პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა ვიცოდეთ ბავშვის ზამთრის კურორტზე წაყვანის წინ - ექიმის რამდენიმე რჩევა
რა უნდა ვიცოდეთ ბავშვის ზამთრის კურორტზე წაყვანის წინ - ექიმის რამდენიმე რჩევა

მიჩ­ნე­უ­ლია, რომ თუ ბავ­შვს ზამ­თრის კუ­რორ­ტებ­ზე წა­ვიყ­ვანთ, ის მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა გა­ცი­ე­ბის­გან და გრი­პის ამა თუ იმ ვირუ­სის­გან, რად­გა­ნაც ამ დროს ფილ­ტვე­ბი სუფ­თავ­დე­ბა, ბავ­შვი ჯან­საღ ჰა­ერს სუნ­თქავს, რაც იმუ­ნურ სის­ტე­მა­ზეც კარ­გად მოქ­მე­დებს. ეს, რა თქმა უნდა, ასეა, მაგ­რამ არ­სე­ბობს სა­კი­თხე­ბი, რომ­ლე­ბიც მშობ­ლებ­მა ნამ­დვი­ლად უნდა იცოდ­ნენ და კუ­რორ­ტებ­ზე პა­ტა­რე­ბის წაყ­ვა­ნამ­დე უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ.

მოკ­ლედ, რა უნდა ვი­ცო­დეთ ბავ­შვის ზამ­თრის კუ­რორტზე წაყ­ვა­ნამ­დე და რო­გორ მო­ვემ­ზა­დოთ ამის­თვის, ამა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას ოტო­რი­ნო­ლა­რინ­გო­ლო­გი ხა­თუ­ნა ჩი­ტა­ძე მოგ­ვაწ­ვდის.

"მო­სახ­ლე­ო­ბა­ში არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ თოვ­ლი წმენ­დს გა­რე­მოს მიკ­რო­ბე­ბის­გან და ვირუ­სე­ბის­გან, თუმ­ცა თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ფიფ­ქი მი­წა­ზე და­ცე­მამ­დე გა­ივ­ლის დიდ მან­ძილს, მოძ­რა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში გა­რე­მო­ში არ­სე­ბუ­ლი ელე­მენ­ტე­ბით ჯერ­დე­ბა, მათ შო­რის, ერე­ვა ჰა­ერ­ში არ­სე­ბულ მიკ­რო­ბებს და ვირუ­სებ­საც, მე­ო­რე მხრივ მი­წა­ზე და­ცე­მის შემ­დეგ მა­ტუ­ლობს თოვ­ლის გა­ჯე­რე­ბა სხვა­დას­ხვა ცხო­ვე­ლუ­რი ჭუ­ჭყით. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო კი გა­ცი­ლე­ბით სა­რის­კო ხდე­ბა ბავ­შვე­ბის­თვის", - გვე­უბ­ნე­ბა ექი­მი, რო­მელ­საც მი­აჩ­ნია, რომ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე, ჭკვი­ა­ნი და ექ­სპე­რი­მენ­ტა­ტო­რი ბავ­შვი (რაც ბავ­შვთა ასა­კის 95 პრო­ცენტს წარ­მო­ად­გენს) აუ­ცი­ლებ­ლად და­ინ­ტე­რეს­დე­ბა:

* რა გემო აქვს თოვლს

* რო­გო­რია ყი­ნუ­ლის ლოლო, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გავს კან­ფეტს

* მთელ დღეს გა­ა­ტა­რებს თოვლში, ის­რი­ა­ლებს და იწ­ვე­ბა თოვ­ლის ფე­ნა­ში, რო­მე­ლიც ამ დროს ლღვე­ბა და და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის ფონ­ზე ბავ­შვის დას­ვე­ლე­ბას იწ­ვევს

ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე ბავ­შვის გა­ცი­ე­ბის, ან­გი­ნის, რი­ნი­ტის მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბაა. რის შემ­დე­გაც იწყე­ბა გა­მო­ნა­დე­ნი ცხვი­რი­დან, ყე­ლის ტკი­ვი­ლი, ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­აქ­ცია, მო­თენ­თი­ლო­ბა. დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით ცხვირ­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სე­რო­ზუ­ლი გა­მო­ნა­დე­ნია, ყელ­ში ლორ­წო­ვა­ნი შე­შუ­პე­ბუ­ლი და ჰი­პე­რე­მი­უ­ლი.

ასეთ დროს მცდა­რია აზრი, რომ ცხვი­რი და­მუ­შავ­დეს ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ხსნა­რით, ვი­ნა­ი­დან ისე­დაც დიდი ოდე­ნო­ბის სე­რი­ო­ზულ გა­მო­ნა­დენ­თან ერ­თად თუ კი­დევ ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ხსნა­რის ნა­კადს გა­მო­ვი­ყე­ნებთ, ამით გავზრდით რისკს - ევსტა­ხის მი­ლის ხარ­ჯზე (ეს არის მილი, რო­მე­ლიც ცხვი­რის ღრუს ყურ­თან აკავ­ში­რებს) - ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სი ყურ­შიც გან­ვი­თარ­დეს.

რო­გო­რია ექი­მის რე­კო­მენ­და­ცია?

სიპ­ტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის­თა­ნა­ვე სა­სურ­ვე­ლია ოტო­რი­ნო­ლა­რინ­გო­ლო­გის კონ­სულ­ტა­ცია, მა­ნამ­დე კი რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია ან­ტი­ჰის­ტა­მი­ნის და ცხვი­რის წვე­თე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა არა­უ­მე­ტეს 3-4 დღი­სა. ხოლო თუ უკე­თე­სო­ბა არ იქნა, ამის შემ­დეგ, სა­სურ­ვე­ლია, და­ნიშ­ნუ­ლე­ბა პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნალ­მა ექიმ­მა გას­ცეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

რა უნდა ვიცოდეთ ბავშვის ზამთრის კურორტზე წაყვანის წინ - ექიმის რამდენიმე რჩევა

რა უნდა ვიცოდეთ ბავშვის ზამთრის კურორტზე წაყვანის წინ - ექიმის რამდენიმე რჩევა

მიჩნეულია, რომ თუ ბავშვს ზამთრის კურორტებზე წავიყვანთ, ის მთელი წლის განმავლობაში დაცული იქნება გაციებისგან და გრიპის ამა თუ იმ ვირუსისგან, რადგანაც ამ დროს ფილტვები სუფთავდება, ბავშვი ჯანსაღ ჰაერს სუნთქავს, რაც იმუნურ სისტემაზეც კარგად მოქმედებს. ეს, რა თქმა უნდა, ასეა, მაგრამ არსებობს საკითხები, რომლებიც მშობლებმა ნამდვილად უნდა იცოდნენ და კურორტებზე პატარების წაყვანამდე უნდა გაითვალისწინონ.

მოკლედ, რა უნდა ვიცოდეთ ბავშვის ზამთრის კურორტზე წაყვანამდე და როგორ მოვემზადოთ ამისთვის, ამაზე ინფორმაციას ოტორინოლარინგოლოგი ხათუნა ჩიტაძე მოგვაწვდის.

"მოსახლეობაში არსებობს მოსაზრება, რომ თოვლი წმენდს გარემოს მიკრობებისგან და ვირუსებისგან, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ ფიფქი მიწაზე დაცემამდე გაივლის დიდ მანძილს, მოძრაობის პერიოდში გარემოში არსებული ელემენტებით ჯერდება, მათ შორის, ერევა ჰაერში არსებულ მიკრობებს და ვირუსებსაც, მეორე მხრივ მიწაზე დაცემის შემდეგ მატულობს თოვლის გაჯერება სხვადასხვა ცხოველური ჭუჭყით. აღნიშნული გარემო კი გაცილებით სარისკო ხდება ბავშვებისთვის", - გვეუბნება ექიმი, რომელსაც მიაჩნია, რომ ცნობისმოყვარე, ჭკვიანი და ექსპერიმენტატორი ბავშვი (რაც ბავშვთა ასაკის 95 პროცენტს წარმოადგენს) აუცილებლად დაინტერესდება:

* რა გემო აქვს თოვლს

* როგორია ყინულის ლოლო, რომელიც ძალიან გავს კანფეტს

* მთელ დღეს გაატარებს თოვლში, ისრიალებს და იწვება თოვლის ფენაში, რომელიც ამ დროს ლღვება და დაბალი ტემპერატურის ფონზე ბავშვის დასველებას იწვევს

ამ ყველაფრის ფონზე ბავშვის გაციების, ანგინის, რინიტის მაღალი ალბათობაა. რის შემდეგაც იწყება გამონადენი ცხვირიდან, ყელის ტკივილი, ტემპერატურული რეაქცია, მოთენთილობა. დათვალიერებით ცხვირში დიდი რაოდენობით სეროზული გამონადენია, ყელში ლორწოვანი შეშუპებული და ჰიპერემიული.

ასეთ დროს მცდარია აზრი, რომ ცხვირი დამუშავდეს ფიზიოლოგიური ხსნარით, ვინაიდან ისედაც დიდი ოდენობის სერიოზულ გამონადენთან ერთად თუ კიდევ ფიზიოლოგიური ხსნარის ნაკადს გამოვიყენებთ, ამით გავზრდით რისკს - ევსტახის მილის ხარჯზე (ეს არის მილი, რომელიც ცხვირის ღრუს ყურთან აკავშირებს) - ანთებითი პროცესი ყურშიც განვითარდეს.

როგორია ექიმის რეკომენდაცია?

სიპტომების გამოვლენისთანავე სასურველია ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია, მანამდე კი რეკომენდირებულია ანტიჰისტამინის და ცხვირის წვეთების გამოყენება არაუმეტეს 3-4 დღისა. ხოლო თუ უკეთესობა არ იქნა, ამის შემდეგ, სასურველია, დანიშნულება პაციენტის მკურნალმა ექიმმა გასცეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი