თით აფხა­ზე­თია, სა­ქარ­თვე­ლოს სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი რე­გი­ო­ნი, რო­მელ­საც რუ­სე­თი უჭერს მხარს, შემ­დეგ რუ­სე­თი, შემ­დეგ კი ომის ცე­ცხლში გახ­ვე­უ­ლი უკ­რა­ი­ნა. თუ პირ­და­პირ გა­ი­ხე­დავ, შენ წინ შავი ზღვა იშ­ლე­ბა, ჰო­რი­ზონტსმიღ­მა კი ევ­რო­კავ­ში­რია.

„სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბა ერ­თდრო­უ­ლად კურ­თხე­ვა­ცაა და წყევ­ლაც“, - ამ­ბობს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, ქვეყ­ნის ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი. კურ­თხე­ვა, რად­გან ის ევ­რო­პა­სა და აზი­ას შო­რის აბ­რე­შუ­მის გზის გზაჯ­ვა­რე­დი­ნია. წყევ­ლა, რად­გან ის მუ­დამ ძლე­ვა­მო­სი­ლი იმ­პე­რი­ე­ბის სა­მიზ­ნეს წარ­მო­ად­გენ­და: სამ­ხრე­თი­დან - სპარ­სე­თის, თურ­ქე­თი­სა და არა­ბე­თის, ხოლო ჩრდი­ლო­ე­თი­დან - მონ­ღო­ლე­თი­სა და რუ­სე­თის. მოს­კო­ვი სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის მთე­ლი მე­ცხრა­მე­ტე და მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნე მარ­თავ­და, 2008 წელს კი მის სა­ზღვრებ­ში შე­მო­იჭ­რა. ის დღემ­დე აკონ­ტრო­ლებს აფხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთს, რო­მე­ლიც, აფხა­ზე­თის მსგავ­სად, სა­ქარ­თვე­ლოს სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი რე­გი­ო­ნია. რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლო გა­აფრ­თხი­ლა, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ის ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას შე­ეც­დე­ბა, არ უნდა და­ა­ვი­წყდეს ეს „სა­ში­ნე­ლი კონ­ფლიქ­ტი“. თუმ­ცა, ქარ­თვე­ლებს არა მხო­ლოდ ნა­ტო­ში, არა­მედ ევ­რო­კავ­შირ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბის სურ­ვი­ლიც აქვთ. „ჩვენ სა­კუ­თარ თავს ევ­რო­პე­ლე­ბად მი­ვიჩ­ნევთ, ალ­ბათ, ევ­რო­პე­ლებ­ზე უფრო მე­ტა­დაც“, - ხუმ­რობს ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

უნდა ით­ქვას, რომ ბრი­უ­სელ­ში, ბერ­ლინ­სა და პა­რიზ­ში ლი­დე­რე­ბი რო­მე­ლი­მე ზე­მოხ­სე­ნე­ბულ კავ­შირ­ში სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბას ჯერ­ჯე­რო­ბით ნაკ­ლე­ბად სარ­წმუ­ნოდ მი­იჩ­ნე­ვენ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ისეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან კომ­პო­ნენ­ტში, რო­გო­რი­ცაა გამჭვირ­ვა­ლო­ბა, ევ­რო­კავ­ში­რის ზო­გი­ერთ ქვეყ­ნებს უს­წრებს. მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო შავი ზღვის „არას­წორ“ (აღ­მო­სავ­ლეთ) სა­ნა­პი­რო­ზე მდე­ბა­რე­ობს და რუ­სე­თის ერთ-ერთ მე­ზობ­ლად გა­ნი­ხი­ლე­ბა. ანაკ­ლი­ის პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა მიზ­ნად ისა­ხავს ქვეყ­ნის ამ­გვა­რად აღ­ქმის ცვლი­ლე­ბას და შე­დე­გად, შავი ზღვის შემ­ცი­რე­ბას, რაც და­სავ­ლეთ ევ­რო­პას სა­ქარ­თვე­ლო­ზე ზრუნ­ვის და­მა­ტე­ბით სა­ფუძ­ველს მის­ცემს.

რო­გორ? დღეს ჩი­ნეთ­სა და ევ­რო­პას შო­რის სამი სახ­მე­ლე­თო კო­რი­დო­რი არ­სე­ბობს: სამ­ხრე­თის - ირა­ნის გავ­ლით, რო­მე­ლიც ერ­თობ არაპ­რაქ­ტი­კუ­ლია ამე­რი­კის სან­ქცი­ე­ბის გამო; შუა - ჯერ კას­პი­ის ზღვის და შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით შავი ზღვის­კენ, რაც, ასე­ვე, არაპ­რაქ­ტი­კუ­ლია, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტი არ არ­სე­ბობს; და ჩრდი­ლო­ე­თის - რუ­სე­თის გავ­ლით, რო­მელ­ზეც დღე­ვან­დე­ლი სახ­მე­ლე­თო სა­ვაჭ­რო საქ­მი­ა­ნო­ბის მეტი წილი ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ანაკ­ლია ნამ­დვი­ლად შეც­ვლის არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას, რად­გან ის შუა კო­რი­დო­რის ღრმა­წყლო­ვან პორ­ტს აშე­ნებს, რო­მე­ლიც სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ვაჭ­რო­ბის გა­სა­ფარ­თო­ებ­ლად.

ანაკ­ლი­ის პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბის პირ­ვე­ლი ფა­ზის ფარ­გლებ­ში აშენ­დე­ბა ორი ნავ­სად­გო­მი სა­კონ­ტე­ი­ნე­რო ტვირ­თის მი­სა­ღე­ბად, და ერ­თიც ისე­თი დიდი მო­ცუ­ლო­ბის ნა­ყა­რი ტვირ­თის­თვის, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად, სა­სუ­ქი. ამას და­მა­ტე­ბუ­ლი, ევ­რო­კავ­ში­რის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი სა­მან­ქა­ნო და სარ­კი­ნიგ­ზო გზა, რომ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა 2021 წლის­თვის უნდა დას­რულ­დეს. ასე­ვე, აზი­ის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კის (ჩი­ნე­თის მხარ­და­ჭე­რით), ქარ­თუ­ლი კონ­სორ­ცი­უ­მი­სა და ევ­რო­პე­ლი და ამე­რი­კე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბის და­ფი­ნან­სე­ბით, პორ­ტის სიმ­ძლავ­რე მი­ლი­ო­ნი TEU წე­ლი­წად­ში, მი­აღ­წევს, რაც და­ახ­ლო­ე­ბით ორ­ჯერ აღე­მა­ტე­ბა დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა პორ­ტის სიმ­ძლავ­რეს (1 TEU უდ­რის ერთ სა­შუ­ა­ლო კონ­ტე­ი­ნერს). გრძელ­ვა­დი­ა­ნი გეგ­მა ით­ვა­ლის­წი­ნებს ტვირთბ­რუნ­ვის გა­ფარ­თო­ე­ბას, რაც ოთხი დე­კა­დის გან­მავ­ლო­ბა­ში 5 მი­ლი­ონ TEU-ს შე­ად­გენს და ანაკ­ლი­ას შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე ყვე­ლა­ზე დიდ პორ­ტად აქ­ცევს. ანაკ­ლი­ის პორ­ტს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა, მი­ი­ღოს 10,000-TEU გემი, რაც ბოს­ფო­რის სრუ­ტე­ში გა­მა­ვა­ლი გე­მე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბაა. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი პორ­ტე­ბის სიმ­ძლავ­რე ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლია და ანაკ­ლი­ის გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით მე­ა­თედს შე­ად­გენს. ამ­ჟა­მად ტვირ­თი მცი­რე გე­მებ­ზე იტ­ვირ­თე­ბა და სტამ­ბულ­ში იგ­ზავ­ნე­ბა, სა­დაც მას უფრო დიდ გე­მებ­ზე ტვირ­თა­ვენ და ხმელ­თა­შუა ზღვა­ზე გა­აქვთ. ანაკ­ლია დიდ გე­მებს პირ­და­პირ სა­ქარ­თვე­ლო­დან გამ­გზავ­რე­ბი­სა და აღ­ნიშ­ნულ მარ­შრუტ­ზე ტვირთბ­რუნ­ვის მკვეთ­რად გაზ­რდის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს. ანაკ­ლი­ის კონ­სორ­ცი­უ­მი, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა და ევ­რო­პე­ლი პარტნი­ო­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ეს ფაქ­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლე­თის­თვის უფრო მი­სა­ღებ პარტნი­ო­რად აქ­ცევს, გა­იზ­რდე­ბა მი­მოს­ვლა ზღვის სა­შუ­ა­ლე­ბით და (მო­სა­ლოდ­ნე­ლია) რუ­სე­თის მო­მა­ვა­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ფა­სის ზრდაც. „კარ­გად ვი­ცით, რომ ევ­რო­კავ­ში­რი არ არის მზად ჩვე­ნი გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­თვის, - ამ­ბობს ნა­ტა­ლი სა­ბა­ნა­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი ბრი­უ­სელ­ში, - მაგ­რამ ჩვენ გვსურს, მო­ვემ­ზა­დოთ იმ დრო­ის­თვის, რო­დე­საც ისი­ნი ამის­თვის მზად იქ­ნე­ბი­ან“.

არ­სე­ბობს კი­დევ ერთი გან­ზო­მი­ლე­ბაც. ანაკ­ლი­ი­დან ხუთი წუ­თის სა­ვალ­ზე ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი სათ­ვალ­თვა­ლო კოშ­კუ­რე­ბი­დან აფხა­ზე­თის დე­მარ­კა­ცი­ის ხაზსმიღ­მა იყუ­რე­ბი­ან. მდი­ნა­რე ენ­გუ­რის მე­ო­რე ნა­პირ­ზე, ამაღ­ლე­ბულ ად­გი­ლას აფხა­ზე­თის მხა­რის სათ­ვალ­თვა­ლო კოშ­კუ­რე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი. მათ შო­რის კი, აფხა­ზე­თის ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა ყო­ველ­დღე ჭრის სა­ფეხ­მავ­ლო ხიდს და გად­მო­დის სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტრო­ლი­რე­ბად მხა­რეს, რო­მე­ლიც სავ­სეა ტაქ­სე­ბი­თა და მა­ღა­ზი­ე­ბით. ისი­ნი თა­ვის კუთ­ვნილ პენ­სი­ას იღე­ბენ, წა­მალს ყი­დუ­ლო­ბენ და ბავ­შვე­ბი სკო­ლა­ში დაჰ­ყავთ. რო­გორც ქარ­თვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია, რო­მელ­საც ანაკ­ლი­ის პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა მო­ი­ტანს, აუ­ცი­ლებ­ლად გაზ­რდის ზე­წო­ლას აფხაზ და რუს ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებ­ზე მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის გა­და­ად­გი­ლე­ბის გა­ად­ვი­ლე­ბის მიზ­ნით - წინა თვე­ში მათ „სა­ზღვა­რი“ 26 დღით ჩა­კე­ტეს - და შე­საძ­ლოა, სა­ბო­ლო­ოდ პრო­ცე­სი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­კენ და­იძ­რას.

ახა­ლი აბ­რე­შუ­მის გზა

ამ­გვა­რი ამ­ბი­ცი­უ­რი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ასეთ არამ­დგრად რე­გი­ონ­ში ად­ვი­ლი არ არის. ანაკ­ლი­ის მშე­ნებ­ლო­ბა 2016 წელს უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ და­ფი­ნან­სე­ბა შე­ფერ­ხდა და პრო­ცე­სე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა­მაც შე­ა­ნე­ლა. რუსი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის აზ­რით, პორ­ტმა შე­საძ­ლოა, ნა­ტოს სა­ი­დუმ­ლო სა­ზღვაო ბა­ზის როლი შე­ას­რუ­ლოს. ახლა კი, თი­ბი­სი ბან­კი, პრო­ექ­ტის ერთ-ერთი დიდი დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი, ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის ბრალ­დე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სის სა­გა­ნი გახ­და, (თი­ბი­სი ბრალ­დე­ბას უარ­ყოფს.) კონ­სორ­ცი­უ­მის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი კი სა­ბო­ტა­ჟის მცდე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის სა­ჭი­რო თან­ხა - 600 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი მო­ძი­ე­ბუ­ლია და სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

შარლ მაგ­ნი ჟურ­ნა­ლი „ეკო­ნო­მის­ტი“

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ახალი მეგაპორტი დასავლეთ ევროპელებს საქართველოზე სხვაგვარ წარმოდგენას შეუქმნის

ახალი მეგაპორტი დასავლეთ ევროპელებს საქართველოზე სხვაგვარ წარმოდგენას შეუქმნის

ჟურნალი „ეკონომისტი“ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე შარლ მაგნის სტატიას აქვეყნებს. სტატიის თარგმანს უცვლელად გთავაზობთ:

ახლა ანაკლიაში სეზონი არ არის. სწრაფი კვების პატარა დახლები უქმად დგას, სასტუმროები ცარიელია, პალმის ხეებს თებერვლის სუსტი ნიავი არხევს. საქონელი მანდარინისა და თხილის ბაღებს შორის მინდვრებში ძოვს. მაგრამ საქართველოს ამ მთვლემარე კურორტის შემოგარენში უცნაური სურათი იშლება. ზღვის ფსკერიდან შავი ქვიშა ამოუღიათ, 80 ჰექტარზე რვა მეტრის სიმაღლის პლატო გაუკეთებიათ და ჭაობიანი მიწიდან წყალს 2,500-კილომეტრიანი მილებით ტუმბავენ, რაც ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველი ეტაპია. საკმარისია, ამ ადგილზე დადგე და სხვადასხვა მიმართულებით გაიხედო, რომ მისი მდებარეობის უდიდეს მნიშვნელობას მიხვდე. სანაპირო ზოლზე ჩრდილოეთით აფხაზეთია, საქართველოს სეპარატისტული რეგიონი, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს, შემდეგ რუსეთი, შემდეგ კი ომის ცეცხლში გახვეული უკრაინა. თუ პირდაპირ გაიხედავ, შენ წინ შავი ზღვა იშლება, ჰორიზონტსმიღმა კი ევროკავშირია.

„საქართველოსთვის გეოგრაფიული მდებარეობა ერთდროულად კურთხევაცაა და წყევლაც“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი, ქვეყნის ახალი პრეზიდენტი. კურთხევა, რადგან ის ევროპასა და აზიას შორის აბრეშუმის გზის გზაჯვარედინია. წყევლა, რადგან ის მუდამ ძლევამოსილი იმპერიების სამიზნეს წარმოადგენდა: სამხრეთიდან - სპარსეთის, თურქეთისა და არაბეთის, ხოლო ჩრდილოეთიდან - მონღოლეთისა და რუსეთის. მოსკოვი საქართველოს თითქმის მთელი მეცხრამეტე და მეოცე საუკუნე მართავდა, 2008 წელს კი მის საზღვრებში შემოიჭრა. ის დღემდე აკონტროლებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, რომელიც, აფხაზეთის მსგავსად, საქართველოს სეპარატისტული რეგიონია. რუსეთმა საქართველო გააფრთხილა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის ნატოში გაწევრიანებას შეეცდება, არ უნდა დაავიწყდეს ეს „საშინელი კონფლიქტი“. თუმცა, ქართველებს არა მხოლოდ ნატოში, არამედ ევროკავშირში გაერთიანების სურვილიც აქვთ. „ჩვენ საკუთარ თავს ევროპელებად მივიჩნევთ, ალბათ, ევროპელებზე უფრო მეტადაც“, - ხუმრობს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი.

უნდა ითქვას, რომ ბრიუსელში, ბერლინსა და პარიზში ლიდერები რომელიმე ზემოხსენებულ კავშირში საქართველოს გაწევრიანებას ჯერჯერობით ნაკლებად სარწმუნოდ მიიჩნევენ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტში, როგორიცაა გამჭვირვალობა, ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყნებს უსწრებს. მაგრამ საქართველო შავი ზღვის „არასწორ“ (აღმოსავლეთ) სანაპიროზე მდებარეობს და რუსეთის ერთ-ერთ მეზობლად განიხილება. ანაკლიის პორტის მშენებლობა მიზნად ისახავს ქვეყნის ამგვარად აღქმის ცვლილებას და შედეგად, შავი ზღვის შემცირებას, რაც დასავლეთ ევროპას საქართველოზე ზრუნვის დამატებით საფუძველს მისცემს.

როგორ? დღეს ჩინეთსა და ევროპას შორის სამი სახმელეთო კორიდორი არსებობს: სამხრეთის - ირანის გავლით, რომელიც ერთობ არაპრაქტიკულია ამერიკის სანქციების გამო; შუა - ჯერ კასპიის ზღვის და შემდეგ საქართველოს გავლით შავი ზღვისკენ, რაც, ასევე, არაპრაქტიკულია, რადგან საქართველოში თანამედროვე ღრმაწყლოვანი პორტი არ არსებობს; და ჩრდილოეთის - რუსეთის გავლით, რომელზეც დღევანდელი სახმელეთო სავაჭრო საქმიანობის მეტი წილი ხორციელდება. ანაკლია ნამდვილად შეცვლის არსებულ ვითარებას, რადგან ის შუა კორიდორის ღრმაწყლოვან პორტს აშენებს, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია ვაჭრობის გასაფართოებლად.

ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ფაზის ფარგლებში აშენდება ორი ნავსადგომი საკონტეინერო ტვირთის მისაღებად, და ერთიც ისეთი დიდი მოცულობის ნაყარი ტვირთისთვის, როგორიცაა, მაგალითად, სასუქი. ამას დამატებული, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამანქანო და სარკინიგზო გზა, რომლის მშენებლობა 2021 წლისთვის უნდა დასრულდეს. ასევე, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (ჩინეთის მხარდაჭერით), ქართული კონსორციუმისა და ევროპელი და ამერიკელი ინვესტორების დაფინანსებით, პორტის სიმძლავრე მილიონი TEU წელიწადში, მიაღწევს, რაც დაახლოებით ორჯერ აღემატება დღეს საქართველოში არსებული ყველა პორტის სიმძლავრეს (1 TEU უდრის ერთ საშუალო კონტეინერს). გრძელვადიანი გეგმა ითვალისწინებს ტვირთბრუნვის გაფართოებას, რაც ოთხი დეკადის განმავლობაში 5 მილიონ TEU-ს შეადგენს და ანაკლიას შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე დიდ პორტად აქცევს. ანაკლიის პორტს საშუალება ექნება, მიიღოს 10,000-TEU გემი, რაც ბოსფორის სრუტეში გამავალი გემების მაქსიმალური რაოდენობაა. საქართველოში არსებული პორტების სიმძლავრე ლიმიტირებულია და ანაკლიის გამტარუნარიანობის დაახლოებით მეათედს შეადგენს. ამჟამად ტვირთი მცირე გემებზე იტვირთება და სტამბულში იგზავნება, სადაც მას უფრო დიდ გემებზე ტვირთავენ და ხმელთაშუა ზღვაზე გააქვთ. ანაკლია დიდ გემებს პირდაპირ საქართველოდან გამგზავრებისა და აღნიშნულ მარშრუტზე ტვირთბრუნვის მკვეთრად გაზრდის საშუალებას მისცემს. ანაკლიის კონსორციუმი, საქართველოს მთავრობა და ევროპელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ეს ფაქტორი საქართველოს დასავლეთისთვის უფრო მისაღებ პარტნიორად აქცევს, გაიზრდება მიმოსვლა ზღვის საშუალებით და (მოსალოდნელია) რუსეთის მომავალი ინტერვენციის დიპლომატიური ფასის ზრდაც. „კარგად ვიცით, რომ ევროკავშირი არ არის მზად ჩვენი გაწევრიანებისთვის, - ამბობს ნატალი საბანაძე, საქართველოს ელჩი ბრიუსელში, - მაგრამ ჩვენ გვსურს, მოვემზადოთ იმ დროისთვის, როდესაც ისინი ამისთვის მზად იქნებიან“.

არსებობს კიდევ ერთი განზომილებაც. ანაკლიიდან ხუთი წუთის სავალზე ქართველი ჯარისკაცები სათვალთვალო კოშკურებიდან აფხაზეთის დემარკაციის ხაზსმიღმა იყურებიან. მდინარე ენგურის მეორე ნაპირზე, ამაღლებულ ადგილას აფხაზეთის მხარის სათვალთვალო კოშკურებია განთავსებული. მათ შორის კი, აფხაზეთის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა ყოველდღე ჭრის საფეხმავლო ხიდს და გადმოდის საქართველოს კონტროლირებად მხარეს, რომელიც სავსეა ტაქსებითა და მაღაზიებით. ისინი თავის კუთვნილ პენსიას იღებენ, წამალს ყიდულობენ და ბავშვები სკოლაში დაჰყავთ. როგორც ქართველი ოფიციალური პირები იმედოვნებენ, სამუშაო ადგილები და გაუმჯობესებული ეკონომიკური სიტუაცია, რომელსაც ანაკლიის პორტის მშენებლობა მოიტანს, აუცილებლად გაზრდის ზეწოლას აფხაზ და რუს ოფიციალურ პირებზე მოსახლეობისთვის გადაადგილების გაადვილების მიზნით - წინა თვეში მათ „საზღვარი“ 26 დღით ჩაკეტეს - და შესაძლოა, საბოლოოდ პროცესი მოლაპარაკებებისკენ დაიძრას.

ახალი აბრეშუმის გზა

ამგვარი ამბიციური პროექტის განხორციელება ასეთ არამდგრად რეგიონში ადვილი არ არის. ანაკლიის მშენებლობა 2016 წელს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ დაფინანსება შეფერხდა და პროცესები ხელისუფლების ცვლილებამაც შეანელა. რუსი ჟურნალისტების აზრით, პორტმა შესაძლოა, ნატოს საიდუმლო საზღვაო ბაზის როლი შეასრულოს. ახლა კი, თიბისი ბანკი, პროექტის ერთ-ერთი დიდი დამფინანსებელი, ფულის გათეთრების ბრალდებით, გამოძიების ინტერესის საგანი გახდა, (თიბისი ბრალდებას უარყოფს.) კონსორციუმის თანამშრომლები კი საბოტაჟის მცდელობაზე საუბრობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ პორტის მშენებლობისთვის საჭირო თანხა - 600 მილიონი დოლარი მოძიებულია და სამშენებლო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

შარლ მაგნი ჟურნალი „ეკონომისტი“

NS

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის