კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მუშავდება ნარჩენების სეპარირებული დახარისხების მოდელი" - ნაგვის მანქანების მოძრაობის სქემა შეიცვლება
"მუშავდება ნარჩენების სეპარირებული დახარისხების მოდელი" - ნაგვის მანქანების მოძრაობის სქემა შეიცვლება

წლის ბო­ლოს­თვის ნა­გავმზი­დი მან­ქა­ნე­ბის მოძ­რა­ო­ბის სქე­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­იც­ვლე­ბა. რო­გორც თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლემ მაია ბი­თა­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, მუ­შავ­დე­ბა ნარ­ჩე­ნე­ბის სე­პა­რი­რე­ბუ­ლი და­ხა­რის­ხე­ბის მო­დე­ლი, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ ნა­გავმზი­დი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბის სქე­მაც შე­იც­ვლე­ბა.

მაია ბი­თა­ძის თქმით, ამ ეტაპ­ზე არ იგეგ­მე­ბა იმ ქუ­ჩა­თა რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდა, რომ­ლებ­ზეც ნა­გავმზი­დი მან­ქა­ნე­ბი ღა­მით მოძ­რა­ო­ბენ.

"სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ჩვენ და­ვი­წყეთ ერ­თის მხრივ ეფექ­ტი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა, თუმ­ცა მე­ო­რე მხრივ, ძა­ლი­ან გვი­ჭირს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დარ­წმუ­ნე­ბა თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ნარ­ჩე­ნე­ბი ღა­მით გა­ი­ტა­ნონ, რად­გა­ნაც სა­ცო­ბე­ბი ავი­რი­დოთ თა­ვი­დან. რე­ა­ლუ­რად, გვაქვს პრობ­ლე­მე­ბი და მიმ­დი­ნა­რე ეტაპ­ზე იმ ქუ­ჩა­თა რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდა არ იგეგ­მე­ბა გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ჩვენ ნარ­ჩე­ნე­ბის სე­პა­რი­რე­ბუ­ლი შეგ­რო­ვე­ბის სის­ტე­მა­ზე გა­დავ­დი­ვართ. ამ­ჟა­მად, ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კი გვეხ­მა­რე­ბა სა­მარ­შრუ­ტო სქე­მე­ბის შეს­წავ­ლა­ში და ვფიქ­რობ, რომ წლის ბო­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას შევ­თა­ვა­ზებთ ნარ­ჩე­ნე­ბის სე­პა­რი­რე­ბუ­ლი და­ხა­რის­ხე­ბის და შეგ­რო­ვე­ბის სის­ტე­მის იმ მო­დელს, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ჩვენ ნარ­ჩე­ნე­ბი­დან შეგ­ვეძ­ლე­ბა უკვე პრო­დუქ­ცია მი­ვი­ღოთ და ბუ­ნებ­რი­ვია, ასე­ვე შე­იც­ვლე­ბა ნა­გავმზი­დი მან­ქა­ნე­ბის მოძ­რა­ო­ბის სქე­მე­ბი, რო­გორც კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ასე­ვე სა­ა­თობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით", - გა­ნა­ცხა­და ბი­თა­ძემ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"მუშავდება ნარჩენების სეპარირებული დახარისხების მოდელი" - ნაგვის მანქანების მოძრაობის სქემა შეიცვლება

"მუშავდება ნარჩენების სეპარირებული დახარისხების მოდელი" - ნაგვის მანქანების მოძრაობის სქემა შეიცვლება

წლის ბოლოსთვის ნაგავმზიდი მანქანების მოძრაობის სქემა, სავარაუდოდ, შეიცვლება. როგორც თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მუშავდება ნარჩენების სეპარირებული დახარისხების მოდელი, რაც ნიშნავს იმას, რომ ნაგავმზიდი ავტომობილების მოძრაობის სქემაც შეიცვლება.

მაია ბითაძის თქმით, ამ ეტაპზე არ იგეგმება იმ ქუჩათა რაოდენობის გაზრდა, რომლებზეც ნაგავმზიდი მანქანები ღამით მოძრაობენ.

"საპილოტე პროექტი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ ერთის მხრივ ეფექტიანი აღმოჩნდა, თუმცა მეორე მხრივ, ძალიან გვიჭირს მოქალაქეების დარწმუნება თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ნარჩენები ღამით გაიტანონ, რადგანაც საცობები ავირიდოთ თავიდან. რეალურად, გვაქვს პრობლემები და მიმდინარე ეტაპზე იმ ქუჩათა რაოდენობის გაზრდა არ იგეგმება გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემაზე გადავდივართ. ამჟამად, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი გვეხმარება სამარშრუტო სქემების შესწავლაში და ვფიქრობ, რომ წლის ბოლოს საზოგადოებას შევთავაზებთ ნარჩენების სეპარირებული დახარისხების და შეგროვების სისტემის იმ მოდელს, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ნარჩენებიდან შეგვეძლება უკვე პროდუქცია მივიღოთ და ბუნებრივია, ასევე შეიცვლება ნაგავმზიდი მანქანების მოძრაობის სქემები, როგორც კვირის განმავლობაში, ასევე საათობრივი თვალსაზრისით", - განაცხადა ბითაძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ