პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
IPN.GE-მ ერევნის ციხეში მოთავსებულ დიმიტრი ანდრეევთან დაკავშირებით სომხეთის იუსტიციის სამინისტროსგან წერილი მიიღო
IPN.GE-მ ერევნის ციხეში მოთავსებულ დიმიტრი ანდრეევთან დაკავშირებით სომხეთის იუსტიციის სამინისტროსგან წერილი მიიღო

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ, ერევ­ნის ცი­ხე­ში მო­თავ­სე­ბულ პა­ტი­მარ დი­მიტ­რი ან­დრე­ევ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო „ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა“ სომ­ხე­თის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა, რა­ზეც სა­პა­სუ­ხო წე­რი­ლი მი­ი­ღო.

რო­გორც სომ­ხე­თის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მიერ სა­ა­გენ­ტოს­თვის გა­მოგ­ზავ­ნილ პა­სუხ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ქვეყ­ნის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, მსჯავ­რდე­ბუ­ლებს მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის ფლო­ბა და ინ­ტერ­ნე­ტით სარ­გებ­ლო­ბა ეკ­რძა­ლე­ბათ, ხოლო სა­კითხს, რო­გორ აღ­მოჩ­ნდა დი­მიტ­რი ან­დრე­ე­ვის სა­კან­ში ინ­ტერ­ნე­ტი­ა­ნი ტე­ლე­ფო­ნი, ისე­ვე რო­გორც, მკვლე­ლო­ბის საქ­მეს, რის გა­მოც ცი­ხე­ში იმ­ყო­ფე­ბა, სომ­ხე­თის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტი სწავ­ლობს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის საქ­მე­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 18 პირი და­ა­კა­ვეს. მათი ნა­წი­ლი დღეს ცი­ხე­შია, ნა­წი­ლი კი გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. 9 თე­ბერ­ვალს შს სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ცხა­და, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში buba lomtatidze-დ და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი პირი, რო­მელ­მაც სა­ვა­რა­უ­დოდ ფა­რუ­ლი კად­რე­ბი ატ­ვირ­თა, სომ­ხე­თის ცი­ხე­ში მკვლე­ლო­ბის­თვის იხ­დის სას­ჯელს.

პირი, რო­მელ­საც გა­მო­ძი­ე­ბა ვი­დე­ოს ატ­ვირ­თვას ედა­ვე­ბა, ურეკ­ში მცხოვ­რე­ბი 32 წლის დი­მიტ­რი ან­დრე­ე­ვია. დი­მიტ­რი ან­დრე­ე­ვი ცოლ­თან ერ­თად სომ­ხეთ­ში სას­ჯელს ტაქ­სის მძღო­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის იხ­დის. გა­მო­ძი­ე­ბას აქვს ეჭვი, რომ ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პირ­ვე­ლად სწო­რედ ან­დრე­ევ­მა ატ­ვირ­თა, თუმ­ცა რო­გორ აღ­მოჩ­ნდა მის ხელ­ში ან ფა­რუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა ან ინ­ტერ­ნე­ტი­ა­ნი ტე­ლე­ფო­ნი სა­კან­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით და­უდ­გე­ნე­ლია.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

IPN.GE-მ ერევნის ციხეში მოთავსებულ დიმიტრი ანდრეევთან დაკავშირებით სომხეთის იუსტიციის სამინისტროსგან წერილი მიიღო

IPN.GE-მ ერევნის ციხეში მოთავსებულ დიმიტრი ანდრეევთან დაკავშირებით სომხეთის იუსტიციის სამინისტროსგან წერილი მიიღო

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულ, ერევნის ციხეში მოთავსებულ პატიმარ დიმიტრი ანდრეევთან დაკავშირებით, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ სომხეთის იუსტიციის სამინისტროს მიმართა, რაზეც საპასუხო წერილი მიიღო.

როგორც სომხეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ სააგენტოსთვის გამოგზავნილ პასუხშია აღნიშნული, ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, მსჯავრდებულებს მობილური ტელეფონის ფლობა და ინტერნეტით სარგებლობა ეკრძალებათ, ხოლო საკითხს, როგორ აღმოჩნდა დიმიტრი ანდრეევის საკანში ინტერნეტიანი ტელეფონი, ისევე როგორც, მკვლელობის საქმეს, რის გამოც ციხეში იმყოფება, სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი სწავლობს.

შეგახსენებთ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე სამართალდამცავებმა 18 პირი დააკავეს. მათი ნაწილი დღეს ციხეშია, ნაწილი კი გირაოთი გაათავისუფლეს. 9 თებერვალს შს სამინისტრომ განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში buba lomtatidze-დ დარეგისტრირებული პირი, რომელმაც სავარაუდოდ ფარული კადრები ატვირთა, სომხეთის ციხეში მკვლელობისთვის იხდის სასჯელს.

პირი, რომელსაც გამოძიება ვიდეოს ატვირთვას ედავება, ურეკში მცხოვრები 32 წლის დიმიტრი ანდრეევია. დიმიტრი ანდრეევი ცოლთან ერთად სომხეთში სასჯელს ტაქსის მძღოლის მკვლელობისთვის იხდის. გამოძიებას აქვს ეჭვი, რომ ფარული ჩანაწერი სოციალურ ქსელში პირველად სწორედ ანდრეევმა ატვირთა, თუმცა როგორ აღმოჩნდა მის ხელში ან ფარული ვიდეომასალა ან ინტერნეტიანი ტელეფონი საკანში, ჯერჯერობით დაუდგენელია.

"ქურდულ სამყაროში სიმამრის დახმარებით მიიღეს" - ვინ არის "კანონიერი ქურდი" "დათო სვანი", რომლის წინააღმდეგაც რუსეთში ახალი საქმე აღიძრა

"აქამდე არ ვუჩივლე, ბავშვი რომ დაორსულდა და ახლა რა აზრი აქვს?" - დედა ამბობს, რომ 13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული მისი მეგობარია და არ სურს დასაჯოს

მამაკაცი სანადირო თოფით თავის მოკვლას აპირებდა, დაინახა პოლიციელები და მათი მიმართულებით გაისროლა - რა მოხდა იმერეთში?