პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხანძრის შედეგად დაზარალებული - წინა ხანძრის შემდეგ არანაირი დახმარება არ გაუწევიათ, არავინაა ჩვენი პატრონი
ხანძრის შედეგად დაზარალებული - წინა ხანძრის შემდეგ არანაირი დახმარება არ გაუწევიათ, არავინაა ჩვენი პატრონი

თევ­დო­რე მღვდლის ქუ­ჩა­ზე, მე­ო­რა­დი ტან­საც­მლის სა­წყობ­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ერთ-ერთი მო­ვაჭ­რე აცხა­დებს, რომ წინა ხან­ძრის დროს თბი­ლი­სის მე­რის­გან და­პი­რე­ბა მი­ი­ღეს, თუმ­ცა, არა­ვინ დახ­მა­რე­ბი­ათ.

„ხან­ძრებ­მა უნდა წა­მარ­თვას ყვე­ლა­ფე­რი? წინა ხან­ძრის შემ­დეგ არა­ნა­ი­რი დახ­მა­რე­ბა არ გა­უ­წე­ვი­ათ, არა­ვი­ნაა ჩვე­ნი პატ­რო­ნი. კა­ლა­ძეც მო­ვი­და მა­შინ და დაგვპირ­და დახ­მა­რე­ბას, თუმ­ცა არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბი­ათ. ამ­ხე­ლა ზა­რალს რო­გორ გა­და­ვიხ­დით? გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა მო­ვაჭ­რემ.

დი­დუ­ბის რა­ი­ო­ნის გამ­გებ­ლის, ირმა ზავ­რა­დაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სად­გუ­რის მო­ე­დან­ზე ხან­ძრის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბულ პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

რო­გორც ზავ­რა­დაშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, დამ­წვა­რია 150 კვ.მ. ფარ­თი, სა­დაც მე­ო­რა­დი ტან­საც­მე­ლე­ბი­სა და სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სა­წყო­ბი იყო. მი­სი­ვე თქმით, დი­დუ­ბის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ო­ბა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად და­ეხ­მა­რე­ბა.

„ხან­ძრის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ზე, რა თქმა უნდა, ჯერ ად­რეა ლა­პა­რა­კი. რაც შე­ე­ხე­ბა მდგო­მა­რე­ო­ბას, დამ­წვა­რია სა­წყო­ბი, რო­მე­ლიც კა­პი­ტა­ლუ­რად იყო გა­კე­თე­ბუ­ლი. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია მე­ო­რა­დი ტან­საც­მლის ნა­წი­ლი და სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. სა­ნამ გა­მო­ძი­ე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ას არ და­დებს, მი­ზე­ზებ­ზე სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვია. ხან­ძა­რი უკვე ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლია, ცე­ცხლი არ არის, თუმ­ცა დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა. მსხვერ­პლი არ არის. ად­გილ­ზე მე­ხან­ძრე­ე­ბი მუ­შა­ო­ბენ, აქ არი­ან მე­პატ­რო­ნე­ე­ბიც, „თე­ლა­სი­სა“ და „ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვი­ცით, რამ­დე­ნი პი­რია და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი. ამ ბაზ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას მსგავ­სი ინ­ცინ­დენ­ტი ერთი წლის წი­ნაც ჰქონ­და და ბევ­რი გა­უ­კე­თეს თა­ვის მო­ვაჭ­რე­ებს. ჯერ უნდა გა­ირ­კვეს, ვინ არის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი და რა ზა­რალ­ზეა ლა­პა­რა­კი. მერე ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან შე­თან­ხმე­ბით მაქ­სი­მა­ლუ­რად ხელს შე­ვუ­წყობთ,თუმ­ცა, ზა­რა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი ზედ­მე­ტია, რად­გან ბაზ­რო­ბა კერ­ძო სა­კუთ­რე­ბაა და რო­გორც აქამ­დე ვეხ­მა­რე­ბო­დით კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში, ასე­ვე და­ვეხ­მა­რე­ბით მე­პატ­რო­ნეს­თან ერ­თად. სხვა ფარ­თზე ხან­ძრის გა­დას­ვლის სა­შიშ­რო­ე­ბა ამ წუ­თებ­ში აღარ არის, ცე­ცხლი ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლია“, - გა­ნა­ცხა­და ზავ­რა­დაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თევ­დო­რე მღვდლის ქუ­ჩა­ზე ხან­ძრის შე­დე­გად დამ­წვა­რია 200-250 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თი. ხან­ძრის მი­ზე­ზი უც­ნო­ბია.

ცე­ცხლი მე­ო­რა­დი ტან­საც­მლის სა­წყობ­ში გაჩ­ნდა. ამ დრო­ის­თვის ხან­ძა­რი ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლია, თუმ­ცა ად­გილ­ზე 16 სა­ხან­ძრო ბრი­გა­და ჯერ კი­დევ რჩე­ბა.

ავტორი:

ხანძრის შედეგად დაზარალებული - წინა ხანძრის შემდეგ არანაირი დახმარება არ გაუწევიათ, არავინაა ჩვენი პატრონი

ხანძრის შედეგად დაზარალებული - წინა ხანძრის შემდეგ არანაირი დახმარება არ გაუწევიათ, არავინაა ჩვენი პატრონი

თევდორე მღვდლის ქუჩაზე, მეორადი ტანსაცმლის საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული ერთ-ერთი მოვაჭრე აცხადებს, რომ წინა ხანძრის დროს თბილისის მერისგან დაპირება მიიღეს, თუმცა, არავინ დახმარებიათ.

„ხანძრებმა უნდა წამართვას ყველაფერი? წინა ხანძრის შემდეგ არანაირი დახმარება არ გაუწევიათ, არავინაა ჩვენი პატრონი. კალაძეც მოვიდა მაშინ და დაგვპირდა დახმარებას, თუმცა არაფერი გაუკეთებიათ. ამხელა ზარალს როგორ გადავიხდით? განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

დიდუბის რაიონის გამგებლის, ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, სადგურის მოედანზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ პირთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

როგორც ზავრადაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დამწვარია 150 კვ.მ. ფართი, სადაც მეორადი ტანსაცმელებისა და სარეცხი საშუალებების საწყობი იყო. მისივე თქმით, დიდუბის რაიონის გამგეობა დაზარალებულებს კანონის შესაბამისად დაეხმარება.

„ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე, რა თქმა უნდა, ჯერ ადრეა ლაპარაკი. რაც შეეხება მდგომარეობას, დამწვარია საწყობი, რომელიც კაპიტალურად იყო გაკეთებული. დაზიანებულია მეორადი ტანსაცმლის ნაწილი და სარეცხი საშუალებები. სანამ გამოძიება ინფორმაციას არ დადებს, მიზეზებზე საუბარი ნაადრევია. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, ცეცხლი არ არის, თუმცა დაკვამლიანება შეინიშნება. მსხვერპლი არ არის. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ, აქ არიან მეპატრონეებიც, „თელასისა“ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლები.

ჯერჯერობით არ ვიცით, რამდენი პირია დაზარალებული. ამ ბაზრობის ხელმძღვანელობას მსგავსი ინცინდენტი ერთი წლის წინაც ჰქონდა და ბევრი გაუკეთეს თავის მოვაჭრეებს. ჯერ უნდა გაირკვეს, ვინ არის დაზარალებული და რა ზარალზეა ლაპარაკი. მერე ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ,თუმცა, ზარალის ანაზღაურებაზე ლაპარაკი ზედმეტია, რადგან ბაზრობა კერძო საკუთრებაა და როგორც აქამდე ვეხმარებოდით კანონის ფარგლებში, ასევე დავეხმარებით მეპატრონესთან ერთად. სხვა ფართზე ხანძრის გადასვლის საშიშროება ამ წუთებში აღარ არის, ცეცხლი ლოკალიზებულია“, - განაცხადა ზავრადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დამწვარია 200-250 კვადრატული მეტრი ფართი. ხანძრის მიზეზი უცნობია.

ცეცხლი მეორადი ტანსაცმლის საწყობში გაჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა ადგილზე 16 სახანძრო ბრიგადა ჯერ კიდევ რჩება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ