პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდიდან შეეძლებათ დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან გასვლა 40 წელს გადაცილებულ დასაქმებულებს
როდიდან შეეძლებათ დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან გასვლა 40 წელს გადაცილებულ დასაქმებულებს

"სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტოს" დი­რექ­ტო­რის ლე­ვან სურ­გუ­ლა­ძის თქმით, 40 წელს ზე­მოთ და­საქ­მე­ბუ­ლებს სა­პენ­სიო სის­ტე­მის და­ტო­ვე­ბის­თვის ორი თვის ვადა ექ­ნე­ბათ.

"და­საქ­მე­ბუ­ლი, რო­მელ­საც 2018 წლის 6 აგ­ვის­ტომ­დე 40 წელი შე­უს­რულ­და, 1 აპ­რი­ლი­დან 31 მა­ი­სის ჩათ­ვლით სა­პენ­სიო სქე­მი­დან გას­ვლას შეძ­ლებს. ამის­თვის საკ­მა­რი­სია სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტოს მი­მარ­თონ შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა რე­გი­ო­ნებს, სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ებ­ში 69 ლო­კა­ცი­ა­ზე გვე­ყო­ლე­ბა ოპე­რა­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან სა­პენ­სიო სის­ტე­მის და­ტო­ვე­ბის მსურ­ვე­ლებს. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ეს თან­ხე­ბი გრძელ­ვა­დი­ან ფი­ნან­სურ ინ­სტრუ­მენ­ტებ­ში ინ­ვეს­ტირ­დე­ბა, გვჭირ­დე­ბა ვი­ცო­დეთ ვინ რჩე­ბა მას­ში. ვფიქ­რობ, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა დარ­წმუნ­დე­ბა სის­ტე­მის სა­ჭი­რო­ე­ბა­ში და მას­ში ჩარ­თუ­ლი თვით­და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­იზ­რდე­ბა", -აცხა­დებს ლე­ვან სურ­გუ­ლა­ძე.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, პრო­ცე­დუ­რა მარ­ტი­ვი იქ­ნე­ბა და სის­ტე­მის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, 40 წელს ზე­მოთ მყოფ და­საქ­მე­ბუ­ლებს მას­ში დაბ­რუ­ნე­ბა შე­ეძ­ლე­ბათ.

ლე­ვან სურ­გუ­ლა­ძის თქმით, "სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტომ" ბოლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 30 ტრე­ნინ­გი ჩა­ა­ტა­რა ბუ­ღალ­ტრე­ბის­თვის.

"ექ­ვსას­ზე მეტი ბუ­ღალ­ტე­რი და­ვატ­რე­ნინ­გეთ, ბა­თუმ­შიც გვქონ­და შეხ­ვედ­რე­ბი და ვა­პი­რებთ სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნებ­ში ჩას­ვლას", - გა­ნა­ცხა­და სურ­გუ­ლა­ძემ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

როდიდან შეეძლებათ დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან გასვლა 40 წელს გადაცილებულ დასაქმებულებს

როდიდან შეეძლებათ დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან გასვლა 40 წელს გადაცილებულ დასაქმებულებს

"საპენსიო სააგენტოს" დირექტორის ლევან სურგულაძის თქმით, 40 წელს ზემოთ დასაქმებულებს საპენსიო სისტემის დატოვებისთვის ორი თვის ვადა ექნებათ.

"დასაქმებული, რომელსაც 2018 წლის 6 აგვისტომდე 40 წელი შეუსრულდა, 1 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით საპენსიო სქემიდან გასვლას შეძლებს. ამისთვის საკმარისია საპენსიო სააგენტოს მიმართონ შესაბამისი განცხადებით. რაც შეეხება რეგიონებს, სოციალური მომსახურების სააგენტოებში 69 ლოკაციაზე გვეყოლება ოპერატორები, რომლებიც მოემსახურებიან საპენსიო სისტემის დატოვების მსურველებს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს თანხები გრძელვადიან ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტირდება, გვჭირდება ვიცოდეთ ვინ რჩება მასში. ვფიქრობ, დროთა განმავლობაში საზოგადოება დარწმუნდება სისტემის საჭიროებაში და მასში ჩართული თვითდასაქმებულების რაოდენობა გაიზრდება", -აცხადებს ლევან სურგულაძე.

მისივე განმარტებით, პროცედურა მარტივი იქნება და სისტემის დატოვების შემდეგ სურვილის შემთხვევაში, 40 წელს ზემოთ მყოფ დასაქმებულებს მასში დაბრუნება შეეძლებათ.

ლევან სურგულაძის თქმით, "საპენსიო სააგენტომ" ბოლო ორი კვირის განმავლობაში 30 ტრენინგი ჩაატარა ბუღალტრებისთვის.

"ექვსასზე მეტი ბუღალტერი დავატრენინგეთ, ბათუმშიც გვქონდა შეხვედრები და ვაპირებთ სხვადასხვა რეგიონებში ჩასვლას", - განაცხადა სურგულაძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ