პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 61 თანამშრომელი გაათავისუფლეს
პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 61 თანამშრომელი გაათავისუფლეს

რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­რი­გი ეტა­პის შე­დე­გად, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან 61 თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კერ­მა ხა­ტია მო­ის­წრა­ფიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, 37 თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­სა­უბ­რე­ბის შე­დე­გად სამ­სა­ხურ­ში დარ­ჩა, 11 თა­ნამ­შრომ­ლის სა­კი­თხი კი არც გან­ხი­ლუ­ლა, ვი­ნა­ი­დან ისი­ნი დეკ­რე­ტულ შვე­ბუ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან და მათ კა­ნო­ნი იცავს.

„გუ­შინ დას­რულ­და პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კი­დევ ერთი ეტა­პი. პირ­ველ ეტაპ­ზე რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია გა­მო­ცხად­და 2018 წლის 31 დე­კემ­ბერს და პირ­ვე­ლი ეტა­პი მო­ი­ცავ­და 60 შტა­ტის­თვის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მო­თხოვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. ის პე­რი­ო­დი გაგ­რძელ­და 15 იან­ვრამ­დე, ხოლო შემ­დეგ და­ი­წყო მე­ო­რე ეტა­პი, რომ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და გა­სა­უბ­რე­ბე­ბი თა­ნამ­შრომ­ლებ­თან. ამის შემ­დეგ გა­მო­იკ­ვე­თა ასე­თი სუ­რა­თი: 61 სა­ჯა­რო მო­ხე­ლე რი­ცხოვ­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბის გამო მოხ­და მო­ბი­ლო­ბის სქე­მა­ში, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მათ შე­სა­ხებ სა­ხე­ლო­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია და დო­კუ­მენ­ტა­ცია გა­და­ე­ცა სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის ბი­უ­როს იმი­სათ­ვის, რომ ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ბი­უ­რომ მათ­თვის მო­ი­ძი­ოს პო­ზი­ცი­ე­ბი. ყვე­ლა, ვინც და­თან­ხმდე­ბა შე­თა­ვა­ზე­ბულ საქ­მეს, გა­და­ვა ახალ პო­ზი­ცი­ა­ზე, ხოლო ვინც უარს იტყვის, ერთჯე­რა­დი სა­ხით კომ­პენ­სა­ცი­ას მი­ი­ღებს.

რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კურ­სე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბას დარ­ჩე­ნილ ვა­კან­სი­ებ­ზე, ეს უკვე მომ­დევ­ნო ეტა­პია. იმ საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მო­თხოვ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­მე­ლიც ახა­ლი საშ­ტა­ტო რი­ცხოვ­ნო­ბის გამო შე­მუ­შავ­და, გა­მო­იკ­ვე­თე­ბა დარ­ჩე­ნი­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი და გა­მო­ცხად­დე­ბა კონ­კურ­სე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა ხა­ტია მო­ის­წრა­ფიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 61 თანამშრომელი გაათავისუფლეს

პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 61 თანამშრომელი გაათავისუფლეს

რეორგანიზაციის მორიგი ეტაპის შედეგად, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 61 თანამშრომელი გათავისუფლდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განუცხადა, 37 თანამშრომელი გასაუბრების შედეგად სამსახურში დარჩა, 11 თანამშრომლის საკითხი კი არც განხილულა, ვინაიდან ისინი დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებიან და მათ კანონი იცავს.

„გუშინ დასრულდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე რეორგანიზაციის კიდევ ერთი ეტაპი. პირველ ეტაპზე რეორგანიზაცია გამოცხადდა 2018 წლის 31 დეკემბერს და პირველი ეტაპი მოიცავდა 60 შტატისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩამოყალიბებას. ის პერიოდი გაგრძელდა 15 იანვრამდე, ხოლო შემდეგ დაიწყო მეორე ეტაპი, რომლის განმავლობაში მიმდინარეობდა გასაუბრებები თანამშრომლებთან. ამის შემდეგ გამოიკვეთა ასეთი სურათი: 61 საჯარო მოხელე რიცხოვნობის შემცირების გამო მოხდა მობილობის სქემაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შესახებ სახელობითი ინფორმაცია და დოკუმენტაცია გადაეცა საჯარო სამსახურის ბიუროს იმისათვის, რომ ერთი თვის განმავლობაში ბიურომ მათთვის მოიძიოს პოზიციები. ყველა, ვინც დათანხმდება შეთავაზებულ საქმეს, გადავა ახალ პოზიციაზე, ხოლო ვინც უარს იტყვის, ერთჯერადი სახით კომპენსაციას მიიღებს.

რაც შეეხება კონკურსების გამოცხადებას დარჩენილ ვაკანსიებზე, ეს უკვე მომდევნო ეტაპია. იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე, რომელიც ახალი საშტატო რიცხოვნობის გამო შემუშავდა, გამოიკვეთება დარჩენილი პოზიციები და გამოცხადდება კონკურსები“, - აღნიშნა ხატია მოისწრაფიშვილმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ