პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გახდი სტუდენტი ელჩი "ლურჯ ოკეანეში" - "პალიტრა L-ის" მორიგი პროექტი იწყება
გახდი სტუდენტი ელჩი "ლურჯ ოკეანეში" - "პალიტრა L-ის" მორიგი პროექტი იწყება

თუ ხარ სტუ­დენ­ტი და გა­ინ­ტე­რე­სებს ბიზ­ნეს­ლი­ტე­რა­ტუ­რა, გსურს, გა­იღ­რმა­ვო ცოდ­ნა ბიზ­ნე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით, გა­მო­ი­მუ­შა­ვო ლი­დე­რუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი, მა­შინ "პა­ლიტ­რა L-ის" ახა­ლი წა­მო­წყე­ბა შენ­თვი­საა.

ეს არის პრო­ექ­ტი ბიზ­ნეს­მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­მე­ლიც „ლურ­ჯი ოკე­ა­ნის“ ფარ­გლებ­ში იგეგ­მე­ბა. "ლურ­ჯი ოკე­ა­ნე" "პა­ლიტ­რა L-ის" ბიზ­ნეს­ლი­ტე­რა­ტუ­რის სე­რი­აა, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს ბესტსე­ლე­რე­ბის ქარ­თულ ენა­ზე გა­მო­ცე­მას გუ­ლის­ხმობს. იგი აერ­თი­ა­ნებს ისე­თი ავ­ტო­რე­ბის ნა­მუ­შევ­რებს, რო­გო­რე­ბიც არი­ან: ბრა­ი­ან თრე­ი­სი, დე­ვიდ ალე­ნი, გაი კა­ვა­სა­კი, ერიკ რისი, ჯე­ი­სონ ფრა­ი­დი და დე­ვიდ ჰა­ი­ნე­მა­ი­ერ ჰან­სო­ნი და სხვა. ამ ეტაპ­ზე გა­მო­ცე­მუ­ლია 45-მდე და­სა­ხე­ლე­ბის წიგ­ნი მე­ნე­ჯმენ­ტის, მარ­კე­ტინ­გის, ბიზ­ნე­სი­სა და ანტრეპ­რე­ნერ­ში­პის სფე­რო­ებ­ში.

გარ­და ბიზ­ნეს­ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მო­ცე­მი­სა, „ლურ­ჯი ოკე­ა­ნის“ ფარ­გლებ­ში ტარ­დე­ბა სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, ტრე­ი­ნინ­გე­ბი, სა­დაც ბიზ­ნე­სის სფე­რო­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბი და სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი იღე­ბენ მო­ნა­წი­ე­ლო­ბას.

"სტუ­დენ­ტი ელჩი "ლურჯ ოკე­ა­ნე­ში" კი­დევ ერთი წა­მო­წყე­ბაა, რომ­ლის მი­ზა­ნიც სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბის გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა და მათ­თვის ხელ­შე­წყო­ბაა, და­აგ­რო­ვონ გა­მოც­დი­ლე­ბა სფე­რო­ში, რო­მე­ლიც მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო და პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში სტუ­დენ­ტებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვათ, გახ­დნენ "ლურ­ჯი ოკე­ა­ნის" გუნ­დის წევ­რე­ბი; მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა წიგ­ნის გან­ხილ­ვა­ში; გა­ი­გონ რო­გორ ხდე­ბა ბიზ­ნეს­ლი­ტე­რა­ტუ­რის წიგ­ნის გა­მო­ცე­მა; და­ეს­წრონ "ლურ­ჯი ოკე­ა­ნის" ღო­ნის­ძი­ე­ბებს; მი­ი­ღონ წევ­რო­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფას­დაკ­ლე­ბე­ბი წიგ­ნებ­ზე. ამას გარ­და, მათ სხვა ბევ­რი სი­ურპრი­ზი ელო­დე­ბათ.

"წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მე მო­ე­წყო­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ელ­ჩე­ბის­თვის: შე­ჯიბ­რე­ბე­ბი, ტრე­ი­ნინ­გე­ბი, შე­მეც­ნე­ბი­თი თუ გა­სარ­თო­ბი აქ­ტი­ვო­ბე­ბი. სტუ­დენ­ტებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, ჩა­ერ­თონ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში, გა­მო­ი­მუ­შა­ონ ლი­დე­რუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი. ამ ყვე­ლაფ­რით შე­ვეც­დე­ბით გა­ვამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნოთ მათი სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა და ხელი შე­ვუ­წყოთ მათ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას" - ამ­ბობს "პა­ლიტ­რა L-ის" მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი, თა­მარ ახვლე­დი­ა­ნი.

მი­სი­ვე თქმით, აქ­ტი­ურ სტუ­დენტ ელ­ჩებს 2019 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი წიგ­ნე­ბი გა­და­ე­ცე­მათ სა­ჩუქ­რად.

რო­გორც პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი, თა­თია ტუ­რაშ­ვი­ლი ამ­ბობს, სტუ­დენ­ტე­ბი გა­ეც­ნო­ბი­ან წიგ­ნის გა­მო­ცე­მის პრო­ცესს და თა­ვა­დაც ჩა­ერ­თვე­ბი­ან მას­ში. მისი თქმით, ეს სტუ­დენ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას კი­დევ უფრო შე­უ­წყობს ხელს.

სტუ­დენ­ტებს პრო­ექ­ტი­სათ­ვის რე­გის­ტრა­ცია შე­ეძ­ლე­ბათ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­აპ­ლი­კა­ციო ფორ­მით, რო­მელ­საც გა­მომ­ცემ­ლო­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას უგ­ზავ­ნის.

იმი­სათ­ვის, რომ გახ­დეთ ელჩი, სა­ჭი­როა, გა­ინ­ტე­რე­სებ­დეთ ბიზ­ნეს­ლი­ტე­რა­ტუ­რა, გიყ­ვარ­დეთ წიგ­ნე­ბის კი­თხვა, იყოთ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, გან­ვი­თა­რე­ბა­სა და წინსვლა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა
ავტორი:

გახდი სტუდენტი ელჩი "ლურჯ ოკეანეში" - "პალიტრა L-ის" მორიგი პროექტი იწყება

გახდი სტუდენტი ელჩი "ლურჯ ოკეანეში" - "პალიტრა L-ის" მორიგი პროექტი იწყება

თუ ხარ სტუდენტი და გაინტერესებს ბიზნესლიტერატურა, გსურს, გაიღრმავო ცოდნა ბიზნესის მიმართულებით, გამოიმუშავო ლიდერული უნარ-ჩვევები, მაშინ "პალიტრა L-ის" ახალი წამოწყება შენთვისაა.

ეს არის პროექტი ბიზნესმიმართულებით, რომელიც „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში იგეგმება. "ლურჯი ოკეანე" "პალიტრა L-ის" ბიზნესლიტერატურის სერიაა, რომელიც ცნობილი ბიზნეს ბესტსელერების ქართულ ენაზე გამოცემას გულისხმობს. იგი აერთიანებს ისეთი ავტორების ნამუშევრებს, როგორებიც არიან: ბრაიან თრეისი, დევიდ ალენი, გაი კავასაკი, ერიკ რისი, ჯეისონ ფრაიდი და დევიდ ჰაინემაიერ ჰანსონი და სხვა. ამ ეტაპზე გამოცემულია 45-მდე დასახელების წიგნი მენეჯმენტის, მარკეტინგის, ბიზნესისა და ანტრეპრენერშიპის სფეროებში.

გარდა ბიზნესლიტერატურის გამოცემისა, „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები, ტრეინინგები, სადაც ბიზნესის სფეროში დასაქმებული ადამიანები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები იღებენ მონაწიელობას.

"სტუდენტი ელჩი "ლურჯ ოკეანეში" კიდევ ერთი წამოწყებაა, რომლის მიზანიც სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება და მათთვის ხელშეწყობაა, დააგროვონ გამოცდილება სფეროში, რომელიც მათთვის საინტერესო და პრიორიტეტულია.

პროექტის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, გახდნენ "ლურჯი ოკეანის" გუნდის წევრები; მიიღონ მონაწილეობა წიგნის განხილვაში; გაიგონ როგორ ხდება ბიზნესლიტერატურის წიგნის გამოცემა; დაესწრონ "ლურჯი ოკეანის" ღონისძიებებს; მიიღონ წევრობის სპეციალური ფასდაკლებები წიგნებზე. ამას გარდა, მათ სხვა ბევრი სიურპრიზი ელოდებათ.

"წელიწადში რამდენჯერმე მოეწყობა სპეციალური ღონისძიებები ელჩებისთვის: შეჯიბრებები, ტრეინინგები, შემეცნებითი თუ გასართობი აქტივობები. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ ღონისძიებების ორგანიზებაში, გამოიმუშაონ ლიდერული უნარ-ჩვევები. ამ ყველაფრით შევეცდებით გავამრავალფეროვნოთ მათი სტუდენტური ცხოვრება და ხელი შევუწყოთ მათ პროფესიულ განვითარებას" - ამბობს "პალიტრა L-ის" მარკეტინგის მენეჯერი, თამარ ახვლედიანი.

მისივე თქმით, აქტიურ სტუდენტ ელჩებს 2019 წელს გამოცემული სტუდენტებისთვის განკუთვნილი წიგნები გადაეცემათ საჩუქრად.

როგორც პროექტის მენეჯერი, თათია ტურაშვილი ამბობს, სტუდენტები გაეცნობიან წიგნის გამოცემის პროცესს და თავადაც ჩაერთვებიან მასში. მისი თქმით, ეს სტუდენტების განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

სტუდენტებს პროექტისათვის რეგისტრაცია შეეძლებათ სპეციალური სააპლიკაციო ფორმით, რომელსაც გამომცემლობა დაინტერესებულ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უგზავნის.

იმისათვის, რომ გახდეთ ელჩი, საჭიროა, გაინტერესებდეთ ბიზნესლიტერატურა, გიყვარდეთ წიგნების კითხვა, იყოთ ორგანიზებული, განვითარებასა და წინსვლაზე ორიენტირებული.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი