სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ დავთმობთ ჩვენს საქმეს..." - რას წერს მამუკა ხაზარაძე "ფეისბუქზე" ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემდეგ
"არ დავთმობთ ჩვენს საქმეს..." - რას წერს მამუკა ხაზარაძე "ფეისბუქზე" ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემდეგ

ჩვენ არ დავ­თმობთ ჩვენს საქ­მეს, ჩვენს თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ჩვენს ღირ­სე­ბას; არ შე­ვე­გუ­ე­ბით უსა­მარ­თლო­ბას და ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბით და­ვი­ცავთ „თი­ბი­სის“ და მისი აქ­ცი­ო­ნე­რე­ბის სა­მარ­თლებ­რივ უფ­ლე­ბას, - ამის შე­სა­ხებ „თი­ბი­სი ბან­კის“ სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე „ფე­ის­ბუ­ქის“ სა­კუ­თარ გვერ­დზე წერს.

მისი თქმით, მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერ­თმა ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ­მა იუ­რი­დი­ულ­მა კომ­პა­ნია DENTONS-მა შე­ის­წავ­ლა 11 წლის წი­ნან­დე­ლი სა­კი­თხი, რა­ზეც ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს მსჯე­ლო­ბა და და­ად­გი­ნა, რომ არა თუ ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბას, თა­ნამ­დე­ბო­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბას ან რამე კრი­მი­ნა­ლურ ქმე­დე­ბას, არა­მედ ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქტსაც კი არ ჰქო­ნია ად­გი­ლი.

„მე­გობ­რე­ბო, უკვე 8 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, თი­ბი­სის, ჩემი და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის წი­ნა­აღ­მდეგ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი კამ­პა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­მე­ლიც ეროვ­ნუ­ლი ბან­კის დღე­ვან­დე­ლი ბრძა­ნე­ბით დაგ­ვირ­გვინ­და, სები ითხოვს ჩა­მოგ­ვა­შო­რონ იმ კომ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც 27 წლის წინ ერ­თად შევ­ქმე­ნით და დღეს უკვე წარ­მა­ტე­ბულ, სა­ერ­თა­შო­რი­სო, ლონ­დონ­ში ბა­ზი­რე­ბულ, მრა­ვალ­მი­ლი­არ­დი­ან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად იქცა, თი­ბი­სე­ლე­ბის გუნ­დი 10,000-მდე ადა­მი­ანს ით­ვლის და სი­ა­მა­ყით და იმე­დით უყუ­რებს მო­მა­ვალს. დღეს თი­ბი­სი, რო­მე­ლიც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნა­ტო­ლია, ბიზ­ნეს სამ­ყა­რო­ში მსოფ­ლიო დო­ნი­სა და სტან­დარ­ტე­ბის მქო­ნე კომ­პა­ნი­აა, ინ­სტი­ტუ­ტი, რომ­ლი­თაც ყვე­ლა ქარ­თველს შე­უძ­ლია ია­მა­ყოს. მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერ­თმა ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ­მა იუ­რი­დი­ულ­მა კომ­პა­ნია DENTONS მა შე­ის­წავ­ლა 11 წლის წი­ნან­დე­ლი სა­კი­თხი, რა­ზეც ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს მსჯე­ლო­ბა და და­ად­გი­ნა, რომ არა თუ ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბას, თა­ნამ­დე­ბო­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბას ან რამე კრი­მი­ნა­ლურ ქმე­დე­ბას, არა­მედ ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქტსაც კი არ ჰქო­ნია ად­გი­ლი. ჩვენ არ დავ­თმობთ ჩვენს საქ­მეს, ჩვენს თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ჩვენს ღირ­სე­ბას. არ შე­ვე­გუ­ე­ბით უსა­მარ­თლო­ბას და ყვე­ლა ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით და­ვი­ცავთ „თი­ბი­სის“ და მისი აქ­ცი­ო­ნე­რე­ბის სა­მარ­თლებ­რივ უფ­ლე­ბას ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ტებ­ში. დიდ ეჭვს იწ­ვევს ისიც, რომ ასე­თი აჩ­ქა­რე­ბუ­ლი ტემ­პით გა­მო­ტა­ნი­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ჩვე­ნი რე­პუ­ტა­ცი­ის შემ­ლახ­ვე­ლი კამ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბა ხდე­ბა სწო­რედ ახლა, რო­დე­საც ასე ახ­ლოს ვართ ქვეყ­ნის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პრო­ექ­ტის - ანაკ­ლი­ის პორ­ტის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას­თან. კვლა­ვაც იმე­დით ვუ­ყუ­რებ ჩვენს მო­მა­ვალს და მად­ლო­ბას ვუხ­დი ყვე­ლა თქვენ­განს მხა­და­ჭე­რის­თვის!“, - ნათ­ქვა­მია ხა­ზა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ეროვ­ნუ­ლი ბან­კი თი­ბი­სი ბან­კის­გან სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რი­სა და თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის მიერ საბ­ჭოს წევ­რო­ბის და­ტო­ვე­ბას ითხოვს. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, რე­გუ­ლა­ტო­რის მო­თხოვ­ნა უკავ­შირ­დე­ბა 2007-2008 წელს შეს­რუ­ლე­ბულ კონ­კრე­ტულ ტრან­ზაქ­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ კლა­სი­ფი­ცირ­დე­ბა რო­გორც ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში „თი­ბი­სი ბანკთან“ და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გან­მარ­ტა­ვენ, 2008 წლის აპ­რილ-მა­ის­ში, კომ­პა­ნი­ებ­მა შპს „სამ­გო­რი M-მა“ და „სამ­გო­რი თრე­იდ­მა“ „თი­ბი­სი ბან­კის­გან“ საბ­რუ­ნა­ვი სახ­სრე­ბის შევ­სე­ბის მიზ­ნობ­რი­ო­ბით და­ახ­ლო­ე­ბით 17 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით სეს­ხი აი­ღეს, რაც იმა­ვე დღეს სეს­ხის სა­ხით გა­ცე­მუ­ლი იქნა ფი­ზი­კურ პი­რებ­ზე - ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე­სა და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე­ზე. რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გან­მარ­ტა­ვენ, მთელ ამ პე­რი­ოდ­ში სა­გუ­ლის­ხმოა ის ფაქ­ტი, რომ არც „სამ­გო­რი M-სა“ და არც „სამ­გო­რი თრე­ი­დის“ მიერ სეს­ხის სა­ხით აღე­ბუ­ლი თან­ხის გა­ღე­ბა არ მომ­ხდა­რა, ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით მათი ჩა­ნაც­ვლე­ბა მოხ­და ოფ­შორ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ით და დღემ­დე ეს თან­ხა ანა­ზღა­უ­რე­ბუ­ლი არ არის „თი­ბი­სი ბან­კის­თვის“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"არ დავთმობთ ჩვენს საქმეს..." - რას წერს მამუკა ხაზარაძე "ფეისბუქზე" ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემდეგ

"არ დავთმობთ ჩვენს საქმეს..." - რას წერს მამუკა ხაზარაძე "ფეისბუქზე" ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემდეგ

ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს საქმეს, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს ღირსებას; არ შევეგუებით უსამართლობას და ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით დავიცავთ „თიბისის“ და მისი აქციონერების სამართლებრივ უფლებას, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იურიდიულმა კომპანია DENTONS-მა შეისწავლა 11 წლის წინანდელი საკითხი, რაზეც ახლა მიმდინარეობს მსჯელობა და დაადგინა, რომ არა თუ ფულის გათეთრებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ან რამე კრიმინალურ ქმედებას, არამედ ინტერესთა კონფლიქტსაც კი არ ჰქონია ადგილი.

„მეგობრებო, უკვე 8 თვის განმავლობაში, თიბისის, ჩემი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ორგანიზებული კამპანია მიმდინარეობს, რომელიც ეროვნული ბანკის დღევანდელი ბრძანებით დაგვირგვინდა, სები ითხოვს ჩამოგვაშორონ იმ კომპანიას, რომელიც 27 წლის წინ ერთად შევქმენით და დღეს უკვე წარმატებულ, საერთაშორისო, ლონდონში ბაზირებულ, მრავალმილიარდიან ორგანიზაციად იქცა, თიბისელების გუნდი 10,000-მდე ადამიანს ითვლის და სიამაყით და იმედით უყურებს მომავალს. დღეს თიბისი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს თანატოლია, ბიზნეს სამყაროში მსოფლიო დონისა და სტანდარტების მქონე კომპანიაა, ინსტიტუტი, რომლითაც ყველა ქართველს შეუძლია იამაყოს. მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იურიდიულმა კომპანია DENTONS მა შეისწავლა 11 წლის წინანდელი საკითხი, რაზეც ახლა მიმდინარეობს მსჯელობა და დაადგინა, რომ არა თუ ფულის გათეთრებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ან რამე კრიმინალურ ქმედებას, არამედ ინტერესთა კონფლიქტსაც კი არ ჰქონია ადგილი. ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს საქმეს, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს ღირსებას. არ შევეგუებით უსამართლობას და ყველა ჩვენს ხელთ არსებული საშუალებით დავიცავთ „თიბისის“ და მისი აქციონერების სამართლებრივ უფლებას ადგილობრივ და საერთაშორისო ინსტიტუტებში. დიდ ეჭვს იწვევს ისიც, რომ ასეთი აჩქარებული ტემპით გამოტანილი გადაწყვეტილება და ჩვენი რეპუტაციის შემლახველი კამპანიის წარმოება ხდება სწორედ ახლა, როდესაც ასე ახლოს ვართ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის - ანაკლიის პორტის წარმატებით განხორციელებასთან. კვლავაც იმედით ვუყურებ ჩვენს მომავალს და მადლობას ვუხდი ყველა თქვენგანს მხადაჭერისთვის!“, - ნათქვამია ხაზარაძის განცხადებაში.

ეროვნული ბანკი თიბისი ბანკისგან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს. მათივე ინფორმაციით, რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი M-მა“ და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც „სამგორი M-სა“ და არც „სამგორი თრეიდის“ მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის „თიბისი ბანკისთვის“.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ