მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხილიანზე, დედის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
ხილიანზე, დედის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ დე­დის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით თბი­ლის­ში მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვა. რო­გორც Ambebi.ge-ს შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, და­კა­ვე­ბუ­ლი დ.ვ. იმ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მე­პატ­რო­ნეა, სა­დაც რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ ხი­ლი­ან­ზე ხან­ძა­რი გაჩ­ნდა.

შს სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით, 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.ვ. და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 2-წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 10 თე­ბერ­ვალს თბი­ლის­ში, ს.ჩი­ქო­ვა­ნის ქუ­ჩა­ზე, სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში დე­დას ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. იმა­ვე დღეს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი თავ­შე­სა­ფარ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. პო­ლი­ცი­ამ დ.ვ., ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­დან ორ დღე­ში და­ა­კა­ვა. გა­მო­ძი­ე­ბა ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით", - აცხა­დე­ბენ შს სა­მი­ნის­ტრო­ში.

მე­ზობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი პირი დე­და­ზე სის­ტე­მუ­რად ძა­ლა­დობ­და. მათი თქმით, მა­მა­კა­ცი ხში­რად იმუქ­რე­ბო­და, რომ სახ­ლს გა­დაწ­ვავ­და, დღეს კი მის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ხან­ძა­რი გაჩ­ნდა. მე­ზობ­ლე­ბი ვა­რა­დო­ბენ, რომ ხან­ძა­რი მა­მა­კაც­მა გა­მიზ­ნუ­ლად გა­ა­ჩი­ნა, ვი­ნა­ი­დან მსგავ­სი ფაქ­ტი დ.ვ-მ გა­სულ წელ­საც ჩა­ი­დი­ნა, რო­დე­საც სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში დედა და მისი ძმა იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ჩი­ქო­ვა­ნის ქუ­ჩის მცხოვ­რებ­ლე­ბი არ გა­მო­რი­ცხავ­დნენ, რომ ხან­ძრის დროს და­კა­ვე­ბუ­ლის დედა სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბო­და და მათ ის გარ­დაც­ვლი­ლი ეგო­ნათ. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, შუ­ახ­ნის ქალ­ბა­ტო­ნი, მას შემ­დეგ, რაც შვი­ლი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და, თავ­შე­სა­ფარ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. მის ჯან­მრთე­ლო­ბას ამ ეტაპ­ზე საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ხან­ძარს, გა­მო­ძი­ე­ბა 187-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც გა­ირ­კვე­ვა, არის თუ არა აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი ხან­ძრის გა­ჩე­ნას­თან კავ­შირ­ში.

VIDEO: "ჯერ დედა მოკ­ლა ცე­მით და მერე სახ­ლი დაწ­ვა" - რას ჰყვე­ბი­ან მე­ზობ­ლე­ბი ხი­ლი­ან­ზე გა­ჩე­ნილ ხან­ძარ­ზე

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

ხილიანზე, დედის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

ხილიანზე, დედის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დედის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით თბილისში მამაკაცი დააკავა. როგორც Ambebi.ge-ს შსს-ში განუცხადეს, დაკავებული დ.ვ. იმ საცხოვრებელი სახლის მეპატრონეა, სადაც რამდენიმე საათის წინ ხილიანზე ხანძარი გაჩნდა.

შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული დ.ვ. დააკავეს. დანაშაული 2-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 თებერვალს თბილისში, ს.ჩიქოვანის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დედას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იმავე დღეს სამართალდამცველებმა დაზარალებული თავშესაფარში გადაიყვანეს. პოლიციამ დ.ვ., ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩადენიდან ორ დღეში დააკავა. გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით", - აცხადებენ შს სამინისტროში.

მეზობლების ინფორმაციით, დაკავებული პირი დედაზე სისტემურად ძალადობდა. მათი თქმით, მამაკაცი ხშირად იმუქრებოდა, რომ სახლს გადაწვავდა, დღეს კი მის საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. მეზობლები ვარადობენ, რომ ხანძარი მამაკაცმა გამიზნულად გააჩინა, ვინაიდან მსგავსი ფაქტი დ.ვ-მ გასულ წელსაც ჩაიდინა, როდესაც საცხოვრებელ სახლში დედა და მისი ძმა იმყოფებოდნენ. ჩიქოვანის ქუჩის მცხოვრებლები არ გამორიცხავდნენ, რომ ხანძრის დროს დაკავებულის დედა სახლში იმყოფებოდა და მათ ის გარდაცვლილი ეგონათ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, შუახნის ქალბატონი, მას შემდეგ, რაც შვილი ფიზიკურად გაუსწორდა, თავშესაფარში იმყოფებოდა. მის ჯანმრთელობას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება ხანძარს, გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც გაირკვევა, არის თუ არა აღნიშნული პირი ხანძრის გაჩენასთან კავშირში.

VIDEO: "ჯერ დედა მოკლა ცემით და მერე სახლი დაწვა" - რას ჰყვებიან მეზობლები ხილიანზე გაჩენილ ხანძარზე

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს