ავტორი:

ხანდახან დედამთილებსაც დაეჯერებათ

ხანდახან დედამთილებსაც დაეჯერებათ

დედამთილთან ერთად არ ვცხოვრობ. ცუდი ქალი არ არის, მაგრამ იმდენი ისტორია გამიგია რძალ-დედამთილის ურთიერთობაზე, რომ თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა ცალკე ცხოვრება. სანამ ბავშვი გაჩნდებოდა მე და ჩემმა მეუღლემ ვიქირავეთ ერთოთახიანი ბინა. ამან სულ გამოიყვანა მდგომარეობიდან, ოთხოთახიან ბინაში მარტომ როგორ ვიცხოვროო, მაგრამ მე მაინც ჩემი გავიტანე.

ამასობაში გაჩნდა ბავშვი, რამდენიმე წელში ქალაქის გარეუბანში ბინაც ვიყიდეთ, ბევრად მცირე ფართის, ვიდრე ჩემს დედამთილს აქვს, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ. ჩემს დედამთილს ძალიან უყვარს ლაპარაკი, ხშირად არც ვუსმენ, იმდენ რჩევასა და თავის მოსაზრებას იძლევა ხოლმე. აი, ვირუსების დროს კი ისე მიშველა მისმა ერთმა წამოსროლილმა ფრაზამ, რომ გადავწყვიტე თუ არ გავითვალისწინებ, ხანდახან მაინც მოვუსმინო მის დაუსრულებელ მონოლოგს. ქალაქის ცენტრში ცხოვრობს და ვინაიდან მარტოა, მისი დაქალები ხშირად სტუმრობენ. ასაკში კი არიან, მაგრამ უყვართ კომფორტი და კარგი ცხოვრება. დადიან თეატრებში, კონცერტებზე. საღამოს ერთად ვახშმობენ. სულ მიკვირს, ამდენ რამეს როგორ ასწრებენ. აბა მე იმდენი საქმე მაქვს, ბოლოს როდის ვიყავი კულტურულ ღონისძიებაზე აღარც კი მახსოვს. ერთად რომ გვეცხოვრა, ასე ხომ ვერ იქნებოდა? ანუ, მის გალაღებულ სიბერეში დიდი წვლილი მიმიძღვის. ხუმრობა იქით იყოს და მისი ერთი რჩევა მართლა ძალიან დამეხმარა.

ამ გამძვინვარებულ ვირუსებს ვერც ჩვენ გადავურჩით, ჯერ ბავშვს ქონდა სიცხე, მერე მე და ჩემს მეუღლეს ისეთი ვირუსი შეგვხვდა, რომ ფეხზე ვერ ვდგებოდით. ათასი რამე გვჭირდებოდა: წამლები, საჭმელი, პამპერსი. არადა გარეთ ვერ გავდიოდით. დავურეკე ჩემს დედამთილს, იქნებ მოხვიდეთ და დამეხმაროთ-თქო და იცით რა მიპასუხა? - თქვენ ახალგაზრდები ხართ, მალე გამოჯანმრთელდებით და მე მეშინია არ გადამდოთო, ინტერნეტი და კომპიუტერი თქვენი მოგონილია და ვერ უნდა გამოიწეროთ სახლში წამლები და პროდუქტიო.

ვერ მივხვდი რას ამბობდა. ორ წუთში მესიჯი გამომიგზავნა www.MoMitane.ge-ის გვერდზე შედი და ყველაფერს ნახავ, მე და ჩემი დაქალები სულ ამ ონლაინ აფთიაქით და სუპერმარკეტით ვსარგებლობთო. ცოტა კი გამეცინა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა და დავუჯერე. შევედი www.MoMitane.ge-ს გვერდზე და რას ვხედავ, შენ ოღონდ ინატრე და ყველაფერი აქვთ: წამლები, პროდუქტი, სათამაშოები, მზა საკვები. მაშინვე დავრეგისტრირდი და გასართობიც კარგი მომეცა. ჩავიხუტე ჩემი ლეპტოპი, მოვიმარჯვე ექიმის ჩამოწერილი წამლების არცთუ ისე მოკრძალებული სია და შევუდექი საქმეს. წამლების გამოწერას რომ მოვრჩი, გადავედი პროდუქტებზე, ბავშვისთვის სათამაშოც მივაყოლე და ველოდები რა მოხდება. რამდენიმე წუთში კარებზე ზარია, გავაღე კარი და www.MoMitane.ge-ის კურიერი დგას ჩემი წამლებით და პროდუქტებით დატვირთული.

ისეთი სიხარული და ჟრიამული გვქონდა, რომ წამლის მოქმედების ეფექტურობა კიდევ უფრო გაიზარდა და მეორე დღიდან ვირუსმა უკან დახევა დაიწყო. იმ დღიდან www.MoMitane.ge ჩემი საუკეთესო დამხმარე გახდა. ყველაფერს სახლიდან გაუსვლელად ვყიდულობ, დროც ბევრი მრჩება.

ისე, ხანდახან დედამთილებსაც უნდა დავუჯეროთ, ოღონდ ხანდახან!!!

(R)

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის