საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორგანიზაციამ, რომელიც ქალთა უფლებებზე მუშაობს, ორსული თანამშრომელი გაათავისუფლა - რას წერს ახალგაზრდა დედა "ფეისბუქზე"
ორგანიზაციამ, რომელიც ქალთა უფლებებზე მუშაობს, ორსული თანამშრომელი გაათავისუფლა - რას წერს ახალგაზრდა დედა "ფეისბუქზე"

სამი თვის ორ­სუ­ლი და მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის დედა ლიკა კას­რა­ძე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ "სა­მო­ქა­ლა­ქო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო"(სიდა) სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, ამის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუქ­ზე" თა­ვად კას­რა­ძე წერს.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა მი­ი­ღო. კას­რა­ძე პა­რა­დოქ­სუ­ლად მი­იჩ­ნევს, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცია აქ­ტი­უ­რად საქ­მი­ა­ნობს ქალ­თა გაძ­ლი­ე­რე­ბის კუ­თხით და მისი ძი­რი­თა­დი სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია, მათ შო­რის: გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბა, ქალ­თა გაძ­ლი­ე­რე­ბა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი.

"და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვეა ვცდი­ლობ, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­ვარ­კვიო სამ­სა­ხუ­რი­დან ჩემი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის რე­ა­ლუ­რი (ნამ­დვი­ლი) მი­ზე­ზე­ბი, რად­გან ვთვლი, რომ საქ­მე მაქვს ორ­მაგ სტან­დარტთან და ჩემ მი­მართ უსა­მარ­თლო მო­პყრო­ბას­თან, მაგ­რამ უშე­დე­გოდ. მი­მაჩ­ნია, რომ უხე­შად და­ირ­ღვა ჩემი შრო­მი­თი და არა მხო­ლოდ შრო­მი­თი უფ­ლე­ბე­ბი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ასე­ვე, რომ ჩემი სა­კი­თხის კვლე­ვი­სა და უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის პრო­ცეს­ში ორ­გა­ნი­ზა­ცია სი­და­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ წა­ვა­წყდი ისეთ სა­ვა­რა­უ­დო დარ­ღვე­ვებს, რომ­ლებ­ზე­დაც იქ მუ­შა­ო­ბის 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და. მა­გა­ლი­თად: 1) აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­ქა­ღალ­დე­ებ­ში ინა­ხე­ბო­და ჩემი სა­ხე­ლით და­დე­ბუ­ლი შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის მთე­ლი რიგი, სა­ი­და­ნაც მე მხო­ლოდ ერთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე მაქვს ხელი მო­წე­რი­ლი, და­ნარ­ჩენ შრო­მით ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებ­ზე კი სხვა პი­რის ხელ­მო­წე­რე­ბია; 2) შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში ფიქ­სირ­დე­ბა, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცია სი­დას ჩემ­თვის შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ხით თით­ქოს გა­დახ­დი­ლი აქვს თან­ხა, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით 35 000 ლა­რით მე­ტია, ვიდ­რე ის თან­ხა, რო­მე­ლიც მე სი­და­ში მუ­შა­ო­ბი­სას რე­ა­ლუ­რად ხელ­ფა­სის სა­ხით მი­ვი­ღე; ამას ადას­ტუ­რებს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გა­ცე­მუ­ლი დო­კუ­მენ­ტი და შე­სა­ბა­მი­სი ამო­ნა­წე­რი იმ ბან­კი­დან, სა­დაც ხელ­ფა­სი მე­რი­ცხე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დე სი­დას აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტორს და მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნოს − გამ­გე­ო­ბის წევ­რებს. ამის შე­სა­ხებ იცი­ან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სხვა თა­ნამ­შრომ­ლებ­მაც.

ამ პრო­ცე­სე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­ძია და თა­ვი­სი სა­კი­თხის თა­ო­ბა­ზე სა­ვა­რა­უ­დო დარ­ღვე­ვა აღ­მო­ა­ჩი­ნა ჩემ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა, ნაზი ბურ­დუ­ლა­ძე­მაც; კერ­ძოდ, 2018 წლის ივ­ნი­სი­დან 2019 წლის დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით ნაზი ბურ­დუ­ლა­ძის სა­ხე­ლით და­დე­ბუ­ლია და სი­დას დო­ნო­რის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლია შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რო­მელ­ზე­დაც ნაზი ბურ­დუ­ლი­ძის ხელ­მო­წე­რის ნაც­ვლად ხელი აქვს მო­წე­რი­ლი სხვა ადა­მი­ანს. პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად ორ­გა­ნი­ზა­ცია სიდა თა­ვი­სი სურ­ვი­ლით და­ტო­ვეს ნაზი ბურ­დუ­ლა­ძემ და სხვა ხუთ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში შე­იქ­მნა მწვა­ვე კრი­ზი­სი. ჩემ­თვის არა­და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია ის პა­სუ­ხე­ბი, რომ­ლებ­საც ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხებ­ზე სი­დას აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის­გან ვი­ღებ და მის, რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცის ხელ­მძღვა­ნე­ლის, მი­მართ მაქვს სრუ­ლი და სა­ფუძ­ვლი­ა­ნი უნ­დობ­ლო­ბა. აქ ისიც უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სი­დას ერთ-ერ­თმა დო­ნორ­მა სი­დას­თან უკვე შე­წყვი­ტა პრო­ექ­ტი.

აქვე ისიც უნდა და­ე­მა­ტოს, რომ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი სა­ვა­რა­უ­დო დარ­ღვე­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია შე­სა­ბა­მის სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­ებს მი­ა­წო­და მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც სი­ტუ­ა­ცია უკი­დუ­რე­სად გამ­წვავ­და და ეს სი­დას გამ­გე­ო­ბის წევ­რებ­მა და სხვა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მო­ი­თხო­ვეს.

ახ­ლა­ხანს სი­დას აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა ელ-ფოს­ტით გვაც­ნო­ბა, რომ სი­დას რუს­თა­ვის ოფის­ში არ­სე­ბუ­ლი ორი­გი­ნა­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი გა­ტა­ნი­ლია ოფი­სი­დან და ელექტრო­ნუ­ლი ფა­ი­ლე­ბის ნა­წი­ლი წაშ­ლი­ლია. ჩვე­ნი აზ­რით, არის იმის საფრ­თხე, რომ სხვა სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტა­ცი­აც და­ი­კარ­გოს. ამი­ტომ, ვა­სა­ჯა­რო­ებთ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ამ საქ­მის გახ­მა­უ­რე­ბა ახლა უკვე უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩემ­თვის და ჩემი ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლი­სათ­ვის, ნაზი ბურ­დუ­ლა­ძი­სათ­ვის," - წერს კას­რა­ძე.

ავტორი:

ორგანიზაციამ, რომელიც ქალთა უფლებებზე მუშაობს, ორსული თანამშრომელი გაათავისუფლა - რას წერს ახალგაზრდა დედა "ფეისბუქზე"

ორგანიზაციამ, რომელიც ქალთა უფლებებზე მუშაობს, ორსული თანამშრომელი გაათავისუფლა - რას წერს ახალგაზრდა დედა "ფეისბუქზე"

სამი თვის ორსული და მცირეწლოვანი ბავშვის დედა ლიკა კასრაძე არასამთავრობო ორგანიზაციამ "სამოქალაქო განვითარების სააგენტო"(სიდა) სამსახურიდან გაათავისუფლა, ამის შესახებ "ფეისბუქზე" თავად კასრაძე წერს.

მისი ინფორმაციით, გადაწყვეტილება აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა მიიღო. კასრაძე პარადოქსულად მიიჩნევს, რომ ორგანიზაცია აქტიურად საქმიანობს ქალთა გაძლიერების კუთხით და მისი ძირითადი სტრატეგიული მიმართულებებია, მათ შორის: გენდერული თანასწორობა, ქალთა გაძლიერება და ადამიანის უფლებები.

"დაახლოებით ერთი თვეა ვცდილობ, ორგანიზაციაში გავარკვიო სამსახურიდან ჩემი გათავისუფლების რეალური (ნამდვილი) მიზეზები, რადგან ვთვლი, რომ საქმე მაქვს ორმაგ სტანდარტთან და ჩემ მიმართ უსამართლო მოპყრობასთან, მაგრამ უშედეგოდ. მიმაჩნია, რომ უხეშად დაირღვა ჩემი შრომითი და არა მხოლოდ შრომითი უფლებები.

აღსანიშნავია ასევე, რომ ჩემი საკითხის კვლევისა და უფლებების დაცვის პროცესში ორგანიზაცია სიდაში რამდენიმე დღის წინ წავაწყდი ისეთ სავარაუდო დარღვევებს, რომლებზედაც იქ მუშაობის 3 წლის განმავლობაში წარმოდგენა არ მქონდა. მაგალითად: 1) აღმოვაჩინე, რომ ორგანიზაციის საქაღალდეებში ინახებოდა ჩემი სახელით დადებული შრომითი ხელშეკრულებების მთელი რიგი, საიდანაც მე მხოლოდ ერთ ხელშეკრულებაზე მაქვს ხელი მოწერილი, დანარჩენ შრომით ხელშეკრულებებზე კი სხვა პირის ხელმოწერებია; 2) შემოსავლების სამსახურში ფიქსირდება, რომ ორგანიზაცია სიდას ჩემთვის შრომის ანაზღაურების სახით თითქოს გადახდილი აქვს თანხა, რომელიც დაახლოებით 35 000 ლარით მეტია, ვიდრე ის თანხა, რომელიც მე სიდაში მუშაობისას რეალურად ხელფასის სახით მივიღე; ამას ადასტურებს შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი და შესაბამისი ამონაწერი იმ ბანკიდან, სადაც ხელფასი მერიცხება.

აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაცია მივაწოდე სიდას აღმასრულებელ დირექტორს და მმართველობის ორგანოს − გამგეობის წევრებს. ამის შესახებ იციან ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებმაც.

ამ პროცესების მიმდინარეობისას ინფორმაცია მოიძია და თავისი საკითხის თაობაზე სავარაუდო დარღვევა აღმოაჩინა ჩემმა თანამშრომელმა, ნაზი ბურდულაძემაც; კერძოდ, 2018 წლის ივნისიდან 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით ნაზი ბურდულაძის სახელით დადებულია და სიდას დონორისთვის მიწოდებულია შრომითი ხელშეკრულება, რომელზედაც ნაზი ბურდულიძის ხელმოწერის ნაცვლად ხელი აქვს მოწერილი სხვა ადამიანს. პროტესტის ნიშნად ორგანიზაცია სიდა თავისი სურვილით დატოვეს ნაზი ბურდულაძემ და სხვა ხუთმა თანამშრომელმა.

ორგანიზაციაში შეიქმნა მწვავე კრიზისი. ჩემთვის არადამაკმაყოფილებელია ის პასუხები, რომლებსაც ამ დროის განმავლობაში ზემოაღნიშნულ საკითხებზე სიდას აღმასრულებელი დირექტორისგან ვიღებ და მის, როგორც ორგანიზაცის ხელმძღვანელის, მიმართ მაქვს სრული და საფუძვლიანი უნდობლობა. აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სიდას ერთ-ერთმა დონორმა სიდასთან უკვე შეწყვიტა პროექტი.

აქვე ისიც უნდა დაემატოს, რომ აღმასრულებელმა დირექტორმა ზემოხსენებული სავარაუდო დარღვევების შესახებ ინფორმაცია შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს მიაწოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა და ეს სიდას გამგეობის წევრებმა და სხვა თანამშრომლებმა მოითხოვეს.

ახლახანს სიდას აღმასრულებელმა დირექტორმა ელ-ფოსტით გვაცნობა, რომ სიდას რუსთავის ოფისში არსებული ორიგინალი დოკუმენტები გატანილია ოფისიდან და ელექტრონული ფაილების ნაწილი წაშლილია. ჩვენი აზრით, არის იმის საფრთხე, რომ სხვა საჭირო დოკუმენტაციაც დაიკარგოს. ამიტომ, ვასაჯაროებთ ამ ინფორმაციას. ამ საქმის გახმაურება ახლა უკვე უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩემთვის და ჩემი ყოფილი თანამშრომლისათვის, ნაზი ბურდულაძისათვის," - წერს კასრაძე.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს