საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ენდოკრინოლოგის უცნობი გატაცება - როგორ "კურნავს" და უვლის ლაშა უჩავა მცენარეებს
ცნობილი ენდოკრინოლოგის უცნობი გატაცება - როგორ "კურნავს" და უვლის ლაშა უჩავა მცენარეებს

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ცნო­ბი­ლი ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ლაშა უჩა­ვა მცე­ნა­რე­ებ­საც "კურ­ნავს"­ - უვ­ლის, ამ­რავ­ლებს და მწვა­ნე გა­რე­მოს შე­საქ­მნე­ლად ზრუ­ნავს. უამ­რავ მცე­ნა­რეს ახა­რებს შინ და სამ­სა­ხურ­ში.

- მცე­ნა­რე­ებს ვუვ­ლი, რო­გორც მოყ­ვა­რუ­ლი მე­ბა­ღე და მეყ­ვა­ვი­ლე. სახ­ლში მცე­ნა­რე­ე­ბი სულ იყო და მათ­ზე ზრუ­ნავ­დნენ. შემ­დეგ ამ­გვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მეც გად­მო­მე­ცა.ჩემი სფე­რო - ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გია, ჯან­მრთე­ლო­ბის გარ­და, ეს­თე­ტი­კუ­რო­ბა­საც­ მო­ი­ცავს, ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის გა­ჯან­სა­ღე­ბა ალა­მა­ზებს ადა­მი­ანს. ეს­თე­ტი­კუ­რო­ბა ყვე­ლა­ფერ­ში კარ­გია და რა თქმა უნდა, ლა­მა­ზი მცე­ნა­რე­ე­ბიც გა­მორ­ჩე­უ­ლად სასი­ამოვ­ნოა. მათ­გან ბევ­რი ენერ­გია მო­დის. გარ­და იმი­სა, რომ სიმწვა­ნე ჟანგბა­დის წყა­როა, გა­რე­მო­საც ალა­მა­ზებს. ამი­ტომ, როცა სა­ცხოვ­რებ­ლად მარ­ტო გა­და­ვე­დი, არც დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ, სახ­ლი მო­მერ­თო თუ არა ყვა­ვი­ლე­ბით... მას შემ­დეგ მცე­ნა­რე­ებს­ ვაგ­რო­ვებ. სა­ზღვარ­გა­რეთ თუ მი­წევს ყოფ­ნა­, იქი­და­ნაც მო­მაქვს ბოლ­ქვე­ბი, ნერ­გი. ნერ­გი წყლით სავ­სე ბოთ­ლი­თაც ჩა­მო­მი­ტა­ნია. მე­გობ­რე­ბი დამ­ცი­ნი­ან, - ნა­ხე­ვა­რი ჩე­მო­და­ნი ბოთ­ლებ­ში ჩა­წყო­ბი­ლი ნერ­გე­ბი­აო, მაგ­რამ მო­მაქვს იმ მცე­ნა­რე­თა ჯი­შე­ბი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ მო­ი­პო­ვე­ბა.

- ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ხართ და ამის მი­უ­ხე­და­ვად, მცე­ნა­რე­ე­ბის­თვის მა­ინც იც­ლით...

- მათ­თვის დროს მა­ინც ვპო­უ­ლობ. ალ­ბათ, ყვა­ვი­ლებ­საც ვუყ­ვარ­ვარ. ჩემს გრა­ფიკს ერ­გე­ბი­ან. როცა რა­ღაც დრო­ით მათი და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ შინ ვბრუნ­დე­ბი,­ ყვე­ლა მცე­ნა­რეს ვე­სალ­მე­ბი, ვე­ფე­რე­ბი, მო­ვი­კი­თხავ.­ არას­დროს მო­წყე­ნი­ლი არ მხვდ­ები­ან, ალ­ბათ, მე­ლო­დებ­იან... ყვა­ვი­ლე­ბიც ხომ ცო­ცხა­ლი არ­სე­ბე­ბი არი­ან და გრძნო­ბენ ჩემს გან­წყო­ბას. ასე ვცვლით მე და მცე­ნა­რე­ე­ბი ერ­თმა­ნეთ­ში ენერ­გი­ას.

- რო­გორც ექი­მი, მცე­ნა­რე­თა თე­რაპ­იასა და სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბებ­ზე რას გვე­ტყვით?

- გარ­და იმი­სა, რომ დად­ებით ენერ­გი­ა­სა და ჟანგბადს გა­მო­ყო­ფენ, მათი სი­ლა­მა­ზეც მოქ­მე­დებს ჩვენს გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბა­ზე, ფსი­ქო­ლო­გი­ურ სტა­ტუს­ზე, შე­სა­ბა­მი­სად, ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. ზამ­თარ­ში ყვა­ვი­ლობს ორ­ქი­დეა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ლა­მა­ზი მცე­ნა­რეა. როცა ვუ­ყუ­რებ, ვხა­ლის­დე­ბი, ამი­ტო­მაც არის მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. მე­გობ­რე­ბი­დან ბევ­რს უთ­ქვამს, - ჩემ­თან ყვა­ვი­ლი არ ხა­რობს, ვერ ვუვ­ლი და ა.შ. მაგ­რამ ესეც ალ­ბათ ჩვენს ხა­სი­ათ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რამ­დე­ნად გვიყ­ვარს და შეგ­ვიძ­ლია მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა.

- რო­გორ მცე­ნა­რე­ებს არ­ჩევთ - მოყ­ვა­ვი­ლე­ებს, არა­მოყ­ვა­ვი­ლე­ებს, მა­სი­უ­რებს?

- მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­დე­საც შევ­ხე­დავ, ერ­თმა­ნეთს გა­ვუ­გოთ. ლა­მა­ზიც უნდა იყოს. მათ­გან ზოგს გა­რეთ ყოფ­ნა უყ­ვარს, ზოგს მზი­ა­ნი ოთა­ხი. ამი­ტომ ყვე­ლა ნი­უ­ანსს ვით­ვა­ლის­წი­ნებ. თუ ვიცი, რომ ოთახ­ში ან აი­ვან­ზე ვერ გაძ­ლებს, არ ვყი­დუ­ლობ. მირ­ჩევ­ნია, შინ არ მო­ვი­ტა­ნო, ვიდ­რე მქონ­დეს და ვუ­ყუ­რო, რო­გორ წვა­ლობს, შე­სა­ბა­მი­სად, ის ნე­გა­ტი­ურ გან­წყო­ბა­საც ქმნის. ამი­ტომ იმის მი­ხედ­ვით ვირ­ჩევ, რო­მე­ლი მო­უხ­დე­ბა სახ­ლს და სახ­ლი - რო­მელს... წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ცნობილი ენდოკრინოლოგის უცნობი გატაცება - როგორ "კურნავს" და უვლის ლაშა უჩავა მცენარეებს

ცნობილი ენდოკრინოლოგის უცნობი გატაცება - როგორ "კურნავს" და უვლის ლაშა უჩავა მცენარეებს

როგორც აღმოჩნდა, ცნობილი ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა მცენარეებსაც "კურნავს" - უვლის, ამრავლებს და მწვანე გარემოს შესაქმნელად ზრუნავს. უამრავ მცენარეს ახარებს შინ და სამსახურში.

- მცენარეებს ვუვლი, როგორც მოყვარული მებაღე და მეყვავილე. სახლში მცენარეები სულ იყო და მათზე ზრუნავდნენ. შემდეგ ამგვარი დამოკიდებულება მეც გადმომეცა.ჩემი სფერო - ენდოკრინოლოგია, ჯანმრთელობის გარდა, ესთეტიკურობასაც მოიცავს, ნივთიერებათა ცვლის გაჯანსაღება ალამაზებს ადამიანს. ესთეტიკურობა ყველაფერში კარგია და რა თქმა უნდა, ლამაზი მცენარეებიც გამორჩეულად სასიამოვნოა. მათგან ბევრი ენერგია მოდის. გარდა იმისა, რომ სიმწვანე ჟანგბადის წყაროა, გარემოსაც ალამაზებს. ამიტომ, როცა საცხოვრებლად მარტო გადავედი, არც დავფიქრებულვარ, სახლი მომერთო თუ არა ყვავილებით... მას შემდეგ მცენარეებს ვაგროვებ. საზღვარგარეთ თუ მიწევს ყოფნა, იქიდანაც მომაქვს ბოლქვები, ნერგი. ნერგი წყლით სავსე ბოთლითაც ჩამომიტანია. მეგობრები დამცინიან, - ნახევარი ჩემოდანი ბოთლებში ჩაწყობილი ნერგებიაო, მაგრამ მომაქვს იმ მცენარეთა ჯიშები, რომელიც საქართველოში არ მოიპოვება.

- ძალიან დაკავებული ხართ და ამის მიუხედავად, მცენარეებისთვის მაინც იცლით...

- მათთვის დროს მაინც ვპოულობ. ალბათ, ყვავილებსაც ვუყვარვარ. ჩემს გრაფიკს ერგებიან. როცა რაღაც დროით მათი დატოვების შემდეგ შინ ვბრუნდები, ყველა მცენარეს ვესალმები, ვეფერები, მოვიკითხავ. არასდროს მოწყენილი არ მხვდებიან, ალბათ, მელოდებიან... ყვავილებიც ხომ ცოცხალი არსებები არიან და გრძნობენ ჩემს განწყობას. ასე ვცვლით მე და მცენარეები ერთმანეთში ენერგიას.

- როგორც ექიმი, მცენარეთა თერაპიასა და სამკურნალო თვისებებზე რას გვეტყვით?

- გარდა იმისა, რომ დადებით ენერგიასა და ჟანგბადს გამოყოფენ, მათი სილამაზეც მოქმედებს ჩვენს გუნება-განწყობაზე, ფსიქოლოგიურ სტატუსზე, შესაბამისად, ჯანმრთელობაზე. ზამთარში ყვავილობს ორქიდეა, რომელიც ძალიან ლამაზი მცენარეა. როცა ვუყურებ, ვხალისდები, ამიტომაც არის მათთან ურთიერთობა მნიშვნელოვანი. მეგობრებიდან ბევრს უთქვამს, - ჩემთან ყვავილი არ ხარობს, ვერ ვუვლი და ა.შ. მაგრამ ესეც ალბათ ჩვენს ხასიათზეა დამოკიდებული, რამდენად გვიყვარს და შეგვიძლია მათთან ურთიერთობა.

- როგორ მცენარეებს არჩევთ - მოყვავილეებს, არამოყვავილეებს, მასიურებს?

- მნიშვნელოვანია, როდესაც შევხედავ, ერთმანეთს გავუგოთ. ლამაზიც უნდა იყოს. მათგან ზოგს გარეთ ყოფნა უყვარს, ზოგს მზიანი ოთახი. ამიტომ ყველა ნიუანსს ვითვალისწინებ. თუ ვიცი, რომ ოთახში ან აივანზე ვერ გაძლებს, არ ვყიდულობ. მირჩევნია, შინ არ მოვიტანო, ვიდრე მქონდეს და ვუყურო, როგორ წვალობს, შესაბამისად, ის ნეგატიურ განწყობასაც ქმნის. ამიტომ იმის მიხედვით ვირჩევ, რომელი მოუხდება სახლს და სახლი - რომელს... წაიკითხეთ სრულად

"ტრაგედიაზე საუბრობდა, როცა მაყურებელმა დარეკა და ბინა აჩუქა..." - როგორ შეცვალა "სხვა ნანუკამ" 3 ოჯახის უმძიმესი ცხოვრება

"25 მილიონი, სამ მილიონ მოსახლეზე, თვეში ერთ სულზე 59 თეთრია. არ გრცხენიათ, რას გვაყვედრიან?" - მიტროპოლიტი ანტონი საპატრიარქოს დაფინანსებაზე

"ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე" - ნიკოლოზ ბასილაშვილი განცხადებას ავრცელებს