პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაღაც მომენტში თითქოს თვალი დაახამხამა… ალბათ ვერაფერს გრძნობდა" - რას იხსენებს მეგობარი ვანო ზოდელავაზე
"რაღაც მომენტში თითქოს თვალი დაახამხამა… ალბათ ვერაფერს გრძნობდა" - რას იხსენებს მეგობარი ვანო ზოდელავაზე

6 თე­ბერ­ვალს თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მერი ვანო ზო­დე­ლა­ვა გარ­და­იც­ვა­ლა. იგი ერთი წელი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, მას შემ­დეგ რაც ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში მოყ­ვა. ტრა­გი­კუ­ლი ავა­რია 2017 წლის 21 ივ­ლისს მოხ­და. ზო­დე­ლა­ვა აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ტაქ­სით მო­ემ­გზავ­რე­ბო­და, რა დრო­საც ქვე­მო ფო­ნი­ჭა­ლა­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და. ერ­თმა­ნეთს სამი ავ­ტო­მო­ბი­ლი - "ოპე­ლის", "მერ­სე­დე­სი­სა" და "ჰონ­დას" მარ­კის მან­ქა­ნე­ბი შე­ე­ჯა­ხა. ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა 35 წლამ­დე მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც "ოპე­ლის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბილს მარ­თავ­და.

თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მე­რის ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი, თე­მურ ქურ­ხუ­ლი ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ვანო ზო­დე­ლა­ვას ცხოვ­რე­ბა­სა და სი­ცო­ცხლის უკა­ნას­კნელ თვე­ებს იხ­სე­ნებს. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

"მე და ვანო ბავ­შვო­ბი­დან ერ­თად მოვ­დი­ო­დით. ძა­ლი­ან მი­ზან­და­სა­ხუ­ლი, შრო­მის­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნი იყო. ღია და გახ­სნი­ლი გახ­ლდათ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, დიდი იუ­მო­რი ჰქონ­და და შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო თბი­ლის­ზე. ქუ­ჩა­ში ხში­რად სულ მარ­ტო, ფე­ხით და­დი­ო­და. რა­ღა­ცებს მო­ი­ნიშ­ნავ­და ხოლ­მე, და­ვა­ლე­ბებს მის­ცემ­და შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს.

სამ­წუ­ხა­როდ, მა­შინ, როცა ვანო ზო­დე­ლა­ვა თბი­ლი­სის მერი იყო, დე­და­ქა­ლაქს არ ჰქონ­და იმ­ხე­ლა ბი­უ­ჯე­ტი, რამ­ხე­ლაც, მა­გა­ლი­თად, დღეს. ახლა მი­ლი­არ­დამ­დეა ბი­უ­ჯე­ტი და მა­შინ 170 მი­ლი­ო­ნი ლარი ჰქონ­და მხო­ლოდ, რაც ძა­ლი­ან ცოტა იყო. ამ მცი­რე ბი­უ­ჯე­ტი­თაც ცდი­ლობ­და, დე­და­ქა­ლაქს რა­ღაც შე­ტყო­ბო­და და დღე­სა და ღა­მეს შრო­მა­ში ატა­რებ­და. დი­ლით ყვე­ლა თა­ნაშ­რო­მელ­ზე ადრე მი­დი­ო­და სამ­სა­ხურ­ში და სახ­ლში გვი­ან ღა­მით ბრუნ­დე­ბო­და. ყვე­ლა სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარს პა­სუ­ხობ­და. დღე­ში ხან 50-ზე მეტ ადა­მი­ანს იღებ­და და მათ პრობ­ლე­მებს აგ­ვა­რებ­და.

- სა­ბე­დის­წე­რო ავა­რი­ა­ზე რა იცით?

- ბა­ქო­ში მშე­ნებ­ლო­ბის ბიზ­ნე­სით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. დიდი სა­ვაჭ­რო და სა­ო­ფი­სე ცენ­ტრე­ბი აა­შე­ნა. 2007 წელს წა­ვი­და იქ და ავა­რი­ა­შიც იქი­დან წა­მოს­ვლი­სას მოყ­ვა. მან­ქა­ნა სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს გა­და­ვი­და და იმ მხა­რეს და­არ­ტყა, სა­ით­კე­ნაც ვანო იჯდა. თავი მი­არ­ტყა და გა­ი­თი­შა. ერთი პე­რი­ო­დი მოხ­სნეს აპა­რა­ტი­დან, რად­გან მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და, მაგ­რამ მერე ისევ დამ­ძიმ­და და ისევ შე­ა­ერ­თეს. ისე გარ­და­იც­ვა­ლა, გონ­ზე არ მო­სუ­ლა.

ეს ტრა­გე­დია მისი ოჯა­ხის­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლი გა­და­სა­ტა­ნი იყო. ფი­ნან­სუ­რა­დაც გა­უ­საძ­ლის ყო­ფა­ში ჩაც­ვივ­დნენ. მე­გობ­რე­ბიც ვეხ­მა­რე­ბო­დით. ფან­ტას­ტი­კუ­რი მე­უღ­ლე - მაია ნი­კო­ლა­ძე გვერ­დი­დან არ მო­შო­რე­ბია, ასე­ვე შვი­ლე­ბი და დები. ჩვენ, მისი მე­გობ­რე­ბიც სულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვი­ყა­ვით.

არ შე­იძ­ლე­ბო­და ვა­ნოს ტრან­სპორ­ტი­რე­ბა და გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე კლი­ნი­კი­დან არ გა­მო­უყ­ვა­ნი­ათ... ბო­ლოს ძა­ლი­ან გახ­და. უზო­მოდ გაწ­ვალ­და. რა­ღაც მო­მენ­ტში თით­ქოს თვა­ლი და­ა­ხამ­ხა­მა, თითი გა­ან­ძრია… არა­ვინ იცის, რას გრძნობ­და, მაგ­რამ ექი­მე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ დიდი ალ­ბა­თო­ბით ვე­რა­ფერს გრძნობ­და.

- ტაქ­სის მძღო­ლი, რო­მელ­საც ავა­რია მო­უხ­და, და­ა­კა­ვეს?

- არა, რად­გან ვა­ნოს ოჯახ­მა არ იჩივ­ლა. უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა იყო და ხდე­ბა ხოლ­მე. ესეც ვა­ნოს გა­კე­თე­ბულ ბოლო კე­თილ საქ­მედ ჩავ­თვა­ლოთ.

რუ­სუ­დან ად­ვა­ძე, ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

ავტორი:

"რაღაც მომენტში თითქოს თვალი დაახამხამა… ალბათ ვერაფერს გრძნობდა" - რას იხსენებს მეგობარი ვანო ზოდელავაზე

"რაღაც მომენტში თითქოს თვალი დაახამხამა… ალბათ ვერაფერს გრძნობდა" - რას იხსენებს მეგობარი ვანო ზოდელავაზე

6 თებერვალს თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა გარდაიცვალა. იგი ერთი წელი უგონო მდგომარეობაში იყო, მას შემდეგ რაც ავტოავარიაში მოყვა. ტრაგიკული ავარია 2017 წლის 21 ივლისს მოხდა. ზოდელავა აზერბაიჯანიდან საქართველოში ტაქსით მოემგზავრებოდა, რა დროსაც ქვემო ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი - "ოპელის", "მერსედესისა" და "ჰონდას" მარკის მანქანები შეეჯახა. ადგილზე გარდაიცვალა 35 წლამდე მამაკაცი, რომელიც "ოპელის" მარკის ავტომობილს მართავდა.

თბილისის ყოფილი მერის ბავშვობის მეგობარი, თემურ ქურხული ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ვანო ზოდელავას ცხოვრებასა და სიცოცხლის უკანასკნელ თვეებს იხსენებს. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

"მე და ვანო ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით. ძალიან მიზანდასახული, შრომისმოყვარე ადამიანი იყო. ღია და გახსნილი გახლდათ ურთიერთობებში, დიდი იუმორი ჰქონდა და შეყვარებული იყო თბილისზე. ქუჩაში ხშირად სულ მარტო, ფეხით დადიოდა. რაღაცებს მოინიშნავდა ხოლმე, დავალებებს მისცემდა შესაბამის სამსახურებს.

სამწუხაროდ, მაშინ, როცა ვანო ზოდელავა თბილისის მერი იყო, დედაქალაქს არ ჰქონდა იმხელა ბიუჯეტი, რამხელაც, მაგალითად, დღეს. ახლა მილიარდამდეა ბიუჯეტი და მაშინ 170 მილიონი ლარი ჰქონდა მხოლოდ, რაც ძალიან ცოტა იყო. ამ მცირე ბიუჯეტითაც ცდილობდა, დედაქალაქს რაღაც შეტყობოდა და დღესა და ღამეს შრომაში ატარებდა. დილით ყველა თანაშრომელზე ადრე მიდიოდა სამსახურში და სახლში გვიან ღამით ბრუნდებოდა. ყველა სატელეფონო ზარს პასუხობდა. დღეში ხან 50-ზე მეტ ადამიანს იღებდა და მათ პრობლემებს აგვარებდა.

- საბედისწერო ავარიაზე რა იცით?

- ბაქოში მშენებლობის ბიზნესით იყო დაკავებული. დიდი სავაჭრო და საოფისე ცენტრები ააშენა. 2007 წელს წავიდა იქ და ავარიაშიც იქიდან წამოსვლისას მოყვა. მანქანა საპირისპირო მხარეს გადავიდა და იმ მხარეს დაარტყა, საითკენაც ვანო იჯდა. თავი მიარტყა და გაითიშა. ერთი პერიოდი მოხსნეს აპარატიდან, რადგან მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ მერე ისევ დამძიმდა და ისევ შეაერთეს. ისე გარდაიცვალა, გონზე არ მოსულა.

ეს ტრაგედია მისი ოჯახისთვის ძალიან რთული გადასატანი იყო. ფინანსურადაც გაუსაძლის ყოფაში ჩაცვივდნენ. მეგობრებიც ვეხმარებოდით. ფანტასტიკური მეუღლე - მაია ნიკოლაძე გვერდიდან არ მოშორებია, ასევე შვილები და დები. ჩვენ, მისი მეგობრებიც სულ საავადმყოფოში ვიყავით.

არ შეიძლებოდა ვანოს ტრანსპორტირება და გარდაცვალებამდე კლინიკიდან არ გამოუყვანიათ... ბოლოს ძალიან გახდა. უზომოდ გაწვალდა. რაღაც მომენტში თითქოს თვალი დაახამხამა, თითი გაანძრია… არავინ იცის, რას გრძნობდა, მაგრამ ექიმები ამბობდნენ, რომ დიდი ალბათობით ვერაფერს გრძნობდა.

- ტაქსის მძღოლი, რომელსაც ავარია მოუხდა, დააკავეს?

- არა, რადგან ვანოს ოჯახმა არ იჩივლა. უბედური შემთხვევა იყო და ხდება ხოლმე. ესეც ვანოს გაკეთებულ ბოლო კეთილ საქმედ ჩავთვალოთ.

რუსუდან ადვაძე, ჟურნალი "სარკე"

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ