Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
27 წლის წინ დაწყებული ისტორია - როგორია მამუკა ხაზარაძის ბიზნეს პერსონა
27 წლის წინ დაწყებული ისტორია - როგორია მამუკა ხაზარაძის ბიზნეს პერსონა

ყვე­ლა­ფე­რი 27-28 წლის წინ და­ი­წყო რამ­დე­ნი­მე წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მცდე­ლო­ბი­თა და ბევ­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯით.

დღეს მის სა­ხელს ისე­თი მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი უკავ­შირ­დე­ბა, რო­გო­რიც თუნ­დაც ”თი­ბი­სი ბან­კია”.

მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე bpn.ge-ს სა­კუ­თარ ბიზ­ნეს­გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე, სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­სა და ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ბიზ­ნესპრო­ცე­სებ­ზე 2015 წელს ესა­უბ­რა. „ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი“ გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ამ ინ­ტერ­ვი­უ­დან:

მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე, ბიზ­ნეს­მე­ნი, ”თი­ბი­სი ბან­კის” სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე:

თა­ვის დრო­ზე ბან­კი გა­ვა­კე­თეთ იმი­ტომ, რომ გვქონ­და მა­ღა­ზია და გვინ­დო­და შე­მო­სუ­ლი ფული სად­მე შეგ­ვე­ნა­ხა. სა­ბან­კო სექ­ტო­რი იმ დროს გა­ჩე­რე­ბუ­ლი იყო, რად­გან საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და­ი­შა­ლა და ყვე­ლა გა­და­რი­ცხვა გა­ჩერ­და. სწო­რედ იმ დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში 250-300 ბან­კი მა­ინც და­რე­გის­ტრირ­და ძა­ლი­ან მცი­რე კა­პი­ტა­ლით, მათ შო­რის ჩვენც. მახ­სოვს, ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე მდე­ბა­რე სხვა მა­ღა­ზი­ე­ბის მე­პატ­რო­ნე­ებ­მაც მოგ­ვმარ­თეს თხოვ­ნით: მა­ღა­ზი­ა­ში ფუ­ლის და­ტო­ვე­ბას ან სახ­ლში წა­ღე­ბას იქ­ნებ თქვენ­თან შე­ვი­ნა­ხო­თო. შემ­დეგ მივ­ხვდით, რომ მხო­ლოდ ჩვე­ნი ფი­ნან­სე­ბის მი­მართ კი არ გვქონ­და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აღე­ბუ­ლი, არა­მედ სხვი­სი ფუ­ლიც გვე­ბა­რა.

- მი­გაჩ­ნი­ათ, რომ თქვე­ნი პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა ბიზ­ნეს­ში ”თი­ბი­სი ბან­კია”?

- ბევ­რი წარ­მა­ტე­ბა გვქონ­და ბიზ­ნეს­ში. ფრაგ­მენ­ტუ­ლად ვიზ­რდე­ბო­დით, ისე რო­გორც ქვე­ყა­ნა გვაძ­ლევ­და ამის სა­შუ­ა­ლე­ბას. ყვე­ლა­ზე დიდი წარ­მა­ტე­ბა, საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის შემ­დეგ ”ბორ­ჯო­მის” ბა­ზარ­ზე დაბ­რუ­ნე­ბა იყო. წარ­მა­ტე­ბა იყო ისიც, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვენ და­ვი­წყეთ ბოთ­ლში ჩა­მოს­ხმუ­ლი წყლის წარ­მო­ე­ბა და ეს კულ­ტუ­რა ჩვენ და­ვამ­კვიდ­რეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ”ბორ­ჯო­მი” გავ­ხა­დეთ მულ­ტი­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კომ­პა­ნია და 40-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა მისი ექ­სპორ­ტი. წარ­მა­ტე­ბაა ”თი­ბი­სი ბან­კიც”, სა­დაც ყვე­ლა­ზე დიდი წარ­მა­ტე­ბა ის ხალ­ხია, ვინც ამ ბან­კში მუ­შა­ობს. ყვე­ლა­ზე დიდი წარ­მა­ტე­ბა ჩემ­თვის ამ გუნ­დის შექ­მნაა. ალ­ბათ სწო­რად მი­ვუ­დე­ქით ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ძებ­ნას. სა­ბო­ლოო ჯამ­ში ცხოვ­რე­ბაც და ბიზ­ნე­სიც, ირ­გვლივ მარ­თა­ლი და ერ­თგუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის შე­მოკ­რე­ბაა. ერ­თგუ­ლე­ბა­ში კი საქ­მის, იდე­ის და და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მი­მართ ერ­თგუ­ლე­ბას ვგუ­ლის­ხმობ. როცა ამ კრი­ტე­რი­უ­მე­ბით ირ­ჩევ ხალ­ხს, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­დის.

- იმ დროს ბიზ­ნეს­ში თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა არ გქონ­დათ და რა იყო თქვე­ნი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძალა - რის­კი, აზარ­ტი თუ ალღო?…

- სი­ახ­ლის­კენ სწრაფ­ვა სულ მაქვს. სკო­ლა­შიც ასე­თი ვი­ყა­ვი და ინ­სტი­ტუ­ტშიც. აქ­ტი­უ­რი ვი­ყა­ვი ყო­ველ­თვის და თუ რამე სტუ­დენ­ტუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა ტარ­დე­ბო­და, სულ ჩარ­თუ­ლი ვი­ყა­ვი. როცა ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ინ­გრა, მივ­ხვდი, რომ ყვე­ლა ადა­მი­ანს თა­ვი­სი თა­ვის­თვის უნდა ეშ­ვე­ლა. ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი უკვე, დე­და­ჩე­მის 130 მა­ნე­თით და მა­მა­ჩე­მის 180 მა­ნე­თით წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო იმ პე­რი­ოდ­ში რამე გა­გე­კე­თე­ბი­ნა, თან ჰი­პე­რინფლა­ცი­აც და­ი­წყო. მივ­ხვდი, რომ ბიზ­ნე­სი იყო ად­გი­ლი, სა­დაც მე უფ­რო­სი არ მე­ყო­ლე­ბო­და და სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას შევ­ძლებ­დი - ჩემი თა­ვის პატ­რო­ნი ვიქ­ნე­ბო­დი და ეს მომ­წონ­და ყვე­ლა­ზე მე­ტად. თა­ნაც ბიზ­ნე­სი ისე­თი ”ხილი” იყო, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც არა­ვინ არა­ფე­რი იცო­და. ასე გავ­ხსე­ნით პირ­ვე­ლი სა­კო­მი­სიო მა­ღა­ზია, სამ­ხატ­ვრო სა­ლო­ნი... არა­და, როცა პე­ტერ­ბურ­გში ჩა­ვე­დით და ნა­ხა­ტე­ბი ჩა­ვი­ტა­ნეთ, ეგო­ნათ, რომ ბიზ­ნეს­ში უკვე ისე­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, რომ მხატ­ვრო­ბით დავ­კავ­დით. არა­და 15 ნა­მუ­შე­ვა­რი ჩა­ვი­ტა­ნეთ სას­ტუმ­რო ”ას­ტო­რი­ა­ში” და უკან და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი ფული აღარ გვქონ­და. ჩემ­თვის ბიზ­ნე­სი მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცე­სია და არა შე­დე­გი. არ ვიცი ეს კარ­გია თუ ცუდი, მაგ­რამ მე ასე მომ­წონს. ვიცი, რომ თუ პრო­ცესს კარ­გად გა­ვა­კე­თებ, შე­დეგ­თან აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვალ. ბიზ­ნე­სი ჩემ­თვის არას­დროს ყო­ფი­ლა კონ­კრე­ტუ­ლი ციფ­რი, ალ­ბათ ამი­ტო­მაც აღ­მოვ­ჩნდი ასეთ გრძელ­ვა­დი­ან ბიზ­ნე­სებ­ში და ლუ­დის ოპე­რა­ცი­ას თუ არ ჩავ­თვლით, სწრა­ფი მო­გე­ბა არას­დროს მი­მი­ღია. ჩვენ­თან ყვე­ლა­ფე­რი წლებ­ზეა გათ­ვლი­ლი. როცა შე­დეგს ვაღ­წევ, სი­ცა­რი­ე­ლე დგე­ბა და ვგრძნობ, რომ იქ ჩემი ად­გი­ლი აღარ არის. ვხვდე­ბი, რომ ამ კონ­კრე­ტულ­მა საქ­მემ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თვალ­საზ­რი­სით ჩემ­თვის თავი ამო­წუ­რა და გა­დავ­დი­ვარ სხვა თე­მა­ზე. ამი­ტო­მაც არის, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ბიზ­ნე­სის ავ­ტო­რე­ბი ვართ, მათ შო­რის არის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი ”ვულე-ვუ”, ”ბა­ბი­ლო­ნი”, ”ჩაი გუ­რი­ე­ლი” და სხვა. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ავტორი:

27 წლის წინ დაწყებული ისტორია - როგორია მამუკა ხაზარაძის ბიზნეს პერსონა

27 წლის წინ დაწყებული ისტორია - როგორია მამუკა ხაზარაძის ბიზნეს პერსონა

ყველაფერი 27-28 წლის წინ დაიწყო რამდენიმე წარუმატებელი მცდელობითა და ბევრი წარმატებული ნაბიჯით.

დღეს მის სახელს ისეთი მსხვილი კომპანიები უკავშირდება, როგორიც თუნდაც ”თიბისი ბანკია”.

მამუკა ხაზარაძე bpn.ge-ს საკუთარ ბიზნესგამოცდილებაზე, სამომავლო გეგმებსა და ქვეყანაში მიმდინარე ბიზნესპროცესებზე 2015 წელს ესაუბრა. „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ამონარიდს ამ ინტერვიუდან:

მამუკა ხაზარაძე, ბიზნესმენი, ”თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე:

თავის დროზე ბანკი გავაკეთეთ იმიტომ, რომ გვქონდა მაღაზია და გვინდოდა შემოსული ფული სადმე შეგვენახა. საბანკო სექტორი იმ დროს გაჩერებული იყო, რადგან საბჭოთა კავშირი დაიშალა და ყველა გადარიცხვა გაჩერდა. სწორედ იმ დროს საქართველოში 250-300 ბანკი მაინც დარეგისტრირდა ძალიან მცირე კაპიტალით, მათ შორის ჩვენც. მახსოვს, ჭავჭავაძეზე მდებარე სხვა მაღაზიების მეპატრონეებმაც მოგვმართეს თხოვნით: მაღაზიაში ფულის დატოვებას ან სახლში წაღებას იქნებ თქვენთან შევინახოთო. შემდეგ მივხვდით, რომ მხოლოდ ჩვენი ფინანსების მიმართ კი არ გვქონდა პასუხისმგებლობა აღებული, არამედ სხვისი ფულიც გვებარა.

- მიგაჩნიათ, რომ თქვენი პირველი წარმატება ბიზნესში ”თიბისი ბანკია”?

- ბევრი წარმატება გვქონდა ბიზნესში. ფრაგმენტულად ვიზრდებოდით, ისე როგორც ქვეყანა გვაძლევდა ამის საშუალებას. ყველაზე დიდი წარმატება, საბჭოთა პერიოდის შემდეგ ”ბორჯომის” ბაზარზე დაბრუნება იყო. წარმატება იყო ისიც, რომ საქართველოში ჩვენ დავიწყეთ ბოთლში ჩამოსხმული წყლის წარმოება და ეს კულტურა ჩვენ დავამკვიდრეთ საქართველოში. ”ბორჯომი” გავხადეთ მულტინაციონალური კომპანია და 40-ზე მეტ ქვეყანაში ხდება მისი ექსპორტი. წარმატებაა ”თიბისი ბანკიც”, სადაც ყველაზე დიდი წარმატება ის ხალხია, ვინც ამ ბანკში მუშაობს. ყველაზე დიდი წარმატება ჩემთვის ამ გუნდის შექმნაა. ალბათ სწორად მივუდექით ამ ადამიანების ძებნას. საბოლოო ჯამში ცხოვრებაც და ბიზნესიც, ირგვლივ მართალი და ერთგული პროფესიონალების შემოკრებაა. ერთგულებაში კი საქმის, იდეის და დასახული მიზნის მიმართ ერთგულებას ვგულისხმობ. როცა ამ კრიტერიუმებით ირჩევ ხალხს, ყველაფერი გამოდის.

- იმ დროს ბიზნესში თეორიული ცოდნა არ გქონდათ და რა იყო თქვენი მამოძრავებელი ძალა - რისკი, აზარტი თუ ალღო?…

- სიახლისკენ სწრაფვა სულ მაქვს. სკოლაშიც ასეთი ვიყავი და ინსტიტუტშიც. აქტიური ვიყავი ყოველთვის და თუ რამე სტუდენტური ღონისძიება ტარდებოდა, სულ ჩართული ვიყავი. როცა ეს ყველაფერი დაინგრა, მივხვდი, რომ ყველა ადამიანს თავისი თავისთვის უნდა ეშველა. ზრდასრული ადამიანი ვიყავი უკვე, დედაჩემის 130 მანეთით და მამაჩემის 180 მანეთით წარმოუდგენელი იყო იმ პერიოდში რამე გაგეკეთებინა, თან ჰიპერინფლაციაც დაიწყო. მივხვდი, რომ ბიზნესი იყო ადგილი, სადაც მე უფროსი არ მეყოლებოდა და საკუთარი თავის რეალიზაციას შევძლებდი - ჩემი თავის პატრონი ვიქნებოდი და ეს მომწონდა ყველაზე მეტად. თანაც ბიზნესი ისეთი ”ხილი” იყო, რომლის შესახებაც არავინ არაფერი იცოდა. ასე გავხსენით პირველი საკომისიო მაღაზია, სამხატვრო სალონი... არადა, როცა პეტერბურგში ჩავედით და ნახატები ჩავიტანეთ, ეგონათ, რომ ბიზნესში უკვე ისეთი წარმატებულები ვიყავით, რომ მხატვრობით დავკავდით. არადა 15 ნამუშევარი ჩავიტანეთ სასტუმრო ”ასტორიაში” და უკან დასაბრუნებელი ფული აღარ გვქონდა. ჩემთვის ბიზნესი მშენებლობის პროცესია და არა შედეგი. არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ მე ასე მომწონს. ვიცი, რომ თუ პროცესს კარგად გავაკეთებ, შედეგთან აუცილებლად მივალ. ბიზნესი ჩემთვის არასდროს ყოფილა კონკრეტული ციფრი, ალბათ ამიტომაც აღმოვჩნდი ასეთ გრძელვადიან ბიზნესებში და ლუდის ოპერაციას თუ არ ჩავთვლით, სწრაფი მოგება არასდროს მიმიღია. ჩვენთან ყველაფერი წლებზეა გათვლილი. როცა შედეგს ვაღწევ, სიცარიელე დგება და ვგრძნობ, რომ იქ ჩემი ადგილი აღარ არის. ვხვდები, რომ ამ კონკრეტულმა საქმემ შემოქმედებითი თვალსაზრისით ჩემთვის თავი ამოწურა და გადავდივარ სხვა თემაზე. ამიტომაც არის, რომ ძალიან ბევრი საინტერესო ბიზნესის ავტორები ვართ, მათ შორის არის მაღაზიათა ქსელი ”ვულე-ვუ”, ”ბაბილონი”, ”ჩაი გურიელი” და სხვა. წაიკითხეთ სრულად

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო