პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეალურად რას აკეთებს პროკურატურის სპეციალური დეპარტამენტი, რომელსაც "სამართლიანობის აღდგენა" ევალება
რეალურად რას აკეთებს პროკურატურის სპეციალური დეპარტამენტი, რომელსაც "სამართლიანობის აღდგენა" ევალება

"ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის და­პი­რე­ბით მო­ვი­და. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ ათი­ა­თა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქე ელო­და, რომ ახა­ლი მთავ­რო­ბა გა­მო­ი­ძი­ებ­და 2004-2012 წლებ­ში სა­ხელ­მწი­ფოს მიერ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლებს: ცე­მის, წა­მე­ბის, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი მო­პყრო­ბის, ასე­ვე ქო­ნე­ბის იძუ­ლე­ბით დათ­მო­ბი­სა და სხვა ფაქ­ტებს.

სწო­რედ ამ მიზ­ნით, 2015 წელს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტი შე­იქ­მნა. მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის #62 ბრძა­ნე­ბით რე­გუ­ლირ­დე­ბა. AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რამ­დე­ნად სა­მარ­თლი­ა­ნად და გამ­ჭირ­ვა­ლედ მუ­შა­ობს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტი, ას­რუ­ლებს თუ არა და­კის­რე­ბულ ფუნ­ქცი­ას და რო­გო­რია 4-წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გე­ბი.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ AMBEBI.GE-ს მი­ა­წო­და მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ირ­კვე­ვა, რომ დე­პარ­ტა­მენ­ტი დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით 462 სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე აწარ­მო­ებს გა­მო­ძი­ე­ბას. ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე გახ­სნი­ლია ქო­ნე­ბის იძუ­ლე­ბით ჩა­მორ­თმე­ვის - 91 ფაქ­ტი, ცემა-წა­მე­ბი­სა და არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის - 20 ფაქ­ტი, მხი­ლე­ბუ­ლია - 43 სა­ჯა­რო მო­ხე­ლე და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბი­ლია 174 პირი.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ზა­რა­ლე­ბულ პი­რებს და­უბ­რუნ­დათ 45 280 717 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის უძ­რავ-მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბა.

ამ შთამ­ბეჭ­და­ვი ციფ­რე­ბის მიღ­მა ექ­სპერ­ტე­ბი სხვა რე­ა­ლო­ბას ხე­და­ვენ და დე­პარ­ტა­მენ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში არ­სე­ბულ ხარ­ვე­ზებ­ზე სა­უბ­რო­ბენ. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრმა“ გა­სულ წელს გა­მოს­ცა კვლე­ვა, რო­მელ­შიც სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბაა შეს­წავ­ლი­ლი. რო­გორც ერთ-ერთი მკვლე­ვა­რი, იუ­რის­ტი გი­ორ­გი კა­კუ­ბა­ვა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტავს, დე­პარ­ტა­მენტს არ გა­აჩ­ნია კონ­კრე­ტუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რომ­ლი­თაც გან­სა­ზღვრუ­ლი იქ­ნე­ბა საქ­მე­ე­ბის წარ­მო­ე­ბა­ში მი­ღე­ბა-არ­მი­ღე­ბის პრო­ცე­სი:

„შერ­ჩე­ვის შემ­თხვე­ვა­შიც კი, არ არის ცნო­ბი­ლი, თუ რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლობს პრო­კუ­რა­ტუ­რა. ხაზ­გას­მით უნდა ით­ქვას, რომ დე­პარ­ტა­მენ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­რო­ში შე­მა­ვა­ლი გან­სა­ზღვრულ საქ­მე­თა კა­ტე­გო­რი­ე­ბი სა­ჭი­რო­ებს მეტ კონ­კრე­ტი­კას და ამას­თან, საქ­მე­თა შერ­ჩე­ვის კრი­ტე­რი­უ­მე­ბის არ­სე­ბო­ბას.

კვლე­ვის მიზ­ნე­ბის­თვის, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ოფი­ცი­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა პრო­კუ­რა­ტუ­რის დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. მათ და­ა­დას­ტუ­რეს, რომ საქ­მე­თა შერ­ჩე­ვის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი წე­რი­ლო­ბი­თი სა­ხით მარ­თლაც არ არ­სე­ბობს, რაც თა­ვის­თა­ვად იწ­ვევს არა­ერთ პრობ­ლე­მას. პირ­ველ რიგ­ში პრო­კუ­რა­ტუ­რას აძ­ლევს ლა­ვი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას და ბა­დებს კი­თხვებს უწყე­ბის გამ­ჭირ­ვა­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით“ - გვე­უბ­ნე­ბა კა­კუ­ბა­ვა.

ყვე­ლა­ზე მე­ტად ამ დე­პარ­ტა­მენტს საქ­მე­ე­ბის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბას საყ­ვე­დუ­რო­ბენ. ბაჩო შა­რა­შე­ნი­ძის საქ­მე (უვა­დო სას­ჯელს ზუ­რაბ ზუ­ბა­და­ლაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე იხ­დის) პრო­კუ­რა­ტუ­რის ამ დე­პარ­ტა­მენ­ტმა ხე­ლახ­ლა გა­მო­ი­ძია და და­ად­გი­ნა, რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ბრალ­დე­ბულს გა­ნა­ჩე­ნი უსა­მარ­თლოდ გა­მო­უ­ტა­ნეს და მკვლე­ლო­ბას­თან შა­რა­შე­ნი­ძეს არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია. თუმ­ცა, უვა­დო მსჯავ­რდე­ბუ­ლის თქმით, პრო­კუ­რა­ტუ­რა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად აჭი­ა­ნუ­რებს საქ­მის მსვლე­ლო­ბის პრო­ცესს:

"აუხ­სნე­ლია, რა­ტომ არა­ფერს აკე­თებს ეს დე­პარ­ტა­მენ­ტი, უკვე მე­რამ­დე­ნედ მივ­წე­რეთ, შიმ­ში­ლო­ბაც გა­მო­ვა­ცხა­დე, ექ­ვსი თვეა ვი­თხოვთ ელე­მენ­ტა­რულ რა­მეს - ხომ გა­მო­ი­ძია ხე­ლახ­ლა ამ დე­პარ­ტა­მენ­ტმა ჩემი საქ­მე? ხომ და­ად­გი­ნა რომ ბევ­რი გა­ყალ­ბე­ბა იყო იქ და მე მკვლე­ლო­ბა არ ჩა­მი­დე­ნია?! მი­მარ­თოს დად­გე­ნი­ლე­ბით უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლოს და ერთხელ და სა­მუ­და­მოდ გა­ირ­კვე­ვა - თუ დამ­ნა­შა­ვედ მცნო­ბენ აქ ვარ, მაგ­რამ ჩემი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა საქ­მის მა­სა­ლებ­ში შა­ვით თეთრზე იკი­თხე­ბა. ფაქ­ტია, ვი­ღა­ცას არ აწყობს ჩემი გა­მოშ­ვე­ბა" - აღ­ნიშ­ნა თე­ი­მუ­რაზ (ბაჩო) შა­რა­შე­ნი­ძემ AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას.

უმოქ­მე­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენტს ქო­ნე­ბა­ჩა­მორ­თმე­უ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი გი­ორ­გი ხუ­როშ­ვი­ლიც. მას ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბი „ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“ დროს მუ­ქა­რით ჩა­მო­არ­თვეს, რაც და­ა­დას­ტუ­რა ამ დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ წარ­მო­ე­ბულ­მა ხე­ლა­ხალ­მა გა­მო­ძე­ბამ და მას და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სიც მი­ე­ნი­ჭა. თუმ­ცა, რო­დე­საც ჯერი ქო­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე მიდ­გა, ხუ­როშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რამ სრუ­ლი უმოქ­მე­დო­ბა გა­მო­ავ­ლი­ნა.

„მე მაქვს სა­ფუძ­ვლი­ო­ა­ნი ეჭვი, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა ხე­ლოვ­ნუ­რად ბლო­კავს ჩემ­თვის ქო­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის პრო­ცესს. ქო­ნე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო ითხოვს ერ­თა­დერთ დო­კუ­მენტს - პრო­კუ­რა­ტუ­რის დად­გე­ნი­ლე­ბას, რათა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დეს ჩემ­თვის ქო­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა. თვე­ში ორ­ჯერ ვწერ პრო­კუ­რა­ტუ­რას წე­რილს, ვთხოვ პა­სუხს კი­თხვა­ზე - რა­ტომ არ აგ­ზავ­ნის დად­გე­ნი­ლე­ბას სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში. ათე­უ­ლო­ბით წე­რი­ლი მაქვს გაგ­ზავ­ნი­ლი პარ­ლა­მენ­ტშიც - თუმ­ცა არა­ვინ პა­სუხს არ მცემს", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ხუ­როშ­ვილ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის“ იუ­რის­ტის გი­ორ­გი კა­კუ­ბა­ვას თქმით, კვლე­ვა­მაც გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ საქ­მე­ე­ბის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბის პრობ­ლე­მა, რე­ა­ლუ­რად დგას:

“ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც დას­კვნით ეტაპ­ზე აუხ­სნე­ლად ჭი­ა­ნურ­დე­ბა საქ­მე­ე­ბი, რაც ბა­დებს ეჭვს, რომ მათ აქვთ გარ­კვე­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი, რომ არ და­უბ­რუნ­დეთ ამა თუ იმ პირს წარ­თმე­უ­ლი ქო­ნე­ბა, რად­გან ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ქო­ნე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო ითხოვს პრო­კუ­რა­ტუ­რის მი­მარ­თვას, რის შემ­დე­გაც ამა თუ იმ პირს და­უბ­რუ­ნებს სა­ხელ­მწი­ფო უსა­მარ­თლოდ ჩა­მორ­თმე­ულ ქო­ნე­ბას, თუმ­ცა არის შემ­თხვე­ვე­ბი, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა ამას არ აკე­თებს“ - ამ­ბობს კა­კუ­ბა­ვა.

"ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრი" მი­იჩ­ნევს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი და­უ­სა­ბუ­თე­ბელ უარს ეუბ­ნე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ებს მათი საქ­მე­ე­ბის წარ­მო­ე­ბა­ში მი­ღე­ბა­ზე. ამის სა­ი­ლუსტრა­ცი­ოდ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ რამ­დე­ნი­მე საქ­მე მო­იყ­ვა­ნა, რო­მელ­თა მი­ხედ­ვი­თაც, პრო­კუ­რა­ტუ­რამ უარი ისე გა­ნა­ცხა­და გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბა­ზე, რომ საქ­მის მა­სა­ლებს არც კი გაც­ნო­ბია.

„ორი იდენ­ტუ­რი საქ­მე შე­ვი­დეს, შე­საძ­ლე­ბე­ლია ერ­თზე და­ი­წყოს გა­მო­ძი­ე­ბა, ან არ მი­ი­ღონ სა­ერ­თოდ წარ­მო­ე­ბა­ში, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში უარი და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლია, რაც შე­იძ­ლე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს კად­რე­ბის სიმ­წი­რეს­თან. თითო პრო­კუ­რორს თუ გა­მომ­ძი­ე­ბელს 50-მდე საქ­მე აწე­რია, რისი გან­ხილ­ვაც ფი­ზი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია. იმ ფონ­ზე, რომ ასი­ა­თა­სო­ბით გან­ცხა­დე­ბაა შე­სუ­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, ხალ­ხი ითხოვს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას, აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­ი­ზარ­დოს საშ­ტა­ტო ერ­თე­უ­ლი, რათა უფრო დრო­უ­ლად და ეფექ­ტუ­რად მოხ­დეს საქ­მე­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა" - აღ­ნიშ­ნა იუ­რის­ტმა.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შუ­ლის გა­მო­ძი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი 24 თა­ნამ­შრომ­ლი­თაა და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი. მათი ხელ­ფა­სე­ბი 1500 ლა­რი­დან 5 600 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს.

ავტორი:

რეალურად რას აკეთებს პროკურატურის სპეციალური დეპარტამენტი, რომელსაც "სამართლიანობის აღდგენა" ევალება

რეალურად რას აკეთებს პროკურატურის სპეციალური დეპარტამენტი, რომელსაც "სამართლიანობის აღდგენა" ევალება

"ოცნების" ხელისუფლება ქვეყნის სათავეში სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოვიდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ათიათასობით მოქალაქე ელოდა, რომ ახალი მთავრობა გამოიძიებდა 2004-2012 წლებში სახელმწიფოს მიერ მოქალაქეების მიმართ ჩადენილ დანაშაულებს: ცემის, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის, ასევე ქონების იძულებით დათმობისა და სხვა ფაქტებს.

სწორედ ამ მიზნით, 2015 წელს მთავარ პროკურატურაში სპეციალური დეპარტამენტი შეიქმნა. მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის საქმიანობა იუსტიციის მინისტრის #62 ბრძანებით რეგულირდება. AMBEBI.GE დაინტერესდა, რამდენად სამართლიანად და გამჭირვალედ მუშაობს მთავარი პროკურატურის სპეციალური დეპარტამენტი, ასრულებს თუ არა დაკისრებულ ფუნქციას და როგორია 4-წლიანი მუშაობის შედეგები.

პროკურატურამ AMBEBI.GE-ს მიაწოდა მონაცემები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ დეპარტამენტი დღეის მდგომარეობით 462 სისხლის სამართლის საქმეზე აწარმოებს გამოძიებას. ამ წლების მანძილზე გახსნილია ქონების იძულებით ჩამორთმევის - 91 ფაქტი, ცემა-წამებისა და არასათანადო მოპყრობის - 20 ფაქტი, მხილებულია - 43 საჯარო მოხელე და დაზარალებულად ცნობილია 174 პირი.

პროკურატურის ინფორმაციით, დაზარალებულ პირებს დაუბრუნდათ 45 280 717 ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება.

ამ შთამბეჭდავი ციფრების მიღმა ექსპერტები სხვა რეალობას ხედავენ და დეპარტამენტის საქმიანობაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გასულ წელს გამოსცა კვლევა, რომელშიც სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის საქმიანობაა შესწავლილი. როგორც ერთ-ერთი მკვლევარი, იურისტი გიორგი კაკუბავა AMBEBI.GE-სთან საუბარში განმარტავს, დეპარტამენტს არ გააჩნია კონკრეტული კრიტერიუმები, რომლითაც განსაზღვრული იქნება საქმეების წარმოებაში მიღება-არმიღების პროცესი:

„შერჩევის შემთხვევაშიც კი, არ არის ცნობილი, თუ რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს პროკურატურა. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალი განსაზღვრულ საქმეთა კატეგორიები საჭიროებს მეტ კონკრეტიკას და ამასთან, საქმეთა შერჩევის კრიტერიუმების არსებობას.

კვლევის მიზნებისთვის, ორგანიზაციამ ოფიციალური შეხვედრა გამართა პროკურატურის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. მათ დაადასტურეს, რომ საქმეთა შერჩევის კრიტერიუმები წერილობითი სახით მართლაც არ არსებობს, რაც თავისთავად იწვევს არაერთ პრობლემას. პირველ რიგში პროკურატურას აძლევს ლავირების საშუალებას და ბადებს კითხვებს უწყების გამჭირვალობასთან დაკავშირებით“ - გვეუბნება კაკუბავა.

ყველაზე მეტად ამ დეპარტამენტს საქმეების გაჭიანურებას საყვედურობენ. ბაჩო შარაშენიძის საქმე (უვადო სასჯელს ზურაბ ზუბადალაშვილის მკვლელობის საქმეზე იხდის) პროკურატურის ამ დეპარტამენტმა ხელახლა გამოიძია და დაადგინა, რომ წინა ხელისუფლების დროს ბრალდებულს განაჩენი უსამართლოდ გამოუტანეს და მკვლელობასთან შარაშენიძეს არანაირი შეხება არ ჰქონია. თუმცა, უვადო მსჯავრდებულის თქმით, პროკურატურა მიზანმიმართულად აჭიანურებს საქმის მსვლელობის პროცესს:

"აუხსნელია, რატომ არაფერს აკეთებს ეს დეპარტამენტი, უკვე მერამდენედ მივწერეთ, შიმშილობაც გამოვაცხადე, ექვსი თვეა ვითხოვთ ელემენტარულ რამეს - ხომ გამოიძია ხელახლა ამ დეპარტამენტმა ჩემი საქმე? ხომ დაადგინა რომ ბევრი გაყალბება იყო იქ და მე მკვლელობა არ ჩამიდენია?! მიმართოს დადგენილებით უზენაეს სასამართლოს და ერთხელ და სამუდამოდ გაირკვევა - თუ დამნაშავედ მცნობენ აქ ვარ, მაგრამ ჩემი უდანაშაულობა საქმის მასალებში შავით თეთრზე იკითხება. ფაქტია, ვიღაცას არ აწყობს ჩემი გამოშვება" - აღნიშნა თეიმურაზ (ბაჩო) შარაშენიძემ AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

უმოქმედობაში ადანაშაულებს პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტს ქონებაჩამორთმეული ბიზნესმენი გიორგი ხუროშვილიც. მას ბენზინგასამართი სადგურები „ნაციონალების“ დროს მუქარით ჩამოართვეს, რაც დაადასტურა ამ დეპარტამენტის მიერ წარმოებულმა ხელახალმა გამოძებამ და მას დაზარალებულის სტატუსიც მიენიჭა. თუმცა, როდესაც ჯერი ქონების დაბრუნებაზე მიდგა, ხუროშვილის შეფასებით, პროკურატურამ სრული უმოქმედობა გამოავლინა.

„მე მაქვს საფუძვლიოანი ეჭვი, რომ პროკურატურა ხელოვნურად ბლოკავს ჩემთვის ქონების დაბრუნების პროცესს. ქონების მართვის სააგენტო ითხოვს ერთადერთ დოკუმენტს - პროკურატურის დადგენილებას, რათა შესაძლებელი გახდეს ჩემთვის ქონების დაბრუნება. თვეში ორჯერ ვწერ პროკურატურას წერილს, ვთხოვ პასუხს კითხვაზე - რატომ არ აგზავნის დადგენილებას სააპელაციო სასამართლოში. ათეულობით წერილი მაქვს გაგზავნილი პარლამენტშიც - თუმცა არავინ პასუხს არ მცემს", - განაცხადა გიორგი ხუროშვილმა AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის გიორგი კაკუბავას თქმით, კვლევამაც გამოავლინა, რომ საქმეების გაჭიანურების პრობლემა, რეალურად დგას:

“ხშირია შემთხვევები, როდესაც დასკვნით ეტაპზე აუხსნელად ჭიანურდება საქმეები, რაც ბადებს ეჭვს, რომ მათ აქვთ გარკვეული ინტერესები, რომ არ დაუბრუნდეთ ამა თუ იმ პირს წართმეული ქონება, რადგან ყოფილა შემთხვევები, როდესაც ქონების მართვის სააგენტო ითხოვს პროკურატურის მიმართვას, რის შემდეგაც ამა თუ იმ პირს დაუბრუნებს სახელმწიფო უსამართლოდ ჩამორთმეულ ქონებას, თუმცა არის შემთხვევები, რომ პროკურატურა ამას არ აკეთებს“ - ამბობს კაკუბავა.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" მიიჩნევს, რომ პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი დაუსაბუთებელ უარს ეუბნება მოქალაქეებს მათი საქმეების წარმოებაში მიღებაზე. ამის საილუსტრაციოდ ორგანიზაციამ რამდენიმე საქმე მოიყვანა, რომელთა მიხედვითაც, პროკურატურამ უარი ისე განაცხადა გამოძიების დაწყებაზე, რომ საქმის მასალებს არც კი გაცნობია.

„ორი იდენტური საქმე შევიდეს, შესაძლებელია ერთზე დაიწყოს გამოძიება, ან არ მიიღონ საერთოდ წარმოებაში, ხშირ შემთხვევაში უარი დაუსაბუთებელია, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს კადრების სიმწირესთან. თითო პროკურორს თუ გამომძიებელს 50-მდე საქმე აწერია, რისი განხილვაც ფიზიკურად შეუძლებელია. იმ ფონზე, რომ ასიათასობით განცხადებაა შესული პროკურატურაში, ხალხი ითხოვს სამართლიანობის აღდგენას, აუცილებელია გაიზარდოს საშტატო ერთეული, რათა უფრო დროულად და ეფექტურად მოხდეს საქმეების გამოძიება" - აღნიშნა იურისტმა.

ოფიციალური ინფორმაციით, პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშულის გამოძიების დეპარტამენტი 24 თანამშრომლითაა დაკომპლექტებული. მათი ხელფასები 1500 ლარიდან 5 600 ლარამდე მერყეობს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს