ავტორი:

მთავრობა  გრიგოლეთში, ურეკსა და ფოთში აზარტული თამაშების განვითარებას ხელს შეუწყობს

მთავრობა  გრიგოლეთში, ურეკსა და ფოთში აზარტული თამაშების განვითარებას ხელს შეუწყობს

მთავრობა გრიგოლეთში, ურეკსა და ფოთში აზარტული თამაშების განვითარებას ხელს შეუწყობს. აღნიშნულის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კანონპროექტშია აღნიშნული, რომლის განხილვაც საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.

კერძოდ, პროექტი გულისხმობს ამ ტერიტორიებზე სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განსხვავებული განაკვეთით დაბეგვრას, ამასთან, სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებას ახლად აშენებული არანაკლებ ოთხმოცნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობის შემთხვევაში, ნებართვის გაცემიდან 10 წლის განმავლობაში.

როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის მიღება დაბა გრიგოლეთში, დაბა ურეკსა და ქალაქ ფოთში აზარტული თამაშების ბაზრის სიმწირის გამოსწორებას ისახავს მიზნად.

„კანონპროექტი ითვალისწინებს ერთი მხრივ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დაბა გრიგოლეთის ტერიტორიაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის ტერიტორიასა და ფოთში სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განსხვავებული განაკვეთით დაბეგვრას, ხოლო მეორე მხრივ, დაბა გრიგოლეთში, დაბა ურეკსა და ფოთში სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებას ახლად აშენებული არანაკლებ ოთხმოცნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობის შემთხვევაში, ახლად აშენებული სასტუმროების ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობის ნებართვის გაცემიდან 10 წლის განმავლობაში. წაიკითხეთ სრულად

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო