პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში ინტენსიური მშენებლობა შეწყდება - რა სიახლეზე ისაუბრა მერმა
თბილისში ინტენსიური მშენებლობა შეწყდება - რა სიახლეზე ისაუბრა მერმა

თბი­ლი­სის მე­რი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, აღიკ­ვე­თე­ბა კო­ე­ფი­ცი­ენ­ტე­ბის მა­ტე­ბა და K2 კო­ე­ფი­ცი­ენ­ტე­ბის გა­ყიდ­ვა, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, კო­ე­ფი­ცი­ენ­ტე­ბის გა­და­მე­ტე­ბის მავ­ნე პრაქ­ტი­კამ ხელი შე­უ­წყო ქა­ლა­ქის და­მა­ხინ­ჯე­ბას.

„მინ­და გამ­ცნოთ თბი­ლი­სის სწო­რად გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­სი­ცოხ­ლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით აღიკ­ვე­თე­ბა კო­ე­ფი­ცი­ენ­ტე­ბის მა­ტე­ბა და K2 კო­ე­ფი­ცი­ენ­ტე­ბის გა­ყიდ­ვა. ის პრაქ­ტი­კა, რო­მე­ლიც 2005 წლი­დან იყო დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი, თბი­ლი­სის მე­რი­ი­სა და საკ­რე­ბუ­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ერთხელ და სა­მუ­და­მოდ დას­რულ­დე­ბა.

რე­გუ­ლა­ცია გავ­რცელ­დე­ბა ყვე­ლა ნე­ბარ­თვა­სა და გრგ-ზე, რო­მე­ლიც რე­გუ­ლა­ცი­ის ამოქ­მე­დე­ბის მო­მენ­ტი­დან იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი წარ­მო­ე­ბა­ში. ჩვე­ნი დღის წეს­რი­გია, რომ დე­და­ქა­ლაქს შე­ვუქ­მნათ სწო­რი გან­ვი­თა­რე­ბის პი­რო­ბე­ბი: ეს მოხ­დე­ბა გეგ­მა­ზო­მი­ე­რად, თბი­ლი­სის მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მით დად­გე­ნი­ლი ძი­რი­თა­დი პა­რა­მეტ­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

თბი­ლი­სის მე­რის გან­ცხა­დე­ბით, სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა ძა­ლი­ან სწო­რად გა­ა­ა­ნა­ლი­ზეს.

„სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ ფაქ­ტია წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, კო­ე­ფი­ცი­ენ­ტე­ბის გა­და­მე­ტე­ბის მავ­ნე პრაქ­ტი­კამ ხელი შე­უ­წყო ქა­ლა­ქის და­მა­ხინ­ჯე­ბას, ქა­ო­ტუ­რი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბას. მე­რი­ის ახა­ლი მე­ნე­ჯმენ­ტი k2 კო­ე­ფი­ცი­ენ­ტის მა­ტე­ბის ინ­სტრუ­მენტს უდი­დე­სი სიფრ­თხი­ლით ვე­კი­დე­ბო­დით, თუმ­ცა, ეს ზვა­ვის პრინ­ცი­პით აგო­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვე­ბუ­ლი პრობ­ლე­მის აღ­მო­ფხვრა, მხო­ლოდ რა­დი­კა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ სა­მარ­თლებ­რივ დო­ნე­ზე სა­ერ­თოდ ავ­კრძა­ლოთ k2 კო­ე­ფი­ცი­ენ­ტით მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი.

რო­გო­რი ინო­ვა­ცი­უ­რი და მას­შტა­ბუ­რი პო­ექ­ტე­ბიც არ უნდა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ მო­მა­ვალ­ში, იქ­ნე­ბა ეს სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კა, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­დერ­ნი­ზა­ცია თუ გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვა, ყვე­ლა­ფე­რი გა­უ­ფე­რულ­დე­ბო­და, თუ ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, ხელ­შე­უ­ხებ­ლად დარ­ჩე­ბო­და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე ურ­ბა­ნუ­ლი ქა­ო­სი. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის და­სა­წყი­სი, ჩვენ ეტა­პობ­რი­ვად მო­ვა­წეს­რი­გებთ სა­მარ­თლებ­რივ ჩარ­ჩოს და უზ­რუნ­ველ­ვყოფთ თბი­ლი­სის სწო­რად გან­ვი­თა­რე­ბას. აქვე მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტებს და გან­სა­კუთ­რე­ბით სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლე­ბიც ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვნენ კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ში.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტო­რის­თვის ერთი შე­ხედ­ვით შე­საძ­ლოა მოგ­ვეჩ­ვე­ნოს, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მომ­გე­ბი­ა­ნი არ არის, სი­ნამ­დვი­ლე­ში, არ­სე­ბუ­ლი ურ­ბა­ნუ­ლი ქა­ო­სი სა­ერ­თო ჯამ­ში მათ ბიზ­ნეს­საც აზა­რა­ლებ­და. კარ­გია, რომ სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა ძა­ლი­ან სწო­რად გა­ა­ა­ნა­ლი­ზეს, გა­ი­ზი­ა­რეს და პრაქ­ტი­კუ­ლად ერ­თხმად და­უ­ჭი­რეს მხა­რი. თი­თო­ე­ულ თბი­ლი­სელს, ჩვე­ნი ქა­ლა­ქის ყვე­ლა გულ­შე­მატ­კი­ვარს კი­დევ ერთხელ ვუ­ლო­ცავ ამ მარ­თლაც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას! ეს ფაქ­ტი კი­დევ ერთხელ მოწ­მობს, რომ თუ გულ­წრფე­ლე­ბი ვართ სა­კუ­თარ ქა­ლაქ­ზე ზრუნ­ვა­ში, თუ ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბი ვართ გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე, ნე­ბის­მი­ე­რი პრობ­ლე­მა მოგ­ვა­რე­ბა­დია. კი­დევ ერთხელ გი­ლო­ცავთ და აქვე გე­ტყვით, რომ ახლო მო­მა­ვალ­ში, გვაქვს სა­ინ­ტე­რე­სო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც მომ­დევ­ნო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­გაც­ნობთ“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ავტორი:

თბილისში ინტენსიური მშენებლობა შეწყდება - რა სიახლეზე ისაუბრა მერმა

თბილისში ინტენსიური მშენებლობა შეწყდება - რა სიახლეზე ისაუბრა მერმა

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, აღიკვეთება კოეფიციენტების მატება და K2 კოეფიციენტების გაყიდვა, - ამის შესახებ თბილისის მერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, კოეფიციენტების გადამეტების მავნე პრაქტიკამ ხელი შეუწყო ქალაქის დამახინჯებას.

„მინდა გამცნოთ თბილისის სწორად განვითარებისთვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით აღიკვეთება კოეფიციენტების მატება და K2 კოეფიციენტების გაყიდვა. ის პრაქტიკა, რომელიც 2005 წლიდან იყო დამკვიდრებული, თბილისის მერიისა და საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება.

რეგულაცია გავრცელდება ყველა ნებართვასა და გრგ-ზე, რომელიც რეგულაციის ამოქმედების მომენტიდან იქნება მიღებული წარმოებაში. ჩვენი დღის წესრიგია, რომ დედაქალაქს შევუქმნათ სწორი განვითარების პირობები: ეს მოხდება გეგმაზომიერად, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით დადგენილი ძირითადი პარამეტრების შესაბამისად“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებმა, ეს ინიციატივა ძალიან სწორად გააანალიზეს.

„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია წლების განმავლობაში, კოეფიციენტების გადამეტების მავნე პრაქტიკამ ხელი შეუწყო ქალაქის დამახინჯებას, ქაოტური განაშენიანების პროვოცირებას. მერიის ახალი მენეჯმენტი k2 კოეფიციენტის მატების ინსტრუმენტს უდიდესი სიფრთხილით ვეკიდებოდით, თუმცა, ეს ზვავის პრინციპით აგორებული პროცესი, წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემის აღმოფხვრა, მხოლოდ რადიკალური გადაწყვეტილებითაა შესაძლებელი, ამიტომ გადავწყვიტეთ სამართლებრივ დონეზე საერთოდ ავკრძალოთ k2 კოეფიციენტით მანიპულაციები.

როგორი ინოვაციური და მასშტაბური პოექტებიც არ უნდა განვახორციელოთ მომავალში, იქნება ეს სატრანსპორტო პოლიტიკა, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია თუ გარემოზე ზრუნვა, ყველაფერი გაუფერულდებოდა, თუ ამის პარალელურად, ხელშეუხებლად დარჩებოდა წლების განმავლობაში მიმდინარე ურბანული ქაოსი. ეს გადაწყვეტილება არის დასაწყისი, ჩვენ ეტაპობრივად მოვაწესრიგებთ სამართლებრივ ჩარჩოს და უზრუნველვყოფთ თბილისის სწორად განვითარებას. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო დარგის სპეციალისტებს და განსაკუთრებით სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ კონსულტაციებში.

მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო სექტორისთვის ერთი შეხედვით შესაძლოა მოგვეჩვენოს, რომ ეს გადაწყვეტილება მომგებიანი არ არის, სინამდვილეში, არსებული ურბანული ქაოსი საერთო ჯამში მათ ბიზნესსაც აზარალებდა. კარგია, რომ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებმა, ეს ინიციატივა ძალიან სწორად გააანალიზეს, გაიზიარეს და პრაქტიკულად ერთხმად დაუჭირეს მხარი. თითოეულ თბილისელს, ჩვენი ქალაქის ყველა გულშემატკივარს კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ მართლაც უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას! ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ თუ გულწრფელები ვართ საკუთარ ქალაქზე ზრუნვაში, თუ ერთსულოვნები ვართ გამოწვევების წინაშე, ნებისმიერი პრობლემა მოგვარებადია. კიდევ ერთხელ გილოცავთ და აქვე გეტყვით, რომ ახლო მომავალში, გვაქვს საინტერესო გადაწყვეტილებები, რომლებსაც მომდევნო დღეების განმავლობაში გაგაცნობთ“, - განაცხადა კალაძემ.

რიყის პარკში მოქალაქეებს საჰაერო ბუშტით ფრენა შეეძლებათ - რა ეღირება ბილეთი?

საქართველოს სასტუმროებში ფასები განახევრდა - "ზოგ ხუთ ვარსკვლავიანში ნომრის ფასი 50 ლარამდეა"

ხვალ რიკოთის გვირაბში მანქანების მოძრაობა 6 საათით აიკრძალება