ციხის კადრების ავტორს, ლადო ბედუკაძეს, რომელსაც დღეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რამდენიმე წუთის წინ, "ინტერპრესნიუსის" და "პალიტრანიუსის" მიერ ინტერვიუს ჩაწერის დროს, კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს.
შემთხვევა კვლავ რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. როგორც ჩვენი კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ლადო ბედუკაძეს უცნობმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სანთებელა ესროლა, რომელიც ჟურნალისტს მოხვდა.
ლადო ბედუკაძე არ გამორიცხავს თავდასხმათა სერიის გაგრძელებას და აღნიშნულთან დაკავშირებით, ის პასუხისმგებლობას "ნაციონალურ მოძრობას" აკისრებს. ბედუკაძემ შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა, რომელსაც ამ წუთებში ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ელოდებიან.