პოლიტიკა
საზოგადოება

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნორვეგიაში ქურდობისთვის ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა დააკავეს, რომელიც ყოფილი პარლამენტარის შვილია
ნორვეგიაში ქურდობისთვის ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა დააკავეს, რომელიც ყოფილი პარლამენტარის შვილია

ნორ­ვე­გი­ა­ში ქურ­დო­ბის ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს სამი მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს. "კუ­რი­ე­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის ვანო ზარ­დი­აშ­ვი­ლის ცო­ლის ძმა გრი­გოლ აბ­რა­ლა­ვაა. თა­ვის მხრივ აბ­რა­ლა­ვა ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რის, მე­ხუ­თე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტის, "სა­ქარ­თვე­ლოს აღორ­ძი­ნე­ბის" წევ­რის ან­ზორ აბ­რა­ლა­ვას ვა­ჟია.

ირ­კვე­ვა, რომ ქურ­დო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი გრი­გოლ აბ­რა­ლა­ვა ბოლო წლებ­ში სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის სსიპ „სა­ჯა­რო აუ­დი­ტის ინ­სტი­ტუ­ტის“ თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო, სა­დაც სი­ძის რე­კო­მენ­და­ცი­ით და­საქმდა. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, აბ­რა­ლა­ვამ იან­ვრის ბო­ლოს სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა და­წე­რა, „იქამ­დე კი შვე­ბუ­ლე­ბა აიღო“.

"კუ­რი­ე­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, აბ­რა­ლა­ვა და მას­თან ერ­თად ორი პირი ელექტრო ტექ­ნი­კის მა­ღა­ზი­ა­ში ქურ­დო­ბის ფაქ­ტზე და­ა­კა­ვეს.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენ ორ და­კა­ვე­ბულს, „კუ­რი­ე­რის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნორ­ვე­გი­ა­ში და­ა­კა­ვეს თბი­ლი­სის მე­რი­ის და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის ის­ნის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი გი­ორ­გი კიკ­ნა­ძე, რო­მელ­მაც ნორ­ვე­გი­ა­ში წას­ვლამ­დე, ასე­ვე, შვე­ბუ­ლე­ბა და­წე­რა და ამ დრომ­დე მე­რი­ის მოქ­მედ თა­ნამ­შრომ­ლად ით­ვლე­ბა. კი­დევ ერთი და­კა­ვე­ბუ­ლი პირი კი, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გრი­შა მარ­ღა­ნი­აა. სა­მი­ვე მათ­გა­ნი ერ­თმა­ნე­თის ახ­ლობ­ლე­ბი არი­ან. კიკ­ნა­ძეც ზარ­დი­აშ­ვი­ლის ნა­თე­სა­ვია - "კუ­რი­ე­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტი გი­ორ­გი კიკ­ნა­ძის შვი­ლის ნათ­ლი­აა.

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ადას­ტუ­რებს, რომ ნორ­ვე­გი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სამი მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

ნორვეგიაში ქურდობისთვის ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა დააკავეს, რომელიც ყოფილი პარლამენტარის შვილია

ნორვეგიაში ქურდობისთვის ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა დააკავეს, რომელიც ყოფილი პარლამენტარის შვილია

ნორვეგიაში ქურდობის ფაქტზე საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. "კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულებს შორის საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა გრიგოლ აბრალავაა. თავის მხრივ აბრალავა ყოფილი პარლამენტარის, მეხუთე მოწვევის პარლამენტის დეპუტატის, "საქართველოს აღორძინების" წევრის ანზორ აბრალავას ვაჟია.

ირკვევა, რომ ქურდობისთვის დაკავებული გრიგოლ აბრალავა ბოლო წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სსიპ „საჯარო აუდიტის ინსტიტუტის“ თანამშრომელი იყო, სადაც სიძის რეკომენდაციით დასაქმდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აუდიტის სამსახურში განუცხადეს, აბრალავამ იანვრის ბოლოს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა, „იქამდე კი შვებულება აიღო“.

"კურიერის" ინფორმაციით, აბრალავა და მასთან ერთად ორი პირი ელექტრო ტექნიკის მაღაზიაში ქურდობის ფაქტზე დააკავეს.

რაც შეეხება დანარჩენ ორ დაკავებულს, „კურიერის“ ინფორმაციით, ნორვეგიაში დააკავეს თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის ისნის განყოფილების უფროსი გიორგი კიკნაძე, რომელმაც ნორვეგიაში წასვლამდე, ასევე, შვებულება დაწერა და ამ დრომდე მერიის მოქმედ თანამშრომლად ითვლება. კიდევ ერთი დაკავებული პირი კი, არსებული ინფორმაციით, გრიშა მარღანიაა. სამივე მათგანი ერთმანეთის ახლობლები არიან. კიკნაძეც ზარდიაშვილის ნათესავია - "კურიერის" ინფორმაციით, "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი კიკნაძის შვილის ნათლიაა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ნორვეგიაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"