პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეროვნული ბანკი განმარტავს, რატომ მოითხოვა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერება
ეროვნული ბანკი განმარტავს, რატომ მოითხოვა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერება

ეროვ­ნუ­ლი ბან­კის გან­მარ­ტე­ბით, "თი­ბი­სი ბან­კის" 2007-2008 წლე­ბის ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის შეს­წავ­ლი­სას გა­მოვ­ლინ­და "თი­ბი­სი ბან­კის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რი­სა და მო­ად­გი­ლის მიერ ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვა. ამის შე­სა­ხებ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი. სებ-ი მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძი­სა და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის­თვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის მო­თხოვ­ნას გან­მარ­ტავს. გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი მა­ღა­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ეკი­დე­ბა ფი­ნან­სუ­რი სექ­ტო­რის სტა­ბი­ლუ­რო­ბას. კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­უ­კე­თე­სო სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

ეროვ­ნულ­მა ბან­კმა, სა­ფი­ნან­სო სექ­ტო­რის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის კო­მი­ტე­ტის 2019 წლის 13 თე­ბერ­ვლის სხდო­მა­ზე გან­ხილ­ვის შე­დე­გად, მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა "თი­ბი­სი ბან­კის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რი­სა და მისი მო­ად­გი­ლის­თვის ხელ­მო­წე­რის უფ­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის თა­ო­ბა­ზე. ამას­თა­ნა­ვე, „თი­ბი­სი ბან­კის“ აქ­ცი­ო­ნერ­თა კრე­ბას მი­ე­ცა 2-თვი­ა­ნი ვადა მათი სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო­დან გაწ­ვე­ვი­სათ­ვის. ამას­თან, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ ეხე­ბა არც ერთი აქ­ცი­ო­ე­ნე­რის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ წი­ლებს ბან­კში.

ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­ფუძ­ვე­ლია "თი­ბი­სი ბან­კის" შე­მოწ­მე­ბი­სას და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ინ­ტერსთა კონ­ფლიქ­ტის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც 2007-2008 წლე­ბის ტრან­ზაქ­ცი­ებს უკავ­შირ­დე­ბა. სა­კი­თხის შეს­წავ­ლი­სას გა­მოვ­ლინ­და „თი­ბი­სი ბან­კის“ სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რი­სა და მო­ად­გი­ლის მიერ ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვა.

ეროვ­ნუ­ლი ბან­კი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ "თი­ბი­სი ბან­კი", მისი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მე­ნე­ჯმენ­ტით, ქვე­ყა­ნა­ში და რე­გი­ონ­ში ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ფი­ნან­სუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა. „თი­ბი­სი ბან­კი“ ძლი­ე­რი და მდგრა­დი საკ­რე­დი­ტო ინ­სტი­ტუ­ტია და სრუ­ლად აკ­მა­ყო­ფი­ლებს არ­სე­ბულ ეკო­ნო­მი­კურ ნორ­მა­ტი­ვებ­სა და ლი­მი­ტებს. ასე­ვე აღ­ვნიშ­ნავთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ არის მი­მარ­თუ­ლი "თი­ბი­სი ბანკზე".

"თი­ბი­სი ბან­კი" ლონ­დო­ნის სა­ფონ­დო ბირ­ჟის პრე­მი­უმ სეგ­მენტზე და­ლის­ტუ­ლი სა­ჯა­რო კომ­პა­ნი­აა. გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი კი­დევ უფრო გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს ბან­კის კორ­პო­რა­ცი­უ­ლი მარ­თვის ხა­რისხს, რაც „თი­ბი­სი ბან­კის“ შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ინ­ვეს­ტო­რე­ბი­სათ­ვის მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბის გაზ­რდას უზ­რუნ­ველ­ყოფს“, - ნათ­ქვა­მია ეროვ­ნუ­ლი ბან­კის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

ეროვნული ბანკი განმარტავს, რატომ მოითხოვა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერება

ეროვნული ბანკი განმარტავს, რატომ მოითხოვა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერება

ეროვნული ბანკის განმარტებით, "თიბისი ბანკის" 2007-2008 წლების ტრანზაქციების შესწავლისას გამოვლინდა "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეოსაბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი. სებ-ი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნას განმარტავს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს ეროვნული ბანკი მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება ფინანსური სექტორის სტაბილურობას. კომერციული ბანკების ზედამხედველობა საქართველოში საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება.

ეროვნულმა ბანკმა, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის 2019 წლის 13 თებერვლის სხდომაზე განხილვის შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე. ამასთანავე, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მიეცა 2-თვიანი ვადა მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის. ამასთან, ეს გადაწყვეტილება არ ეხება არც ერთი აქციოენერის საკუთრებაში არსებულ წილებს ბანკში.

ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია "თიბისი ბანკის" შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა.

ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "თიბისი ბანკი", მისი აღმასრულებელი მენეჯმენტით, ქვეყანაში და რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაციაა. „თიბისი ბანკი“ ძლიერი და მდგრადი საკრედიტო ინსტიტუტია და სრულად აკმაყოფილებს არსებულ ეკონომიკურ ნორმატივებსა და ლიმიტებს. ასევე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის აღნიშნული საზედამხედველო გადაწყვეტილება არ არის მიმართული "თიბისი ბანკზე".

"თიბისი ბანკი" ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტზე დალისტული საჯარო კომპანიაა. გატარებული ღონისძიებები კიდევ უფრო გააუმჯობესებს ბანკის კორპორაციული მართვის ხარისხს, რაც „თიბისი ბანკის“ შემდგომ განვითარებასა და ინვესტორებისათვის მიმზიდველობის გაზრდას უზრუნველყოფს“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ